პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ რამდენს ხარჯავს ჩაცმაზე და სად ყიდულობენ სამოსს ცნობილი ქართველები
ვინ რამდენს ხარჯავს ჩაცმაზე და სად ყიდულობენ სამოსს ცნობილი ქართველები

სა­ზღვარ­გა­რეთ შო­პინ­გი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ტა­ნი­სა­მო­სის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ძე­ნას არ­ჩევს. რო­მელ ბრენ­დებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი და ვინ რამ­დენს ხარ­ჯავს გარ­დე­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე?

ნინო ჩხე­ი­ძე

ტან­საც­მე­ლი ნინო ჩხე­ი­ძის სი­სუს­ტეა, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს, სა­მოს­ში ფულს და­უ­ფიქ­რებ­ლად ხარ­ჯავს. ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა ცნო­ბი­ლი მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნეს­თან მე­გობ­რობს და ზოგ­ჯერ სა­მოსს ნი­სი­ა­დაც ყი­დუ­ლობს. ნინო პა­რიზ­ში "შა­ნე­ლის" მა­ღა­ზი­ე­ბის ხში­რი სტუ­მა­რია, ძი­რი­თა­დად ქუ­დებს, შარ­ფებს, ბრო­შებს და ფეხ­საც­მე­ლებს სწო­რედ "შა­ნე­ლის" მა­ღა­ზი­ა­ში იძენს. ის "შა­ნე­ლის" მა­ღა­ზი­ა­ში ხში­რი სტუმ­რო­ბის გამო ვი­ა­ი­პი კლი­ენ­ტი გახ­და. ამის შე­სა­ხებ თა­ვად თბი­ლის­ში შე­ი­ტყო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად ჩა­მო­სულ­მა "შა­ნე­ლის" მთა­ვარ­მა ვი­ზა­ჟის­ტმა ნინო ჩხე­ი­ძე ბრენ­დის სა­ხედ და­ა­სა­ხე­ლა და "ისი პა­რის" ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მა­კი­ა­ჟი გა­უ­კე­თა. ნი­ნოს მე­გობ­რე­ბი "მა­დამ შა­ნელს" ეძა­ხი­ან.

თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი

თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა გან­სჯის სა­გა­ნი. ამ­ბო­ბენ, რომ თი­კოს ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე უამ­რა­ვი დი­ზა­ი­ნე­რი ზრუ­ნავს, რაც ნამ­დვი­ლად არ არის მარ­თა­ლი. დი­ზა­ი­ნე­რე­ბი თი­კოს ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე მხო­ლოდ სა­ე­თე­როდ ზრუ­ნა­ვენ. თიკო სა­მოსს ძი­რი­თა­დად სა­ზღვარ­გა­რეთ იძენს, მისი საყ­ვა­რე­ლი ბრენ­დი არის "დი­ო­რი", ნამ­ყო­ფია დი­ო­რის სახ­ლში. ამ­ბობს, რომ 500 ლარს ვერ გა­და­იხ­დის სა­მოს­ში, რო­მე­ლიც ორი გა­რე­ცხვის შემ­დეგ გა­ფუჭ­დე­ბა.

ია ფა­რუ­ლა­ვა

მსა­ხი­ო­ბი ია ფა­რუ­ლა­ვა ყო­ველ­თვის გე­მოვ­ნე­ბით იმო­სე­ბა. ია ფა­რუ­ლა­ვა ადრე ამე­რი­კა­ში იმო­სე­ბო­და, ბო­ლოს მი­ლან­ზე შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი. ფაქ­ტია, რომ მსა­ხი­ობს არ უყ­ვარს სპორ­ტუ­ლი სტი­ლის სა­მო­სი, მას ასე ჩაც­მულს ვერ­სად ნა­ხავთ, ზედ­მე­ტად გა­მომ­წვევ სა­მოს­საც ერი­დე­ბა. ბეწ­ვე­უ­ლიც უყ­ვარს.

ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე არც დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ზრუ­ნა­ვენ, არც მდი­და­რი ქმა­რი ჰყავს და ფი­ნან­სუ­რა­დაც ძა­ლი­ან შეძ­ლე­ბუ­ლი არ არის, ქრის­ტი­ნე იმე­და­ძეს ყო­ველ­თვის გე­მოვ­ნე­ბით აც­ვია. მისი ჩაც­მის კულ­ტუ­რა არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. კარგ ფეხ­საც­მელ­ში და ჩან­თა­ში ფუ­ლის და­ხარ­ჯვა არას­დროს ენა­ნე­ბა. თუმ­ცა ცდი­ლობს ხელ­ფა­სი ყო­ველ­თვის გო­ნივ­რუ­ლად გა­და­ა­ნა­წი­ლოს. ქრის­ტი­ნე ზა­ფხულ­ში ფეხ­საც­მლის გამო გა­ეხ­ვია სკან­დალ­ში. აღ­მოჩ­ნდა, რომ მას ზუს­ტად ისე­თი­ვე ფეხ­საც­მე­ლი ეცვა, რო­გო­რი ფეხ­საც­მლი­თაც მისი მე­გო­ბა­რი ქეთა თო­ფუ­რია გა­მო­ვი­და ერთ-ერთ კონ­ცერ­ტზე. ამ­ბავ­მა იმის შე­სა­ხებ, რომ ქრის­ტი­ნეს ქე­თას ნახ­მა­რი ფეხ­საც­მე­ლი ეცვა, მომ­ღე­რა­ლი ძა­ლი­ან გა­აბ­რა­ზა.

ლიკა ლა­ბა­ძე

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლიკა ლა­ბა­ძე სა­მოსს ძი­რი­თა­დად სა­ზღვარ­გა­რეთ იძენს, მხო­ლოდ ბრენ­დუ­ლი სა­მო­სის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, თუმ­ცა ცდი­ლობს ყო­ველ­თვის გე­მოვ­ნე­ბით შე­ი­მო­სოს. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს ბრენ­დი "მა­იკლ კორ­სი". და­უ­ნა­ნებ­ლად შე­უძ­ლია და­ხარ­ჯოს ფული სუ­ნა­მო­ში.

ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე

მსა­ხი­ობ ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს ინ­ტერ­ნეტ-შო­პინ­გით ტან­საც­მლის გა­მო­წე­რა ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია. ურ­ჩევ­ნია თა­ვად წა­ვი­დეს მა­ღა­ზი­ა­ში, მო­ი­ზო­მოს და ამის შემ­დეგ შე­ი­ძი­ნოს სა­მო­სი. პრე­ტენ­ზი­უ­ლი გე­მოვ­ნე­ბა აქვს და ბევ­რს და­დის მა­ღა­ზი­ებ­ში, თუნ­დაც ჯინ­სის შე­სა­ძე­ნად. ურ­ჩევ­ნია სა­მო­სი სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნი­სას შე­ი­ძი­ნოს, ასე უფრო და­ზღვე­უ­ლია იმის­გან, რომ მის­ნა­ი­რი სა­მო­სი სხვა­საც ეც­მე­ვა.

გვან­ცა და­რა­სე­ლია

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გვან­ცა და­რა­სე­ლია ცდი­ლობს, მუდ­მი­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად იყოს შე­მო­სი­ლი. არ უყ­ვარს რო­ლინ­გე­ბი და თა­მა­მი სა­მო­სი. ტან­საც­მელს ძი­რი­თა­დად სა­ქარ­თვე­ლო­ში ყი­დუ­ლობს. ადრე სა­მოსს გან­ვა­დე­ბი­თაც ყი­დუ­ლობ­და. ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თი, რო­მელ­საც მის გარ­დე­რობ­ში ნა­ხავთ 700 დო­ლა­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლია, რო­მე­ლიც აჩუ­ქეს. თუ ტან­საც­მე­ლი მოს­წონს, მას­ში 500-600 ლა­რის გა­დახ­და არ ენა­ნე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, ambebi.ge

იხი­ლეთ ასე­ვე: ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი - ვინ გა­ი­ა­რა საფ­რან­გეთ­ში სექ­სის კურ­სე­ბი

ვინ რამდენს ხარჯავს ჩაცმაზე და სად ყიდულობენ სამოსს ცნობილი ქართველები

ვინ რამდენს ხარჯავს ჩაცმაზე და სად ყიდულობენ სამოსს ცნობილი ქართველები

საზღვარგარეთ შოპინგი ცნობილი ქართველი ვარსკვლავების საყვარელი საქმიანობაა, თუმცა ზოგიერთი მათგანი ტანისამოსის საქართველოში შეძენას არჩევს. რომელ ბრენდებს ანიჭებენ უპირატესობას ცნობილი ქართველი ქალბატონები და ვინ რამდენს ხარჯავს გარდერობის განახლებაზე?

ნინო ჩხეიძე

ტანსაცმელი ნინო ჩხეიძის სისუსტეა, როგორც მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, სამოსში ფულს დაუფიქრებლად ხარჯავს. ამბობენ, ყველა ცნობილი მაღაზიის მეპატრონესთან მეგობრობს და ზოგჯერ სამოსს ნისიადაც ყიდულობს. ნინო პარიზში "შანელის" მაღაზიების ხშირი სტუმარია, ძირითადად ქუდებს, შარფებს, ბროშებს და ფეხსაცმელებს სწორედ "შანელის" მაღაზიაში იძენს. ის "შანელის" მაღაზიაში ხშირი სტუმრობის გამო ვიაიპი კლიენტი გახდა. ამის შესახებ თავად თბილისში შეიტყო, როდესაც საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა "შანელის" მთავარმა ვიზაჟისტმა ნინო ჩხეიძე ბრენდის სახედ დაასახელა და "ისი პარის" ერთ-ერთ ღონისძიებაზე მაკიაჟი გაუკეთა. ნინოს მეგობრები "მადამ შანელს" ეძახიან.

თიკო სადუნიშვილი

თიკო სადუნიშვილის ჩაცმულობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. ამბობენ, რომ თიკოს ჩაცმულობაზე უამრავი დიზაინერი ზრუნავს, რაც ნამდვილად არ არის მართალი. დიზაინერები თიკოს ჩაცმულობაზე მხოლოდ საეთეროდ ზრუნავენ. თიკო სამოსს ძირითადად საზღვარგარეთ იძენს, მისი საყვარელი ბრენდი არის "დიორი", ნამყოფია დიორის სახლში. ამბობს, რომ 500 ლარს ვერ გადაიხდის სამოსში, რომელიც ორი გარეცხვის შემდეგ გაფუჭდება.

ია ფარულავა

მსახიობი ია ფარულავა ყოველთვის გემოვნებით იმოსება. ია ფარულავა ადრე ამერიკაში იმოსებოდა, ბოლოს მილანზე შეაჩერა არჩევანი. ფაქტია, რომ მსახიობს არ უყვარს სპორტული სტილის სამოსი, მას ასე ჩაცმულს ვერსად ნახავთ, ზედმეტად გამომწვევ სამოსსაც ერიდება. ბეწვეულიც უყვარს.

ქრისტინე იმედაძე

იმის მიუხედავად, რომ მის ჩაცმულობაზე არც დიზაინერები ზრუნავენ, არც მდიდარი ქმარი ჰყავს და ფინანსურადაც ძალიან შეძლებული არ არის, ქრისტინე იმედაძეს ყოველთვის გემოვნებით აცვია. მისი ჩაცმის კულტურა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. კარგ ფეხსაცმელში და ჩანთაში ფულის დახარჯვა არასდროს ენანება. თუმცა ცდილობს ხელფასი ყოველთვის გონივრულად გადაანაწილოს. ქრისტინე ზაფხულში ფეხსაცმლის გამო გაეხვია სკანდალში. აღმოჩნდა, რომ მას ზუსტად ისეთივე ფეხსაცმელი ეცვა, როგორი ფეხსაცმლითაც მისი მეგობარი ქეთა თოფურია გამოვიდა ერთ-ერთ კონცერტზე. ამბავმა იმის შესახებ, რომ ქრისტინეს ქეთას ნახმარი ფეხსაცმელი ეცვა, მომღერალი ძალიან გააბრაზა.

ლიკა ლაბაძე

ტელეწამყვანი ლიკა ლაბაძე სამოსს ძირითადად საზღვარგარეთ იძენს, მხოლოდ ბრენდული სამოსის შეძენის საშუალება არ აქვს, თუმცა ცდილობს ყოველთვის გემოვნებით შეიმოსოს. განსაკუთრებით უყვარს ბრენდი "მაიკლ კორსი". დაუნანებლად შეუძლია დახარჯოს ფული სუნამოში.

ნინო გაჩეჩილაძე

მსახიობ ნინო გაჩეჩილაძეს ინტერნეტ-შოპინგით ტანსაცმლის გამოწერა ვერ წარმოუდგენია. ურჩევნია თავად წავიდეს მაღაზიაში, მოიზომოს და ამის შემდეგ შეიძინოს სამოსი. პრეტენზიული გემოვნება აქვს და ბევრს დადის მაღაზიებში, თუნდაც ჯინსის შესაძენად. ურჩევნია სამოსი საზღვარგარეთ ყოფნისას შეიძინოს, ასე უფრო დაზღვეულია იმისგან, რომ მისნაირი სამოსი სხვასაც ეცმევა.

გვანცა დარასელია

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ცდილობს, მუდმივად განსხვავებულად იყოს შემოსილი. არ უყვარს როლინგები და თამამი სამოსი. ტანსაცმელს ძირითადად საქართველოში ყიდულობს. ადრე სამოსს განვადებითაც ყიდულობდა. ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რომელსაც მის გარდერობში ნახავთ 700 დოლარიანი ფეხსაცმელია, რომელიც აჩუქეს. თუ ტანსაცმელი მოსწონს, მასში 500-600 ლარის გადახდა არ ენანება.

თამარ ბოჭორიშვილი, ambebi.ge

იხილეთ ასევე: ყველაზე მდიდარი ქართველი ვარსკვლავები - ვინ გაიარა საფრანგეთში სექსის კურსები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"