სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - საქართველო უნდა გახდეს ევროსტრუქტურების წევრი, ეს აუცილებელია ჩვენთვის
ილია მეორე - საქართველო უნდა გახდეს ევროსტრუქტურების წევრი, ეს აუცილებელია ჩვენთვის

სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს ევ­როს­ტრუქ­ტუ­რე­ბის წევ­რი - ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვენ­თვის. ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა გუ­შინ, სა­პატ­რი­არ­ქო­ში მალ­ტის რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ჯორჯ ვე­ლას სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რის ნა­წი­ლი და­ხუ­რულ კარს მიღ­მა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შეხ­ვედ­რას სხვა პი­რებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი იტა­ლი­ა­ში კახა სი­ხა­რუ­ლი­ძე ეს­წრე­ბო­და. მალ­ტის რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და უწ­მინ­დესს მი­ღე­ბი­სათ­ვის და აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის დიდი პა­ტი­ვია იმ­ყო­ფე­ბო­დეს პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რა­ზე. მი­ნის­ტრის თქმით, მის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უწ­მინ­დე­სის როლი სა­ქარ­თვე­ლოს ბოლო წლე­ბის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში.

ჯორჯ ვე­ლამ ხაზი გა­უს­ვა, რომ იგი პირ­ვე­ლად იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და გა­ო­ცე­ბუ­ლია ქვეყ­ნის უდი­დე­სი კულ­ტუ­რის სიმ­დიდ­რით, ის­ტო­რი­ით და აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან შე­სამ­ჩნე­ვია მო­სახ­ლე­ო­ბის რე­ლი­გი­უ­რო­ბა. თა­ვის მხრივ, მან აღ­ნიშ­ნა, რომ მალ­ტა კა­თო­ლი­კუ­რია.

მალ­ტის რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, უმ­თავ­რე­სი, რის გა­მოც იმ­ყო­ფე­ბა პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რა­ზე, არის პო­ლი­ტი­კა. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო რაც შე­იძ­ლე­ბა უნდა და­უ­ახ­ლოვ­დეს ევ­რო­კავ­შირს. "ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმის­თვის, რომ ჩემი ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბის მსგავ­სად მხა­რი და­ვუ­ჭი­რო სა­ქარ­თვე­ლოს ამ გზა­ზე", - აღ­ნიშ­ნა ჯორჯ ვე­ლამ.

თა­ვის მხრივ, პატ­რი­არ­ქმა დას­ძი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს ევ­როს­ტრუქ­ტუ­რე­ბის წევ­რი, რად­გან ეს ქვეყ­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. "მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დარ­ღვე­უ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა, ოკუ­პი­რე­ბუ­ლია აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი. ეს არის უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. მე 11 წელი ვი­ყა­ვი აფხა­ზეთ­ში მიტ­რო­პო­ლი­ტი. ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია დღეს აფხა­ზე­თი, სა­ქარ­თვე­ლო უნდა გამ­თლი­ან­დეს, გახ­დეს ერ­თი­ა­ნი. თქვე­ნი ვი­ზი­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მას დი­დად ვა­ფა­სებ. ეს არის მტკი­ცე ხიდი სა­ქარ­თვე­ლო­სა და მალ­ტას სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში", - გა­ნა­ცხა­და შეხ­ვედ­რა­ზე კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დეს­მა სა­პა­ტიო სტუ­მარს მის მიერ შექ­მნი­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბი და მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მო­ას­მე­ნი­ნა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ილია მეორე - საქართველო უნდა გახდეს ევროსტრუქტურების წევრი, ეს აუცილებელია ჩვენთვის

ილია მეორე - საქართველო უნდა გახდეს ევროსტრუქტურების წევრი, ეს აუცილებელია ჩვენთვის

საქართველო უნდა გახდეს ევროსტრუქტურების წევრი - ეს აუცილებელია ჩვენთვის. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ, საპატრიარქოში მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯორჯ ველას სტუმრობისას განაცხადა.

პატრიარქთან შეხვედრის ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრას სხვა პირებთან ერთად საქართველოს ელჩი იტალიაში კახა სიხარულიძე ესწრებოდა. მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა უწმინდესს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია იმყოფებოდეს პატრიარქთან შეხვედრაზე. მინისტრის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უწმინდესის როლი საქართველოს ბოლო წლების პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ჯორჯ ველამ ხაზი გაუსვა, რომ იგი პირველად იმყოფება საქართველოში და გაოცებულია ქვეყნის უდიდესი კულტურის სიმდიდრით, ისტორიით და აღნიშნა, რომ ძალიან შესამჩნევია მოსახლეობის რელიგიურობა. თავის მხრივ, მან აღნიშნა, რომ მალტა კათოლიკურია.

მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უმთავრესი, რის გამოც იმყოფება პატრიარქთან შეხვედრაზე, არის პოლიტიკა. მისი თქმით, საქართველო რაც შეიძლება უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირს. "ჩამოვედი საქართველოში იმისთვის, რომ ჩემი ევროპელი კოლეგების მსგავსად მხარი დავუჭირო საქართველოს ამ გზაზე", - აღნიშნა ჯორჯ ველამ.

თავის მხრივ, პატრიარქმა დასძინა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროსტრუქტურების წევრი, რადგან ეს ქვეყნისთვის აუცილებელია. "მოგეხსენებათ, დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ეს არის უძველესი ქართული ტერიტორიები. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთში მიტროპოლიტი. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დღეს აფხაზეთი, საქართველო უნდა გამთლიანდეს, გახდეს ერთიანი. თქვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მას დიდად ვაფასებ. ეს არის მტკიცე ხიდი საქართველოსა და მალტას სამომავლო ურთიერთობებში", - განაცხადა შეხვედრაზე კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა საპატიო სტუმარს მის მიერ შექმნილი საგალობლები და მუსიკალური ნაწარმოებები მოასმენინა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია