მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაურო იკარდი არგენტინისა და იტალიის ახალი ვარსკვლავი
მაურო იკარდი არგენტინისა და იტალიის ახალი ვარსკვლავი

მა­უ­რო იკარ­დი ის ფეხ­ბურ­თე­ლია, რო­მე­ლიც, გო­ლე­ბის გა­ტა­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ლა­მის ნა­ხე­ვარ იტა­ლი­ას ეზი­ზღე­ბა! რა­ტომ? იკარ­დის ყო­ველ­დღი­ურ გა­მოხ­ტო­მებს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, შარ­შან მა­უ­რომ ცოლი "წა­არ­თვა" თა­ნა­გუნ­დელ­სა (არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებ­ში) და ყო­ფილ თა­ნაკ­ლუ­ბელ ("სამპდო­რი­ა­ში") მაქ­სი ლო­პესს! უფრო სწო­რად, ცნო­ბილ­მა ლა­მაზ­მან­მა ვან­და ნა­რამ ლო­პე­სი თა­ვად მი­ა­ტო­ვა და მი­ზე­ზად ღა­ლა­ტი და­ა­სა­ხე­ლა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მას შემ­დეგ იკარ­დის­თან ცხოვ­რობს... სხვა­თა შო­რის, მა­უ­როს და ვან­დას "ჯა­რი­მე­ბის სიყ­ვა­რუ­ლიც" აერ­თი­ა­ნებთ - უკა­ნას­კნე­ლი სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ­გენ­ტი­ნე­ლი წყვი­ლი არა­ერ­თხელ და­ა­ჯა­რი­მეს იკარ­დის თეთ­რი ლამ­ბორ­ჯი­ნის არას­წო­რი პარ­კი­რე­ბის­თვის.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს მა­უ­რო იკარ­დის­თან, რო­მელ­საც არ­გენ­ტი­ნე­ლი ლა­მაზ­მა­ნი­სა და სპორ­ტუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გარ­და, შო­პინ­გი, და­ი­ვინ­გი და შემ­წვა­რი ხორ­ცი ჰყვა­რე­ბია...

- 21 წლის ასაკ­ში უკვე რამ­დე­ნი­მე კლუ­ბი გა­მო­იც­ვა­ლეთ...

- რო­სა­რი­ო­ში და­ვი­ბა­დე, იმა­ვე ქა­ლაქ­ში, სა­დაც მესი. ბავ­შვო­ბა­ში ეს­პა­ნეთ­ში გა­ვემ­გზავ­რე და ვე­სინ­და­რი­ოს ფეხ­ბურ­თე­ლი გავ­ხდი. 15 წლი­სა "ბარ­სე­ლო­ნა­ში" ვთა­მა­შობ­დი, სამი წლის შემ­დეგ - გე­ნუ­ის "სამპდო­რი­ა­ში", ახლა კი "ინ­ტე­რის" მო­თა­მა­შე ვარ...

- მესი თქვე­ნი კერ­პია?

- ჩემი კერ­პი ბა­ტის­ტუ­ტაა. მინ­და, მა­სა­ვით ვთა­მა­შობ­დე!

- არ­გენ­ტი­ნის მო­ქა­ლა­ქეც ხართ და იტა­ლი­ი­საც, მაგ­რამ ნაკ­რე­ბის არ­ჩე­ვი­სას მა­ინც არ გი­ყოყ­მა­ნი­ათ...

- რა თქმა უნდა, რად­გან ეს გუ­ლი­დან მო­დის... თავს მუ­დამ სამ­ხრე­თა­მე­რი­კე­ლად მი­ვიჩ­ნევ...

- გე­ნუა გე­ნატ­რე­ბათ?

- ბარ­სე­ლო­ნა ზღვის სა­ნა­პი­როს­თან მდე­ბა­რე­ობს და იქ ბევ­რი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრია. გე­ნუ­აც მომ­წონ­და, მაგ­რამ იქ არც ისე ბევ­რი მა­ღა­ზი­აა. ახლა მი­ლან­ში ვცხოვ­რობ, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო მა­ღა­ზი­ე­ბია, მაგ­რამ არ არის ზღვა...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მაურო იკარდი არგენტინისა და იტალიის ახალი ვარსკვლავი

მაურო იკარდი არგენტინისა და იტალიის ახალი ვარსკვლავი

მაურო იკარდი ის ფეხბურთელია, რომელიც, გოლების გატანის მიუხედავად, ლამის ნახევარ იტალიას ეზიზღება! რატომ? იკარდის ყოველდღიურ გამოხტომებს რომ თავი დავანებოთ, შარშან მაურომ ცოლი ''წაართვა'' თანაგუნდელსა (არგენტინის ნაკრებში) და ყოფილ თანაკლუბელ (''სამპდორიაში'') მაქსი ლოპესს! უფრო სწორად, ცნობილმა ლამაზმანმა ვანდა ნარამ ლოპესი თავად მიატოვა და მიზეზად ღალატი დაასახელა, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ იკარდისთან ცხოვრობს... სხვათა შორის, მაუროს და ვანდას ''ჯარიმების სიყვარულიც'' აერთიანებთ - უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, არგენტინელი წყვილი არაერთხელ დააჯარიმეს იკარდის თეთრი ლამბორჯინის არასწორი პარკირებისთვის.

გთავაზობთ ინტერვიუს მაურო იკარდისთან, რომელსაც არგენტინელი ლამაზმანისა და სპორტული ავტომანქანების გარდა, შოპინგი, დაივინგი და შემწვარი ხორცი ჰყვარებია...

- 21 წლის ასაკში უკვე რამდენიმე კლუბი გამოიცვალეთ...

- როსარიოში დავიბადე, იმავე ქალაქში, სადაც მესი. ბავშვობაში ესპანეთში გავემგზავრე და ვესინდარიოს ფეხბურთელი გავხდი. 15 წლისა ''ბარსელონაში'' ვთამაშობდი, სამი წლის შემდეგ - გენუის ''სამპდორიაში'', ახლა კი ''ინტერის'' მოთამაშე ვარ...

- მესი თქვენი კერპია?

- ჩემი კერპი ბატისტუტაა. მინდა, მასავით ვთამაშობდე!

- არგენტინის მოქალაქეც ხართ და იტალიისაც, მაგრამ ნაკრების არჩევისას მაინც არ გიყოყმანიათ...

- რა თქმა უნდა, რადგან ეს გულიდან მოდის... თავს მუდამ სამხრეთამერიკელად მივიჩნევ...

- გენუა გენატრებათ?

- ბარსელონა ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს და იქ ბევრი სავაჭრო ცენტრია. გენუაც მომწონდა, მაგრამ იქ არც ისე ბევრი მაღაზიაა. ახლა მილანში ვცხოვრობ, სადაც საუკეთესო მაღაზიებია, მაგრამ არ არის ზღვა...

იხილეთ სტატიის გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს