პარტნიორები:

    მოდაშია გამოკვეთილი სილუეტი აქცენტირებული წელით - დიზაინერის რჩევები გაზაფხულ-ზაფხულის ტენდენციების შესახებ

    მოდაშია გამოკვეთილი სილუეტი აქცენტირებული წელით - დიზაინერის რჩევები გაზაფხულ-ზაფხულის ტენდენციების შესახებ

    როდესაც დიზაინერ მატა ცერცვაძეს განვლილი შემოქმედებითი გზის შესახებ ვკითხეთ, ასეთი პასუხი გაგვცა: ''ვამთავრებ სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურის კურსს, შესაბამისად, ვმუშაობ სადიპლომო თემაზე, შთაგონების წყარო ცნობილი ქართველი სცენოგრაფის პეტრე ოცხელის შემოქმედებაა. ამ კოლექციისთვის ვიყენებ შავ და კრემისფერ ტონალობებს. მიყვარს სხვადასხვა ფაქტურის შეხამება, მონათესავე ფერებისა და რადიკალურად განსხვავებული ქსოვილების ერთ პალიტრად წარმოჩენა.

    - რას გვეტყვით ტენდენციებზე... რომელი წლების გავლენა ახდენს ზემოქმედებას წლევანდელი გაზაფხული-ზაფხულის მოდაზე?

    - წლევანდელი მოდის ტენდენციებში აშკარაა 60-იანი წლების გავლენა.

    სილუეტი გამოკვეთილი და წელზე აქცენტირებულია, წელის დაფიქსირება ნამდვილად მოდური და აქტუალურია. ვფიქრობ, ქალმა ჩაცმულობით თავის სილამაზეს უნდა გაუსვას ხაზი. რაც შეეხება ფერებს, მანდილოსნებს აქვთ ფუფუნება, ატარონ ის ფერი, რომელიც მოსწონთ, თუმცა უპირატესობა პრინტიან ქსოვილს ენიჭება.

    - კიდევ როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსის მორგებას გვირჩევთ?

    - მოირგეთ ყველაფერი, რაც ქალურობასა და სინაზეს შეგმატებთ. შეგახსენებთ კოკო შანელის სიტყვებს, "თუ რომელიმე ქალბატონმა სილამაზით მოგხიბლათ, მაგრამ ვერ იხსენებთ, როგორ ეცვა, ე.ი., ის იდეალურად იყო შემოსილი".

    - რაც შეეხება კაბის ფორმას, სიგრძეს, წელს, ამაზე რას გვეტყვით?

    - სიგრძე მიდი, სილუეტი ვიწრო, ე.წ. ''ფენსილ'' ქვედაბოლოები შემოვიდა მოდაში.

    - გასაგებია, რომ მოდა ზედატანების თვალსაზრისით ძალიან მრავალფეროვანია, მაგრამ იქნებ გვირჩიოთ, რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ ზედა სამოსის შერჩევისას?

    - ახლაც ძალიან აქტუალურია სპორტული და კლასიკური სტილების ეკლექტიკა, მაქმანებით გაწყობილი სპორტული სტილის ზედები.

    იხილეთ სრულად

    8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

    კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

    მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს