რომელი წიგნის "ეშინია" ოთარ ქირიას

რომელი წიგნის "ეშინია" ოთარ ქირიას

ოთარ ქირია უკვე არაერთი წელია, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერის პრესის მიმომხილველი და წამყვანია. ბუნებრივია, პრესის გაცნობა ყოველდღიურად უწევს, მაგრამ დავინტერესდით, რა წიგნებს კითხულობს თავისუფალ დროს და როგორია მისი ლიტერატურული გემოვნება. ჩვენი პირველი შეკითხვა ბავშვობას უკავშირდებოდა და იმ ადამიანს, რომელიც ლიტერატურას ურჩევდა...

- ბავშვობაში ეს მისია დედას ეკისრა. ოჯახი რომ შევქმენი, მას შემდეგ ჩემი მეუღლეა ამ ფუნქციის მატარებელი. ჩემი პირველი წიგნი ქართული ზღაპრები იყო, შემდეგ "ტომ სოიერის თავგადასავალი".

- ხშირად მეუბნებიან, რომ სკოლის ასაკში უფრო აქტიური მკითხველები იყვნენ, ვიდრე დღეს. თქვენც?..

- მე ყოველთვის თამამად ვამბობ, რომ სკოლაში ზარმაცი ვიყავი. ყოველთვის მჭირდებოდა მოტივაცია. ამას ვამბობ ჩემი ძმისა და მეუღლისგან გამომდინარე, მათ წიგნის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ და თავისუფალ წუთს რომ ნახავენ, მაშინვე კითხულობენ. ხომ შეიძლება, თქვენ ასეთ დროს დაჯდეთ და "ფეისბუქზე" შეხვიდეთ, მეც ასე ვარ, ისინი კი არა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მთლად უწიგნური ვარ. ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთ-ვის მქონდა. თან იყო მომენტები, როცა წიგნს ისე ჩავუთრევივარ, რომ ვერ მოვწყდი და ერთ დღეში წავიკითხე. ზოგიერთს ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე მივბრუნებივარ.

- ასეთი გამორჩეული თქვენთვის რომელი წიგნებია?

- ასეთი ავტორი ჟიულ ვერნი იყო და მახსოვს, ბავშვობაში რამდენჯერმე წავიკითხე "კაპიტან გრანტის შვილები" და "80 დღე დედამიწის გარშემო". მოგვიანებით ეს იყო ბალზაკის "შაგრენის ტყავი", რომელიც ერთ დღეში წავიკითხე. მერე კიდევ რამდენჯერმე გადავხედე ამ წიგნს და ამ ასაკში პირდაპირ ვიტყვი, რომ არ ვიცი, ეს ნაწარმოები მაშინ რატომ მომწონდა და რამ გამაგიჟა (იღიმის). სულ მომწონდა "ჯაყოს ხიზნები" და დღესაც ასე ვარ, არაფერი შეცვლილა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია