56 წლის ჩინელ მამაკაცს, ჩენ ქინგზუს სახლში იმდენი ბუსტჰალტერი აქვს, ნებისმიერ ქალს შეშურდება.
ის ბუსტჰალტერებს ბოლო 20 წლის განმავლობაში აგროვებდა და საერთო ჯამში, ქალის 5000 თეთრეული აქვს - ნებისმიერი ფერის, ფორმის, სილიკონიანი, თუ მაქმანებიანი. ჩენი ამაყობს, რომ მისი კოლექცია იმდენად მრავალფეროვანია, მუზეუმის გახსნაც კი შეიძლება.
ის ექსპერტადაც კი იქცა და იცის, რომ ბევრი ქალი უკეთესი ფორმის მისაცემად პატარა ზომის ბუსტჰალტერს იცვამს და ამით საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის; როგორც ამბობს, ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის ქალისთვის შეუძლია შესაბამისი ბუსტჰალტერი შეარჩიოს.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.