უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ ქალაქ სლავიანსკის ყველა შესასვლელი დაბლოკა, სადაც სეპარატისტებმა ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს. ამის შესახებ "უნიანს" შსს-ს პრესსამსახურში ეროვნული გვარდიის სარდლის, სტეპან პოლტორაკის ინფორმაციაზე დაყრდნობით განუცხადეს.
მისი ინფორმაციით, ქალაქის ბლოკირება ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა. "ტერორისტებს რომ გაძლიერების საშუალება არ მივცეთ, სახელმწიფოს ხელმძღვანელების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქი სლავიანსკი მთლიანად ბლოკირებულია", - განაცხადა სარდალმა.
მომზადებულია www.unian.net-ის მიხედვით.