მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედია, ჩემი გმირის თვისებები ხასიათში არ გადამივა"
"იმედია, ჩემი გმირის თვისებები ხასიათში არ გადამივა"

სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ახა­ლი გმი­რი, პარ­ლა­მენ­ტარ ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის ცოლი თიკა გა­მოჩ­ნდა, რომ­ლის როლ­საც მსა­ხი­ო­ბი ვე­რი­კო კა­ლან­დია ას­რუ­ლებს.

მარ­თა­ლია, ვე­რი­კოს სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ დიდი ხანი არაა, რაც ამ სფე­რო­შია ჩარ­თუ­ლი. ალ­ბათ, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, როცა გე­ტყვით, რომ ვე­რი­კო სე­რი­ა­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მძლე­ო­სან­თა ფე­დე­რა­ცი­ა­ში მუ­შა­ობს. თუ რა საქ­მი­ა­ნო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ამას თა­ვად ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გი­ამ­ბობთ.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა ბავ­შვო­ბი­დან მინ­დო­და, სა­ნამ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რებ­დი, ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლე­ჯში ვსწავ­ლობ­დი, სა­დაც სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბას და­რე­ჯან ჯო­ჯუ­ას­თან გავ­დი­ო­დი, მაგ­რამ აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბი­სას გა­დავ­წყვი­ტე, სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წავ­სუ­ლი­ყა­ვი და იუ­რი­დი­ულ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, ერთი წელი ამ ფა­კულ­ტეტ­ზე ვის­წავ­ლე და შემ­დეგ წელს თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად გა­მოც­დე­ბი თა­ვი­დან გა­ვი­ა­რე, ასე მოვ­ხვდი დათო კო­ბა­ხი­ძის ჯგუფ­ში.

სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ერთ-ერთი სა­რეკ­ლა­მო სტუ­დი­ის მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რის ასის­ტენ­ტად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, ახლა კი მძლე­ოს­ნო­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის "თბი­ლი­სი 2015"-ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტში ვმუ­შა­ობ. ეს გრან­დი­ო­ზუ­ლი, ახალ­გაზ­რდუ­ლი სპორ­ტუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი 2015 წლის ივ­ლის­ში ტარ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის 49 ქვეყ­ნი­დან სპორ­ტსმე­ნე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რე­ბი ეწ­ვე­ვი­ან, ღო­ნის­ძი­ე­ბა კი მსოფ­ლიო ტე­ლე­სივ­რცის მეშ­ვე­ო­ბით გა­შუქ­დე­ბა.

- რო­გორ მოხ­ვდი სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"?

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მე­ო­თხე სე­ზონ­ში ეპი­ზო­დუ­რი როლი ვი­თა­მა­შე, მას შემ­დეგ, თუკი კას­ტინ­გი ტარ­დე­ბა, კას­ტინ­გმე­ნე­ჯე­რი ეკა მჟა­ვა­ნა­ძე ყო­ველ­თვის მა­ტყო­ბი­ნებს, ამ­ჯე­რა­დაც ასე მოხ­და. სამ­სა­ხუ­რი ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და, როცა "რუს­თა­ვი 2"-დან და­მი­რე­კეს და მის­ვლა მთხო­ვეს, ვი­ფიქ­რე, კას­ტინგზე მი­ბა­რებ­დნენ, თუმ­ცა იქ მი­სულს მი­თხრეს, რომ როლ­ზე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ შე­მე­შინ­და, არ ვი­ცო­დი, რო­გორ შე­ვუ­თავ­სებ­დი ორ სამ­სა­ხურს ერ­თმა­ნეთს. არ მინ­დო­და, არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­მდგა­რი­ყა­ვი. მად­ლო­ბა ფე­დე­რა-ციას, რომ ნე­ბას მრთა­ვენ, გა­ვა­კე­თო ის საქ­მე, რაც ასე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თუმ­ცა ეს პრო­ექ­ტი ჩემ­თვის არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ჩა­ვერ­თე.

- კი­დევ რას გვე­ტყვი შენი სა­მა­ხი­ო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ?

- თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თვე მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მერე GMG-ში გა­და­ვი­ნაც­ვლე... უკვე ორი თვეა, სო­ხუ­მის თე­ატ­რის დას­ში ვარ, ახლა მე­რაბ ყოლ­ბა­ია დგამს სპექ­ტაკლს, რო­მელ­შიც და­კა­ვე­ბუ­ლი გახ­ლა­ვართ. გარ­და ამი­სა, სხვა­დას­ხვა რეკ­ლა­მა­ში, სა­ფეს­ტი­ვა­ლო ფილ­მებ­ში, ქარ­თულ სე­რი­ა­ლებ­ში ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბიც მი­თა­მა­შია, მაგ­რამ ასე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და გა­მოკ­ვე­თი­ლი პერ­სო­ნა­ჟი არას­დროს გან­მი­სა­ხი­ე­რე­ბია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"იმედია, ჩემი გმირის თვისებები ხასიათში არ გადამივა"

"იმედია, ჩემი გმირის თვისებები ხასიათში არ გადამივა"

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ახალი გმირი, პარლამენტარ ცოტნე ცოტაშვილის ცოლი თიკა გამოჩნდა, რომლის როლსაც მსახიობი ვერიკო კალანდია ასრულებს.

მართალია, ვერიკოს სამსახიობო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ დიდი ხანი არაა, რაც ამ სფეროშია ჩართული. ალბათ, გაგიკვირდებათ, როცა გეტყვით, რომ ვერიკო სერიალის პარალელურად მძლეოსანთა ფედერაციაში მუშაობს. თუ რა საქმიანობითაა დაკავებული, ამას თავად ჩვენი რესპონდენტი გიამბობთ.

- მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა, სანამ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, ხელოვნების კოლეჯში ვსწავლობდი, სადაც სამსახიობო ოსტატობას დარეჯან ჯოჯუასთან გავდიოდი, მაგრამ აბიტურიენტობისას გადავწყვიტე, სულ სხვა მიმართულებით წავსულიყავი და იურიდიულზე ჩამებარებინა, ერთი წელი ამ ფაკულტეტზე ვისწავლე და შემდეგ წელს თეატრალურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად გამოცდები თავიდან გავიარე, ასე მოვხვდი დათო კობახიძის ჯგუფში.

სწავლის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთი სარეკლამო სტუდიის მთავარი პროდიუსერის ასისტენტად დავიწყე მუშაობა, ახლა კი მძლეოსნობის ფედერაციაში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ღონისძიებათა დეპარტამენტში ვმუშაობ. ეს გრანდიოზული, ახალგაზრდული სპორტული ფესტივალი 2015 წლის ივლისში ტარდება. საქართველოს ევროპის 49 ქვეყნიდან სპორტსმენები, ჟურნალისტები და სპეციალური სტუმრები ეწვევიან, ღონისძიება კი მსოფლიო ტელესივრცის მეშვეობით გაშუქდება.

- როგორ მოხვდი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"?

- "ჩემი ცოლის დაქალების" მეოთხე სეზონში ეპიზოდური როლი ვითამაშე, მას შემდეგ, თუკი კასტინგი ტარდება, კასტინგმენეჯერი ეკა მჟავანაძე ყოველთვის მატყობინებს, ამჯერადაც ასე მოხდა. სამსახური ახალი დაწყებული მქონდა, როცა "რუსთავი 2"-დან დამირეკეს და მისვლა მთხოვეს, ვიფიქრე, კასტინგზე მიბარებდნენ, თუმცა იქ მისულს მითხრეს, რომ როლზე დამტკიცებული ვიყავი, ძალიან გამიხარდა, მაგრამ შემეშინდა, არ ვიცოდი, როგორ შევუთავსებდი ორ სამსახურს ერთმანეთს. არ მინდოდა, არჩევანის წინაშე დავმდგარიყავი. მადლობა ფედერა-ციას, რომ ნებას მრთავენ, გავაკეთო ის საქმე, რაც ასე ძალიან მიყვარს, თუმცა ეს პროექტი ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში ჩავერთე.

- კიდევ რას გვეტყვი შენი სამახიობო გამოცდილების შესახებ?

- თეატრალური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ რამდენიმე თვე მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვიყავი, მაგრამ მერე GMG-ში გადავინაცვლე... უკვე ორი თვეა, სოხუმის თეატრის დასში ვარ, ახლა მერაბ ყოლბაია დგამს სპექტაკლს, რომელშიც დაკავებული გახლავართ. გარდა ამისა, სხვადასხვა რეკლამაში, საფესტივალო ფილმებში, ქართულ სერიალებში ეპიზოდური როლებიც მითამაშია, მაგრამ ასე ჩამოყალიბებული და გამოკვეთილი პერსონაჟი არასდროს განმისახიერებია.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება