პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ჭიათურის ერთი სოფლიდან ვართ" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოგვარე პარტნიორები
"ჩვენ ჭიათურის ერთი სოფლიდან ვართ" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოგვარე პარტნიორები

ანი ჯა­ჯა­ნი­ძეს მე­ო­თხე სე­ზონ­ზე "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ფსი­ქო­ლოგ გია ჯა­ჯა­ნი­ძის პარტნი­ო­რო­ბა უწევს. ბევ­რს ისი­ნი მამა-შვი­ლი ეგო­ნა, თუმ­ცა მხო­ლოდ მოგ­ვა­რე­ე­ბი არი­ან.

მოკ­ლედ, მრა­ვალ­მხრი­ვი გია თა­ვი­სას არ იშ­ლის და სა­კუ­თარ თავს ახალ ამ­პლუ­ა­ში წარ­მო­ა­ჩენს. ამ­ჟა­მად უნდა, რომ ძა­ლე­ბი ცეკ­ვა­ში მო­სინ­ჯოს, ცეკ­ვას კი მისი მოგ­ვა­რე, მშვე­ნი­ე­რი ანი ას­წავ­ლის.

"ამ­ბე­ბი.გე" გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ანი ჯა­ჯა­ნი­ძეს­თან.

- რო­დე­საც გა­ი­გე, რომ ასეთ მრა­ვალ­მხრივ ადა­მი­ან­თან უნდა გე­ცეკ­ვა, რა იფიქ­რე?

- გა­მი­ხარ­და და ვი­ფიქ­რე, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ორი მოგ­ვა­რის ერ­თად ცეკ­ვა-მეთ­ქი. ჩვენ ხომ მოგ­ვა­რე­ე­ბი ვართ?..

- ენა­თე­სა­ვე­ბით ერ­თმა­ნეთს?

- არა, უბ­რა­ლოდ ერთი სოფ­ლი­დან ვართ (ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნი), ზემო ჭი­ლო­ვანს ჯა­ჯა­ნი­ძე­ე­ბის სო­ფელს ეძა­ხი­ან.

- გია მრა­ვალ­მხრი­ვი, კრე­ტი­უ­ლი, დიდი ფან­ტა­ზი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნია. ამან ცოტა ხომ არ და­გაფრ­თხო?

- არა­ნა­ი­რად, პი­რი­ქით, ის ყვე­ლა­ფერს შე­მოქ­მე­დე­ბი­თად უდ­გე­ბა, რაც ძა­ლი­ან კარ­გი თვი­სე­ბაა. დიახ, ცეკ­ვა­ში ასე­თი მიდ­გო­მა, იმპრო­ვი­ზა­ცი­ის უნა­რი მშვე­ნი­ე­რი რამ არის. ასე რომ, მის­გან სი­ურპრი­ზებს მეც ვე­ლო­დე­ბი და ალ­ბათ, მა­ყუ­რე­ბე­ლიც...

- რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტი რას იტყვი, მოგ­ყვე­ბა ცეკ­ვა­ში?

- კი, ცეკ­ვავს. რა მოძ­რა­ო­ბებ­საც ვას­წავ­ლი, ად­ვი­ლად ით­ვი­სებს და შე­სა­ნიშ­ნა­ვად იმე­ო­რებს. იცით, რას და­ვაკ­ვირ­დი, რო­დე­საც არ ვართ და­ძა­ბუ­ლე­ბი და მოძ­რა­ო­ბებს არ ვით­ვლით, მა­შინ შე­სა­ნიშ­ნა­ვად აკე­თებს ყვე­ლა­ფერს. აქვს რით­მის შეგ­რძნე­ბა...

მო­სამ­ზა­დებ­ლად ცოტა დრო გვქონ­და. იმე­დი მაქვს, რომ თან­და­თან უფრო გა­იხ­სნე­ბა. თან, ილე­თე­ბის მეტი ბა­ზაც და­უგ­როვ­დე­ბა და უფრო თა­მა­მად იმოძ­რა­ვებს, მეტ სი­ხა­ლი­სეს და ეფექტს შეს­ძენს ნომ­რებს. ამი­ტომ სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა გვჭირ­დე­ბა.

- თქვენ შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა. ეს ხელს არ გიშ­ლის მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

- არა, სა­სი­ა­მოვ­ნოა გი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, გახ­სნი­ლი ადა­მი­ა­ნია. ჩვენ ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ გვაქვს, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც რო­გორც უფ­როს ადა­მი­ანს, ზედ­მი­წევ­ნით მო­წი­წე­ბით ვე­ლა­პა­რა­კო, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ უზ­რდე­ლი ვარ და მას ცუ­დად მივ­მარ­თავ... მთა­ვა­რია, რომ ჩვენ შო­რის ასა­კობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი უხერ­ხუ­ლო­ბას არ ქმნის.

- რას იტყვი ჟი­უ­რის იმ შე­ფა­სე­ბებ­ზე, რაც თქვენ­მა წყვილ­მა და გან­სა­კუთ­რე­ბით, გიამ მი­ი­ღო?

- ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბე­ბი ჩემ­თვის ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მას ვით­ვა­ლის­წი­ნებ. რად­გან რა­ღა­ცას მი­გი­თი­თე­ბენ, ე.ი. იმ სა­კი­თხზე მეტი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო. მოკ­ლედ, ჟი­უ­რის ყვე­ლა პრე­ტენ­ზია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია და შემ­დეგ ტურ­ზე უკეთ წარვდგე­ბით.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ჩვენ ჭიათურის ერთი სოფლიდან ვართ" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოგვარე პარტნიორები

"ჩვენ ჭიათურის ერთი სოფლიდან ვართ" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოგვარე პარტნიორები

ანი ჯაჯანიძეს მეოთხე სეზონზე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ფსიქოლოგ გია ჯაჯანიძის პარტნიორობა უწევს. ბევრს ისინი მამა-შვილი ეგონა, თუმცა მხოლოდ მოგვარეები არიან.

მოკლედ, მრავალმხრივი გია თავისას არ იშლის და საკუთარ თავს ახალ ამპლუაში წარმოაჩენს. ამჟამად უნდა, რომ ძალები ცეკვაში მოსინჯოს, ცეკვას კი მისი მოგვარე, მშვენიერი ანი ასწავლის.

"ამბები.გე" გთავაზობთ ინტერვიუს ანი ჯაჯანიძესთან.

- როდესაც გაიგე, რომ ასეთ მრავალმხრივ ადამიანთან უნდა გეცეკვა, რა იფიქრე?

- გამიხარდა და ვიფიქრე, ძალიან საინტერესო იქნება ორი მოგვარის ერთად ცეკვა-მეთქი. ჩვენ ხომ მოგვარეები ვართ?..

- ენათესავებით ერთმანეთს?

- არა, უბრალოდ ერთი სოფლიდან ვართ (ჭიათურის რაიონი), ზემო ჭილოვანს ჯაჯანიძეების სოფელს ეძახიან.

- გია მრავალმხრივი, კრეტიული, დიდი ფანტაზიის მქონე ადამიანია. ამან ცოტა ხომ არ დაგაფრთხო?

- არანაირად, პირიქით, ის ყველაფერს შემოქმედებითად უდგება, რაც ძალიან კარგი თვისებაა. დიახ, ცეკვაში ასეთი მიდგომა, იმპროვიზაციის უნარი მშვენიერი რამ არის. ასე რომ, მისგან სიურპრიზებს მეც ველოდები და ალბათ, მაყურებელიც...

- როგორც სპეციალისტი რას იტყვი, მოგყვება ცეკვაში?

- კი, ცეკვავს. რა მოძრაობებსაც ვასწავლი, ადვილად ითვისებს და შესანიშნავად იმეორებს. იცით, რას დავაკვირდი, როდესაც არ ვართ დაძაბულები და მოძრაობებს არ ვითვლით, მაშინ შესანიშნავად აკეთებს ყველაფერს. აქვს რითმის შეგრძნება...

მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა. იმედი მაქვს, რომ თანდათან უფრო  გაიხსნება. თან, ილეთების მეტი ბაზაც დაუგროვდება და უფრო თამამად იმოძრავებს, მეტ სიხალისეს და ეფექტს შესძენს ნომრებს. ამიტომ სერიოზული მუშაობა გვჭირდება.

- თქვენ შორის ასაკობრივი სხვაობაა. ეს ხელს არ გიშლის მასთან ურთიერთობაში?

- არა, სასიამოვნოა გიასთან ურთიერთობა, გახსნილი ადამიანია. ჩვენ ისეთი დამოკიდებულება არ გვაქვს, რომ მაინცდამაინც როგორც უფროს ადამიანს, ზედმიწევნით მოწიწებით ველაპარაკო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უზრდელი ვარ და მას ცუდად მივმართავ... მთავარია, რომ ჩვენ შორის ასაკობრივი ბარიერი უხერხულობას არ ქმნის.

- რას იტყვი ჟიურის იმ შეფასებებზე, რაც თქვენმა წყვილმა და განსაკუთრებით, გიამ მიიღო?

- ჟიურის შეფასებები ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია და მას ვითვალისწინებ. რადგან რაღაცას მიგითითებენ, ე.ი. იმ საკითხზე მეტი მუშაობაა საჭირო. მოკლედ, ჟიურის ყველა პრეტენზია გასათვალისწინებელია და შემდეგ ტურზე უკეთ წარვდგებით.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება