პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სათვალის ყური გავასწორე და გულში ჩავირჭვე" - ოპერაცია "ჯაშუშები" - გრიფით "საიდუმლო"
"სათვალის ყური გავასწორე და გულში ჩავირჭვე" - ოპერაცია "ჯაშუშები" - გრიფით "საიდუმლო"

2011 წლის 17 სექ­ტემ­ბერს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ოთხი პირი და­ა­კა­ვეს - სერ­გო თეთ­რა­ძე (გა­დამ­დგა­რი პოლ­კოვ­ნი­კი, მზვე­რა­ვი), და­ვით ლონ­და­რი­ძე (ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი, დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი), სერ­გეი ჩაპ­ლი­გი­ნი (ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო) და გია გო­რე­ლაშ­ვი­ლი (ინ­ჟი­ნე­რი, რა­დი­ო­მოყ­ვა­რუ­ლი). სა­სა­მარ­თლომ მათ ბრა­ლი ჯა­შუ­შო­ბა­ში დას­დო, თით­ქოს ისი­ნი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ღე­ბულ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს გა­დას­ცემ­დნენ. ამ ოთხე­უ­ლის და­კა­ვე­ბა და­ემ­თხვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ლონ­და­რი­ძი­სა და ჩაპ­ლი­გი­ნის თა­ნა­კურ­სე­ლის, ბე­ლო­რუ­სი­ის მო­ქა­ლა­ქე ედუ­არდ ტო­მა­შუ­კის სტუმ­რო­ბას, რო­მე­ლიც ასე­ვე და­ა­კა­ვეს, მაგ­რამ ჯა­შუ­შო­ბა"ვერ და­უმ­ტკიც­და და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. "კვი­რის პა­ლიტ­რას" გია გო­რე­ლაშ­ვი­ლი და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც მოგ­ვი­თხრო, თუ რა სას­ტი­კად აწა­მეს. მან გა­იხ­სე­ნა სერ­გო თეთ­რა­ძე, რომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­საც შე­ეს­წრო.

- ჩემი ამ­ბა­ვი პრე­სა­ში არ მო­მი­ყო­ლია. პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნერ-ეკო­ნო­მის­ტი ვარ და 1983 წლი­დან სა­გა­რე­ჯოს სა­ექ­სპორ­ტო ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში ვმუ­შა­ობ­დი. არ ვიცი, რა­ტომ გავ­ხდი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" სა­მიზ­ნე. ჩვენს საქ­მეს გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" ადევს. ვე­რაფ­რით გა­მო­ვიკ­ვლიე, რა­ტომ მო­მი­სა­ჯეს 8 წელი.

2011 წლის 17 სექ­ტემ­ბერს, დი­ლის 6 სა­ათ­ზე, ჩემს სახ­ლში 12-მდე სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ე­ლი მოც­ვივ­და, მი­თხრეს, უნდა გაგ­ჩხრი­კო­თო, ისე რომ სა­სა­მარ­თლოს დად­გე­ნი­ლე­ბა არ წა­რუდ­გე­ნი­ათ. მე­ზობ­ლე­ბის დას­წრე­ბა­ზეც უარი მი­თხრეს. რა­დი­ო­მოყ­ვა­რუ­ლი ვარ და კორ­პუ­სის სა­ხუ­რავ­ზე მქონ­და რა­დი­ო­სად­გუ­რი. ვაჩ­ვე­ნე ლი­ცენ­ზი­აც. მრცხვე­ნია, მაგ­რამ 2000 წელს ჩემი სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ვი­ზი­ით ("სა­მე­ბა") გა­დავ­ყე­ვი სა­ა­კაშ­ვილ­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". ია­რა­ღის კო­ლექ­ცია გა­მო­მა­ტა­ნი­ნეს, გავ­შა­ლე ია­ტაკ­ზე. ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ია­რა­ღი, მო­სი­ნის შაშ­ხა­ნა, 2017-ში 100 წლის ხდე­ბა, მა­მა­ჩე­მის ბი­ძამ ჩა­მო­ი­ტა­ნა ფი­ნე­თის ომი­დან. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა კი ჩემ­ხე­ლაა, 1955 წლის გა­მოშ­ვე­ბა. ჩხრე­კა­ზე იყ­ვნენ სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ლე­ვან ზაქ­რა­ძე, ზუ­რაბ გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, ირაკ­ლი გრძე­ლიშ­ვი­ლი, ლაშა კვან­ტა­ლი­ა­ნი (იმათ გვა­რებს გი­სა­ხე­ლებთ, ვინც ამო­ვი­ცა­ნი). ფლეშ­კა ჩა­მი­დეს, არც ვიცი, რა იყო იმ ფლეშ­კა­ზე" ჩა­წე­რი­ლი. წა­ი­ღეს ჩემი ნაშ­რო­მე­ბი - ნა­ხა­ზე­ბი, მო­მახ­სნე­ვი­ნეს სა­მოყ­ვა­რუ­ლო რა­დი­ო­სად­გუ­რიც. სახ­ლი­დან წა­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 7 ათას დო­ლა­რამ­დეა შე­ფა­სე­ბუ­ლი და ია­რა­ღის გარ­და, არა­ფე­რი და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. გარ­და ამი­სა, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ი­დან ჯგუ­ფი გაგ­ზავ­ნეს სა­გა­რე­ჯო­ში, გა­ჩხრი­კეს ჩემი და ჩემი ძმის სახ­ლი და ქარ­ხა­ნა - ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ოთხსარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის ყვე­ლა კარი შე­ამ­ტვრი­ეს, წა­ი­ღეს ჩემი სა­ტე­ლე­ვი­ზიო აპა­რა­ტუ­რა და ძვე­ლი რა­დი­ო­ე­ბის კო­ლექ­ცია. ევ­რა­ზი­ის კონ­ტი­ნენტზე კო­ლექ­ცი­ო­ნერ­თა პირ­ველ ასე­ულ­ში 79-ე ად­გილ­ზე ვი­ყა­ვი, ახლა კი მე-200-ზე ქვე­ვით ვარ, ვი­ნა­ი­დან მათ ბევ­რი რამ არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. სა­გა­რე­ჯო­დან სულ 150.000 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­ი­ტა­ნეს.

სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში უფ­როს ლე­ვან ზაქ­რა­ძის კა­ბი­ნეტ­ში დამ­ხვდნენ მისი მო­ად­გი­ლე მე­გის ქარ­და­ვა, გიგი კა­ლან­და­ძე, ბაჩო და დათა ახა­ლა­ი­ე­ბი, ზაზა მჭედ­ლი­ძე და სხვა­ნი. ლე­ვან ზაქ­რა­ძე მე­კი­თხე­ბა, შენი ჯა­შუ­შუ­რი პა­რო­ლი გვი­თხა­რიო... რო­გორ, ლონ­და­რი­ძეს, ჩაპ­ლი­გინ­სა და თეთ­რა­ძეს არ იც­ნო­ბო? ბრა­ლად მი­ყე­ნებ­დნენ ვი­თომ დათო ლონ­და­რი­ძემ გა­და­მი­ბი­რა, მე კი ფლეშ­კა ვი­ღა­ცის­თვის უნდა გა­და­მე­ცა რუ­სეთ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, კრემლში. და­კი­თხვა­ზე ერ­თსა და იმა­ვეს მი­მე­ო­რებ­დნენ, - რო­დის მი­ი­ღე პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბა, აღი­ა­რე, რომ მათ იც­ნო­ბო... ვუ­თხა­რი, ამ ხალ­ხის სუ­რა­თე­ბი მა­ინც მაჩ­ვე­ნეთ, იქ­ნებ ვიც­ნო, ხალ­ხო, რა გინ­დათ ჩემ­გან-მეთ­ქი. ვინ არის შენი ხალ­ხი, შენი დედა, ბა­ტო­ნო­ბით ილა­პა­რა­კეო და მე­გის ქარ­და­ვამ 3-4-ჯერ შე­მო­მარ­ტყა კე­ფა­ში. შემ­დეგ მო­იხ­სნა ქა­მა­რი, ყელ­ზე მო­მა­ბა და მათ­რია კო­რი­დორ­ში. ლე­ვან ზაქ­რა­ძემ შე­მო­ი­ტა­ნა პლასტმა­სის მილი, ბიჭო, ამით აფ­რი­ა­ლებ­დი არა მი­ტინ­გებ­ზე დრო­შა­სო და წვი­ვებ­ში მირ­ტყა. ვე­უბ­ნე­ბი, რა დრო­შა, რის დრო­შა, რა­ღაც გეშ­ლე­ბათ-მეთ­ქი...

ამის შემ­დეგ ქარ­და­ვა უფრო გა­ცოფ­და, მუხ­ლებ­ზე და­მა­ყე­ნა, თავ­ზე ცე­ლო­ფა­ნი ჩა­მო­მაც­ვა და მგუ­დავ­და. რომ და­ი­ნა­ხა ჩემი გად­მო­კარ­კლუ­ლი თვა­ლე­ბი, ხელი წა­ი­ღო ცე­ლო­ფა­ნის მო­სახ­სნე­ლად, მაგ­რამ ხელი მა­ჯა­ზე ვტა­ცე, არ გახ­სნა-მეთ­ქი, მა­შინ ჩა­ხია ცე­ლო­ფა­ნი და თი­თე­ბი ჩამ­კრა პირ­ში... ამ არა­კა­ცებს უნ­დო­დათ მე­ღი­ა­რე­ბი­ნა, რომ იმ სამ კაცს ვიც­ნობ­დი და ფლეშ­კა ვი­ღა­ცის­თვის უნდა გა­და­მე­ცა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, იმა­ვეს სთხოვ­დნენ სერ­გო თეთ­რა­ძე­საც. ლონ­და­რი­ძი­სა და ჩაპ­ლი­გი­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენ არა­ფე­რი გვი­ღი­ა­რე­ბია. ცი­ხე­ში ლონ­და­რი­ძის ჩვე­ნე­ბა მო­მი­ტა­ნეს, სა­დაც ჩემ­ზე წერ­და, 10 წლის წინ გა­და­ვი­ბი­რეო. რომ ვერ გამ­ტე­ხეს, ქარ­და­ვამ შე­მო­ი­ტა­ნა რკი­ნის საჭ­რე­ლი დიდი მაკ­რა­ტე­ლი და მი­თხრა, მარ­ჯვე­ნას შე­გი­ნარ­ჩუ­ნებ, ბევ­რი რამ გექ­ნე­ბა და­სა­წე­რი, ამი­ტომ მარ­ცხე­ნა ხე­ლის თი­თებს და­გაჭ­რიო და დაჭ­რის იმი­ტა­ცია გა­ი­თა­მა­შა - ზურ­გის­კენ წა­მა­ღე­ბი­ნა ხელი, მაკ­რა­ტე­ლი ნეკა თით­თან მი­ი­ტა­ნა და გა­ა­ჩხა­კუ­ნა. როცა იქ მყო­ფე­ბის გა­ოგ­ნე­ბულ სა­ხე­ებს შევ­ხე­დე, მივ­ხვდი, ეს კაცი ამის გამ­კე­თე­ბე­ლი იყო.

ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ქარ­და­ვა­სა და გიგი კა­ლან­და­ძეს შე­ვუთ­ვა­ლე, სა­დაც გნა­ხავთ, იქ უნდა და­გაჭ­რათ ხე­ლე­ბი-მეთ­ქი.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"სათვალის ყური გავასწორე და გულში ჩავირჭვე" - ოპერაცია "ჯაშუშები" - გრიფით "საიდუმლო"

"სათვალის ყური გავასწორე და გულში ჩავირჭვე" - ოპერაცია "ჯაშუშები" - გრიფით "საიდუმლო"

2011 წლის 17 სექტემბერს სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს - სერგო თეთრაძე (გადამდგარი პოლკოვნიკი, მზვერავი), დავით ლონდარიძე (ვიცე-პოლკოვნიკი, დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი), სერგეი ჩაპლიგინი (ყოფილი სამხედრო) და გია გორელაშვილი (ინჟინერი, რადიომოყვარული). სასამართლომ მათ ბრალი ჯაშუშობაში დასდო, თითქოს ისინი თავდაცვის სამინისტროდან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცემდნენ. ამ ოთხეულის დაკავება დაემთხვა საქართველოში ლონდარიძისა და ჩაპლიგინის თანაკურსელის, ბელორუსიის მოქალაქე ედუარდ ტომაშუკის სტუმრობას, რომელიც ასევე დააკავეს, მაგრამ ჯაშუშობა"ვერ დაუმტკიცდა და გაათავისუფლეს. "კვირის პალიტრას" გია გორელაშვილი დაუკავშირდა, რომელმაც მოგვითხრო, თუ რა სასტიკად აწამეს. მან გაიხსენა სერგო თეთრაძე, რომლის გარდაცვალებასაც შეესწრო.

- ჩემი ამბავი პრესაში არ მომიყოლია. პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი ვარ და 1983 წლიდან საგარეჯოს საექსპორტო ღვინის ქარხანაში ვმუშაობდი. არ ვიცი, რატომ გავხდი "ნაციონალების" სამიზნე. ჩვენს საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. ვერაფრით გამოვიკვლიე, რატომ მომისაჯეს 8 წელი.

2011 წლის 17 სექტემბერს, დილის 6 საათზე, ჩემს სახლში 12-მდე სამხედრო პოლიციელი მოცვივდა, მითხრეს, უნდა გაგჩხრიკოთო, ისე რომ სასამართლოს დადგენილება არ წარუდგენიათ. მეზობლების დასწრებაზეც უარი მითხრეს. რადიომოყვარული ვარ და კორპუსის სახურავზე მქონდა რადიოსადგური. ვაჩვენე ლიცენზიაც. მრცხვენია, მაგრამ 2000 წელს ჩემი საკუთარი ტელევიზიით ("სამება") გადავყევი სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას". იარაღის კოლექცია გამომატანინეს, გავშალე იატაკზე. ყველაზე ძველი იარაღი, მოსინის შაშხანა, 2017-ში 100 წლის ხდება, მამაჩემის ბიძამ ჩამოიტანა ფინეთის ომიდან. ყველაზე პატარა კი ჩემხელაა, 1955 წლის გამოშვება. ჩხრეკაზე იყვნენ სამხედრო პოლიციის უფროსი ლევან ზაქრაძე, ზურაბ გოგიჩაიშვილი, ირაკლი გრძელიშვილი, ლაშა კვანტალიანი (იმათ გვარებს გისახელებთ, ვინც ამოვიცანი). ფლეშკა ჩამიდეს, არც ვიცი, რა იყო იმ ფლეშკაზე" ჩაწერილი. წაიღეს ჩემი ნაშრომები - ნახაზები, მომახსნევინეს სამოყვარულო რადიოსადგურიც. სახლიდან წაღებული ნივთების ღირებულება 7 ათას დოლარამდეა შეფასებული და იარაღის გარდა, არაფერი დაუბრუნებიათ. გარდა ამისა, სამხედრო პოლიციიდან ჯგუფი გაგზავნეს საგარეჯოში, გაჩხრიკეს ჩემი და ჩემი ძმის სახლი და ქარხანა - ადმინისტრაციული ოთხსართულიანი კორპუსის ყველა კარი შეამტვრიეს, წაიღეს ჩემი სატელევიზიო აპარატურა და ძველი რადიოების კოლექცია. ევრაზიის კონტინენტზე კოლექციონერთა პირველ ასეულში 79-ე ადგილზე ვიყავი, ახლა კი მე-200-ზე ქვევით ვარ, ვინაიდან მათ ბევრი რამ არ დაუბრუნებიათ. საგარეჯოდან სულ 150.000 დოლარის ღირებულების მოწყობილობა გაიტანეს.

სამხედრო პოლიციაში უფროს ლევან ზაქრაძის კაბინეტში დამხვდნენ მისი მოადგილე მეგის ქარდავა, გიგი კალანდაძე, ბაჩო და დათა ახალაიები, ზაზა მჭედლიძე და სხვანი. ლევან ზაქრაძე მეკითხება, შენი ჯაშუშური პაროლი გვითხარიო... როგორ, ლონდარიძეს, ჩაპლიგინსა და თეთრაძეს არ იცნობო? ბრალად მიყენებდნენ ვითომ დათო ლონდარიძემ გადამიბირა, მე კი ფლეშკა ვიღაცისთვის უნდა გადამეცა რუსეთში, სავარაუდოდ, კრემლში. დაკითხვაზე ერთსა და იმავეს მიმეორებდნენ, - როდის მიიღე პოლკოვნიკის წოდება, აღიარე, რომ მათ იცნობო... ვუთხარი, ამ ხალხის სურათები მაინც მაჩვენეთ, იქნებ ვიცნო, ხალხო, რა გინდათ ჩემგან-მეთქი. ვინ არის შენი ხალხი, შენი დედა, ბატონობით ილაპარაკეო და მეგის ქარდავამ 3-4-ჯერ შემომარტყა კეფაში. შემდეგ მოიხსნა ქამარი, ყელზე მომაბა და მათრია კორიდორში. ლევან ზაქრაძემ შემოიტანა პლასტმასის მილი, ბიჭო, ამით აფრიალებდი არა მიტინგებზე დროშასო და წვივებში მირტყა. ვეუბნები, რა დროშა, რის დროშა, რაღაც გეშლებათ-მეთქი...

ამის შემდეგ ქარდავა უფრო გაცოფდა, მუხლებზე დამაყენა, თავზე ცელოფანი ჩამომაცვა და მგუდავდა. რომ დაინახა ჩემი გადმოკარკლული თვალები, ხელი წაიღო ცელოფანის მოსახსნელად, მაგრამ ხელი მაჯაზე ვტაცე, არ გახსნა-მეთქი, მაშინ ჩახია ცელოფანი და თითები ჩამკრა პირში... ამ არაკაცებს უნდოდათ მეღიარებინა, რომ იმ სამ კაცს ვიცნობდი და ფლეშკა ვიღაცისთვის უნდა გადამეცა. როგორც აღმოჩნდა, იმავეს სთხოვდნენ სერგო თეთრაძესაც. ლონდარიძისა და ჩაპლიგინისგან განსხვავებით, ჩვენ არაფერი გვიღიარებია. ციხეში ლონდარიძის ჩვენება მომიტანეს, სადაც ჩემზე წერდა, 10 წლის წინ გადავიბირეო. რომ ვერ გამტეხეს, ქარდავამ შემოიტანა რკინის საჭრელი დიდი მაკრატელი და მითხრა, მარჯვენას შეგინარჩუნებ, ბევრი რამ გექნება დასაწერი, ამიტომ მარცხენა ხელის თითებს დაგაჭრიო და დაჭრის იმიტაცია გაითამაშა - ზურგისკენ წამაღებინა ხელი, მაკრატელი ნეკა თითთან მიიტანა და გააჩხაკუნა. როცა იქ მყოფების გაოგნებულ სახეებს შევხედე, მივხვდი, ეს კაცი ამის გამკეთებელი იყო.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ქარდავასა და გიგი კალანდაძეს შევუთვალე, სადაც გნახავთ, იქ უნდა დაგაჭრათ ხელები-მეთქი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია