Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The Washington Post - საქართველოსა და მოლდოვას დახმარება სჭირდებათ, მაგრამ საკუთარ თავს თავადაც უნდა დაეხმარონ
The Washington Post - საქართველოსა და მოლდოვას დახმარება სჭირდებათ, მაგრამ საკუთარ თავს თავადაც უნდა დაეხმარონ

"სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვას დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს თა­ვა­დაც უნდა და­ეხ­მა­რონ", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა The Washington Post სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭოს სტა­ტი­ას.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ერთი პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გი, რაც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რას ჰქონ­და, ევ­რო­კავ­ში­რის ძა­ლის­ხმე­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა და და­ჩა­ქა­რე­ბა გახ­და - გა­აღ­რმა­ვოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყო­ფილ ორ რეს­პუბ­ლი­კას­თან: სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვას­თან.

ამას­თან, სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ამ ქვეყ­ნებ­თან "ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის" ხელ­მო­წე­რა რომ­ლის ფარ­გლებ­ში მოლ­დო­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეხ­სნე­ბათ სა­ვაჭ­რო ბა­რი­ე­რე­ბი და სა­მოგ­ზა­უ­რო შე­ზღუდ­ვე­ბი, დაჩ­ქარ­და და ივ­ნის­ში მო­ე­წე­რე­ბა ხელი. სტა­ტი­ის ავ­ტორ­თა თქმით, ამან უნდა გა­ზარ­დოს ამ ქვეყ­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა იმ მო­ქა­ლა­ქე­თა მხრი­დან, ვი­საც სურს და­სავ­ლეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა და სა­ვაჭ­რო კავ­ში­რე­ბი.

"მოლ­დო­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ისე­ვე სჭირ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბა, რო­გორც უკ­რა­ი­ნას. ორი­ვე ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის ზე­წო­ლის ქვე­შაა, რო­მე­ლიც იმე­დოვ­ნებს, რომ ჩაშ­ლის ამ ქვეყ­ნე­ბის ევ­რო­კავ­შირ­თან შე­თან­ხმე­ბებს და აი­ძუ­ლებს მათ კრემ­ლის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად "ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში" გა­წევ­რი­ა­ნე­ბას", - ნათ­ქვა­მია "ვა­შინგტონ პოს­ტის" სტა­ტი­ა­ში.

ამას­თან, გა­მო­ცე­მის სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭო აღ­ნიშ­ნავს, რომ 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შეჭ­რის შემ­დეგ, რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი აფარ­თო­ვე­ბენ თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ებს. და­სავ­ლე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი კი ში­შო­ბენ, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ჯა­რებს დნესტრის­პი­რეთ­შიც გა­აგ­ზავ­ნის.

"და­სავ­ლელ­მა მთავ­რო­ბებ­მა კი­დევ უფრო მეტი უნდა გა­ა­კე­თონ ამ ქვეყ­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბულ­მა მკაცრ­მა სან­ქცი­ებ­მა შე­საძ­ლოა შე­ა­ჩე­როს ბა­ტო­ნი პუ­ტი­ნი მო­მა­ვალ­ში აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­გან. ვიდ­რე ნატო ვერ ახერ­ხებს ამ ქვეყ­ნე­ბის დაც­ვას რუ­სე­თის ინ­ტერ­ვენ­ცი­ის­გან, მის ლი­დე­რებს ის მა­ინც შე­უძ­ლი­ათ თავი შე­ი­კა­ვონ უსარ­გებ­ლო რი­ტო­რი­კის­გან", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

ამას­თან, ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გა­სულ თვეს, ბრი­უ­სელ­ში აშშ-ის პრე­ზი­დენტ ბა­რაქ ობა­მას გან­ცხა­დე­ბა, რომ ნატო-ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის გა­წევ­რი­ა­ნე­ბის და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი გეგ­მა არ არ­სე­ბობს, შე­საძ­ლოა მი­მარ­თუ­ლი იყო პუ­ტი­ნის დარ­წმუ­ნე­ბის­კენ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­რუს­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ეს იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად მი­ი­ღეს, რომ ქვე­ყა­ნა არ უნდა იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი და­სავ­ლეთ­ზე", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

ამას­თან, "ვა­შინგტონ პოს­ტის" სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭო მი­იჩ­ნევს, რომ მოლ­დო­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ბედი მეტ­წი­ლად ამ ქვეყ­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­თი­ვე თქმით, მოლ­დო­ვას­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო უსი­ა­მოვ­ნო პრობ­ლე­მე­ბია.

"უფრო უსი­ა­მოვ­ნო პრობ­ლე­მე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც 2012 წლის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად მო­სუ­ლი მთავ­რო­ბა, აგ­რძე­ლებს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის­ვე სა­ზი­ა­ნო ომს წი­ნა­მორ­ბედ­თან", - აღ­ნიშ­ნავს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭო.

ამას­თან, სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თე­ბერ­ვალ­ში ვა­შინგტონ­ში ვი­ზი­ტი­სას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აშშ-ის პრე­ზი­დენტ ბა­რაქ ობა­მას შეხ­ვდა და მი­ი­ღო გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის გამო.

"მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 22 მარტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რა, რაც სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრე­ლუ­დი­აა. ამას წინ უძღო­და მისი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და თბი­ლი­სის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აშშ-ში ცხოვ­რობს, და­კი­თხვა­ზე არ გა­მო­ცხად­და, ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კი უმალ გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რებს მო­უ­წო­დებს, ქვეყ­ნის ენერ­გია მო­მავ­ლის­კენ მი­მარ­თოს. თუ სა­ქარ­თვე­ლო და­სავ­ლე­თის­კენ სვლას აპი­რებს და არა - მოს­კო­ვის­თვის და­ნე­ბე­ბას, მთავ­რო­ბამ ყუ­რად უნდა იღოს ეს რჩე­ვა", - ნათ­ქვა­მია "ვა­შინგტონ პოს­ტის" სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭოს წე­რილ­ში.

The Washington Post - საქართველოსა და მოლდოვას დახმარება სჭირდებათ, მაგრამ საკუთარ თავს თავადაც უნდა დაეხმარონ

The Washington Post - საქართველოსა და მოლდოვას დახმარება სჭირდებათ, მაგრამ საკუთარ თავს თავადაც უნდა დაეხმარონ

"საქართველოსა და მოლდოვას დახმარება სჭირდებათ,  მაგრამ   საკუთარ თავს თავადაც უნდა დაეხმარონ", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Washington Post სარედაქციო საბჭოს სტატიას.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ერთი პოზიტიური შედეგი, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ჰქონდა, ევროკავშირის ძალისხმევის გაძლიერება და დაჩაქარება გახდა - გააღრმავოს ურთიერთობები საბჭოთა კავშირის ყოფილ ორ რესპუბლიკასთან: საქართველოსა და მოლდოვასთან.

ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ ამ ქვეყნებთან "ასოცირების ხელშეკრულების" ხელმოწერა რომლის ფარგლებში მოლდოვასა და საქართველოს ეხსნებათ სავაჭრო ბარიერები და სამოგზაურო შეზღუდვები, დაჩქარდა და ივნისში მოეწერება ხელი. სტატიის ავტორთა თქმით, ამან უნდა გაზარდოს ამ ქვეყნების ხელისუფლებების პოლიტიკური მხარდაჭერა იმ მოქალაქეთა მხრიდან, ვისაც სურს დასავლეთში მოგზაურობა და სავაჭრო კავშირები.

"მოლდოვასა და საქართველოს თითქმის ისევე სჭირდება ევროკავშირის დახმარება, როგორც უკრაინას. ორივე ქვეყანა რუსეთის ზეწოლის ქვეშაა, რომელიც იმედოვნებს, რომ ჩაშლის ამ ქვეყნების ევროკავშირთან შეთანხმებებს და აიძულებს მათ კრემლის მიერ კონტროლირებად "ევრაზიულ კავშირში" გაწევრიანებას", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.

ამასთან, გამოცემის სარედაქციო საბჭო აღნიშნავს, რომ 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და რუსული ჯარები აფართოვებენ თავიანთ პოზიციებს. დასავლეთის ოფიციალური პირები კი შიშობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯარებს დნესტრისპირეთშიც გააგზავნის.

"დასავლელმა მთავრობებმა კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ ამ ქვეყნების დასახმარებლად. რუსეთისთვის დაწესებულმა მკაცრმა სანქციებმა შესაძლოა შეაჩეროს ბატონი პუტინი მომავალში აგრესიული ქმედებებისგან. ვიდრე ნატო ვერ ახერხებს ამ ქვეყნების დაცვას რუსეთის ინტერვენციისგან, მის ლიდერებს ის მაინც შეუძლიათ თავი შეიკავონ უსარგებლო რიტორიკისგან", - ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, ავტორები აღნიშნავენ, რომ გასულ თვეს, ბრიუსელში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადება, რომ ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების დაუყოვნებელი გეგმა არ არსებობს, შესაძლოა მიმართული იყო პუტინის დარწმუნებისკენ, მაგრამ საქართველოში პრორუსმა პოლიტიკოსებმა ეს იმის მტკიცებულებად მიიღეს, რომ ქვეყანა არ უნდა იყოს დამოკიდებული დასავლეთზე", - ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭო მიიჩნევს, რომ მოლდოვასა და საქართველოს ბედი მეტწილად ამ ქვეყნების ხელისუფლების ქმედებაზეა დამოკიდებული. მათივე თქმით, მოლდოვასთან შედარებით, საქართველოში უფრო უსიამოვნო პრობლემებია.

"უფრო უსიამოვნო პრობლემებია საქართველოში, სადაც 2012 წლის თავისუფალი არჩევნების შედეგად მოსული მთავრობა, აგრძელებს საკუთარი თავისთვისვე საზიანო ომს წინამორბედთან", - აღნიშნავს ამერიკული გამოცემის სარედაქციო საბჭო.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ თებერვალში ვაშინგტონში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას შეხვდა და მიიღო გაფრთხილება, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მთავრობის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გამო.

"მიუხედავად ამისა, 22 მარტს მიხეილ სააკაშვილი პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა, რაც სისხლის სამართლებრივი დევნის ჩვეულებრივი პრელუდიაა. ამას წინ უძღოდა მისი ყოფილი პრემიერ-მინისტრის სისხლის სამართლებრივი დევნა და თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენება. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, დაკითხვაზე არ გამოცხადდა, ობამას ადმინისტრაციამ კი უმალ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საქართველოს ლიდერებს მოუწოდებს, ქვეყნის ენერგია მომავლისკენ მიმართოს. თუ საქართველო დასავლეთისკენ სვლას აპირებს და არა - მოსკოვისთვის დანებებას, მთავრობამ ყურად უნდა იღოს ეს რჩევა", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭოს წერილში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა