სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებზე საურავები მცირდება
საგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებზე საურავები მცირდება

პარ­ლა­მენ­ტი მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხილ­ვას იწყებს, რო­მე­ლიც საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო და­კის­რე­ბულ ჯა­რი­მებ­ზე და­რი­ცხუ­ლი სა­უ­რა­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ცვლი­ლე­ბე­ბი კო­დექ­სის იმ მუხ­ლებ­ში შე­დის, რო­მე­ლიც სატ­რან­სპორ­ტო დარ­ღვე­ვებ­ზე სა­უ­რა­ვებს აწე­სებს.

დღეს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, თუ მო­ქა­ლა­ქე დად­გე­ნილ 30 დღის ვა­და­ში და­კის­რე­ბულ სა­ჯა­რი­მო თან­ხას ვერ იხ­დის, 100 ლა­რამ­დე ჯა­რი­მის შემ­თხვე­ვა­ში - მას ერი­ცხე­ბა სა­უ­რა­ვი 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო 100 ლარ­ზე მეტი ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მის შემ­თხვე­ვა­ში - 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით. შს სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვის თა­ნახ­მად, პირს, რო­მე­ლიც ჯა­რი­მას არ იხ­დის, და­ე­კის­რე­ბა სა­უ­რა­ვი ჯა­რი­მის ორ­მა­გი ოდე­ნო­ბით, მაგ­რამ არა უმე­ტეს 500 ლა­რი­სა.

ამა­ვე ცვლი­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, ჯა­რი­მი­სა და სა­უ­რა­ვის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შე­თხვე­ვა­ში, მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მი შე­მო­დის. დღეს მოქ­მე­დი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ჯა­რი­მი­სა და სა­უ­რა­ვის გა­და­უხ­დე­ლო­ბის დროს, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში და­წე­სე­ბუ­ლია – 6 თვით, ხოლო ზოგ შემ­თხვე­ვა­ში 1 წლის ვა­დით მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, თუ პირი ჯა­რი­მას არ გა­და­იხ­დის, მას ეკის­რე­ბა სა­უ­რა­ვი ჯა­რი­მის ორ­მა­გი ოდე­ნო­ბით, მაგ­რამ არა უმე­ტეს 500 ლა­რი­სა, ხოლო დად­გე­ნილ ვა­და­ში ჯა­რი­მი­სა და სა­უ­რა­ვის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვევ­ში, შე­უ­ჩერ­დე­ბა მარ­თვის უფ­ლე­ბა 6 თვის ვა­დით.

შს სა­მი­ნის­ტრომ ასე­ვე შე­ი­მუ­შა­ვა ჯა­რი­მის ან სა­უ­რა­ვის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო ჩა­მორ­თმე­უ­ლი მარ­თვის უფ­ლე­ბის ადღგე­ნის ახა­ლი ფორ­მუ­ლა. სა­დღე­ი­სოდ, ჯა­რი­მი­სა და სა­უ­რა­ვის გა­და­უხ­დე­ლო­ბის მი­ზე­ზით შე­ჩე­რე­ბუ­ლი მარ­თვის უფ­ლე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად მო­ქა­ლა­ქემ უნდა გა­და­ი­ხა­დოს სა­უ­რა­ვი და და­მა­ტე­ბით 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა, თუ მარ­თვის უფ­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია 6-თვის ვა­დით, ხოლო თუკი შე­ჩე­რე­ბუ­ლია 1 წლის ვა­დით – სა­უ­რავ­თან ერ­თად 1000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა. პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ჯა­რი­მის ან სა­უ­რა­ვის გან­სა­ზღვრულ ვა­და­ში გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო გა­მო­ცე­მუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ შე­იძ­ლე­ბა გა­უქ­მდეს და სა­მარ­თალ­დამ­რღვევს მარ­თვის მოწ­მო­ბა და­უბ­რუნ­დეს, თუ ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა არ აღე­მა­ტე­ბა 100 ლარს და სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი და­კის­რე­ბულ ჯა­რი­მას და სა­უ­რა­ვის ორ­მაგ ოდე­ნო­ბას გა­და­იხ­დის. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბა 100 ლარს, მარ­თვის უფ­ლე­ბის აღ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მი­სა და სა­უ­რა­ვის ერ­თნა­ხე­ვა­რი ოდე­ნო­ბის გა­დახ­დის (მაგ­რამ არა­უ­მე­ტეს 2000 ლა­რის) შემ­თხვე­ვა­ში.

გარ­და ამი­სა, შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ჯა­რი­მის გა­დახ­და სწრა­ფი გა­დახ­დის ტერ­მი­ნა­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ხში­რად ვერ ამ­ჩნე­ვენ ტერ­მი­ნა­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სა­კო­მი­სი­ოს არ­სე­ბო­ბას და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბის არას­რუ­ლად ჩა­რი­ცხვა. აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, ჯა­რი­მა გა­დახ­დი­ლად არ ით­ვლე­ბა, მათ ეკის­რე­ბათ სა­უ­რა­ვი 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით და მარ­თვის უფ­ლე­ბა 1 წლის ვა­დით უჩერ­დე­ბათ. რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქის­თვის ეს ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, ის მი­მარ­თავს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას სა­უ­რა­ვი­სა და მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნით, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ორ­გა­ნოს არ გა­აჩ­ნია სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე.

შსს-ს ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ხედ­ვით, ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, სა­მარ­თალ­დამ­რღვევს მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­და­ი­ხა­დოს სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სა თუ ელექტრო­ნუ­ლი გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის დად­გე­ნი­ლი სა­ფა­სუ­რი (1-დან 3 ლა­რამ­დე) და აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მი­მარ­თოს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას და­რი­ცხუ­ლი სა­უ­რა­ვის გა­უქ­მე­ბი­სა და მარ­თვის უფ­ლე­ბის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

საგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებზე საურავები მცირდება

საგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებზე საურავები მცირდება

პარლამენტი მომავალი კვირიდან, დაჩქარებული წესით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომელიც საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმებზე დარიცხული საურავების შემცირებას ითვალისწინებს.

ცვლილებები კოდექსის იმ მუხლებში შედის, რომელიც სატრანსპორტო დარღვევებზე საურავებს აწესებს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თუ მოქალაქე დადგენილ 30 დღის ვადაში დაკისრებულ საჯარიმო თანხას ვერ იხდის, 100 ლარამდე ჯარიმის შემთხვევაში - მას ერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 100 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით. შს სამინისტროს ინიციატივის თანახმად, პირს, რომელიც ჯარიმას არ იხდის, დაეკისრება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.

ამავე ცვლილებების ფარგლებში, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შეთხვევაში, მართვის უფლების შეჩერების ახალი მექანიზმი შემოდის. დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის დროს, ზოგ შემთხვევაში დაწესებულია – 6 თვით, ხოლო ზოგ შემთხვევაში 1 წლის ვადით მართვის უფლების შეჩერება. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის, მას ეკისრება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა, ხოლო დადგენილ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევში, შეუჩერდება მართვის უფლება 6 თვის ვადით.

შს სამინისტრომ ასევე შეიმუშავა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის გამო ჩამორთმეული მართვის უფლების ადღგენის ახალი ფორმულა. სადღეისოდ, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის მიზეზით შეჩერებული მართვის უფლების დასაბრუნებლად მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საურავი და დამატებით 500-ლარიანი ჯარიმა, თუ მართვის უფლება შეჩერებულია 6-თვის ვადით, ხოლო თუკი შეჩერებულია 1 წლის ვადით – საურავთან ერთად 1000-ლარიანი ჯარიმა. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმის ან საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო გამოცემული დადგენილება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ შეიძლება გაუქმდეს და სამართალდამრღვევს მართვის მოწმობა დაუბრუნდეს, თუ ჯარიმის ოდენობა არ აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი დაკისრებულ ჯარიმას და საურავის ორმაგ ოდენობას გადაიხდის. იმ შემთხვევაში თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა აღემატება 100 ლარს, მართვის უფლების აღდგენა შესაძლებელი იქნება დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ერთნახევარი ოდენობის გადახდის (მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარის) შემთხვევაში.

გარდა ამისა, შს სამინისტროს ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ჯარიმის გადახდა სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით ხდება. მოქალაქეები ხშირად ვერ ამჩნევენ ტერმინალების მომსახურებისთვის დაწესებული საკომისიოს არსებობას და სახელმწიფო ბიუჯეტში ხორციელდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობის არასრულად ჩარიცხვა. აღნიშნულის საფუძველზე, ჯარიმა გადახდილად არ ითვლება, მათ ეკისრებათ საურავი 500 ლარის ოდენობით და მართვის უფლება 1 წლის ვადით უჩერდებათ. როდესაც მოქალაქისთვის ეს ხდება ცნობილი, ის მიმართავს საპატრულო პოლიციას საურავისა და მართვის უფლების შეჩერების გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

შსს-ს ინიციატივის მიხედვით, ასეთ შემთხვევებში, სამართალდამრღვევს მიეცემა შესაძლებლობა, გადაიხადოს საბანკო დაწესებულებისა თუ ელექტრონული გადახდის საშუალებით მომსახურებისთვის დადგენილი საფასური (1-დან 3 ლარამდე) და აღნიშნულის შესახებ მიმართოს საპატრულო პოლიციას დარიცხული საურავის გაუქმებისა და მართვის უფლების აღდგენის შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ