მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკო კვიტაიშვილს კარგი ხასიათის და სიმპათიური რჩეული ჰყავს
მაკო კვიტაიშვილს კარგი ხასიათის და სიმპათიური რჩეული ჰყავს

ცოტა ხნის წინ მაკო კვი­ტა­იშ­ვილ­მა და მო­რაგ­ბე გივი ბე­რიშ­ვილ­მა პრო­ექ­ტი "ორი ვარ­სკვლა­ვი" და­ტო­ვეს. მა­კოს მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ხებ სულ ცოტა ხნის წინ "ახა­ლი ხმის" სა­შუ­ა­ლე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი. ალ­ბათ ამი­ტო­მაც იყო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მა­კოს ვარ­სკვლა­ვო­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აპ­რო­ტეს­ტებ­და.

ბევ­რმა არ იცის, რომ ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვან ეკა მიშ­ვე­ლა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი 15 წლის ასაკ­ში ჰო­ლან­დი­ა­ში მშობ­ლე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რობ­და და მისი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც სა­სიმ­ღე­რო კა­რი­ე­რა­ში სწო­რედ ამ ქვე­ყა­ნას უკავ­შირ­დე­ბა.

- მაკო, ერთი წელი გა­ვი­და მას მერე, რაც "ახალ ხმა­ში" გა­მოჩ­ნდი და უკვე ვარ­სკვლა­ვის სტა­ტუ­სით მი­გიწ­ვი­ეს "ორ ვარ­სკვლავ­ში". ამან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, ამ­ბობ­დნენ, ეს რა­ნა­ი­რი ვარ­სკვლა­ვი­აო. რო­გორ ხვდე­ბი ხოლ­მე ასეთ მო­საზ­რე­ბებს?

- კრი­ტი­კას ნორ­მა­ლუ­რად ვხვდე­ბი, მეც ბევ­რი გა­მიკ­რი­ტი­კე­ბია, მაგ­რამ არა სა­ხალ­ხოდ. "ახალ ხმა­შიც" არ მაკ­ლებ­დნენ კრი­ტი­კას. რას ჰგავს, რამ­ხე­ლა პირი აქვს, რამ მო­გა­წო­ნა­თო, წერ­დნენ. თა­ვი­დან მწყინ­და, მერე მი­ვეჩ­ვიე.

"ორ ვარ­სკვლავს" რაც შე­ე­ხე­ბა, პი­რა­დად ჩემი მი­სა­მარ­თით კრი­ტი­კა არ წა­მი­კი­თხავს, ძი­რი­თა­დად პრო­ექტს აკ­რი­ტი­კებ­დნენ და ამის გამო დი­დად არ მი­ნერ­ვი­უ­ლია, რად­გან პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი სწო­რედ ის არის, რომ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი აამ­ღე­როს. თა­ვი­დან შე­იძ­ლე­ბა, ცოტა ცუდი მო­სას­მე­ნი იყო, რად­გან სცე­ნა­ზე გა­მო­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც აბა­ზა­ნა­შიც კი არ უმ­ღე­რი­ათ.

- თვი­თონ პრო­ექ­ტის მა­ყუ­რე­ბე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყა­ვი და არა მო­ნა­წი­ლე, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დი?

- არ ვიცი, რა­ტომ გა­ვაკ­რი­ტი­კებ­დი, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია, ჩემი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მეტს ვერ მო­ი­თხოვ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ი­თხოვ ზუს­ტად მეტს, აქ ხომ ყვე­ლა მღე­რის...

- კი, მაგ­რამ რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც არის, ისე კეთ­დე­ბა პრო­ექ­ტი. როცა ვიცი "რუს­თა­ვი 2"-ის, "იმე­დის" ხა­რის­ხი, "დაყ­რუვ­დნენ ძრო­ხე­ბი"-მეთ­ქი, ნამ­დვი­ლად არ დავ­წერ.

- თა­ვი­დან სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნი არ იყოო, თქვი. რო­გორ ფიქ­რობ, დღეს უკვე სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნია?

- დღეს, ვფიქ­რობ, ყვე­ლა წინ წა­ვი­და, იმ­დე­ნად ბევ­რს მუ­შა­ო­ბენ, დიდი წინსვლა იგ­რძნო­ბა. მას მერე, რაც პრო­ექ­ტი დავ­ტო­ვე, კონ­ცერ­ტებს და­ვეს­წა­რი და ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან ბევ­რმა და­ი­წყო სიმ­ღე­რა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მაკო კვიტაიშვილს კარგი ხასიათის და სიმპათიური რჩეული ჰყავს

მაკო კვიტაიშვილს კარგი ხასიათის და სიმპათიური რჩეული ჰყავს

ცოტა ხნის წინ მაკო კვიტაიშვილმა და მორაგბე გივი ბერიშვილმა პროექტი ''ორი ვარსკვლავი'' დატოვეს. მაკოს მუსიკალური მონაცემების შესახებ სულ ცოტა ხნის წინ ''ახალი ხმის'' საშუალებით გახდა ცნობილი. ალბათ ამიტომაც იყო, რომ საზოგადოების ნაწილი მაკოს ვარსკვლავობას სოციალურ ქსელებში აპროტესტებდა.

ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი ტელეწამყვან ეკა მიშველაძის ქალიშვილი 15 წლის ასაკში ჰოლანდიაში მშობლების გარეშე ცხოვრობდა და მისი პირველი ნაბიჯებიც სასიმღერო კარიერაში სწორედ ამ ქვეყანას უკავშირდება.

- მაკო, ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც ''ახალ ხმაში'' გამოჩნდი და უკვე ვარსკვლავის სტატუსით მიგიწვიეს ''ორ ვარსკვლავში''. ამან საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა, ამბობდნენ, ეს რანაირი ვარსკვლავიაო. როგორ ხვდები ხოლმე ასეთ მოსაზრებებს?

- კრიტიკას ნორმალურად ვხვდები, მეც ბევრი გამიკრიტიკებია, მაგრამ არა სახალხოდ. ''ახალ ხმაშიც'' არ მაკლებდნენ კრიტიკას. რას ჰგავს, რამხელა პირი აქვს, რამ მოგაწონათო, წერდნენ. თავიდან მწყინდა, მერე მივეჩვიე.

''ორ ვარსკვლავს'' რაც შეეხება, პირადად ჩემი მისამართით კრიტიკა არ წამიკითხავს, ძირითადად პროექტს აკრიტიკებდნენ და ამის გამო დიდად არ მინერვიულია, რადგან პროექტის მიზანი სწორედ ის არის, რომ არაპროფესიონალი აამღეროს. თავიდან შეიძლება, ცოტა ცუდი მოსასმენი იყო, რადგან სცენაზე გამოდიან ადამიანები, რომლებსაც აბაზანაშიც კი არ უმღერიათ.

- თვითონ პროექტის მაყურებელი რომ ყოფილიყავი და არა მონაწილე, როგორ შეაფასებდი?

- არ ვიცი, რატომ გავაკრიტიკებდი, საინტერესო პროექტია, ჩემი აზრით, საქართველოში მეტს ვერ მოითხოვ.

- საქართველოში მოითხოვ ზუსტად მეტს, აქ ხომ ყველა მღერის...

- კი, მაგრამ რისი შესაძლებლობაც არის, ისე კეთდება პროექტი. როცა ვიცი ''რუსთავი 2''-ის, ''იმედის'' ხარისხი, ''დაყრუვდნენ ძროხები''-მეთქი, ნამდვილად არ დავწერ.

- თავიდან სასიამოვნო მოსასმენი არ იყოო, თქვი. როგორ ფიქრობ, დღეს უკვე სასიამოვნო მოსასმენია?

- დღეს, ვფიქრობ, ყველა წინ წავიდა, იმდენად ბევრს მუშაობენ, დიდი წინსვლა იგრძნობა. მას მერე, რაც პროექტი დავტოვე, კონცერტებს დავესწარი და ვფიქრობ, ძალიან ბევრმა დაიწყო სიმღერა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება