პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღვინო, ფოტო და აკორდეონი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები
ღვინო, ფოტო და აკორდეონი -  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები

"ინ­ფორ­მა­ცის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა" (IDFI) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის 2013 წლის ხარ­ჯე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ გა­სულ წელს, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში პრე­მი­ის სა­ხით თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე 1 მი­ლი­ონ 796 333 ლარი გას­ცეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხი­დან ყვე­ლა­ზე დიდი მო­ცუ­ლო­ბის პრე­მი­ე­ბი (294 310 ლარი) თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე აგ­ვის­ტო­ში გა­ი­ცა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბი­დან 634 587 ლარი, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა მი­ი­ღეს. ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა პრე­მი­ის სა­ხით, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძემ მი­ი­ღო - 56 050 ლარი. მას მცი­რე­დით ჩა­მორ­ჩე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის ან­დრო ბარ­ნო­ვის მიერ მი­ღე­ბუ­ლი პრე­მია - 49 560 ლარი. პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ კი პრე­მი­ის სა­ხით გა­სულ წელს 44 634 ლარი მი­ი­ღო.

რო­გორც IDFI აღ­ნიშ­ნავს, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინა პე­რი­ოდს ემ­თხვე­ვა. მა­გა­ლი­თად, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს, 2013 წლის იან­ვრი­დან მა­ი­სამ­დე პრე­მია არ მი­უ­ღია, ხოლო მა­ი­სი­დან ნო­ემ­ბრამ­დე ყო­ველ­თვი­უ­რად იღებ­და პრე­მი­ის სა­ხით ხელ­ფა­სის ორ­მაგ ოდე­ნო­ბას - 7080 ლარი.

"ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" მიერ გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2013 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გა­წე­ულ­მა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით­მა ხარ­ჯებ­მა 1 340 132 ლარი შე­ად­გი­ნა. აქე­დან ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა ერთჯე­რა­დად გა­დახ­დი­ლია 2013 წლის 22 იან­ვარს სუ­ვე­ნი­რე­ბის შე­ძე­ნა­ზე - 88 870 ლარი. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გა­წე­ულ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ხარ­ჯებ­ში, ერთჯე­რა­დად გა­დახ­დილ ყვე­ლა­ზე დიდ თან­ხებს შო­რის, არის აგ­რეთ­ვე სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბის და მგზავ­რო­ბის ხარ­ჯი - 24 836 ლარი, პრე­ზი­დენ­ტის ტე­ლე­ე­თე­რით მომ­სა­ხუ­რე­ბა - 20 000 ლარი, ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის სას­მე­ლის შეს­ყიდ­ვა - 14 043 ლარი.

IDFI - ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და­მა­ტე­ბით გა­მო­თხო­ვი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ გა­სულ წელს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ შპს "iphone +"-გან სუ­ვე­ნი­რის სა­ხით შე­ის­ყი­და 100 ცალი Ipod Touch - 42 500 ლარი, 40 ცალი Iphone 4s ღი­რე­ბუ­ლე­ბით 45 960 ლარი და სხვა ტექ­ნი­კა.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­წე­ულ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ხარ­ჯებს შო­რის ხში­რად ვხვდე­ბით შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც სა­სა­ჩუქ­რედ ერთჯე­რა­დად შე­ძე­ნი­ლია სხვა და სხვა ფირ­მის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და სხვა ტექ­ნი­კა. მა­გა­ლი­თად მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი Iphone 5 ან სუ­ლაც აკორ­დე­ო­ნი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ღვინო, ფოტო და აკორდეონი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები

ღვინო, ფოტო და აკორდეონი -  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები

"ინფორმაცის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2013 წლის ხარჯები გამოაქვეყნა.

საინტერესოა, რომ გასულ წელს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრემიის სახით თანამშრომლებზე 1 მილიონ 796 333 ლარი გასცეს. აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი მოცულობის პრემიები (294 310 ლარი) თანამშრომლებზე აგვისტოში გაიცა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გაცემული პრემიებიდან 634 587 ლარი, თანამდებობის პირებმა მიიღეს. ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ნადირაძემ მიიღო - 56 050 ლარი. მას მცირედით ჩამორჩება ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის მიერ მიღებული პრემია - 49 560 ლარი. პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ კი პრემიის სახით გასულ წელს 44 634 ლარი მიიღო.

როგორც IDFI აღნიშნავს, თანამდებობის პირებზე პრემიების გაცემის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდს ემთხვევა. მაგალითად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, 2013 წლის იანვრიდან მაისამდე პრემია არ მიუღია, ხოლო მაისიდან ნოემბრამდე ყოველთვიურად იღებდა პრემიის სახით ხელფასის ორმაგ ოდენობას - 7080 ლარი.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 1 340 132 ლარი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი თანხა ერთჯერადად გადახდილია 2013 წლის 22 იანვარს სუვენირების შეძენაზე - 88 870 ლარი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებში, ერთჯერადად გადახდილ ყველაზე დიდ თანხებს შორის, არის აგრეთვე სატრანსპორტო მომსახურების და მგზავრობის ხარჯი - 24 836 ლარი, პრეზიდენტის ტელეეთერით მომსახურება - 20 000 ლარი, ღონისძიებისთვის სასმელის შესყიდვა - 14 043 ლარი.

IDFI - ის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დამატებით გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გასულ წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შპს "iphone +"-გან სუვენირის სახით შეისყიდა 100 ცალი Ipod Touch - 42 500 ლარი, 40 ცალი Iphone 4s ღირებულებით 45 960 ლარი და სხვა ტექნიკა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებს შორის ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც სასაჩუქრედ ერთჯერადად შეძენილია სხვა და სხვა ფირმის მობილური ტელეფონები და სხვა ტექნიკა. მაგალითად მობილური ტელეფონი Iphone 5 ან სულაც აკორდეონი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა