სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მცალია სახლში ყოფნისთვის" - გეგა ფალავანდიშვილი ახალ ამპლუაში
"არ მცალია სახლში ყოფნისთვის" - გეგა ფალავანდიშვილი ახალ ამპლუაში

მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ექ­ტის - "იქს-ფაქ­ტო­რის" ქარ­თუ­ლი ანა­ლო­გი და­ი­წყო. ჟი­უ­რის "მკაც­რი, მაგ­რამ ობი­ექ­ტუ­რი" წევ­რის "სტა­ტუ­სით" ცნო­ბი­ლი გეგა ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი ამ­ჯე­რად, ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში მოგ­ვევ­ლი­ნა; ის მსა­ხი­ობ ია სუ­ხი­ტაშ­ვილ­თან ერ­თად, კონ­კურ­სან­ტებს ამ­ხნე­ვებს.

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, სა­ხა­ლი­სო გა­და­ცე­მაა - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ნა­წი­ლე­ე­ბით, ჟი­უ­რით...

- ერთი საქ­მი­დან მე­ო­რე­ზე გა­დარ­თვა არ გი­ჭირთ?

- ჩემი ჩვე­უ­ლი ამ­პლუა "რუს­თა­ვი 2"-ში მარ­კე­ტინ­გი და პროგ­რა­მი­რე­ბა გახ­ლავთ. ამ საქ­მი­დან შო­უ­ებ­ზე "გა­დარ­თვა" რთუ­ლია, თან - ეს არც მომ­წონს, მაგ­რამ მი­წევს... ადრე წამ­ყვა­ნო­ბა არ მიც­დია, ამის სურ­ვი­ლიც არ მქონ­და, მაგ­რამ ახლა ვცდი­ლობ, საქ­მეს თავი გა­ვარ­თვა. ძა­ლი­ან კარ­გი პარტნი­ო­რი მყავს და ამის გამო, საქ­მეც მი­ად­ვილ­დე­ბა.

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეკ­რა­ნულ პარტნი­ორ­თან რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დეთ, თუ ამის გა­რე­შეც შე­გიძ­ლი­ათ, ეკ­რა­ნის­თვის სა­ჭი­რო "რე­ა­ლო­ბა" შექ­მნათ?

- რა თქმა უნდა, პარტნი­ორ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მინ­და გი­თხრათ, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში იას­თან გა­და­სა­რე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

- ამ მხრივ, მა­ში­ნაც ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იყო, როცა ჟი­უ­რის წევ­რი იყა­ვით?

- არა, ჟი­უ­რის ვერც ერთ წევ­რს "ვერ ვი­ტან­დი" (იცი­ნის)! ოთხი­ვეს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლას სა­ერ­თო აზრი გაგ­ვაჩ­ნდა. ურ­თი­ერ­თო­ბა ერ­თია და რას აკე­თებ - მე­ო­რე. ისე, ჟი­უ­რის წევ­რო­ბა უფრო კომ­ფორ­ტუ­ლია ჩემ­თვის. ამ ამ­პლუ­ა­ში რა­საც მინ­და, იმას ვა­კე­თებ, წამ­ყვა­ნი კი კონ­კურ­სან­ტე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი უნდა იყოს, სცე­ნა­ზე გას­ვლამ­დე მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ამ­ხნე­ვოს, გზა და­უ­ლო­ცოს, თუკი შემ­დეგ ტურ­ში ვერ გა­დავ­ლენ, ისევ გა­ამ­ხნე­ვოს, რომ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა დროს სცა­დონ... მოკ­ლედ, ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბას უფრო მეტი შრო­მა სჭირ­დე­ბა.

- შე­გიძ­ლი­ათ, კონ­კურ­სან­ტი სცე­ნა­ზე გას­ვლამ­დე, მცი­რე ინ­ტერ­ვი­უ­თი "გა­შიფ­როთ"?

- არა, ამას წი­ნას­წარ ვერ ვხვდე­ბი. შე­იძ­ლე­ბა, "ვი­ზუ­ა­ლით", ქცე­ვით მას­ზე გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­მექ­მნას, მაგ­რამ ხში­რად, ძალ­ზე "შე­ბო­ჭი­ლი" ადა­მი­ა­ნი სცე­ნა­ზე ტრანსფორ­მირ­დე­ბა. ასე­ვე, შე­საძ­ლოა, თავ­და­ჯე­რე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა სცე­ნა­ზე სა­შინ­ლად იმ­ღე­როს.

- სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გვი­თხა­რით - პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა კა­რი­ე­რა­ზე, საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე რო­გორ აი­სა­ხე­ბა?

- საქ­მი­ა­ნო­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე რო­გორ აი­სა­ხე­ბა, ამას გე­ტყვით - ცუ­დად: არ მცა­ლია სახ­ლში ყოფ­ნის­თვის.

- ოდეს­მე თქვე­ნი საქ­მე მოგ­ბეზ­რე­ბი­ათ?

- ასე­თი რამ ბევ­რჯერ მომ­ხდა­რა, მაგ­რამ არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ.

- ამ­ჟა­მინ­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ სფე­რო­ში გი­მუ­შა­ვი­ათ?

- კი, პარ­ლა­მენ­ტში ვმუ­შა­ობ­დი. თუმ­ცა, ფაქ­ტობ­რი­ვად, იქაც შოუა: რა­ღა­ცებს "მსა­ხი­ო­ბო­ბენ" და უფრო მე­ტად ერ­თო­ბი­ან. ტყუ­ი­ლე­ბი იქ უფრო მე­ტია, ვიდ­რე - აქ (იცი­ნის). მოკ­ლედ, პარ­ლა­მენ­ტში უფრო დიდი მსა­ხი­ო­ბუ­რი ნიჭი გჭირ­დე­ბა...

- რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში რო­გო­რი ხართ?

- ისე­თი­ვე, რო­გო­რიც - ეკ­რან­ზე. რა­ღა­ცე­ბის მო­გო­ნე­ბა და თა­მა­ში არ მი­წევს - დიდი მსა­ხი­ო­ბუ­რი ნი­ჭიც არ გა­მაჩ­ნია. ხან­და­ხან ეკ­რან­ზე უფრო მხი­ა­რუ­ლი ვარ, რად­გან ასეა სა­ჭი­რო: მო­წყე­ნი­ლი და "მომ­ბეზ­რდა" ეთერ­ში ვერ იქ­ნე­ბი.

- იყო შემ­თხვე­ვა, როცა "ნი­ჭი­ე­რის" კონ­კურ­სან­ტი პრო­ექ­ტში თქვენ გამო მო­ვი­და. მსგავ­სი რამ "იქს-ფაქ­ტო­რის" ჩა­წე­რი­სა­საც ხომ არ მომ­ხდა­რა?

- ვინ­მემ ჩემ გამო რომ იმ­ღე­როს, ეს მის­თვის უშე­დე­გო იქ­ნე­ბა: ამის­თვის მე მად­ლო­ბას ვე­ტყვი, მაგ­რამ შემ­დეგ ტურ­ში "იმ ოთხმა" თუ არ გა­და­იყ­ვა­ნა, დარ­ჩე­ბა გა­ღი­მე­ბუ­ლი (იცი­ნის). სი­მარ­თლე გი­თხრა, არ მახ­სოვს, "ნი­ჭი­ერ­ში" ვინ­მე ჩემ გამო მო­სუ­ლი­ყოს.

- თქვენს ჩვე­ულ და მთა­ვარ საქ­მე­ზეც ვი­სა­უბ­როთ: ზოგ­ჯერ "რუს­თა­ვი 2"-ის კონ­კუ­რენტ არხზე მო­მუ­შა­ვე პრო­დი­უ­სე­რი გა­და­ცე­მე­ბის გან­სხვა­ვე­ბულ რე­ი­ტინგს აქ­ვეყ­ნებს. ასეთ დროს რა ხდე­ბა?

- არ ვიცი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი კომ­პა­ნია "ეი ჯი ბი" ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ერთი და იმა­ვე ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს გზავ­ნის. გა­და­ცე­მე­ბის რე­ი­ტინ­გის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვენც ამის სა­ფუძ­ველ­ზე ვაქ­ვეყ­ნებთ. ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია, არ და­ე­თან­ხმოს და რო­გორც სტე­ფა­ნე ამ­ბობ­და, - "შე­ლოც­ვით" ან "ფე­ის­ბუკ­ზე" "ლა­ი­ქე­ბით" მას მეტი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­დეს, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია. რო­მე­ლი პრო­დი­უ­სე­რი რას აპ­რო­ტეს­ტებს, არ ვიცი, მაგ­რამ 2 წე­ლი­წად­ზე მე­ტია, "რუს­თა­ვი 2" პირ­ვე­ლია: ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გვაქვს.

- თქვენს ეთერ­ში ისე­თი გა­და­ცე­მა თუ გა­დის, რო­მელ­საც თურ­ქულ სე­რი­ა­ლებ­ზე და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს?

- გა­აჩ­ნია, რა დროს გა­დის. ისე კი, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი არ აქვს. ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი "პრა­იმ თა­ი­მის" გა­და­ცე­მე­ბია ანუ ისი­ნი, რომ­ლე­ბიც სა­ღა­მოს 10 სა­ათ­ზე იწყე­ბა: "კუ­რი­ე­რი პოსტ-სკრიპ­ტუ­მი", "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი", მაია ასა­თი­ა­ნი­სა და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შო­უ­ე­ბი... მათ ბევ­რად მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვთ, ვიდ­რე - თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს.

- "ვა­ნოს შოუს" ქრო­ნო­მეტ­რა­ჟი რა­ტომ შემ­ცირ­და?

- იმი­ტომ, რომ ღა­მის 11 სა­ათ­ზე იწყე­ბა და გვი­ა­ნო­ბამ­დე გრძელ­დე­ბა. მა­ყუ­რებ­ლე­ბი 12 სა­ა­თის მერე იძი­ნე­ბენ. ამი­ტო­მაც შე­ვე­ცა­დეთ, გა­და­ცე­მა უფრო კომ­პაქ­ტუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. ადა­მი­ანს მისი ცქე­რი­სას კი არ უნდა ჩა­ე­ძი­ნოს, არა­მედ ბო­ლომ­დე უყუ­როს, ისი­ა­მოვ­ნოს, მერე წა­ვი­დეს და კარ­გად გა­მო­ი­ძი­ნოს.

- თა­ნამ­შრო­მელ­თა გუნდთან უთან­ხმო­ე­ბა მოგ­სვლი­ათ? სა­კუ­თა­რი თვალ­საზ­რი­სი თავ­გა­მო­დე­ბით და­გი­ცავთ?

- რა თქმა უნდა, ხან­და­ხან არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ხელ­ჩარ­თულ ბრძო­ლა­ზე გა­დავ­დი­ვართ, ერ­თმა­ნეთს ვჭრით, შემ­დეგ ია­რაღს ვეს­ვრით, მერე კი ვინ­მე "ძვე­ლი ბიჭი" შეგ­ვა­რი­გებს ხოლ­მე (იცი­ნის). ცხა­დია, ვხუმ­რობ. რო­გორც წესი, სა­კუ­თა­რი თვალ­საზ­რი­სის თავ­გა­მო­დე­ბით დაც­ვა არ გვი­წევს, რად­გან ერ­თმა­ნეთს ვუს­მენთ, სხვე­ბის აზრს ვით­ვა­ლის­წი­ნებთ.

- პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას ბევ­რი იფიქ­რეთ?

- ინ­ჟი­ნერ-ეკო­ნო­მის­ტის გა­ნათ­ლე­ბა მაქვს და ეს პრო­ფე­სია ჩემს დღე­ვან­დელ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან არა­ვი­თარ კავ­შირ­ში არ არის (იცი­ნის). მა­შინ, 1989-90 წლებ­ში მი­თხრეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ანი­მა­ცი­ის კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და. ეს დიდი ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა: დღემ­დე არ არ­სე­ბობს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თუ სას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­შიც თა­ნა­მედ­რო­ვე ანი­მა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბენ. არ­ჩე­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე რა­ღა­ცე­ბი ვის­წავ­ლე, ნას­წავ­ლი­დან ზოგი რამ გა­მო­მად­გა, ზოგი - არა...

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც საქ­მე­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად წა­გად­გათ...

- ჯერ ვფიქ­რობ, მერე - ვა­კე­თებ. ადა­მი­ან­მა უნდა ის­წავ­ლო, გა­ერ­კვიო, იფიქ­რო, "და­ა­ლა­გო", მერე კი - და­ი­წყო!

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"არ მცალია სახლში ყოფნისთვის" - გეგა ფალავანდიშვილი ახალ ამპლუაში

"არ მცალია სახლში ყოფნისთვის" - გეგა ფალავანდიშვილი ახალ ამპლუაში

მსოფლიოში პოპულარული პროექტის - "იქს-ფაქტორის" ქართული ანალოგი დაიწყო. ჟიურის "მკაცრი, მაგრამ ობიექტური" წევრის "სტატუსით" ცნობილი გეგა ფალავანდიშვილი ამჯერად, ტელეწამყვანის ამპლუაში მოგვევლინა; ის მსახიობ ია სუხიტაშვილთან ერთად, კონკურსანტებს ამხნევებს.

- ძალიან საინტერესო, სახალისო გადაცემაა - არაჩვეულებრივი მონაწილეებით, ჟიურით...

- ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა არ გიჭირთ?

- ჩემი ჩვეული ამპლუა "რუსთავი 2"-ში მარკეტინგი და პროგრამირება გახლავთ. ამ საქმიდან შოუებზე "გადართვა" რთულია, თან - ეს არც მომწონს, მაგრამ მიწევს... ადრე წამყვანობა არ მიცდია, ამის სურვილიც არ მქონდა, მაგრამ ახლა ვცდილობ, საქმეს თავი გავართვა. ძალიან კარგი პარტნიორი მყავს და ამის გამო, საქმეც მიადვილდება.

- რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეკრანულ პარტნიორთან რეალურ ცხოვრებაშიც კარგი ურთიერთობა გქონდეთ, თუ ამის გარეშეც შეგიძლიათ, ეკრანისთვის საჭირო "რეალობა" შექმნათ?

- რა თქმა უნდა, პარტნიორთან საერთო ენის გამონახვა მნიშვნელოვანია. მინდა გითხრათ, რომ რეალურ ცხოვრებაში იასთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს.

- ამ მხრივ, მაშინაც ყველაფერი რიგზე იყო, როცა ჟიურის წევრი იყავით?

- არა, ჟიურის ვერც ერთ წევრს "ვერ ვიტანდი" (იცინის)! ოთხივეს კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას საერთო აზრი გაგვაჩნდა. ურთიერთობა ერთია და რას აკეთებ - მეორე. ისე, ჟიურის წევრობა უფრო კომფორტულია ჩემთვის. ამ ამპლუაში რასაც მინდა, იმას ვაკეთებ, წამყვანი კი კონკურსანტების მხარდამჭერი უნდა იყოს, სცენაზე გასვლამდე მონაწილეები გაამხნევოს, გზა დაულოცოს, თუკი შემდეგ ტურში ვერ გადავლენ, ისევ გაამხნევოს, რომ პროექტში მონაწილეობა სხვა დროს სცადონ... მოკლედ, ტელეწამყვანობას უფრო მეტი შრომა სჭირდება.

- შეგიძლიათ, კონკურსანტი სცენაზე გასვლამდე, მცირე ინტერვიუთი "გაშიფროთ"?

- არა, ამას წინასწარ ვერ ვხვდები. შეიძლება, "ვიზუალით", ქცევით მასზე გარკვეული წარმოდგენა შემექმნას, მაგრამ ხშირად, ძალზე "შებოჭილი" ადამიანი სცენაზე ტრანსფორმირდება. ასევე, შესაძლოა, თავდაჯერებულმა ადამიანმა სცენაზე საშინლად იმღეროს.

- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარით - პირადი ცხოვრება კარიერაზე, საქმიანობაზე როგორ აისახება?

- საქმიანობა პირად ცხოვრებაზე როგორ აისახება, ამას გეტყვით - ცუდად: არ მცალია სახლში ყოფნისთვის.

- ოდესმე თქვენი საქმე მოგბეზრებიათ?

- ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა, მაგრამ არ გავჩერებულვარ.

- ამჟამინდელი საქმიანობისგან რადიკალურად განსხვავებულ სფეროში გიმუშავიათ?

- კი, პარლამენტში ვმუშაობდი. თუმცა, ფაქტობრივად, იქაც შოუა: რაღაცებს "მსახიობობენ" და უფრო მეტად ერთობიან. ტყუილები იქ უფრო მეტია, ვიდრე - აქ (იცინის). მოკლედ, პარლამენტში უფრო დიდი მსახიობური ნიჭი გჭირდება...

- რეალურ ცხოვრებაში როგორი ხართ?

- ისეთივე, როგორიც - ეკრანზე. რაღაცების მოგონება და თამაში არ მიწევს - დიდი მსახიობური ნიჭიც არ გამაჩნია. ხანდახან ეკრანზე უფრო მხიარული ვარ, რადგან ასეა საჭირო: მოწყენილი და "მომბეზრდა" ეთერში ვერ იქნები.

- იყო შემთხვევა, როცა "ნიჭიერის" კონკურსანტი პროექტში თქვენ გამო მოვიდა. მსგავსი რამ "იქს-ფაქტორის" ჩაწერისასაც ხომ არ მომხდარა?

- ვინმემ ჩემ გამო რომ იმღეროს, ეს მისთვის უშედეგო იქნება: ამისთვის მე მადლობას ვეტყვი, მაგრამ შემდეგ ტურში "იმ ოთხმა" თუ არ გადაიყვანა, დარჩება გაღიმებული (იცინის). სიმართლე გითხრა, არ მახსოვს, "ნიჭიერში" ვინმე ჩემ გამო მოსულიყოს.

- თქვენს ჩვეულ და მთავარ საქმეზეც ვისაუბროთ: ზოგჯერ "რუსთავი 2"-ის კონკურენტ არხზე მომუშავე პროდიუსერი გადაცემების განსხვავებულ რეიტინგს აქვეყნებს. ასეთ დროს რა ხდება?

- არ ვიცი. ოფიციალური კომპანია "ეი ჯი ბი" ყველა ტელევიზიაში ერთი და იმავე ოფიციალურ მონაცემებს გზავნის. გადაცემების რეიტინგის შესახებ ინფორმაციას ჩვენც ამის საფუძველზე ვაქვეყნებთ. ნებისმიერს შეუძლია, არ დაეთანხმოს და როგორც სტეფანე ამბობდა, - "შელოცვით" ან "ფეისბუკზე" "ლაიქებით" მას მეტი რეიტინგი ჰქონდეს, მაგრამ დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის გადამოწმება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს შეუძლია. რომელი პროდიუსერი რას აპროტესტებს, არ ვიცი, მაგრამ 2 წელიწადზე მეტია, "რუსთავი 2" პირველია: ყველაზე რეიტინგული პროექტები გვაქვს.

- თქვენს ეთერში ისეთი გადაცემა თუ გადის, რომელსაც თურქულ სერიალებზე დაბალი რეიტინგი აქვს?

- გააჩნია, რა დროს გადის. ისე კი, შემიძლია გითხრათ, რომ თურქულ სერიალებს ყველაზე მაღალი რეიტინგი არ აქვს. ყველაზე რეიტინგული "პრაიმ თაიმის" გადაცემებია ანუ ისინი, რომლებიც საღამოს 10 საათზე იწყება: "კურიერი პოსტ-სკრიპტუმი", "ჩემი ცოლის დაქალები", მაია ასათიანისა და ნანუკა ჟორჟოლიანის შოუები... მათ ბევრად მაღალი რეიტინგი აქვთ, ვიდრე - თურქულ სერიალებს.

- "ვანოს შოუს" ქრონომეტრაჟი რატომ შემცირდა?

- იმიტომ, რომ ღამის 11 საათზე იწყება და გვიანობამდე გრძელდება. მაყურებლები 12 საათის მერე იძინებენ. ამიტომაც შევეცადეთ, გადაცემა უფრო კომპაქტური ყოფილიყო. ადამიანს მისი ცქერისას კი არ უნდა ჩაეძინოს, არამედ ბოლომდე უყუროს, ისიამოვნოს, მერე წავიდეს და კარგად გამოიძინოს.

- თანამშრომელთა გუნდთან უთანხმოება მოგსვლიათ? საკუთარი თვალსაზრისი თავგამოდებით დაგიცავთ?

- რა თქმა უნდა, ხანდახან არის შემთხვევები, როცა ხელჩართულ ბრძოლაზე გადავდივართ, ერთმანეთს ვჭრით, შემდეგ იარაღს ვესვრით, მერე კი ვინმე "ძველი ბიჭი" შეგვარიგებს ხოლმე (იცინის). ცხადია, ვხუმრობ. როგორც წესი, საკუთარი თვალსაზრისის თავგამოდებით დაცვა არ გვიწევს, რადგან ერთმანეთს ვუსმენთ, სხვების აზრს ვითვალისწინებთ.

- პროფესიის არჩევისას ბევრი იფიქრეთ?

- ინჟინერ-ეკონომისტის განათლება მაქვს და ეს პროფესია ჩემს დღევანდელ საქმიანობასთან არავითარ კავშირში არ არის (იცინის). მაშინ, 1989-90 წლებში მითხრეს, რომ საქართველოში ანიმაციის კეთება შეიძლებოდა. ეს დიდი ტყუილი აღმოჩნდა: დღემდე არ არსებობს დაწესებულება თუ სასწავლებელი, რომელშიც თანამედროვე ანიმაციაზე მუშაობენ. არჩეულ ფაკულტეტზე რაღაცები ვისწავლე, ნასწავლიდან ზოგი რამ გამომადგა, ზოგი - არა...

- თვისება, რომელიც საქმეში ყველაზე მეტად წაგადგათ...

- ჯერ ვფიქრობ, მერე - ვაკეთებ. ადამიანმა უნდა ისწავლო, გაერკვიო, იფიქრო, "დაალაგო", მერე კი - დაიწყო!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება