სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები

ჩვენ გავ­ხდე­ბით ლი­დე­რი რე­გი­ონ­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­სნი­სას გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ერ­მა ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­კენ გა­დად­გმუ­ლი კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა სწო­რედ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი.

"ძა­ლი­ან მალე სა­ქარ­თვე­ლო ხელს მო­ა­წერს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. ეს იქ­ნე­ბა ევ­რო­პა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე გა­დად­მუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი. სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია მის­ცემს ჩვენს ქვე­ყა­ნას გა­ცი­ლე­ბით მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აა­შე­ნოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, უზ­რუნ­ველ­ყოს სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა. ეს სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, არა­მედ მთე­ლი ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის­თვის. ჩვენ გავ­ხდე­ბით ლი­დე­რი რე­გი­ონ­ში", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი, მშვი­დო­ბი­ა­ნი და მიმ­ზიდ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა.

"ყვე­ლა­ფე­რი უნდა ვი­ღო­ნოთ, რომ ჩვენ­სკენ მო­ვატ­რი­ა­ლოთ ჩვე­ნი აფხა­ზი და ოსი ძმე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო მათ­თვი­საც უნდა გავ­ხა­დოთ ეკო­ნო­მი­კუ­რად, და არა მარ­ტო ეკო­ნო­მი­კუ­რად, მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­სურ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ახლა ჩვენ იქ ვერ ვა­ტა­რებთ არ­ჩევ­ნებს, მაგ­რამ გვაქვს იმე­დი, რომ გა­მო­ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა მშვი­დო­ბი­ან ხერ­ხს, ყვე­ლა გზა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზმს ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­ო­კუ­პა­ცი­ის­თვის. მჯე­რა, დად­გე­ბა დრო და ჩვე­ნი სამ­შობ­ლო ისევ იქ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი და ძლი­ე­რი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­კენ გა­დად­გმუ­ლი კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა სწო­რედ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი.

"ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ჩა­ვა­ტა­როთ თა­ვი­სუ­ფა­ლი, მა­ღა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი. ეს არის ჩვე­ნი მი­ზა­ნიც და ხალ­ხის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები

ჩვენ გავხდებით ლიდერი რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტის სასახლეში, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალური გახსნისას განაცხადა.

პრემიერმა ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძლიერი საქართველოსკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება სწორედ თვითმმართველობის არჩევნები.

"ძალიან მალე საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს იქნება ევროპაში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე გადადმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მისცემს ჩვენს ქვეყანას გაცილებით მეტ შესაძლებლობებს ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების თავისუფლება და უსაფრთხოება. ეს სასარგებლო იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ გავხდებით ლიდერი რეგიონში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო უნდა გახდეს დემოკრატიული, სამართლიანი, მშვიდობიანი და მიმზიდველი ქვეყანა.

"ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, საქართველო მათთვისაც უნდა გავხადოთ ეკონომიკურად, და არა მარტო ეკონომიკურად, მიმზიდველი და სასურველი ქვეყანა. სამწუხაროდ, ახლა ჩვენ იქ ვერ ვატარებთ არჩევნებს, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ გამოვიყენებთ ყველა მშვიდობიან ხერხს, ყველა გზასა და საერთაშორისო მექანიზმს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის. მჯერა, დადგება დრო და ჩვენი სამშობლო ისევ იქნება ერთიანი და ძლიერი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ძლიერი საქართველოსკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება სწორედ თვითმმართველობის არჩევნები.

"ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩავატაროთ თავისუფალი, მაღალი დემოკრატიული სტანდარტის არჩევნები. ეს არის ჩვენი მიზანიც და ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებაც", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?