მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯორჯ კლუნი დაინიშნა
ჯორჯ კლუნი დაინიშნა

ჰო­ლი­ვუ­დის ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მულ­მა სა­სი­ძომ, ჯორჯ კლუ­ნიმ უცო­ლო კა­ცის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე უარი თქვა და მე­გო­ბარ ქალ­ზე და­ი­ნიშ­ნა. ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც 52 წლის კლუ­ნის ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა გა­ა­ბე­დი­ნა, იუ­რის­ტი ამალ ალა­მუ­დი­ნია. ამა­ლი სკან­და­ლუ­რი სა­ი­ტის, Wikileaks-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ჯუ­ლი­ან ასან­ჟის ად­ვო­კა­ტია.

წყვილს ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია, მე­ტიც, ეცად­ნენ, ამ ცე­რე­მო­ნი­ას პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე ჩა­ევ­ლო, თუმ­ცა დიდი ხნით ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის და­მალ­ვა ვერ შეძ­ლეს.

ჟურ­ნალ People-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვილს გა­სულ ხუთ­შა­ბათს მე­გობ­რე­ბი სინ­დი კრო­უ­ფორ­დი და მისი მე­უღ­ლე, ბიზ­ნეს­მე­ნი რენ­დი ჰერ­ბე­რი ეს­ტუმრნენ. სწო­რედ ამ შეხ­ვედ­რი­სას შე­ნიშ­ნეს ამა­ლის თით­ზე ბრი­ლი­ან­ტით გა­წყო­ბი­ლი ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ოთხშა­ბათს ლოს-ან­ჯე­ლე­სის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში წყვილ­მა ნიშ­ნო­ბა გა­და­ი­ხა­და. ქორ­წი­ლის თა­რი­ღი კი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია people.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ჯორჯ კლუნი დაინიშნა

ჯორჯ კლუნი დაინიშნა

ჰოლივუდის ყველაზე ხანდაზმულმა სასიძომ, ჯორჯ კლუნიმ უცოლო კაცის თავისუფლებაზე უარი თქვა და მეგობარ ქალზე დაინიშნა. ქალბატონი, რომელმაც 52 წლის კლუნის ამ ნაბიჯის გადადგმა გააბედინა, იურისტი ამალ ალამუდინია. ამალი სკანდალური საიტის, Wikileaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ადვოკატია.

წყვილს ნიშნობის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მეტიც, ეცადნენ, ამ ცერემონიას პრესის ყურადღების გარეშე ჩაევლო, თუმცა დიდი ხნით ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის დამალვა ვერ შეძლეს.

ჟურნალ People-ის ინფორმაციით, წყვილს გასულ ხუთშაბათს მეგობრები სინდი კროუფორდი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი რენდი ჰერბერი ესტუმრნენ. სწორედ ამ შეხვედრისას შენიშნეს ამალის თითზე ბრილიანტით გაწყობილი ნიშნობის ბეჭედი.

ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ოთხშაბათს ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში წყვილმა ნიშნობა გადაიხადა. ქორწილის თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.

მომზადებულია people.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება