პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთმანეთს შესანიშნავად შევეწყვეთ" - თამთა შავერდაშვილისა და ცნობილი გიტარისტის მეგობრობის ამბავი
"ერთმანეთს შესანიშნავად შევეწყვეთ" - თამთა შავერდაშვილისა და ცნობილი გიტარისტის მეგობრობის ამბავი

ჟღალ­თმი­ან­მა გო­გო­ნამ, რო­მელ­მაც სცე­ნა­ზე "სა­მო­თხის კარი კა­კუ­ნით ჩა­მო­ი­ღო და იქ ჟი­უ­რიც შე­ა­ხე­და" (რო­გორც გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა), X Factory-ის კას­ტინგზე დარ­ბაზ­ში მყო­ფი ხალ­ხის სიმ­პა­თია და ოვა­ცი­ე­ბი პირ­ვე­ლი ბგე­რე­ბის გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე და­იმ­სა­ხუ­რა და ჟი­უ­რის ოთხი "კის" შემ­დეგ, მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის კონ­კურ­სან­ტის ტი­ტუ­ლიც მო­ი­პო­ვა. 20 წლის თა­მუ­ნა შა­ვერ­დაშ­ვი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ამ დარ­გით ბავ­შვო­ბი­და­ნაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი და მუ­სი­კა მის­თვის ცხოვ­რე­ბის სტი­ლა­დაა ქცე­უ­ლი. ინ­ტერ­ვი­უ­ზე თა­მუ­ნა თა­ვის უფ­როს მე­გო­ბარ­თან, ცნო­ბილ მუ­სი­კოს­სა და გი­ტა­რისტ გია ფე­იქ­რიშ­ვილ­თან ერ­თად მეს­ტუმ­რა.

- თა­მუ­ნა, გა­ი­ღო შენ­თვის სა­მო­თხის კარი?

- (იღი­მის) სხვა­თა შო­რის, სიმ­ღე­რის შერ­ჩე­ვა­ზე ბევ­რი არ გვი­ფიქ­რია, მე და გია ფე­იქ­რიშ­ვილს, ლე­გენ­და­რუ­ლი ჯგუ­ფის "Guns'n Roses"-ის ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი სიმ­ღე­რა რე­პერ­ტუ­არ­ში ისე­დაც გვქონ­და, თან ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სწო­რედ გია გახ­ლავთ ის პი­როვ­ნე­ბა, ვისი წყა­ლო­ბი­თაც გა­მიჩ­ნდა ენ­თუ­ზი­აზ­მი და სურ­ვი­ლი იმი­სა, რომ კონ­კურ­სში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- ერ­თმა­ნე­თი რო­გორ გა­ი­ცა­ნით?

- ეს ამ­ბა­ვი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოხ­და. გიას მე­უღ­ლეს ქი­ა­ჩე­ლის ქუ­ჩა­ზე ბარი აქვს, სა­დაც ადრე რამ­დე­ნი­მე­ჯერ ვიმ­ღე­რე. ის პე­რი­ო­დი იყო, როცა პუბ­ლი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ვი­წყებ­დი. გია და ბენ­დი მა­შინ არ იყ­ვნენ, მი­ნუს ფო­ნოგ­რა­მა­ზე ვმღე­რო­დი და "კა­რა­ო­კე-ფარ­თებს" ვა­წყობ­დით. პა­ტა­რა სივ­რცის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლი­ან მა­გა­რი იყო! კარ­გად და­ი­წყო, მაგ­რამ მერე თით­ქოს გა­ი­ყი­ნა. იყო ბარი და იმის იქით - არა­ფე­რი, ამი­ტომ შე­ვეშ­ვი. ოჯა­ხის წევ­რებ­საც არ უნ­დო­დათ, რომ ბარ­ში მემ­ღე­რა... შე­მო­სა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, ამ საქ­მი­ა­ნო­ბას სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ. მოკ­ლედ, ნა­ხე­ვა­რი წელი ისე გა­ვი­და, იქ აღარ მიმ­ღე­რია და ერთ დღე­საც, მე და ჩემი მე­გო­ბა­რი სა­სე­ირ­ნოდ რომ გა­მო­ვე­დით, ვი­ფიქ­რეთ, რო­მე­ლი­მე ბარ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით და სა­ბო­ლო­ოდ, ქი­ა­ჩელ­ზე წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ. თეო ბე­რა­ია - გიას მე­უღ­ლე დიდი სი­ხა­რუ­ლით შეგ­ვე­გე­ბა და გიაც სწო­რედ იმ სა­ღა­მოს გა­ვი­ცა­ნი, ჩვენს დრა­მერ გა­გას­თან ერ­თად. თეომ მთხო­ვა, იმ­ღე­რეო და იმ მო­მენ­ტში გიას სა­ხე­ზე რომ შევ­ხე­დე, ისე­თი რე­აქ­ცია ჰქონ­და - ჰო, კარ­გი, ჯან­და­ბას, იმ­ღე­რო­სო, - გა­ი­ფიქ­რა. ვინ­მე, კა­რა­ო­კეს მოყ­ვა­რუ­ლი ვე­გო­ნე. გია ფე­იქ­რიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ტა­ნია მა­რი­ას კონ­ცერ­ტი­დან მქონ­და გა­გე­ბუ­ლი. ვი­ცო­დი, რომ მა­გა­რი იყო და მის ხელ­ში ბევ­რმა ვო­კა­ლის­ტმა გა­მო­ი­ა­რა, მაგ­რამ იმ­წუ­თას სა­ხე­ზე ვერ ვი­ცა­ნი, ეს მერე გა­მახ­სენ­და. პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა, რაც შე­ვას­რუ­ლე, იყო - What's Up ?! და ამ დროს იმ­დე­ნად დიდი სუ­ლი­ე­რი და­ახ­ლო­ე­ბა მოხ­და, არც ერთი რომ არ მო­ვე­ლო­დით. უცებ იმპრო­ვი­ზა­ცი­ე­ბი და­ი­წყო და ერ­თმა­ნეთს შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ვე­წყვეთ. აი, მა­შინ ვიგ­რძე­ნი, რომ რა­ღაც შე­იც­ვა­ლა და ახა­ლი ფურ­ცე­ლი გაჩ­ნდა, რა­ღაც ახა­ლი და­ი­წყო. სცე­ნა­ზე არა­ერ­თხელ გა­მოვ­სულ­ვარ, მაგ­რამ ბენდთან შე­ხე­ბა არ მქო­ნია. სულ სხვა "კა­ი­ფია", ამ სი­ტყვის ძა­ლი­ან კარ­გი გა­გე­ბით. ამის შემ­დეგ, რე­პერ­ტუ­არ­ზე დავ­ფიქ­რდით, სიმ­ღე­რე­ბი ჩა­მოვ­წე­რეთ და ასე აე­წყო ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მე­გობ­რო­ბა. მერე უკვე მე და ბენდმა რა­ღაც კონ­ცერ­ტებ­შიც მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მი­ხა­რია და მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ გია ფე­იქ­რიშ­ვი­ლი შემ­ხვდა ცხოვ­რე­ბა­ში.

გია ფე­იქ­რიშ­ვი­ლი:

- თა­მუ­ნა მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი და ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნაა. ჩემს მე­უღ­ლეს ვე­ხუმ­რე­ბო­დი კი­დეც, ასე­თი ბავ­შვი აქამ­დე რო­გორ არ გა­მა­ცა­ნი-მეთ­ქი?! ადრე მყავ­და ერთი ძა­ლი­ან კარ­გი ვო­კა­ლის­ტი ბიჭი. ჩვენს რო­კჯ­გუფს "მწი­რი" ერ­ქვა და მა­შინ გრან-პრიც ავი­ღეთ. თა­მუ­ნა­საც ასე­ვე გა­მო­ვარ­ჩევ. ახლა, როცა X factor-ი და­ი­წყო, თა­მუ­ნას ვუ­თხა­რი, - ჩემი მე­გობ­რის შვი­ლი კას­ტინგზე გა­დის და შენც ხომ არ ცდი­დი-მეთ­ქი? თა­ვი­დან ძა­ლი­ან იუ­ა­რა, - არ მინ­და, კონ­კურ­სე­ბი ჩემი სტი­ლი არ არი­სო, მაგ­რამ მერე ჩემ­მა მე­უღ­ლე­მაც იმ­დე­ნი უჩი­ჩი­ნა, წა­მოგ­ვყვა. ზოგი ისე­თი გა­მო­ვი­და, სმე­ნას­თან და მუ­სი­კას­თან ახ­ლო­საც რომ არ არის და ერთი ცდა რას და­აკ­ლებ­და?! თა­ნაც, ზუს­ტად ვი­ცო­დი, ისე იმ­ღე­რებ­და, რომ მო­ე­წო­ნე­ბო­დათ.

- თა­მუ­ნა, სას­ცე­ნო იმი­ჯი ვინ შე­გირ­ჩია?

- სა­კუ­თა­რი თავი ეკ­რან­ზე რომ ვნა­ხე, იმ­ხე­ლა გა­მოვ­ჩნდი, გული გა­მის­კდა, რამე სხვა უნდა ჩა­მეც­ვა-მეთ­ქი (იცი­ნის)!.. ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, რა უნდა ჩა­მეც­ვა, უბ­რა­ლოდ, რო­კის ელე­მენ­ტე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. კონ­ცერ­ტე­ბის დროს, მო­ნა­წი­ლე­ებ­თან დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც გვირ­ჩევს, რა უნდა ჩა­ვიც­ვათ, თუმ­ცა და­ახ­ლო­ე­ბით წარ­მო­ვიდ­გენ, რო­გო­რი იმი­ჯი შე­იძ­ლე­ბა მქონ­დეს და ამა­ში მეც მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მთა­ვა­რია, სცე­ნა­ზე თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დე.

- შენი აზ­რით, X factor-ზე მსუ­ბუ­ქი რო­კის შეს­რუ­ლე­ბა, ასე ვთქვათ, შენი ნიშა შე­იძ­ლე­ბა იყოს თუ ყვე­ლა­ნა­ირ ჟანრ­ში მო­გი­წევს სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­და?

- შე­მიძ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი ვიმ­ღე­რო, მაგ­რამ რა მიყ­ვარს, ეს სხვა თე­მაა. კონ­კურ­სი ისე­თი რა­მაა, გინ­და, თუ არა, კო­მერ­ცი­ი­სა და მარ­კე­ტინ­გის წე­სებს უნდა და­ე­მორ­ჩი­ლო. რე­პერ­ტუ­ა­რის შერ­ჩე­ვი­სას დათ­მო­ბა­ზე წას­ვლაც, რა თქმა უნდა, მო­მი­წევს. უბ­რა­ლოდ, სიმ­ღე­რას თუ ვერ გრძნობ, გუ­ლით ვერ იმ­ღე­რებ. სხვა­თა შო­რის, კონ­კურ­სში გა­მოს­ვლა­ზე არას­დროს მი­ოც­ნე­ბია, რთუ­ლია.

- რო­გო­რია პრო­ექ­ტის შიდა სი­ტუ­ა­ცია?

- მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გია. კონ­კურ­სან­ტე­ბი ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლად, თბი­ლად და არა - კონ­კუ­რენ­ტუ­ლად არი­ან გან­წყო­ბილ­ნი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ღმერ­თმა არ ქნას, ვცდე­ბო­დე, მაგ­რამ მგო­ნია, რომ იქ ისე­თი ხალ­ხია, ვინც უფრო მუ­სი­კის "კე­თე­ბა­ზე" იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და არა იმა­ზე, თუ ვინ რამ­დენ კო­მენ­ტარს და­უ­წერს "ფე­ის­ბუკ­ზე" და რამ­დენ "ლა­იქს" მი­ი­ღებს.

- შენი აზ­რით, რო­გო­რია შენი შან­სე­ბი, გახ­დე სა­ქარ­თვე­ლოს X factor-ი?

- ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ. ყვე­ლა თვითმყო­ფა­დია, ორი­გი­ნა­ლუ­რი. ჯგუ­ფე­ბიც არი­ან, ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნი, "ფე­რა­დი" ხალ­ხია, ჟან­რობ­რი­ვად ყვე­ლას თა­ვი­სი სტი­ლი აქვს და ამის გამო, ვფიქ­რობ, ყვე­ლას თა­ნა­ბა­რი შან­სი აქვს, გახ­დეს X factor-ი. არ ვთვლი, რომ სხვებ­ზე რა­მით მეტი ვარ. ჩემი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია, გა­მო­ვი­დე და ხალ­ხს ისე­თი თა­მუ­ნა ვაჩ­ვე­ნო, რო­გო­რიც ბუ­ნებ­რი­ვად ვარ, მეტი არა­ფე­რი.

გია:

- სცე­ნა "აშიშ­ვლებს" ადა­მი­ანს და თუ გუ­ლით არ იმ­ღე­რე, შენი სიმ­ღე­რა არა­ფე­რია, არც სი ბე­მო­ლი ნიშ­ნავს რა­მეს და არც მე­ო­თხე ოქ­ტა­ვის დო დი­ე­ზი. შე­საძ­ლოა, თა­მუ­ნა ძა­ლი­ან მა­ღალ ნო­ტებს ვერ იღებს, მაგ­რამ გუ­ლით მღე­რის. მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, რომ მთა­ვა­რი სუ­ლაც არ არის მა­ღა­ლი ნო­ტე­ბი. ორი­გი­ნა­ლუ­რი შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მსმე­ნელს უნდა მო­ე­ფე­რო და შენი მა­ღა­ლი ნო­ტე­ბით ნო­კა­უ­ტში არ უნდა ჩა­აგ­დო. რაც შე­მიძ­ლია, ვა­რი­გებ ხოლ­მე თა­მუ­ნას და პა­ტარ-პა­ტა­რა რჩე­ვებს ვაძ­ლევ. სულ მის­მენს და ით­ვა­ლის­წი­ნებს. სხვა მოს­წავ­ლე­ე­ბიც მყავს და მა­თაც ვა­რი­გებ ხოლ­მე. ვინც გა­ი­გებს, გა­ი­გებს, ვინც არა, რას ვი­ზამ. მე გი­ტა­რის­ტი ვარ, ვო­კალს, რა თქმა უნდა, ვერ ვას­წავ­ლი, მაგ­რამ მუ­სი­კა ხომ მეს­მის?! ხმა და სმე­ნა ღვთის­გან ნა­ბო­ძე­ბი სა­ჩუ­ქა­რია. თა­მუ­ნა ჯერ მხო­ლოდ 20 წლი­საა და ბევ­რს მი­აღ­წევს. მას ფარ­თო ას­პა­რეზ­ზე გა­სულს ვხე­დავ.

- თა­მუ­ნა, გვი­ამ­ბე, რა გზა გა­მო­ი­ა­რე, სა­ნამ შენი მუ­სი­კა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ბენ­დსა და პრო­ექტს და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და?

- ქარ­თულ სიმ­ღე­რებ­ზე გა­ვი­ზარ­დე. 13-14 წლამ­დე ჩვენს სიმ­ღე­რებს ვმღე­რო­დი. როკი და ბლუ­ზი კი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ჩემს გა­რე­მოც­ვა­შიც, ძი­რი­თა­დად, ის ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, ვინც ამას უს­მენ­და და ას­რუ­ლებ­და. ცოტ-ცო­ტას ყვე­ლა­ფერს ვუს­მენ, რაც კარ­გი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნია, მაგ­რამ მიყ­ვარს ის, რა­შიც დრა­ი­ვი და ენერ­გი­აა, სა­დაც უნდა იხ­ტუ­ნაო და კედ­ლებ­ზე ახ­ვი­დე! სა­ერ­თოდ, ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი. მოს­კოვ­ში და­ვი­ბა­დე, დედა რუსი მყავს და 10 წლამ­დე იქ ვიზ­რდე­ბო­დი. იქა­უ­რო­ბა თბი­ლად მახ­სენ­დე­ბა, მიყ­ვარს და რა­ღაც-რა­ღა­ცებ­ზე გული მწყდე­ბა, რა თქმა უნდა. მერე მთე­ლი ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დით და იქი­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი - სკო­ლა, მუ­სი­კა­ზე სი­ა­რუ­ლი და ა.შ. ბავ­შვო­ბი­სას კარ­გად ვხა­ტავ­დი, მაგ­რამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ წა­ვე­დი... ვო­კა­ლის ბევ­რი პე­და­გო­გი მყავ­და, მაგ­რამ მინ­და, თეა ჯი­ნო­რია გა­მო­ვარ­ჩიო, - შე­სა­ნიშ­ნა­ვი კომ­პო­ზი­ტო­რი და პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­ში აღ­ძრავ­და არა შუ­რის მო­მენ­ტებს და იმას, რომ ერ­თმა ვო­კა­ლის­ტმა მე­ო­რეს ზე­მო­დან უნდა უყუ­როს, არა­მედ - კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას, სიყ­ვა­რულს, იმას, რომ სიმ­ღე­რა შენი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლია და ა.შ. თეამ და­ი­წყო ჩემი "და­მუ­შა­ვე­ბა". ბევ­რი რამ მას­წავ­ლა და მისი მად­ლი­ე­რი ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი. მერე ნანა ჟღე­რი­ას­თან მოვ­ხვდი. ასე­ვე ფან­ტას­ტი­კუ­რი პი­როვ­ნე­ბაა, ენერ­გი­უ­ლი, და მის­გა­ნაც ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. მად­ლი­ე­რი ვარ ცხოვ­რე­ბის, ასეთ ადა­მი­ა­ნებს რომ შე­მახ­ვედ­რა. ქარ­თულ სიმ­ღე­რებს მას­წავ­ლიდ­ნენ, გე­მოვ­ნე­ბი­ანს, იმას, რაც სამ­წუ­ხა­როდ, აღარც რა­დი­ო­შია და აღარც არ­სად. რა­დი­ო­ებ­ზე მე­ტად არა­ფე­რი მა­ღი­ზი­ა­ნებს... მეს­მის, რომ ასე­თი სიმ­ღე­რე­ბიც უნდა იყოს, რად­გან ვი­ღა­ცას მოს­წონს და სხვა ჟან­რი არ ეს­მის, მაგ­რამ ამ დო­ზით გა­პი­ა­რე­ბა არ უნდა ხდე­ბო­დეს!

- შენს ოჯახ­ზე რას გვე­ტყვი?

- ძა­ლი­ან ჰარ­მო­ნი­უ­ლი ოჯა­ხი გვაქვს. მშობ­ლებ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და ყო­ველ­თვის მხარ­ში მიდ­გა­ნან. პა­ტა­რა ძმა მყავს და და­ი­კო, რო­მე­ლიც თა­ვის ოჯახ­თან ერ­თად, მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს. მომ­ღერ­ლე­ბი არ გვყავს, მაგ­რამ ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­ფა­სებ­ლე­ბის ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე (იღი­მის). დედა კარ­გად ხა­ტავს და კე­რავს, კარ­გი ხედ­ვა აქვს. მა­მას დი­ზა­ი­ნე­რო­ბის სა­ო­ცა­რი ნიჭი აქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ნათ­ლე­ბა ამ კუ­თხით არ მი­უ­ღია. ბუ­ნე­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა გვიყ­ვარს და სა­ზღვარ­გა­რე­თაც ხში­რად დავ­დი­ვართ. ეს­პა­ნე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს, ეს­პა­ნურ-ინ­გლი­სურ სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. ახლა ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან ინ­სტი­ტუ­ტში ვსწავ­ლობ - შავი ზღვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ. გა­მი­მარ­თლა და ძა­ლი­ან კარ­გი ჯგუ­ფე­ლე­ბი მყავს. მთე­ლი შე­მარ­თე­ბით მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. ჩემი ჰობი ჯი­რი­თია. ცხე­ნე­ბი ძა­ლი­ან გვიყ­ვარს და გვყავს კი­დეც, მან­გლის­ში. ოჯა­ხი ლაშ­ქრო­ბებ­შიც წავ­სულ­ვართ ცხე­ნე­ბით და ეს ძა­ლი­ან მა­გა­რია! ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ოჯა­ხის წევ­რებს კი­დევ უფრო აახ­ლო­ებს ერ­თმა­ნეთ­თან.

- და­ბო­ლოს, რას ეტყვი მათ, ვინც პრო­ექ­ტში ვერ მოხ­ვდა?

- პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ. პრო­ექ­ტში სა­კუ­თა­რი თავი ეპო­ვოთ და სა­კუ­თა­რი საზ­რდო მი­ე­ღოთ. ხოლო ვი­საც ამ­ჯე­რად არ გა­უ­მარ­თლა და ვერ მოხ­ვდა, მა­თაც მინ­და მო­ვე­ფე­რო და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო. არც ერ­თმა მარ­ცხმა არ უნდა შე­უ­შა­ლოს ხელი წინსვლა­ში. თუ არ გა­მო­დის დღეს, გა­მო­ვა ხვალ! უნდა იბ­რძო­ლონ, მეტი შე­მარ­თე­ბით იყ­ვნენ და აუ­ცი­ლებ­ლად იგ­რძნონ ის, რაც ყვე­ლა ხე­ლო­ვანს უნდა, რომ იგ­რძნოს, - ეს არის სიყ­ვა­რუ­ლი!

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ერთმანეთს შესანიშნავად შევეწყვეთ" - თამთა შავერდაშვილისა და ცნობილი გიტარისტის მეგობრობის ამბავი

"ერთმანეთს შესანიშნავად შევეწყვეთ" - თამთა შავერდაშვილისა და ცნობილი გიტარისტის მეგობრობის ამბავი

ჟღალთმიანმა გოგონამ, რომელმაც სცენაზე "სამოთხის კარი კაკუნით ჩამოიღო და იქ ჟიურიც შეახედა" (როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა), X Factory-ის კასტინგზე დარბაზში მყოფი ხალხის სიმპათია და ოვაციები პირველი ბგერების გამოცემისთანავე დაიმსახურა და ჟიურის ოთხი "კის" შემდეგ, მუსიკალური პროექტის კონკურსანტის ტიტულიც მოიპოვა. 20 წლის თამუნა შავერდაშვილი ხელოვნების ამ დარგით ბავშვობიდანაა გატაცებული და მუსიკა მისთვის ცხოვრების სტილადაა ქცეული. ინტერვიუზე თამუნა თავის უფროს მეგობართან, ცნობილ მუსიკოსსა და გიტარისტ გია ფეიქრიშვილთან ერთად მესტუმრა.

- თამუნა, გაიღო შენთვის სამოთხის კარი?

- (იღიმის) სხვათა შორის, სიმღერის შერჩევაზე ბევრი არ გვიფიქრია, მე და გია ფეიქრიშვილს, ლეგენდარული ჯგუფის "Guns'n Roses"-ის ეს შესანიშნავი სიმღერა რეპერტუარში ისედაც გვქონდა, თან ძალიან მიყვარს. სწორედ გია გახლავთ ის პიროვნება, ვისი წყალობითაც გამიჩნდა ენთუზიაზმი და სურვილი იმისა, რომ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- ეს ამბავი სრულიად შემთხვევით მოხდა. გიას მეუღლეს ქიაჩელის ქუჩაზე ბარი აქვს, სადაც ადრე რამდენიმეჯერ ვიმღერე. ის პერიოდი იყო, როცა პუბლიკასთან ურთიერთობას ვიწყებდი. გია და ბენდი მაშინ არ იყვნენ, მინუს ფონოგრამაზე ვმღეროდი და "კარაოკე-ფართებს" ვაწყობდით. პატარა სივრცის მიუხედავად, ძალიან მაგარი იყო! კარგად დაიწყო, მაგრამ მერე თითქოს გაიყინა. იყო ბარი და იმის იქით - არაფერი, ამიტომ შევეშვი. ოჯახის წევრებსაც არ უნდოდათ, რომ ბარში მემღერა... შემოსავალზე ორიენტირებული არასდროს ვყოფილვარ, ამ საქმიანობას სხვანაირად ვუყურებ. მოკლედ, ნახევარი წელი ისე გავიდა, იქ აღარ მიმღერია და ერთ დღესაც, მე და ჩემი მეგობარი სასეირნოდ რომ გამოვედით, ვიფიქრეთ, რომელიმე ბარში წავსულიყავით და საბოლოოდ, ქიაჩელზე წასვლა გადავწყვიტეთ. თეო ბერაია - გიას მეუღლე დიდი სიხარულით შეგვეგება და გიაც სწორედ იმ საღამოს გავიცანი, ჩვენს დრამერ გაგასთან ერთად. თეომ მთხოვა, იმღერეო და იმ მომენტში გიას სახეზე რომ შევხედე, ისეთი რეაქცია ჰქონდა - ჰო, კარგი, ჯანდაბას, იმღეროსო, - გაიფიქრა. ვინმე, კარაოკეს მოყვარული ვეგონე. გია ფეიქრიშვილის შესახებ ტანია მარიას კონცერტიდან მქონდა გაგებული. ვიცოდი, რომ მაგარი იყო და მის ხელში ბევრმა ვოკალისტმა გამოიარა, მაგრამ იმწუთას სახეზე ვერ ვიცანი, ეს მერე გამახსენდა. პირველი სიმღერა, რაც შევასრულე, იყო - What's Up ?! და ამ დროს იმდენად დიდი სულიერი დაახლოება მოხდა, არც ერთი რომ არ მოველოდით. უცებ იმპროვიზაციები დაიწყო და ერთმანეთს შესანიშნავად შევეწყვეთ. აი, მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაც შეიცვალა და ახალი ფურცელი გაჩნდა, რაღაც ახალი დაიწყო. სცენაზე არაერთხელ გამოვსულვარ, მაგრამ ბენდთან შეხება არ მქონია. სულ სხვა "კაიფია", ამ სიტყვის ძალიან კარგი გაგებით. ამის შემდეგ, რეპერტუარზე დავფიქრდით, სიმღერები ჩამოვწერეთ და ასე აეწყო ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა. მერე უკვე მე და ბენდმა რაღაც კონცერტებშიც მივიღეთ მონაწილეობა. მიხარია და მადლობელი ვარ, რომ გია ფეიქრიშვილი შემხვდა ცხოვრებაში.

გია ფეიქრიშვილი:

- თამუნა მართლაც შესანიშნავი და ნიჭიერი გოგონაა. ჩემს მეუღლეს ვეხუმრებოდი კიდეც, ასეთი ბავშვი აქამდე როგორ არ გამაცანი-მეთქი?! ადრე მყავდა ერთი ძალიან კარგი ვოკალისტი ბიჭი. ჩვენს როკჯგუფს "მწირი" ერქვა და მაშინ გრან-პრიც ავიღეთ. თამუნასაც ასევე გამოვარჩევ. ახლა, როცა X factor-ი დაიწყო, თამუნას ვუთხარი, - ჩემი მეგობრის შვილი კასტინგზე გადის და შენც ხომ არ ცდიდი-მეთქი? თავიდან ძალიან იუარა, - არ მინდა, კონკურსები ჩემი სტილი არ არისო, მაგრამ მერე ჩემმა მეუღლემაც იმდენი უჩიჩინა, წამოგვყვა. ზოგი ისეთი გამოვიდა, სმენასთან და მუსიკასთან ახლოსაც რომ არ არის და ერთი ცდა რას დააკლებდა?! თანაც, ზუსტად ვიცოდი, ისე იმღერებდა, რომ მოეწონებოდათ.

- თამუნა, სასცენო იმიჯი ვინ შეგირჩია?

- საკუთარი თავი ეკრანზე რომ ვნახე, იმხელა გამოვჩნდი, გული გამისკდა, რამე სხვა უნდა ჩამეცვა-მეთქი (იცინის)!.. ბევრი არ მიფიქრია, რა უნდა ჩამეცვა, უბრალოდ, როკის ელემენტები უნდა ყოფილიყო. კონცერტების დროს, მონაწილეებთან დიზაინერი მუშაობს, რომელიც გვირჩევს, რა უნდა ჩავიცვათ, თუმცა დაახლოებით წარმოვიდგენ, როგორი იმიჯი შეიძლება მქონდეს და ამაში მეც მივიღებ მონაწილეობას. მთავარია, სცენაზე თავს კომფორტულად ვგრძნობდე.

- შენი აზრით, X factor-ზე მსუბუქი როკის შესრულება, ასე ვთქვათ, შენი ნიშა შეიძლება იყოს თუ ყველანაირ ჟანრში მოგიწევს საკუთარი თავის გამოცდა?

- შემიძლია, ყველაფერი ვიმღერო, მაგრამ რა მიყვარს, ეს სხვა თემაა. კონკურსი ისეთი რამაა, გინდა, თუ არა, კომერციისა და მარკეტინგის წესებს უნდა დაემორჩილო. რეპერტუარის შერჩევისას დათმობაზე წასვლაც, რა თქმა უნდა, მომიწევს. უბრალოდ, სიმღერას თუ ვერ გრძნობ, გულით ვერ იმღერებ. სხვათა შორის, კონკურსში გამოსვლაზე არასდროს მიოცნებია, რთულია.

- როგორია პროექტის შიდა სიტუაცია?

- მართლა ძალიან კარგია. კონკურსანტები ძალიან მეგობრულად, თბილად და არა - კონკურენტულად არიან განწყობილნი ერთმანეთის მიმართ და ეს ძალიან მახარებს. ღმერთმა არ ქნას, ვცდებოდე, მაგრამ მგონია, რომ იქ ისეთი ხალხია, ვინც უფრო მუსიკის "კეთებაზე" იქნება ორიენტირებული და არა იმაზე, თუ ვინ რამდენ კომენტარს დაუწერს "ფეისბუკზე" და რამდენ "ლაიქს" მიიღებს.

- შენი აზრით, როგორია შენი შანსები, გახდე საქართველოს X factor-ი?

- ყველა კონკურსანტი ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ. ყველა თვითმყოფადია, ორიგინალური. ჯგუფებიც არიან, ყველა ასაკის ადამიანი, "ფერადი" ხალხია, ჟანრობრივად ყველას თავისი სტილი აქვს და ამის გამო, ვფიქრობ, ყველას თანაბარი შანსი აქვს, გახდეს X factor-ი. არ ვთვლი, რომ სხვებზე რამით მეტი ვარ. ჩემი უმთავრესი მიზანია, გამოვიდე და ხალხს ისეთი თამუნა ვაჩვენო, როგორიც ბუნებრივად ვარ, მეტი არაფერი.

გია:

- სცენა "აშიშვლებს" ადამიანს და თუ გულით არ იმღერე, შენი სიმღერა არაფერია, არც სი ბემოლი ნიშნავს რამეს და არც მეოთხე ოქტავის დო დიეზი. შესაძლოა, თამუნა ძალიან მაღალ ნოტებს ვერ იღებს, მაგრამ გულით მღერის. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მთავარი სულაც არ არის მაღალი ნოტები. ორიგინალური შესრულების მანერაა მნიშვნელოვანი. მსმენელს უნდა მოეფერო და შენი მაღალი ნოტებით ნოკაუტში არ უნდა ჩააგდო. რაც შემიძლია, ვარიგებ ხოლმე თამუნას და პატარ-პატარა რჩევებს ვაძლევ. სულ მისმენს და ითვალისწინებს. სხვა მოსწავლეებიც მყავს და მათაც ვარიგებ ხოლმე. ვინც გაიგებს, გაიგებს, ვინც არა, რას ვიზამ. მე გიტარისტი ვარ, ვოკალს, რა თქმა უნდა, ვერ ვასწავლი, მაგრამ მუსიკა ხომ მესმის?! ხმა და სმენა ღვთისგან ნაბოძები საჩუქარია. თამუნა ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ბევრს მიაღწევს. მას ფართო ასპარეზზე გასულს ვხედავ.

- თამუნა, გვიამბე, რა გზა გამოიარე, სანამ შენი მუსიკალური საქმიანობა ბენდსა და პროექტს დაუკავშირდებოდა?

- ქართულ სიმღერებზე გავიზარდე. 13-14 წლამდე ჩვენს სიმღერებს ვმღეროდი. როკი და ბლუზი კი ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ჩემს გარემოცვაშიც, ძირითადად, ის ადამიანები იყვნენ, ვინც ამას უსმენდა და ასრულებდა. ცოტ-ცოტას ყველაფერს ვუსმენ, რაც კარგი და გემოვნებიანია, მაგრამ მიყვარს ის, რაშიც დრაივი და ენერგიაა, სადაც უნდა იხტუნაო და კედლებზე ახვიდე! საერთოდ, ბავშვობიდან ვმღერი. მოსკოვში დავიბადე, დედა რუსი მყავს და 10 წლამდე იქ ვიზრდებოდი. იქაურობა თბილად მახსენდება, მიყვარს და რაღაც-რაღაცებზე გული მწყდება, რა თქმა უნდა. მერე მთელი ოჯახი საქართველოში ჩამოვედით და იქიდან დაიწყო ყველაფერი - სკოლა, მუსიკაზე სიარული და ა.შ. ბავშვობისას კარგად ვხატავდი, მაგრამ ამ მიმართულებით არ წავედი... ვოკალის ბევრი პედაგოგი მყავდა, მაგრამ მინდა, თეა ჯინორია გამოვარჩიო, - შესანიშნავი კომპოზიტორი და პიროვნება, რომელიც ადამიანში აღძრავდა არა შურის მომენტებს და იმას, რომ ერთმა ვოკალისტმა მეორეს ზემოდან უნდა უყუროს, არამედ - კეთილშობილებას, სიყვარულს, იმას, რომ სიმღერა შენი მამოძრავებელია და ა.შ. თეამ დაიწყო ჩემი "დამუშავება". ბევრი რამ მასწავლა და მისი მადლიერი ყოველთვის ვიქნები. მერე ნანა ჟღერიასთან მოვხვდი. ასევე ფანტასტიკური პიროვნებაა, ენერგიული, და მისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. მადლიერი ვარ ცხოვრების, ასეთ ადამიანებს რომ შემახვედრა. ქართულ სიმღერებს მასწავლიდნენ, გემოვნებიანს, იმას, რაც სამწუხაროდ, აღარც რადიოშია და აღარც არსად. რადიოებზე მეტად არაფერი მაღიზიანებს... მესმის, რომ ასეთი სიმღერებიც უნდა იყოს, რადგან ვიღაცას მოსწონს და სხვა ჟანრი არ ესმის, მაგრამ ამ დოზით გაპიარება არ უნდა ხდებოდეს!

- შენს ოჯახზე რას გვეტყვი?

- ძალიან ჰარმონიული ოჯახი გვაქვს. მშობლებთან განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობა მაქვს და ყოველთვის მხარში მიდგანან. პატარა ძმა მყავს და დაიკო, რომელიც თავის ოჯახთან ერთად, მოსკოვში ცხოვრობს. მომღერლები არ გვყავს, მაგრამ ხელოვნების დამფასებლების ოჯახში გავიზარდე (იღიმის). დედა კარგად ხატავს და კერავს, კარგი ხედვა აქვს. მამას დიზაინერობის საოცარი ნიჭი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ განათლება ამ კუთხით არ მიუღია. ბუნება, მოგზაურობა გვიყვარს და საზღვარგარეთაც ხშირად დავდივართ. ესპანეთი გამორჩეულად მიყვარს, ესპანურ-ინგლისურ სკოლაში დავდიოდი. ახლა ინგლისურენოვან ინსტიტუტში ვსწავლობ - შავი ზღვის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ. გამიმართლა და ძალიან კარგი ჯგუფელები მყავს. მთელი შემართებით მგულშემატკივრობენ. ჩემი ჰობი ჯირითია. ცხენები ძალიან გვიყვარს და გვყავს კიდეც, მანგლისში. ოჯახი ლაშქრობებშიც წავსულვართ ცხენებით და ეს ძალიან მაგარია! ასეთი ურთიერთობები ოჯახის წევრებს კიდევ უფრო აახლოებს ერთმანეთთან.

- დაბოლოს, რას ეტყვი მათ, ვინც პროექტში ვერ მოხვდა?

- პირველ რიგში, ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ. პროექტში საკუთარი თავი ეპოვოთ და საკუთარი საზრდო მიეღოთ. ხოლო ვისაც ამჯერად არ გაუმართლა და ვერ მოხვდა, მათაც მინდა მოვეფერო და წარმატება ვუსურვო. არც ერთმა მარცხმა არ უნდა შეუშალოს ხელი წინსვლაში. თუ არ გამოდის დღეს, გამოვა ხვალ! უნდა იბრძოლონ, მეტი შემართებით იყვნენ და აუცილებლად იგრძნონ ის, რაც ყველა ხელოვანს უნდა, რომ იგრძნოს, - ეს არის სიყვარული!

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება