მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლებას სამართალზე უკუღმართი წარმოდგენა ჰქონია" - რას მოითხოვენ "უვადოები"
"ხელისუფლებას სამართალზე უკუღმართი წარმოდგენა ჰქონია" - რას მოითხოვენ "უვადოები"

ვაგ­რძე­ლებთ იმ უვა­დო მსჯავ­რდა­დე­ბულ­თა სიის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, რომ­ლე­ბიც თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ ან ნაკ­ლე­ბად ბრა­ლე­უ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ და დღემ­დე ითხო­ვენ საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვას. შე­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა ასე­ვე უვა­დო მსჯავ­რდა­დე­ბულ­მა, იუ­რის­ტმა და შსს-ს ყო­ფილ­მა ჩი­ნო­სან­მა გი­ორ­გი გე­ლა­ძემ მოგ­ვა­წო­და.

ზუ­რაბ ბრეგ­ვა­ძე, რო­მელ­საც თან­და­ყო­ლი­ლი გუ­ლის მან­კი აქვს, 19 წლის ასაკ­ში და­ა­კა­ვეს ვინ­მე ვე­ვი­ორსკა­ი­ას მკვლე­ლო­ბის­თვის და 1998 წელს აპე­ლა­ცი­ის გა­რე­შე (არ მის­ცეს გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა) მი­უ­სა­ჯეს უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. ცი­ტა­ტა გა­ნა­ჩე­ნი­დან - "ზუ­რაბ ბრეგ­ვა­ძემ გა­და­წყვი­ტა რა, ფა­რუ­ლად და­უფ­ლე­ბო­და ვე­ვი­ორსკა­ი­ას ქო­ნე­ბას, სწავ­ლობ­და მო­ბი­ნად­რის გა­და­ად­გი­ლე­ბას და როცა ბი­ნის მე­პატ­რო­ნე სახ­ლში არ ეგუ­ლე­ბო­და, ეზოს მხრი­დან ლო­ჯი­ის ღია კა­რი­დან გა­დაძ­რო­მით შე­აღ­წია ბი­ნა­ში მისი გა­ქურდვის მიზ­ნით. ბი­ნა­ში შეღ­წე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ვე­ვი­ორსკა­ია დაბ­რუნ­და და შე­ვი­და ბი­ნა­ში. ზუ­რაბ ბრეგ­ვა­ძემ მხი­ლე­ბი­სა­გან თა­ვის დახ­სნის მიზ­ნით, ვე­ვი­ორსკა­ი­ას თავ­ში პის­ტო­ლე­ტის ტარი ჩა­არ­ტყა". გა­ნა­ჩე­ნი­და­ნაც ნათ­ლად ჩანს, რომ ბრეგ­ვა­ძის გან­ზრახ­ვა იყო ბი­ნის ფა­რუ­ლი გა­ქურდვა და არა მისი და­ყა­ჩა­ღე­ბა ან მოკ­ვლა. ამ მიზ­ნით მან შე­არ­ჩია ის დრო, რო­დე­საც მო­ბი­ნად­რე შინ არ იმ­ყო­ფე­ბო­და, ფა­რუ­ლად შე­აღ­წია ბი­ნა­ში და მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც სახ­ლის პატ­რო­ნი მას მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავს წა­ად­გა, ბრეგ­ვა­ძეს არ გა­ნუზ­რა­ხავს მისი მოკ­ვლა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ნარ­სე­ბუ­ლი მა­ყუ­ჩი­ა­ნი პის­ტო­ლე­ტის ტა­რის თავ­ში ჩარ­ტყმის ნაც­ვლად, მას პირ­და­პირ ეს­რო­და და მოკ­ლავ­და. ნა­თე­ლია, რომ ბრეგ­ვა­ძის გან­ზრახ­ვა არ იყო ქა­ლის მოკ­ვლა. სი­ნამ­დვი­ლე­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ ვე­ვი­ორსკა­ია იყო ცე-ერ-უს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და იმ­ხა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ე­როს ეგი­დით მუ­შა­ობ­და. ეს ქალ­ბა­ტო­ნი კარ­გი სპორ­ტსმე­ნი, ნიჩ­ბო­სა­ნი ყო­ფი­ლა და პის­ტო­ლე­ტის თავ­ში ჩარ­ტყმით არ გა­ი­თი­შა. ბრეგ­ვა­ძე არის უგამ­ხდრე­სი ადა­მი­ა­ნი და ქალ­მა ისე მო­იგ­დო ხელთ, რომ მას ან გა­გუ­დავ­და, ან და­ა­ბამ­და და პო­ლი­ცი­ას ჩა­ა­ბა­რებ­და. ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჭიდ­ნენ. ეს ქალი ახ­რჩობ­და ბრეგ­ვა­ძეს, ყელ­ში წა­უ­ჭი­რა და ამ ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლის დროს, შიშს აყო­ლილ­მა ბრეგ­ვა­ძემ რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლა და ქალი მუც­ლის არე­ში დაჭ­რა. მერე იხელ­თა დრო და და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან გა­იქ­ცა. სამ­წუ­ხა­როდ, ვე­ვი­ორსკა­ია გარ­და­იც­ვა­ლა, ბრეგ­ვა­ძეს კი - უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. სიკ­ვდი­ლით დას­ჯა გა­უქ­მე­ბუ­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მას აუ­ცი­ლებ­ლად დახ­ვრეტ­დნენ, რა­მე­თუ ცე-ერ-უში არ­სე­ბობს შიდა და­უ­წე­რე­ლი წესი, რომ მათი თა­ნამ­შრომ­ლის მკვლე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოკ­ვდეს. ბრეგ­ვა­ძე ამ საქ­მე­ზე ჯერ არ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, როცა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ გა­ა­კე­თა ამ საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბა და მის­თვის უც­ნობ დამ­ნა­შა­ვეს გა­მო­უ­ტა­ნა უვა­დო პა­ტიმ­რო­ბის ვერ­დიქ­ტი. ბრეგ­ვა­ძე მხო­ლოდ იმი­ტომ დარ­ჩა ცო­ცხა­ლი, რომ ცე-ერ-უს გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მის და­კი­თხვებს ეს­წრე­ბოდ­ნენ, ვერ იჯე­რებ­დნენ, რომ ეს ქალი ამ ბიჭს ჰყავ­და მოკ­ლუ­ლი და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­წმუნ­დნენ, რომ ეს შემ­თხვე­ვი­თო­ბა იყო და არა აგენ­ტის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა. ნე­ბის­მი­ერ ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ამ და­ნა­შა­ულს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბად არა­ვინ და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რებ­და და 19 წლის ბიჭს უვა­დოს არ მი­უს­ჯი­და.

ვლა­დი­მერ ზა­ზა­ძე უვა­დო სას­ჯელს 2001 წლი­დან იხ­დის და მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლია სს კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით. იგი მა­მით ქარ­თვე­ლია, დე­დით - რუსი. ზა­ზა­ძე მა­მას­თან, ახალ­ცი­ხე­ში იზ­რდე­ბო­და, სა­ი­და­ნაც გა­იწ­ვი­ეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში. გახ­სოვთ, ალ­ბათ შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დელ ჯარ­ში საბ­ჭო­თა წყო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ე.წ. "დე­დოვ­ში­ნის" პრობ­ლე­მა არ­სე­ბობ­და. ეს ახალ­გაზ­რდა ჯარ­ში აით­ვალ­წუ­ნეს და და­ცინ­ვი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის ატა­ნა უხ­დე­ბო­და. ერთ დღე­საც, მჩაგ­ვრე­ლებ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­და, ზა­ზა­ძემ მათ ხე­ლი­დან ავ­ტო­მა­ტი გა­მოს­ტა­ცა და იმ­სხვერ­პლა ისი­ნი. აშ­კა­რაა სუფ­თა შე­ლა­პა­რა­კე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იძუ­ლე­ბი­თი თავ­დაც­ვის მიზ­ნით აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბა, მაგ­რამ ამ უპატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ნილ რუს-ქარ­თვე­ლა ბიჭს იმ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ვინ მო­ექ­ცე­ო­და სა­მარ­თლი­ა­ნად? ბა­ლის­ტი­კურ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია პი­რის­პი­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით (ანუ გა­მოს­ტა­ცა და პირ­და­პირ ეს­რო­ლა თავ­დამ­სხმე­ლებს), მაგ­რამ საქ­მის სპე­ცი­ა­ლუ­რად დამ­ძი­მე­ბის მიზ­ნით, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა და მო­სა­მარ­თლემ ჩა­წე­რეს, თით­ქოს მოკ­ლუ­ლებს ზურ­გის არე­ში ანუ გაქ­ცე­უ­ლე­ბის­თვის ჰქონ­დათ ნას­რო­ლი. ვლა­დი­მე­რის ძმა 1990 წელს და­ი­ღუ­პა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში. ეს ადა­მი­ა­ნიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ სამ­სა­ხურ­მა იმ­სხვერ­პლა.

ბად­რი ბეჟა­ნი­ძე უვა­დო სას­ჯელს 2007 წლი­დან იხ­დის, მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლია 109-ე მუხ­ლით, არის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბით და წლე­ბის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო სფე­რო­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. მისი ვაჟი დღეს­დღე­ო­ბით მსა­ხუ­რობს და სწავ­ლობს თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში ნა­ტოს ჯა­რე­ბის ეგი­დით. 2007 წელს ბად­რიმ თა­ვი­სი ავ­ტო­მან­ქა­ნა 3.000 დო­ლა­რად მიჰ­ყი­და ვინ­მე ან­ზორ თხი­ლაშ­ვილს. მას მყიდ­ველ­მა 1.000 დო­ლა­რი მა­შინ­ვე გა­და­უ­ხა­და, მაგ­რამ დარ­ჩე­ნილ 2.000 დო­ლარ­ზე უარი გა­ნუ­ცხა­და და საქ­მე­ში ჩა­ე­რივ­ნენ არა­კა­ნონ­მორ­ჩი­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე ვინ­მე თე­მურ და გი­ორ­გი ბეჟა­ნი­ძე­ე­ბი, რო­მელ­თაც ბად­რის­გან და­მა­ტე­ბი­თი თან­ხის გა­მო­ძალ­ვაც მო­ი­სურ­ვეს. ერთ-ერთი ასე­თი და­ძა­ბუ­ლი სა­უბ­რის დროს, ბად­რის თან ახ­ლდა დის­შვი­ლი. კა­მა­თი ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­და და ბად­რის რომ არ ევაჟ­კა­ცა და თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მა­თი­ვე ცივი ია­რა­ღით - და­ნით არ მო­ე­გე­რი­ე­ბი­ნა (წა­არ­თვა და დაჭ­რა), ის და მისი დის­შვი­ლიც და­ი­ღუ­პე­ბოდ­ნენ ან ინ­ვა­ლი­დე­ბი დარ­ჩე­ბოდ­ნენ. სამ­წუ­ხა­როდ, მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით თე­მურ და გი­ორ­გი ბეჟა­ნი­ძე­ე­ბი გარ­და­იც­ვალ­ნენ.

გოჩა ზუ­რა­ბი­ა­ნი - უვა­დო სას­ჯელს იხ­დის 2006 წლი­დან სსკ 109-ე მუხ­ლით. მან ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა კერ­ძო ტაქ­სის მძღო­ლი, რო­მე­ლიც შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან გო­ჩას არა­ფე­რი გა­უ­ტა­ცია, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად ყა­ჩა­ღო­ბას, ან ძარ­ცვას გა­მო­რი­ცხავს და ამ­ყა­რებს შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე არა­წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვით მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის არ­გუ­მენტს.

იო­სებ კო­ჩი­ე­ვი უვა­დო სას­ჯელს 2005 წლი­დან სსკ-ს 23-323-ე მუხ­ლით ანუ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის იხ­დის. სს საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მისი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იმით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, რომ ის, რო­გორც დე­დით ქარ­თვე­ლი, ქარ­თუ­ლი­სა და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის კარ­გი მცოდ­ნე, მე­გობ­რის თხოვ­ნით, თა­ნა­სოფ­ლე­ლებს და­ეხ­მა­რა, თბი­ლის­ში ეყი­დათ ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დგომ, სრუ­ლი­ად უცხო პი­რებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს ქა­ლაქ გორ­ში ტე­რაქ­ტის მო­სა­წყო­ბად (პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა აა­ფეთ­ქეს შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით). აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის მო­ნა­წი­ლე­ნი ერ­თხმად აღი­ა­რე­ბენ, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან გი­ორ­გი ზა­სა­ე­ვი და გიგო ვა­ლიშ­ვი­ლი. მა­თი­ვე თქმით, კო­ჩი­ე­ვის­თვის არ იყო ცნო­ბი­ლი, თუ რა მიზ­ნით იყო შეს­ყი­დუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­ნა­შა­უ­ლის უნებ­ლიე თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ისე­ვე და­სა­ჯეს უვა­დოდ, რო­გორც მისი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.

კობა ეპი­ტაშ­ვი­ლი უვა­დო სას­ჯელს იხ­დის 2008 წლი­დან და მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლია სს კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით. თბი­ლი­სის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ერთ-ერთ სო­ფელ­ში ორ მე­ზო­ბელს ერ­თმა­ნე­თი ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარ­დათ, თუმ­ცა მშობ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად კი გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი მათი ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ. ქალ-ვაჟი 2006 წელს მა­ინც შე­უღლდა, მაგ­რამ ამან გო­გო­ნას მშობ­ლე­ბის გული მა­ინც ვერ მო­ალ­ბო. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზეც კი, გო­გოს ძმამ ღიად გა­ნა­ცხა­და, რომ "კობა ეპი­ტაშ­ვი­ლი­სა და ჩვენს ოჯა­ხებს შო­რის, რო­გორც ჩემი დისა და კო­ბას ქორ­წი­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში, ასე­ვე მათი და­შო­რე­ბის შემ­დგო­მაც, და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იყო". გო­გო­ნას დე­დამ იმ­დე­ნი ქნა, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი და­ა­შო­რა ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა რო­გორც საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან ჩანს და რო­გორც კო­ბას მე­უღ­ლეც აღი­ა­რებს, ისი­ნი ფა­რუ­ლად მა­ინც გა­ნაგ­რძობ­დნენ ურ­თი­ერ­თო­ბას. ერთ დღეს, როცა კობა თა­ვის მე­უღ­ლეს ფა­რუ­ლად უნდა შეხ­ვედ­რო­და, მათ სახ­ლთან გა­და­ა­წყდა სი­დედრს, რო­მე­ლიც ყო­ველ და­ნახ­ვა­ზე წყევ­ლი­და და ლან­ძღავ­და. არც მას და­უკ­ლია და მათ შო­რის მოხ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა. მარ­თა­ლია, ერ­თმა­ნეთს ხი­ფა­თის გა­რე­შე და­შორ­დნენ, მაგ­რამ გო­გო­ნა დე­დის ში­შით კო­ბას ვე­ღარ შეხ­ვდა, კობა კი სა­ნა­დი­როდ წა­ვი­და. მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კობა ცოლს ურე­კავ­და, მაგ­რამ, არ პა­სუ­ხობ­და. ამით შეშ­ფო­თე­ბუ­ლი კობა ნა­დი­რო­ბი­დან პირ­და­პირ ცო­ლის სახ­ლში მი­ვი­და, რათა გა­ე­გო, რა­ტომ არ პა­სუ­ხობ­და ტე­ლე­ფონ­ზე. იმ მიზ­ნით, რომ ყო­ფილ სი­დედრს არ გა­დაჰ­ყრო­და და სკან­და­ლი არ ამ­ტყდა­რი­ყო, ვაჟი თა­ვის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ეზო­ში მდე­ბა­რე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­ვი­და სა­სა­უბ­როდ. მათ გეგ­მა­ში ჰქონ­დათ სა­ზღვარ­გა­რეთ ერ­თად გაქ­ცე­ვა. რო­გორც საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან ჩანს, გო­გოს დე­დას და­უ­ნა­ხავს ეზო­ში შე­მო­სუ­ლი კობა, მან მე­უღ­ლე გა­აღ­ვი­ძა, კო­ბას და ქა­ლიშ­ვილს თავს წა­ად­გნენ და სკან­და­ლი მო­უ­წყეს. ეს და­ვი­და­რა­ბა იმით დამ­თავ­რდა, რომ კო­ბას გა­უ­ვარ­და გა­დაჭ­რი­ლი სა­ნა­დი­რო თოფი და ტყვია სი­მამრს მუ­ცელ­ში მოხ­ვდა. დაჭ­რი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდა­რით გამ­წა­რე­ბულ­მა კო­ბამ სი­დედრს მი­მარ­თა: ოჯა­ხი და­მინ­გრიე, ეს კაცი ლა­მის მო­მაკ­ვლე­ვი­ნე, ჩემ­თვის ტკი­ვი­ლის მი­ყე­ნე­ბა გსი­ა­მოვ­ნებს? აი, იგ­რძე­ნი, რა არის ტკი­ვი­ლიო, და თო­ფი­დან ფეხ­ში ეს­რო­ლა. ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა (ისე, იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა, ფეხ­ში დაჭ­რი­ლი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი­ყო). კო­ბამ და­ნა­შა­უ­ლი, რა თქმა უნდა, ჩა­ი­დი­ნა, მაგ­რამ მის ქმე­დე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის სურ­ვი­ლი და მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა. ასე­თი გან­ზრახ­ვა რომ ჰქო­ნო­და, სად­მე ჩა­უ­საფ­რდე­ბო­და სი­დედრ-სი­მამრს. ისი­ნი წყვილს ლან­ძღვა-გი­ნე­ბით რომ არ დას­ხმოდ­ნენ თავს, არც არა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და. მე­ტიც - თავ­ში ან გულ­ში ეს­რო­და, არა - ფეხ­ში. და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია ის მი­ზე­ზე­ბიც, რა­მაც ახალ­გაზ­რდა კაცი ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა.

მე - გი­ორ­გი გე­ლა­ძე, შსს-სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის არა­მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი მე-18 წე­ლია ვიხ­დი უვა­დო სას­ჯელს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის (შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­მიხ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­თან და შე­მო­მაკ­ვდა). სსკ-ს, კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­შა­უ­ლის­თვის სას­ჯე­ლის ზომა უნდა გა­ნი­სა­ზღვროს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის პე­რი­ოდ­ში მოქ­მე­დი კა­ნო­ნით. კა­ნონს, რო­მე­ლიც ამ­ძი­მებს სას­ჯელს, უკუ­ძა­ლა არ აქვს, ეს სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი აქ­სი­ო­მაა. ჩემ მი­მართ ინ­კრი­მი­ნი­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის პე­რი­ოდ­ში (1997 წლის 28 იან­ვა­რი), არც სა­ქარ­თვე­ლოს და არც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის სას­ჯე­ლის ზომა არ არ­სე­ბობ­და. სას­ჯე­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზღვა­რი შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით, რაც მო­მი­სა­ჯა კი­დეც ბა­ქოს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, მაგ­რამ იმა­ვე სა­სა­მარ­თლომ იმა­ვე და­ნა­შა­უ­ლის­თვის 1 წლის შემ­დგომ გა­მა­სა­მარ­თლა და მო­მი­სა­ჯა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში 1998 წლის 10 თე­ბერ­ვლი­დან შე­მო­ღე­ბუ­ლი ახა­ლი და უფრო მძი­მე უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის სას­ჯე­ლი. 2011 წლის 14 ივ­ლისს, დიდი ბრძო­ლის შემ­დგომ ექ­სტრა­დი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლის სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლი იყო ბა­ქოს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ეყ­ვა­ნა. უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის სას­ჯე­ლი უნდა შე­ეც­ვა­ლათ 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით, რა­მე­თუ უვა­დო სას­ჯე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში შე­მო­ი­ღეს 1997 წლის 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან და ამ თა­რი­ღამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­დე­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის სას­ჯე­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზომა ინიშ­ნე­ბო­და 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით. მე კი ინ­კრი­მი­ნი­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ბა­ქოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­დე­ნი­ლი მაქვს 1997 წლის 28 იან­ვარს, ე.ი. სამი დღით ადრე, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში შე­მო­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის სას­ჯე­ლი. რო­გორც მი­თხრეს, ეს იყო ადე­იშ­ვილ-ზო­დე­ლა­ვა-კუბ­ლაშ­ვი­ლის დაკ­ვე­თა, ამი­ტო­მაც საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ ისე­თი კი­ლე­რი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ნატო ხუ­ჯა­ძე, მაია თეთ­რა­უ­ლი, ომარ ჯორ­ბე­ნა­ძე და მი­ხე­ილ ბე­ბი­აშ­ვი­ლი. მათ რომ კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით ემოქ­მე­დათ, ჯერ კი­დევ 2011 წლის 13 თე­ბერ­ვალს უნდა გავ­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი სას­ჯე­ლის­გან, არა­და, უკვე მე­სა­მე წე­ლია, უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. აზერ­ბა­ი­ჯან­მა ჯიბ­რზე გა­მო­ი­ტა­ნა ასე­თი უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნი, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" უსირ­ცხვი­ლოდ და­ტო­ვეს ის ძა­ლა­ში, "ოც­ნე­ბა" კი, სამ­წუ­ხა­როდ, პი­რა­დი მო­ტი­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ ჩქა­რობს საქ­მის გა­და­ხედ­ვას.

სს საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 259-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გა­ნა­ჩე­ნი უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან, უპირ­ვე­ლე­სად კი კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში, უტყუ­არ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი.

ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბი­დან არც ერთი არ არის სა­მარ­თლი­ა­ნი, უტყუ­ა­რად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი და კა­ნონ­თან შე­სა­ბა­მი­სი. ამ პა­ტიმ­რე­ბის გარ­და, კი­დევ ბევ­რი უვა­დო მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლის საქ­მე­შია შე­უ­სა­ბა­მო­ბა, ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ფაქ­ტე­ბი ან აშ­კა­რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მათი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის ან ნაკ­ლე­ბი ბრა­ლის სა­სარ­გებ­ლოდ მე­ტყვე­ლე­ბენ. ყვე­ლა მათ­გან­ზე აქ ვერ მოვ­ყვე­ბი, ან რა აზრი აქვს, როცა პრო­კუ­რა­ტუ­რა ყურს არ იბერ­ტყავს, ხოლო სა­სა­მარ­თლო მხო­ლოდ ჯა­ლა­თე­ბის გა­მარ­თლე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 83 უვა­დო მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლის გარ­და, ყვე­ლას მი­მართ ჰუ­მა­ნიზ­მი და გულ­მო­წყა­ლე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა, ჩვენ კი გვე­უბ­ნე­ბი­ან, იმე­დოვ­ნეთ და გვე­ლო­დე­თო. ამას თუ სა­მარ­თლის დამ­კვიდ­რე­ბას ეძა­ხი­ან, მა­შინ სა­მარ­თალ­ზე ძა­ლი­ან უკუღ­მარ­თი წარ­მოდ­გე­ნა ჰქო­ნი­ათ ხე­ლი­სუ­ფალთ.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

"ხელისუფლებას სამართალზე უკუღმართი წარმოდგენა ჰქონია" - რას მოითხოვენ "უვადოები"

"ხელისუფლებას სამართალზე უკუღმართი წარმოდგენა ჰქონია" - რას მოითხოვენ "უვადოები"

ვაგრძელებთ იმ უვადო მსჯავრდადებულთა სიის გამოქვეყნებას, რომლებიც თავს უდანაშაულოდ ან ნაკლებად ბრალეულად მიიჩნევენ და დღემდე ითხოვენ საქმეების გადახედვას. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მასალა ასევე უვადო მსჯავრდადებულმა, იურისტმა და შსს-ს ყოფილმა ჩინოსანმა გიორგი გელაძემ მოგვაწოდა.

ზურაბ ბრეგვაძე, რომელსაც თანდაყოლილი გულის მანკი აქვს, 19 წლის ასაკში დააკავეს ვინმე ვევიორსკაიას მკვლელობისთვის და 1998 წელს აპელაციის გარეშე (არ მისცეს გასაჩივრების უფლება) მიუსაჯეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა. ციტატა განაჩენიდან - "ზურაბ ბრეგვაძემ გადაწყვიტა რა, ფარულად დაუფლებოდა ვევიორსკაიას ქონებას, სწავლობდა მობინადრის გადაადგილებას და როცა ბინის მეპატრონე სახლში არ ეგულებოდა, ეზოს მხრიდან ლოჯიის ღია კარიდან გადაძრომით შეაღწია ბინაში მისი გაქურდვის მიზნით. ბინაში შეღწევიდან რამდენიმე წუთში, ვევიორსკაია დაბრუნდა და შევიდა ბინაში. ზურაბ ბრეგვაძემ მხილებისაგან თავის დახსნის მიზნით, ვევიორსკაიას თავში პისტოლეტის ტარი ჩაარტყა". განაჩენიდანაც ნათლად ჩანს, რომ ბრეგვაძის განზრახვა იყო ბინის ფარული გაქურდვა და არა მისი დაყაჩაღება ან მოკვლა. ამ მიზნით მან შეარჩია ის დრო, როდესაც მობინადრე შინ არ იმყოფებოდა, ფარულად შეაღწია ბინაში და მაშინაც კი, როდესაც სახლის პატრონი მას მოულოდნელად თავს წაადგა, ბრეგვაძეს არ განუზრახავს მისი მოკვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანარსებული მაყუჩიანი პისტოლეტის ტარის თავში ჩარტყმის ნაცვლად, მას პირდაპირ ესროდა და მოკლავდა. ნათელია, რომ ბრეგვაძის განზრახვა არ იყო ქალის მოკვლა. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ვევიორსკაია იყო ცე-ერ-უს ყოფილი თანამშრომელი და იმხანად საქართველოში გაეროს ეგიდით მუშაობდა. ეს ქალბატონი კარგი სპორტსმენი, ნიჩბოსანი ყოფილა და პისტოლეტის თავში ჩარტყმით არ გაითიშა. ბრეგვაძე არის უგამხდრესი ადამიანი და ქალმა ისე მოიგდო ხელთ, რომ მას ან გაგუდავდა, ან დააბამდა და პოლიციას ჩააბარებდა. ერთმანეთს შეეჭიდნენ. ეს ქალი ახრჩობდა ბრეგვაძეს, ყელში წაუჭირა და ამ ხელჩართული ბრძოლის დროს, შიშს აყოლილმა ბრეგვაძემ რამდენჯერმე გაისროლა და ქალი მუცლის არეში დაჭრა. მერე იხელთა დრო და დანაშაულის ადგილიდან გაიქცა. სამწუხაროდ, ვევიორსკაია გარდაიცვალა, ბრეგვაძეს კი - უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. სიკვდილით დასჯა გაუქმებული რომ არ ყოფილიყო, მას აუცილებლად დახვრეტდნენ, რამეთუ ცე-ერ-უში არსებობს შიდა დაუწერელი წესი, რომ მათი თანამშრომლის მკვლელი აუცილებლად უნდა მოკვდეს. ბრეგვაძე ამ საქმეზე ჯერ არ იყო დაკავებული, როცა ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა ამ საქმეზე განცხადება და მისთვის უცნობ დამნაშავეს გამოუტანა უვადო პატიმრობის ვერდიქტი. ბრეგვაძე მხოლოდ იმიტომ დარჩა ცოცხალი, რომ ცე-ერ-უს გამომძიებლები, რომლებიც მის დაკითხვებს ესწრებოდნენ, ვერ იჯერებდნენ, რომ ეს ქალი ამ ბიჭს ჰყავდა მოკლული და დროთა განმავლობაში დარწმუნდნენ, რომ ეს შემთხვევითობა იყო და არა აგენტის განზრახ მკვლელობა. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამ დანაშაულს განზრახ მკვლელობად არავინ დააკვალიფიცირებდა და 19 წლის ბიჭს უვადოს არ მიუსჯიდა.

ვლადიმერ ზაზაძე უვადო სასჯელს 2001 წლიდან იხდის და მსჯავრდადებულია სს კოდექსის 109-ე მუხლით. იგი მამით ქართველია, დედით - რუსი. ზაზაძე მამასთან, ახალციხეში იზრდებოდა, საიდანაც გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. გახსოვთ, ალბათ შევარდნაძის დროინდელ ჯარში საბჭოთა წყობიდან მოყოლებული, ე.წ. "დედოვშინის" პრობლემა არსებობდა. ეს ახალგაზრდა ჯარში აითვალწუნეს და დაცინვისა და შეურაცხყოფის ატანა უხდებოდა. ერთ დღესაც, მჩაგვრელებთან შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, ზაზაძემ მათ ხელიდან ავტომატი გამოსტაცა და იმსხვერპლა ისინი. აშკარაა სუფთა შელაპარაკების საფუძველზე იძულებითი თავდაცვის მიზნით აუცილებელი მოგერიება, მაგრამ ამ უპატრონოდ დარჩენილ რუს-ქართველა ბიჭს იმ განუკითხაობის პერიოდში ვინ მოექცეოდა სამართლიანად? ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებულია პირისპირი მიმართულებით (ანუ გამოსტაცა და პირდაპირ ესროლა თავდამსხმელებს), მაგრამ საქმის სპეციალურად დამძიმების მიზნით, გამომძიებელმა და მოსამართლემ ჩაწერეს, თითქოს მოკლულებს ზურგის არეში ანუ გაქცეულებისთვის ჰქონდათ ნასროლი. ვლადიმერის ძმა 1990 წელს დაიღუპა სამხედრო სამსახურში. ეს ადამიანიც, ფაქტობრივად, ამ სამსახურმა იმსხვერპლა.

ბადრი ბეჟანიძე უვადო სასჯელს 2007 წლიდან იხდის, მსჯავრდადებულია 109-ე მუხლით, არის უმაღლესი განათლებით და წლების მანძილზე მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგზაო-სატრანსპორტო სფეროში მაღალ თანამდებობებზე. მისი ვაჟი დღესდღეობით მსახურობს და სწავლობს თურქეთის სამხედრო აკადემიაში ნატოს ჯარების ეგიდით. 2007 წელს ბადრიმ თავისი ავტომანქანა 3.000 დოლარად მიჰყიდა ვინმე ანზორ თხილაშვილს. მას მყიდველმა 1.000 დოლარი მაშინვე გადაუხადა, მაგრამ დარჩენილ 2.000 დოლარზე უარი განუცხადა და საქმეში ჩაერივნენ არაკანონმორჩილი რეპუტაციის მქონე ვინმე თემურ და გიორგი ბეჟანიძეები, რომელთაც ბადრისგან დამატებითი თანხის გამოძალვაც მოისურვეს. ერთ-ერთი ასეთი დაძაბული საუბრის დროს, ბადრის თან ახლდა დისშვილი. კამათი ჩხუბში გადაიზარდა და ბადრის რომ არ ევაჟკაცა და თავდამსხმელები მათივე ცივი იარაღით - დანით არ მოეგერიებინა (წაართვა და დაჭრა), ის და მისი დისშვილიც დაიღუპებოდნენ ან ინვალიდები დარჩებოდნენ. სამწუხაროდ, მიყენებული ჭრილობებით თემურ და გიორგი ბეჟანიძეები გარდაიცვალნენ.

გოჩა ზურაბიანი - უვადო სასჯელს იხდის 2006 წლიდან სსკ 109-ე მუხლით. მან ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე სასიკვდილოდ დაჭრა კერძო ტაქსის მძღოლი, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა. დანაშაულის ადგილიდან გოჩას არაფერი გაუტაცია, რაც ავტომატურად ყაჩაღობას, ან ძარცვას გამორიცხავს და ამყარებს შელაპარაკების ნიადაგზე არაწინასწარი განზრახვით მომხდარი მკვლელობის არგუმენტს.

იოსებ კოჩიევი უვადო სასჯელს 2005 წლიდან სსკ-ს 23-323-ე მუხლით ანუ ტერორისტული აქტის თანამონაწილეობისთვის იხდის. სს საქმის მასალების მიხედვით, მისი თანამონაწილეობა იმით შემოიფარგლება, რომ ის, როგორც დედით ქართველი, ქართულისა და ავტომანქანების კარგი მცოდნე, მეგობრის თხოვ­ნით, თანასოფლელებს დაეხმარა, თბილისში ეყიდათ ავტომანქანა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდგომ, სრულიად უცხო პირებმა გამოიყენეს ქალაქ გორში ტერაქტის მოსაწყობად (პოლიციის შენობა ააფეთქეს შურისძიების მოტივით). აღნიშნული დანაშაულის მონაწილენი ერთხმად აღიარებენ, რომ ორგანიზატორი და შემსრულებლები არიან გიორგი ზასაევი და გიგო ვალიშვილი. მათივე თქმით, კოჩიევისთვის არ იყო ცნობილი, თუ რა მიზნით იყო შესყიდული აღნიშნული ავტომანქანა. მიუხედავად ამისა, დანაშაულის უნებლიე თანამონაწილე ისევე დასაჯეს უვადოდ, როგორც მისი ორგანიზატორი და შემსრულებელი.

კობა ეპიტაშვილი უვადო სასჯელს იხდის 2008 წლიდან და მსჯავრდადებულია სს კოდექსის 109-ე მუხლით. თბილისის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელში ორ მეზობელს ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ, თუმცა მშობლები, ძირითადად კი გოგონას მშობლები მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყვნენ. ქალ-ვაჟი 2006 წელს მაინც შეუღლდა, მაგრამ ამან გოგონას მშობლების გული მაინც ვერ მოალბო. სასამართლო პროცესზეც კი, გოგოს ძმამ ღიად განაცხადა, რომ "კობა ეპიტაშვილისა და ჩვენს ოჯახებს შორის, როგორც ჩემი დისა და კობას ქორწინების პერიოდში, ასევე მათი დაშორების შემდგომაც, დაძაბული ურთიერთობები იყო". გოგონას დედამ იმდენი ქნა, რომ ახალგაზრდები დააშორა ერთმანეთს, თუმცა როგორც საქმის მასალებიდან ჩანს და როგორც კობას მეუღლეც აღიარებს, ისინი ფარულად მაინც განაგრძობდნენ ურთიერთობას. ერთ დღეს, როცა კობა თავის მეუღლეს ფარულად უნდა შეხვედროდა, მათ სახლთან გადააწყდა სიდედრს, რომელიც ყოველ დანახვაზე წყევლიდა და ლანძღავდა. არც მას დაუკლია და მათ შორის მოხდა შელაპარაკება. მართალია, ერთმანეთს ხიფათის გარეშე დაშორდნენ, მაგრამ გოგონა დედის შიშით კობას ვეღარ შეხვდა, კობა კი სანადიროდ წავიდა. მთელი ამ დროის განმავლობაში კობა ცოლს ურეკავდა, მაგრამ, არ პასუხობდა. ამით შეშფოთებული კობა ნადირობიდან პირდაპირ ცოლის სახლში მივიდა, რათა გაეგო, რატომ არ პასუხობდა ტელეფონზე. იმ მიზნით, რომ ყოფილ სიდედრს არ გადაჰყროდა და სკანდალი არ ამტყდარიყო, ვაჟი თავის მეუღლესთან ერთად ეზოში მდებარე სამზარეულოში შევიდა სასაუბროდ. მათ გეგმაში ჰქონდათ საზღვარგარეთ ერთად გაქცევა. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, გოგოს დედას დაუნახავს ეზოში შემოსული კობა, მან მეუღლე გააღვიძა, კობას და ქალიშვილს თავს წაადგნენ და სკანდალი მოუწყეს. ეს დავიდარაბა იმით დამთავრდა, რომ კობას გაუვარდა გადაჭრილი სანადირო თოფი და ტყვია სიმამრს მუცელში მოხვდა. დაჭრილი რამდენიმე დღის შემდეგ არაკვალიფიციური მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარით გამწარებულმა კობამ სიდედრს მიმართა: ოჯახი დამინგრიე, ეს კაცი ლამის მომაკვლევინე, ჩემთვის ტკივილის მიყენება გსიამოვნებს? აი, იგრძენი, რა არის ტკივილიო, და თოფიდან ფეხში ესროლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა (ისე, იშვიათი შემთხვევაა, ფეხში დაჭრილი ადამიანი ადგილზე გარდაცვლილიყო). კობამ დანაშაული, რა თქმა უნდა, ჩაიდინა, მაგრამ მის ქმედებაში განზრახ მკვლელობის სურვილი და მიზანი არ ყოფილა. ასეთი განზრახვა რომ ჰქონოდა, სადმე ჩაუსაფრდებოდა სიდედრ-სიმამრს. ისინი წყვილს ლანძღვა-გინებით რომ არ დასხმოდნენ თავს, არც არაფერი მოხდებოდა. მეტიც - თავში ან გულში ესროდა, არა - ფეხში. დასაფიქრებელია ის მიზეზებიც, რამაც ახალგაზრდა კაცი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

მე - გიორგი გელაძე, შსს-სა და უშიშროების კომიტეტის არამოქმედი თანამშრომელი მე-18 წელია ვიხდი უვადო სასჯელს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულისთვის (შელაპარაკება მომიხდა აზერბაიჯანელთან და შემომაკვდა). სსკ-ს, კონსტიტუციისა და საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი დანაშაულისთვის სასჯელის ზომა უნდა განისაზღვროს დანაშაულის ჩადენის პერიოდში მოქმედი კანონით. კანონს, რომელიც ამძიმებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს, ეს საერთაშორისოდ აღიარებული იურიდიული აქსიომაა. ჩემ მიმართ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის პერიოდში (1997 წლის 28 იანვარი), არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის კანონმდებლობაში უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სასჯელის ზომა არ არსებობდა. სასჯელის მაქსიმალური ზღვარი შემოიფარგლებოდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით, რაც მომისაჯა კიდეც ბაქოს საქალაქო სასამართლომ, მაგრამ იმავე სასამართლომ იმავე დანაშაულისთვის 1 წლის შემდგომ გამასამართლა და მომისაჯა კანონმდებლობაში 1998 წლის 10 თებერვლიდან შემოღებული ახალი და უფრო მძიმე უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელი. 2011 წლის 14 ივლისს, დიდი ბრძოლის შემდგომ ექსტრადირებული ვიყავი საქართველოში, რომლის სასამართლო ხელისუფლება ვალდებული იყო ბაქოს საქალაქო სასამართლოს განაჩენი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოეყვანა. უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელი უნდა შეეცვალათ 15 წლით თავისუფლების აღკვეთით, რამეთუ უვადო სასჯელი საქართველოს კანონმდებლობაში შემოიღეს 1997 წლის 1-ლი თებერვლიდან და ამ თარიღამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ნებისმიერი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის სასჯელის მაქსიმალური ზომა ინიშნებოდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით. მე კი ინკრიმინირებული დანაშაული ბაქოს ტერიტორიაზე ჩადენილი მაქვს 1997 წლის 28 იანვარს, ე.ი. სამი დღით ადრე, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობაში შემოღებული იქნებოდა უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელი. როგორც მითხრეს, ეს იყო ადეიშვილ-ზოდელავა-კუბლაშვილის დაკვეთა, ამიტომაც საქმეს განიხილავდნენ ისეთი კილერი მოსამართლეები, როგორებიც არიან ნატო ხუჯაძე, მაია თეთრაული, ომარ ჯორბენაძე და მიხეილ ბებიაშვილი. მათ რომ კანონის სრული დაცვით ემოქმედათ, ჯერ კიდევ 2011 წლის 13 თებერვალს უნდა გავთავისუფლებულიყავი სასჯელისგან, არადა, უკვე მესამე წელია, უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები. აზერბაიჯანმა ჯიბრზე გამოიტანა ასეთი უკანონო განაჩენი, "ნაციონალებმა" უსირცხვილოდ დატოვეს ის ძალაში, "ოცნება" კი, სამწუხაროდ, პირადი მოტივებიდან გამომდინარე არ ჩქარობს საქმის გადახედვას.

სს საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი განაჩენი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან, უპირველესად კი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასაბუთებული და სამართლიანი.

ზემოთ მოყვანილი განაჩენებიდან არც ერთი არ არის სამართლიანი, უტყუარად დასაბუთებული და კანონთან შესაბამისი. ამ პატიმრების გარდა, კიდევ ბევრი უვადო მსჯავრდადებულის საქმეშია შეუსაბამობა, ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები ან აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც მათი უდანაშაულობის ან ნაკლები ბრალის სასარგებლოდ მეტყველებენ. ყველა მათგანზე აქ ვერ მოვყვები, ან რა აზრი აქვს, როცა პროკურატურა ყურს არ იბერტყავს, ხოლო სასამართლო მხოლოდ ჯალათების გამართლებით არის დაკავებული. ხელისუფლებამ 83 უვადო მსჯავრდადებულის გარდა, ყველას მიმართ ჰუმანიზმი და გულმოწყალება გამოავლინა, ჩვენ კი გვეუბნებიან, იმედოვნეთ და გველოდეთო. ამას თუ სამართლის დამკვიდრებას ეძახიან, მაშინ სამართალზე ძალიან უკუღმართი წარმოდგენა ჰქონიათ ხელისუფალთ.

ნანა ფიცხელაური

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ