პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნება" "ოცნების" წინააღმდეგ - "ყვარლის გამგებლის გადაყენება შს მინისტრის მოადგილის ინტერესებშია"
"ოცნება" "ოცნების" წინააღმდეგ - "ყვარლის გამგებლის გადაყენება შს მინისტრის მოადგილის ინტერესებშია"

ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 2 თვით ადრე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რო­გორც ჩანს არა მხო­ლოდ მთა­ვარ ოპო­ნენტ პარ­ტი­ებს შო­რის, არა­მედ თა­ვად მმარ­თვე­ლი "კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნი­თაც" იძა­ბე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, რე­გი­ო­ნებ­ში ეს აშ­კა­რაა და კა­ხეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ამის და­დას­ტუ­რე­ბა იყო.

ყვა­რელ­ში "ოც­ნე­ბის" კონ­ტროლს ქვეშ მყო­ფი საკ­რე­ბუ­ლო "ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ გამ­გე­ბელს და­უ­პი­რის­პირ­და და გა­და­ა­ყე­ნა. შემ­დეგ კი ამას "ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ორ ჯგუფს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, კვერ­ცხე­ბის სრო­ლა, და­პა­ტიმ­რე­ბა და და­ჯა­რი­მე­ბა მოყ­ვა.

გუ­შინ ყვარ­ლის გამ­გე­ბე­ლი და ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლი და მას­თან ერ­თად 17 მხარ­დამ­ჭე­რი პირი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ორ­დღი­ა­ნი "შე­ტე­ვის" შემ­დეგ ყვარ­ლის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის ნა­წილ­მა გამ­გე­ბე­ლი ქევ­ხიშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნა კი­დეც. ცნო­ბი­სათ­ვის, იგი 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე "ოც­ნე­ბის" მხრი­დან ყვარ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტად იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ არ­ჩევ­ნებ­ზე "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვილ­თან და­მარ­ცხდა.გუ­შინ­დე­ლი შეხ­ლა-შე­მოხ­ლის შემ­დეგ ქევ­ხიშ­ვილ­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ.რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი გან­ხილ­ვის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლომ ისი­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო. კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ცნო­ბით, ქევ­ხიშ­ვი­ლი 100 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მეს. სხვებს - გი­ორ­გი და­რი­აშ­ვილს, მა­მუ­კა შა­როვს, ნი­კო­ლოზ მე­საბ­ლიშ­ვილს, ლე­ვან ხუ­ციშ­ვილს, ვა­ლე­რი გოგ­სა­ძეს, ლაშა ყი­ზი­ლაშ­ვილს, ვანო მა­ლა­ცი­ძეს, სერ­გო მა­მა­გუ­ლაშ­ვილს, ბერ­დია გე­ზე­ლიშ­ვილს, ვახ­ტანგ პა­პოვს, შა­მილ კა­ხი­ტა­ევს, მი­ხე­ილ მზე­ქა­ლიშ­ვილს, შალ­ვა რცხი­ლა­ძეს, რე­ვაზ ასა­თი­ანს, არ­სენ ნაც­ვლიშ­ვილს, ილია ბე­როშ­ვილს 400-400 ლა­რის ოდე­ნო­ბით ჯა­რი­მის გა­დახ­და და­ე­კის­რათ ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ.

ყვა­რელ­ში პო­ლი­ცია კა­ხე­თის ყვე­ლა რა­ი­ო­ნი­დან იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. პო­ლი­ცი­ას გამ­გე­ო­ბის შე­ნო­ბა ბლო­კი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, თა­ნამ­შრომ­ლებს შე­ნო­ბა და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს მუ­შა­ო­ბა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო.

ქევ­ხიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბულ კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა­ში ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნინო ხუ­ციშ­ვი­ლი შს მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ზე­დე­ლაშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებს და იმა­საც აცხა­დებს, რომ ზე­დე­ლაშ­ვი­ლის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ მყო­ფი პი­რე­ბი ყო­ფი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" არი­ან, რომ­ლე­ბიც 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე "ზონ­დერბრი­გა­დებს" ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ.

ქევ­ხიშ­ვი­ლის მომ­ხრე­ებ­სა და მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ხუთ­შა­ბათს და­ი­წყო, რო­დე­საც საკ­რე­ბუ­ლო­ში გამ­გებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი და­ის­ვა, მაგ­რამ კვო­რუ­მის არარ­სე­ბო­ბის გამო ვერ მო­ხერ­ხდა. გუ­შინ კი ქევ­ხიშ­ვი­ლის მომ­ხრე­ებ­მა აქ­ცია გა­მარ­თეს და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" მათ გუნდში პორ­ტი­რე­ბულ და მე­ამ­ბო­ხე თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს კვერ­ცხე­ბი და­უ­ში­ნეს.

რო­გორც შს სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, სწო­რედ წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე მუხ­ლით და­ა­კა­ვეს ქევ­ხიშ­ვი­ლი და კი­დევ 17 პირი. და­კა­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი ყვარ­ლის საკ­რე­ბუ­ლომ და­ხუ­რულ სხდო­მა­ზე გამ­გე­ბე­ლი ქევ­ხიშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მის მო­ვა­ლე­ო­ბას კი გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე მალ­ხაზ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი შე­ას­რუ­ლებს.

ნინო ხუ­ციშ­ვი­ლი "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ გამ­გე­ბე­ლი ქევ­ხიშ­ვი­ლი კვერ­ცხე­ბის სრო­ლოს დროს იქ სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და და და­კა­ვე­ბულ­თა ერ­თმა ნა­წილ­მაც ამ ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ მხო­ლოდ და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ შე­ი­ტყო.

მისი თქმით, უკვე თვე­ნა­ხე­ვა­რია საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატ­თან ერ­თად გამ­გებ­ლის გა­და­ყე­ნე­ბას და მის ნაც­ვლად სა­კუ­თა­რი კად­რის და­ნიშ­ვნას ცდი­ლობს და ამ ჯგუფს შს მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ზე­დე­ლაშ­ვი­ლი მფარ­ვე­ლობს.

ნინო ხუ­ციშ­ვი­ლი: "გამ­გებ­ლის ჩა­მო­შო­რე­ბა უნ­დათ. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გამ­გე­ბე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბას არ ტო­ვებს და მათ­თვის სა­სურ­ველ ახალ კან­დი­და­ტუ­რას ხელი ეშ­ლე­ბა.

"და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია, რომ გამ­გებ­ლის გა­და­ყე­ნე­ბა შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ზე­დე­ლაშ­ვი­ლი­სა და მისი მე­გობ­რის, უშიშ­რო­ე­ბის სფე­როს ხელ­მძღვა­ნე­ლის ალექ­სი ფე­რი­აშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებ­შია. ზე­დე­ლაშ­ვილს ყვა­რელ­ში სა­მე­გობ­რო ჰყავს, რომ­ლე­ბიც 2012 წლამ­დე ზონ­დერბრი­გა­დებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ და ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია, რო­დე­საც მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე დღეს ასეთ ადა­მი­ა­ნებს მფარ­ვე­ლობს. თუმ­ცა, იმედს ვი­ტო­ვებ, ზე­დე­ლაშ­ვი­ლი მიხ­ვდე­ბა, რომ შეც­დო­მა­შია შეყ­ვა­ნი­ლი.

"მათ სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა უკვე შერ­ჩე­უ­ლი ჰყავთ და ასე­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ებ­ში პირ­ველ-მე­ო­რე ნომ­რე­ბად სურთ, მაგ­რამ არ მინ­და, ახლა ამა­ზე გვა­რე­ბით ვი­ლა­პა­რა­კო... ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ადრე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" იყ­ვნენ".

"საკ­რე­ბუ­ლო­ში და გამ­გე­ო­ბის აპა­რატ­ში ზე­დე­ლაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვლი­ლი ცო­ლის ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ, ბუ­ძი­აშ­ვი­ლი თენ­გო და ბუ­ძი­აშ­ვი­ლი ოთო. სწო­რედ ეს უკა­ნას­კნე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს ამ ყვე­ლა­ფერს და ის ადრე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი იყო."

რო­გორც ხუ­ციშ­ვი­ლი ყვე­ბა, თვე­ნა­ხევ­რის წინ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ზაზა ლო­მი­ძემ და მის­მა მხარ­დამ­ჭერ­მა რამ­დე­ნი­მე პირ­მა გამ­გე­ბელს მოს­თხო­ვეს, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყეს, თუმ­ცა, კვო­რუ­მი ვერ შედ­გა და ქევ­ხიშ­ვი­ლის მო­შო­რე­ბა არ გა­მო­უ­ვი­დათ.

"ამის შემ­დეგ და­ი­წყო პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, თით­ქოს ვი­ღა­ცამ ვი­ღაც სცე­მა. იყო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, თუმ­ცა, გამ­გებ­ლის გა­და­ყე­ნე­ბა ვერც სა­სა­მარ­თლოს სა­შუ­ა­ლე­ბით შეძ­ლეს. ამი­ტო­მაც ხუთ­შა­ბათს ხე­ლახ­ლა შე­იკ­რიბ­ნენ და იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი ისევ და­ა­ყე­ნეს, თან ისე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს. ჯერ თქვეს, რომ 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სხდო­მა იყო, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გამ­გებ­ლის გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნეს. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით კი საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი ერ­თა­დერ­თი უნდა იყოს.

"გამ­გებ­ლის გა­და­ყე­ნე­ბის მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა ის, პრე­მი­ე­ბის­თვის ფული რა­ტომ და­ი­ზო­გა, ოფი­სი რა­ტომ არ გა­ა­რე­მონ­ტა და ტუ­ა­ლეტ­ში კარ­გი ხა­რის­ხის ქაღ­ლდი რა­ტომ არ არი­სო...

"ქევ­ხიშ­ვი­ლის და­პი­რის­პი­რე­ბულ პი­რებს დღეს ყვარ­ლის პო­ლი­ცია დაჰ­ყვე­ბა დაც­ვად. საკ­რე­ბუ­ლო­ში სულ 20 წევ­რია და აქი­დან 10 ადა­მი­ა­ნი ამ მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ პრო­ტესტს გა­მო­ხა­ტავს. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქევ­ხიშ­ვილს გვერ­დით არ და­უდ­გნენ და რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ და­ა­ში­ნეს, ცოლ-შვი­ლის აწი­ო­კე­ბით და­ე­მუქრნენ და იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ, ასე მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ. თუმ­ცა, ისი­ნი სა­ჯა­როდ ამა­ზე ვერ ილა­პა­რა­კე­ბენ", - ამ­ბობს ხუ­ციშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ გამ­გე­ბე­ლი შვიდ­მა ადა­მი­ან­მა გა­და­ა­ყე­ნა და მათი ნა­წი­ლიც იქ შან­ტა­ჟის შე­დე­გად მი­ვი­და.

რო­გორც კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი წერს, გუ­შინ დი­ლით გამ­გებ­ლის მომ­ხრე­ებ­მა ყვარ­ლის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ზაზა ლო­მი­ძეს პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­მუ­შაო ოთა­ხის კარი აუ­ჭე­დეს. შემ­დეგ კი გამ­გებ­ლის მომ­ხრე­ე­ბის მიერ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის გა­მო­ჩე­ნას ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. ქევ­ხიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებს კვერ­ცხე­ბი და­უ­ში­ნეს, რა­საც პო­ლი­ცი­ის მხრი­დან აქ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლის და­კა­ვე­ბა მოჰ­ყვა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ამ ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ სა­მუ­შაო ოთახ­ში მა­შინ და­ა­კა­ვა, როცა მას­თან საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი თა­მაზ გუ­გოშ­ვი­ლი შე­ვი­და და გამ­გებ­ლის­თვის ხე­ლის დარ­ტყმა სცა­და. ამის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბიც უკვე გავ­რცელ­და. გუ­გოშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" ყვარ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლის მა­მი­დაშ­ვი­ლია და ამ­ჟა­მად საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეა.

"კარ­დებ­ში ჩანს, რო­გორ მი­დის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მიერ ერთ-ერთ და­კა­ვე­ბულ­თან, ნუკ­რი მე­საბ­ლიშ­ვილ­თან გუ­გოშ­ვი­ლი და სა­ხე­ში ურტყამს. პო­ლი­ცი­ე­ლებს კი ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა არც მო­უხ­დე­ნი­ათ, პი­რი­ქით. დე­რე­ფან­ში კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გაჰ­ყვი­რო­და - გამ­გე­ბე­ლი და­ა­კა­ვეთ, ბრძა­ნე­ბა მაქვს ასე­თიო", - ამ­ბობს ხუ­ციშ­ვი­ლი.

"რე­ზო­ნან­სი" მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ზაზა ლო­მი­ძე­სა და საკ­რე­ბუ­ლოს აპა­რა­ტის უფ­როს ანა ოს­ტი­აშ­ვილს და­კავ­ში­რე­ბო­და, თუმ­ცა, არც ერ­თმა მათ­გან­მა არც სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს და არც შე­ტყო­ბი­ნე­ბას არ უპა­სუ­ხეს. გამ­გე­ო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლი და მისი მომ­ხრე­ე­ბი კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რებს ყვა­რელ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­სათ­ვის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას სთხო­ვენ.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე აცხა­დებს, რომ რო­დე­საც გა­გე­ბე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ არის და­ნიშ­ნუ­ლი, მას მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი­ვით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცი­ებს არ უნდა მარ­თავ­დეს.

"მე ის ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, რომ საკ­რე­ბუ­ლომ გამ­გებ­ლის გა­და­ყე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა და საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. ჩვენ გარ­კვე­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი გვაქვს საკ­რე­ბუ­ლო­ებ­თან, რომ­ლე­ბიც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შია არ­ჩე­უ­ლი. ვი­ცით, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სი­ე­ბით იყ­ვნენ გა­სუ­ლე­ბი, შემ­დეგ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ფრაქ­ცი­ე­ბი შექ­მნეს. ეს, რა თქმა უნდა, ჯან­სა­ღი არ არის და არც ხალ­ხის გან­წყო­ბას გა­მო­ხა­ტავს. ამი­ტო­მაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია საკ­რე­ბუ­ლო­ებ­ში არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

"ჩემ­თვის აუხ­სნე­ლია ის ფაქ­ტი, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 2 თვეა დარ­ჩე­ნი­ლი და გამ­გებ­ლის გა­და­ყე­ნე­ბა ხდე­ბა, მაგ­რამ გამ­გე­ბელს თმე­ნის მეტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. რო­დე­საც გამ­გე­ბე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხრი­დან ხარ და­ნიშ­ნუ­ლი, გარ­კვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გაქვს და თუ რა­ღაც არ მოგ­წონს, ქუ­ჩა­ში აქ­ცი­ე­ბი კი არ უნდა გა­მარ­თო, სხვა გზა უნდა აირ­ჩიო, მა­გა­ლი­თად, უნდა გა­ა­სა­ჩივ­რო. აქ­ცი­ე­ბი ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია.

"მე­ო­რე სა­კი­თხია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს შო­რის გა­წევ-გა­მო­წე­ვაა. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, "ნა­ცი­ო­ნა­ლია", თუ "ოც­ნე­ბის" წევ­რი. თუ ვინ­მე კა­ნონს არ­ღვევს, ცხა­დია, პა­სუ­ხი უნდა აგოს. თუ ეს და­კა­ვე­ბაც უკა­ნო­ნო იყო, ქევ­ხიშ­ვილს ამის გა­სა­ჩივ­რე­ბაც შე­უძ­ლია," - ამ­ბობს კო­ბა­ხი­ძე.

მისი თქმით, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პარ­ტი­ის წევ­რი ხარ და ასეთ სე­რი­ო­ზულ ბრალ­დე­ბას უყე­ნებ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, რომ ის რა­ღაც პრო­ცე­სებ­ში ერე­ვა, ეს არას­წო­რია.

კო­ბა­ხი­ძე დას­ძენს იმა­საც, რომ თუკი ბი­უ­ჯე­ტის დარ­ღვე­ვებ­ზეა სა­უ­ბა­რი, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია და პო­ლი­ტი­კუ­რად კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი ამ სა­კი­თხით და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, რათა გა­არ­კვი­ონ, რა ხდე­ბა.

მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე: "მე არ მსმე­ნია, რომ ქევ­ხიშ­ვილს პო­ლიტ­საბ­ჭოს­თვის მო­ე­მარ­თოს. მე პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი ვარ და ეს ამ­ბე­ბი დღეს მე­დი­ით გა­ვი­გე. თუ რა­ღაც პრობ­ლე­მა არის, ეს პარ­ტი­ის შიგ­ნით შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყდეს და არა ქუ­ჩა­ში. აქამ­დე სი­ტუ­ა­ცია არ უნდა მი­სუ­ლი­ყო. თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხრი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა იყო, პარ­ტია უნდა ჩა­ე­ყე­ნე­ბი­ნა საქ­მის კურ­სში.

"საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბაც გა­ის­მა. ვის უნდა მფარ­ვე­ლობ­დეს ზე­დე­ლაშ­ვი­ლი?! ასე ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც და­აბ­რა­ლო. ასე თა­ვის დრო­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" სა­უბ­რობ­დნენ. ის საკ­რე­ბუ­ლო თვე­ნა­ხე­ვარ­ში აღარ იქ­ნე­ბა და ის, რომ ვი­ღაც საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ზე­დე­ლაშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვია, ასე სა­უ­ბა­რი არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. ცოტა მეტი წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა მარ­თებს პარ­ტი­ის წევ­რებს, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ ისე, რომ ხელ­შე­სა­ხე­ბი არა­ფე­რი აქვთ და მხო­ლოდ ნა­თე­სა­ო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. თუმ­ცა, დე­მოკ­რა­ტია ასე­თია და აქ­ცი­ე­ბი ხდე­ბა".

ეკა ბა­სი­ლა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ოცნება" "ოცნების" წინააღმდეგ - "ყვარლის გამგებლის გადაყენება შს მინისტრის მოადგილის ინტერესებშია"

"ოცნება" "ოცნების" წინააღმდეგ - "ყვარლის გამგებლის გადაყენება შს მინისტრის მოადგილის ინტერესებშია"

ადგილობრივ არჩევნებამდე 2 თვით ადრე ურთიერთობები როგორც ჩანს არა მხოლოდ მთავარ ოპონენტ პარტიებს შორის, არამედ თავად მმართველი "კოალიციის შიგნითაც" იძაბება. ყოველ შემთხვევაში, რეგიონებში ეს აშკარაა და კახეთში განვითარებული მოვლენები ამის დადასტურება იყო.

ყვარელში "ოცნების" კონტროლს ქვეშ მყოფი საკრებულო "ოცნების" წარმომადგენელ გამგებელს დაუპირისპირდა და გადააყენა. შემდეგ კი ამას "ოცნების" წარმომადგენელთა ორ ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირება, კვერცხების სროლა, დაპატიმრება და დაჯარიმება მოყვა.

გუშინ ყვარლის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად 17 მხარდამჭერი პირი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, პარალელურად კი ორდღიანი "შეტევის" შემდეგ ყვარლის საკრებულოს წევრების ნაწილმა გამგებელი ქევხიშვილი თანამდებობიდან გადააყენა კიდეც. ცნობისათვის, იგი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ოცნების" მხრიდან ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატად იყო დასახელებული, მაგრამ არჩევნებზე "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელ მარიკა ვერულაშვილთან დამარცხდა.გუშინდელი შეხლა-შემოხლის შემდეგ ქევხიშვილთან ერთად დაკავებული მოქალაქეები მისი მხარდამჭერები იყვნენ.რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ სასამართლომ ისინი ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ქევხიშვილი 100 ლარით დააჯარიმეს. სხვებს - გიორგი დარიაშვილს, მამუკა შაროვს, ნიკოლოზ მესაბლიშვილს, ლევან ხუციშვილს, ვალერი გოგსაძეს, ლაშა ყიზილაშვილს, ვანო მალაციძეს, სერგო მამაგულაშვილს, ბერდია გეზელიშვილს, ვახტანგ პაპოვს, შამილ კახიტაევს, მიხეილ მზექალიშვილს, შალვა რცხილაძეს, რევაზ ასათიანს, არსენ ნაცვლიშვილს, ილია ბეროშვილს 400-400 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრათ ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ყვარელში პოლიცია კახეთის ყველა რაიონიდან იყო მობილიზებული. პოლიციას გამგეობის შენობა ბლოკირებული ჰქონდა, თანამშრომლებს შენობა დაატოვებინეს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მუშაობა პარალიზებული იყო.

ქევხიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში მონაწილე პირების მფარველობაში ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი ნინო ხუციშვილი შს მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზედელაშვილს ადანაშაულებს და იმასაც აცხადებს, რომ ზედელაშვილის მფარველობის ქვეშ მყოფი პირები ყოფილი "ნაციონალები" არიან, რომლებიც 2012 წლის არჩევნებამდე "ზონდერბრიგადებს" ხელმძღვანელობდნენ.

ქევხიშვილის მომხრეებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება ხუთშაბათს დაიწყო, როდესაც საკრებულოში გამგებლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დაისვა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა. გუშინ კი ქევხიშვილის მომხრეებმა აქცია გამართეს და "ნაციონალური მოძრაობიდან" მათ გუნდში პორტირებულ და მეამბოხე თანაპარტიელებს კვერცხები დაუშინეს.

როგორც შს სამინისტრო აცხადებს, სწორედ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს ქევხიშვილი და კიდევ 17 პირი. დაკავებიდან რამდენიმე საათში კი ყვარლის საკრებულომ დახურულ სხდომაზე გამგებელი ქევხიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მის მოვალეობას კი გამგებლის მოადგილე მალხაზ ხიზანიშვილი შეასრულებს.

ნინო ხუციშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ გამგებელი ქევხიშვილი კვერცხების სროლოს დროს იქ საერთოდ არ იმყოფებოდა და დაკავებულთა ერთმა ნაწილმაც ამ ინციდენტის შესახებ მხოლოდ დაპატიმრების შემდეგ შეიტყო.

მისი თქმით, უკვე თვენახევარია საკრებულოს თავმჯდომარე რამდენიმე დეპუტატთან ერთად გამგებლის გადაყენებას და მის ნაცვლად საკუთარი კადრის დანიშვნას ცდილობს და ამ ჯგუფს შს მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი მფარველობს.

ნინო ხუციშვილი: "გამგებლის ჩამოშორება უნდათ. კანონის მიხედვით, არჩევნებამდე გამგებელი თანამდებობას არ ტოვებს და მათთვის სასურველ ახალ კანდიდატურას ხელი ეშლება.

"დადასტურებული ფაქტია, რომ გამგებლის გადაყენება შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილისა და მისი მეგობრის, უშიშროების სფეროს ხელმძღვანელის ალექსი ფერიაშვილის ინტერესებშია. ზედელაშვილს ყვარელში სამეგობრო ჰყავს, რომლებიც 2012 წლამდე ზონდერბრიგადებს ხელმძღვანელობდნენ და ძალიან უხერხულია, როდესაც მინისტრის პირველი მოადგილე დღეს ასეთ ადამიანებს მფარველობს. თუმცა, იმედს ვიტოვებ, ზედელაშვილი მიხვდება, რომ შეცდომაშია შეყვანილი.

"მათ საკუთარი კანდიდატურა უკვე შერჩეული ჰყავთ და ასევე ადამიანები, რომლებიც სიებში პირველ-მეორე ნომრებად სურთ, მაგრამ არ მინდა, ახლა ამაზე გვარებით ვილაპარაკო... ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ადრე "ნაციონალები" იყვნენ".

"საკრებულოში და გამგეობის აპარატში ზედელაშვილის გარდაცვლილი ცოლის ბიძაშვილები მუშაობენ, ბუძიაშვილი თენგო და ბუძიაშვილი ოთო. სწორედ ეს უკანასკნელი ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს და ის ადრე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო."

როგორც ხუციშვილი ყვება, თვენახევრის წინ საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ლომიძემ და მისმა მხარდამჭერმა რამდენიმე პირმა გამგებელს მოსთხოვეს, რომ თანამდებობა დაეტოვებინა, უარის მიღების შემდეგ კი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, თუმცა, კვორუმი ვერ შედგა და ქევხიშვილის მოშორება არ გამოუვიდათ.

"ამის შემდეგ დაიწყო პროვოკაციები, თითქოს ვიღაცამ ვიღაც სცემა. იყო სასამართლო პროცესები, თუმცა, გამგებლის გადაყენება ვერც სასამართლოს საშუალებით შეძლეს. ამიტომაც ხუთშაბათს ხელახლა შეიკრიბნენ და იმპიჩმენტის საკითხი ისევ დააყენეს, თან ისე, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. ჯერ თქვეს, რომ 2013 წლის ბიუჯეტის შემაჯამებელი სხდომა იყო, მაგრამ მოულოდნელად გამგებლის გადაყენების საკითხი დააყენეს. კანონის მიხედვით კი საკრებულოს სხდომაზე იმპიჩმენტის საკითხი ერთადერთი უნდა იყოს.

"გამგებლის გადაყენების მიზეზად სახელდება ის, პრემიებისთვის ფული რატომ დაიზოგა, ოფისი რატომ არ გაარემონტა და ტუალეტში კარგი ხარისხის ქაღლდი რატომ არ არისო...

"ქევხიშვილის დაპირისპირებულ პირებს დღეს ყვარლის პოლიცია დაჰყვება დაცვად. საკრებულოში სულ 20 წევრია და აქიდან 10 ადამიანი ამ მოვლენების მიმართ პროტესტს გამოხატავს. არიან ადამიანები, რომლებიც ქევხიშვილს გვერდით არ დაუდგნენ და რომლებიც ამბობენ, რომ დააშინეს, ცოლ-შვილის აწიოკებით დაემუქრნენ და იძულებულნი გახდნენ, ასე მოქცეულიყვნენ. თუმცა, ისინი საჯაროდ ამაზე ვერ ილაპარაკებენ", - ამბობს ხუციშვილი და დასძენს, რომ გამგებელი შვიდმა ადამიანმა გადააყენა და მათი ნაწილიც იქ შანტაჟის შედეგად მივიდა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი წერს, გუშინ დილით გამგებლის მომხრეებმა ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ლომიძეს პროტესტის ნიშნად სამუშაო ოთახის კარი აუჭედეს. შემდეგ კი გამგებლის მომხრეების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე საკრებულოს წევრების გამოჩენას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ქევხიშვილის მხარდამჭერებმა საკრებულოს წევრებს კვერცხები დაუშინეს, რასაც პოლიციის მხრიდან აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავება მოჰყვა.

აქციის მონაწილეების დაკავების შემდეგ, პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილი საკუთარ სამუშაო ოთახში მაშინ დააკავა, როცა მასთან საკრებულოს წევრი თამაზ გუგოშვილი შევიდა და გამგებლისთვის ხელის დარტყმა სცადა. ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც უკვე გავრცელდა. გუგოშვილი "ნაციონალური მოძრაობიდან" ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის მარიკა ვერულაშვილის მამიდაშვილია და ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

"კარდებში ჩანს, როგორ მიდის პოლიციელების მიერ ერთ-ერთ დაკავებულთან, ნუკრი მესაბლიშვილთან გუგოშვილი და სახეში ურტყამს. პოლიციელებს კი ამაზე რეაგირება არც მოუხდენიათ, პირიქით. დერეფანში კახეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე გაჰყვიროდა - გამგებელი დააკავეთ, ბრძანება მაქვს ასეთიო", - ამბობს ხუციშვილი.

"რეზონანსი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ლომიძესა და საკრებულოს აპარატის უფროს ანა ოსტიაშვილს დაკავშირებოდა, თუმცა, არც ერთმა მათგანმა არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებას არ უპასუხეს. გამგეობიდან გადაყენებული დავით ქევხიშვილი და მისი მომხრეები კი "ქართული ოცნების" ლიდერებს ყვარელში მიმდინარე პროცესებისათვის ყურადღების მიქცევას სთხოვენ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ როდესაც გაგებელი "ქართული ოცნების" მიერ არის დანიშნული, მას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება და ოპოზიციონერივით ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებს არ უნდა მართავდეს.

"მე ის ინფორმაცია მაქვს, რომ საკრებულომ გამგებლის გადაყენება გადაწყვიტა და საკრებულოს წევრები ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ. ჩვენ გარკვეული პრეტენზიები გვაქვს საკრებულოებთან, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებშია არჩეული. ვიცით, რომ ადამიანებმა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" სიებით იყვნენ გასულები, შემდეგ "ქართული ოცნების" ფრაქციები შექმნეს. ეს, რა თქმა უნდა, ჯანსაღი არ არის და არც ხალხის განწყობას გამოხატავს. ამიტომაც აუცილებელია საკრებულოებში არჩევნების ჩატარება.

"ჩემთვის აუხსნელია ის ფაქტი, როდესაც არჩევნებამდე 2 თვეა დარჩენილი და გამგებლის გადაყენება ხდება, მაგრამ გამგებელს თმენის მეტი ვალდებულება აქვს. როდესაც გამგებელი "ქართული ოცნების" მხრიდან ხარ დანიშნული, გარკვეული პასუხისმგებლობა გაქვს და თუ რაღაც არ მოგწონს, ქუჩაში აქციები კი არ უნდა გამართო, სხვა გზა უნდა აირჩიო, მაგალითად, უნდა გაასაჩივრო. აქციები ჩემთვის გაუგებარია.

"მეორე საკითხია, როდესაც ადამიანებს შორის გაწევ-გამოწევაა. მნიშვნელობა არ აქვს, "ნაციონალია", თუ "ოცნების" წევრი. თუ ვინმე კანონს არღვევს, ცხადია, პასუხი უნდა აგოს. თუ ეს დაკავებაც უკანონო იყო, ქევხიშვილს ამის გასაჩივრებაც შეუძლია," - ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, როდესაც "ქართული ოცნების" პარტიის წევრი ხარ და ასეთ სერიოზულ ბრალდებას უყენებ შს მინისტრის მოადგილეს, რომ ის რაღაც პროცესებში ერევა, ეს არასწორია.

კობახიძე დასძენს იმასაც, რომ თუკი ბიუჯეტის დარღვევებზეა საუბარი, ეს მნიშვნელოვანი საკითხია და პოლიტიკურად კოალიციის ლიდერები ამ საკითხით დაინტერესდებიან, რათა გაარკვიონ, რა ხდება.

მანანა კობახიძე: "მე არ მსმენია, რომ ქევხიშვილს პოლიტსაბჭოსთვის მოემართოს. მე პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და ეს ამბები დღეს მედიით გავიგე. თუ რაღაც პრობლემა არის, ეს პარტიის შიგნით შეიძლება გადაწყდეს და არა ქუჩაში. აქამდე სიტუაცია არ უნდა მისულიყო. თუ "ნაციონალების" მხრიდან პოლიტიკური დევნა იყო, პარტია უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში.

"საკმაოდ სერიოზული ბრალდებაც გაისმა. ვის უნდა მფარველობდეს ზედელაშვილი?! ასე ყველას შეიძლება რაღაც დააბრალო. ასე თავის დროზე "ნაციონალები" საუბრობდნენ. ის საკრებულო თვენახევარში აღარ იქნება და ის, რომ ვიღაც საკრებულოს წევრი ზედელაშვილის ნათესავია, ასე საუბარი არასერიოზულია. ცოტა მეტი წინდახედულება მართებს პარტიის წევრებს, როდესაც ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ ისე, რომ ხელშესახები არაფერი აქვთ და მხოლოდ ნათესაობაზე საუბრობენ. თუმცა, დემოკრატია ასეთია და აქციები ხდება".

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა