სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - ხალხს ახლა ეძლევა შესაძლებლობა, ხელისუფლება აკონტროლოს
ირაკლი ღარიბაშვილი - ხალხს ახლა ეძლევა შესაძლებლობა, ხელისუფლება აკონტროლოს

თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექ­სის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნა­პო­ვა­რი იქ­ნე­ბა, რომ ქვეყ­ნის მარ­თვა ზე­მო­დან აღარ მოხ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის გახ­სნა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ამ რე­ფორ­მის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნას მარ­თავს ხალ­ხი.

"ჯერ კი­დევ 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე დავ­პირ­დით ხალ­ხს, რომ ამ სი­მა­ხინ­ჯეს ბო­ლოს მო­ვუ­ღებ­დით, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ში მკა­ფი­ოდ ჩავ­წე­რეთ, რომ გა­ვა­ტა­რებ­დით თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ფუნ­და­მენ­ტურ რე­ფორ­მას და ქვე­ყა­ნას მმარ­თვე­ლო­ბის სრუ­ლი­ად ახალ რელ­სებ­ზე გა­და­ვიყ­ვან­დით. ჩვენ ამ და­პი­რე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი უკვე შე­ვას­რუ­ლეთ - მი­ვი­ღეთ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექ­სი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­დამ­წყვე­ტი სი­ტყვა ხალ­ხზეა. ახლა ჯერი მიდ­გა ამ რე­ფორ­მის რე­ა­ლურ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, რაც თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პრაქ­ტი­კუ­ლად უნდა ავა­მოქ­მე­დოთ. რე­ფორ­მის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნა­პო­ვა­რი იქ­ნე­ბა ის, რომ ქვეყ­ნის მარ­თვა ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­თი­თე­ბით, - ზე­მო­დან კი არ მოხ­დე­ბა, არა­მედ თა­ვად ხალ­ხი, - ქვე­მო­დან, ად­გი­ლე­ბი­დან, თვით­მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი­დან შეძ­ლებს ქვე­ყა­ნის მარ­თვას. სწო­რედ ეს არის ნამ­დვი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, სწო­რედ ამ სის­ტე­მით მი­აღ­წია ევ­რო­პამ გან­ვი­თა­რე­ბის ასეთ მა­ღალ დო­ნეს და ჩვენც ეს გზა ავირ­ჩი­ეთ", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მმარ­თვე­ლო­ბის ასე­თი სის­ტე­მა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ვალ­დე­ბუ­ლე­ბას აკის­რებს.

"ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა ჩვენს სო­ფელ­სა თუ ქა­ლაქ­ზე, ჩვენს რა­ი­ონ­ზე, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე. ხალ­ხს ახლა ეძ­ლე­ვა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ აკონ­ტრო­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ეს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბაა. ჩვენ ვე­უბ­ნე­ბით ხალ­ხს, რომ თა­ვად, ჩვენ­თან ერ­თად, მარ­თონ ქვე­ყა­ნა. მხო­ლოდ ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი­სათ­ვის რე­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ბერ­კე­ტე­ბის გა­და­ცე­მით მოხ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რე­ფორ­მის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­პო­ვა­რი არის ის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას შე­ეძ­ლე­ბა უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­დოს თა­ვის მი­ერ­ვე არ­ჩე­ულ მმარ­თვე­ლებს, თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გე­ბა.

"ეს ხალ­ხს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს თა­ვად გა­ა­კონ­ტრო­ლოს არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუ­ფა­ლი და მოს­თხო­ვოს მას პა­სუ­ხი. იმი­სათ­ვის, რომ არ­ჩევ­ნე­ბით მო­სულ ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­დეს მეტი ლე­გი­ტი­მა­ცია, ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი 50 პრო­ცენ­ტით გა­ნი­სა­ზღვრა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თვით­მმარ­თველ ქა­ლა­ქებ­ში მე­რე­ბის არ­ჩე­ვა მოხ­დე­ბა 50-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში გამ­გებ­ლე­ბის არ­ჩე­ვაც მოხ­დე­ბა 50-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რით, რაც მკვეთ­რად გაზ­რდის მე­რე­ბი­სა და გამ­გებ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ამომ­რჩევ­ლე­ბის წი­ნა­შე. პირ­ვე­ლად მოხ­დე­ბა პირ­და­პი­რი არ­ჩევ­ნე­ბის გზით 12 ქა­ლა­ქის მე­რის, 59 გამ­გებ­ლი­სა და მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის არ­ჩე­ვა", - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ეა­მა­ყე­ბა, რომ სწო­რედ ახ­ლან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახორ­ცი­ე­ლებს ასეთ ძი­რე­ულ ცვლი­ლე­ბებს და სა­ფუძ­ველს უყ­რის მარ­თვის რე­ა­ლუ­რად დე­მოკ­რა­ტი­ულ სის­ტე­მას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილი - ხალხს ახლა ეძლევა შესაძლებლობა, ხელისუფლება აკონტროლოს

ირაკლი ღარიბაშვილი - ხალხს ახლა ეძლევა შესაძლებლობა, ხელისუფლება აკონტროლოს

თვითმმართველობის კოდექსის ყველაზე დიდი მონაპოვარი იქნება, რომ ქვეყნის მართვა ზემოდან აღარ მოხდება, - ამის შესახებ სპორტის სასახლეში, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის გახსნაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ რეფორმის შემდეგ, ქვეყანას მართავს ხალხი.

"ჯერ კიდევ 1 ოქტომბრის არჩევნებზე დავპირდით ხალხს, რომ ამ სიმახინჯეს ბოლოს მოვუღებდით, წინასაარჩევნო პროგრამაში მკაფიოდ ჩავწერეთ, რომ გავატარებდით თვითმმართველობის ფუნდამენტურ რეფორმას და ქვეყანას მმართველობის სრულიად ახალ რელსებზე გადავიყვანდით. ჩვენ ამ დაპირების პირველი ნაწილი უკვე შევასრულეთ - მივიღეთ თვითმმართველობის კოდექსი, რომლის მიხედვითაც გადამწყვეტი სიტყვა ხალხზეა. ახლა ჯერი მიდგა ამ რეფორმის რეალურ განხორციელებაზე, რაც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პრაქტიკულად უნდა ავამოქმედოთ. რეფორმის ყველაზე დიდი მონაპოვარი იქნება ის, რომ ქვეყნის მართვა ცენტრალური ხელისუფლების მითითებით, - ზემოდან კი არ მოხდება, არამედ თავად ხალხი, - ქვემოდან, ადგილებიდან, თვითმმართველი ორგანოებიდან შეძლებს ქვეყანის მართვას. სწორედ ეს არის ნამდვილი დემოკრატიული მმართველობა, სწორედ ამ სისტემით მიაღწია ევროპამ განვითარების ასეთ მაღალ დონეს და ჩვენც ეს გზა ავირჩიეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველობის ასეთი სისტემა თითოეულ ადამიანს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას აკისრებს.

"ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება ჩვენს სოფელსა თუ ქალაქზე, ჩვენს რაიონზე, ჩვენს ქვეყანაზე. ხალხს ახლა ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ აკონტროლოს ხელისუფლება. ეს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა. ჩვენ ვეუბნებით ხალხს, რომ თავად, ჩვენთან ერთად, მართონ ქვეყანა. მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული თვითმმართველი ერთეულებისათვის რეალური ადმინისტრაციული ბერკეტების გადაცემით მოხდება საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი არის ის, რომ მოსახლეობას შეეძლება უნდობლობა გამოუცხადოს თავის მიერვე არჩეულ მმართველებს, თუ ამის საჭიროება დადგება.

"ეს ხალხს საშუალებას მისცემს თავად გააკონტროლოს არჩეული ხელისუფალი და მოსთხოვოს მას პასუხი. იმისათვის, რომ არჩევნებით მოსულ ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდეს მეტი ლეგიტიმაცია, ჩემი ინიციატივით, საარჩევნო ბარიერი 50 პროცენტით განისაზღვრა. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითმმართველ ქალაქებში მერების არჩევა მოხდება 50-პროცენტიანი ბარიერით, მუნიციპალიტეტებში გამგებლების არჩევაც მოხდება 50-პროცენტიანი ბარიერით, რაც მკვეთრად გაზრდის მერებისა და გამგებლების ლეგიტიმაციას და პასუხისმგებლობას ამომრჩევლების წინაშე. პირველად მოხდება პირდაპირი არჩევნების გზით 12 ქალაქის მერის, 59 გამგებლისა და მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრს ეამაყება, რომ სწორედ ახლანდელი ხელისუფლება ახორციელებს ასეთ ძირეულ ცვლილებებს და საფუძველს უყრის მართვის რეალურად დემოკრატიულ სისტემას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა