Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჩამჩირეში ქართველების ჩასახლებით აფხაზები იქაურობის შეცვლას გეგმავენ
ოჩამჩირეში ქართველების ჩასახლებით აფხაზები იქაურობის შეცვლას გეგმავენ

"ძლივს გა­და­ვურ­ჩით 90-იანი წლე­ბის ქარ­თულ-აფხა­ზურ მოვ­ლე­ნებს. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ისევ გან­მე­ორ­და. კარ­გა ხანს მი­ტო­ვე­ბუ­ლი გვქონ­და სახლ-კარი, ნა­თე­სა­ვებს შე­ვა­ფა­რეთ თავი, მაგ­რამ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სხვის სახ­ლში ხომ ვერ გა­ვა­ტა­რებ­დით და რო­დე­საც სი­ტუ­ა­ცია ჩა­წყნარ­და, ისევ დავ­ბრუნ­დით. ღამე, შე­მო­ვარ­დნე­ბის გვე­ში­ნო­და და ხან ბე­ღელ­ში გვე­ძი­ნა, ხა­ნაც - ბო­სელ­ში. მერე თან­და­თან მო­ვერ­გეთ სი­ტუ­ა­ცი­ას... ვერ მი­ვა­ტო­ვეთ სახ­ლი. გა­ვუ­ძე­ლით, შე­ვე­გუ­ეთ და რო­გორ­ღაც დავ­რჩით. ახლა გვე­უბ­ნე­ბი­ან, - უნდა წახ­ვი­დე­თო... სად, - არ აკონ­კრე­ტე­ბენ..." - ამ­ბობს გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭუ­ბურ­ხინ­ჯში მცხოვ­რე­ბი, 54 წლის ვა­ლე­რი, რომ­ლის თქმი­თაც, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­სახ­ლე­ბის შე­სა­ხებ სი­ტყვი­ე­რად გა­აფრ­თხი­ლეს.

გა­ლის რა­ი­ო­ნის ენ­გუ­რის სა­ნა­პი­რო ზო­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის მო­სა­ლოდ­ნე­ლი აყ­რის შე­სა­ხებ, ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე წლის წინ გავ­რცელ­და. მა­შინ სა­უ­ბა­რი იყო სა­საფ­ლა­ო­ე­ბის გა­უქ­მე­ბა­ზეც, რა­საც გა­ლე­ლე­ბის დიდი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა... ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მა­შინ ეს პრო­ექ­ტი და­უ­ფი­ნან­სებ­ლო­ბის გამო ჩა­ვარ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჯე­რად ინი­ცი­ა­ტი­ვა რუ­სულ მხა­რეს ეკუთ­ვნის და შე­სა­ბა­მი­სად, მათ მიერ უნდა და­ფი­ნანსდეს. იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ახლა გა­ლის ე.წ. სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ბა­ზე­ბი და მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი აშენ­დე­ბა. აფხა­ზუ­რი მხა­რე მხო­ლოდ შუ­ა­მავ­ლის ფუნ­ქცი­ას შე­ი­თავ­სებს. მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აფხა­ზეთს შო­რის სა­ზღვრის გან­მტკი­ცე­ბა და ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის გა­მო­ცო­ცხლე­ბაა, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის დღემ­დე მო­უგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მად რჩე­ბა, რო­გორც ყვე­ლა­ზე აუთ­ვი­სე­ბე­ლი, გა­ვე­ლუ­რე­ბუ­ლი და ჩამ­კვდა­რი ტე­რი­ტო­რია... აი რას გვიყ­ვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი საფრ­თხის შე­სა­ხებ:

მი­რი­ა­ნი, 43 წლის, გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭუ­ბურ­ხინ­ჯის მკვიდ­რი:

- ჩვენს სო­ფელ­ში ყვე­ლა­ზე მეტი რუსი სამ­ხედ­როა და დღი­თი დღე უფრო მეტ ტე­რი­ტო­რი­ას ით­ვი­სე­ბენ. თა­ვი­დან გვი­ხა­რო­და კი­დეც მათი გა­მო­ჩე­ნა, რად­გან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აფხა­ზე­ბის­გან გვი­ცავ­დნენ და ცდი­ლობ­დნენ, ჩვე­ნი კე­თილ­გან­წყო­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ. მერე კი, თან­და­თან თა­ვად გახ­დნენ სა­შიშ­ნი, - ყველ­გან რუ­სუ­ლი ტექ­ნი­კა დგას და ყო­ველ­დღე უფრო მეტი შე­მოჰ­ყავთ. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, სოფ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­მოგ­ვი­ცხა­და, - ცოტა ხან­ში აქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბა მო­გი­წევ­თო. მა­თი­ვე თქმით, მუ­შავ­დე­ბა პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ერთი მხრივ, აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ოჩამ­ჩი­რის გა­მო­ცო­ცხლე­ბა­ზე უნდა იზ­რუ­ნოს, ხოლო მე­ო­რე მხრივ, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლად, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ლის რა­ი­ონ­ში ისე­თი ბაზა გა­ნა­თავ­სეს, სა­ი­და­ნაც აფხა­ზეთ­ში დის­ლო­ცი­რე­ბულ სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებს გა­ა­კონ­ტრო­ლებს.

- რო­გორც მივ­ხვდი, გა­სახ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ოჩამ­ჩი­რე­ში მო­გი­წევთ ცხოვ­რე­ბა?..

- დიახ, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. ოჩამ­ჩი­რე მათ­თვის აუ­ღე­ბელ ცი­ხე­სი­მაგ­რედ რჩე­ბა. ად­გი­ლი, რო­მე­ლიც არც სო­ფე­ლია და არც ქა­ლა­ქი, თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის თავ­შე­სა­ფა­რია. ამ­ბო­ბენ, რომ გალ­ში თხი­ლი­სა და ციტ­რუ­სის ბიზ­ნე­სი, ოჩამ­ჩი­რე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის მიერ კონ­ტროლ­დე­ბა. იქი­დან­ვე იგეგ­მე­ბა აფხა­ზე­თის და­ნარ­ჩენ ქა­ლა­ქებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის რე­კე­ტი. ოჩამ­ჩი­რე­ლი ე.წ. ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი, აშ­კა­რად ნა­დი­რო­ბენ რუს ბიზ­ნეს­მე­ნებ­ზე და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ, მათ ფეხი არ მო­ი­კი­დონ, რაც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გუ­ლის­წყრო­მას იწ­ვევს, რად­გან ეჭვი აქვთ, რომ გავ­ლე­ნი­ა­ნი აფხა­ზი კრი­მი­ნა­ლე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ... აი, ამ აწე­წი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის და­ლა­გე­ბა, აფხა­ზე­თი­სა და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩვე­ნი ხე­ლით უნდა, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში დაც­ლი­ლი ოჩამ­ჩი­რე ჩვენ მიერ შე­ივ­სე­ბა და თან­და­თან გან­დევ­ნი­ან კრი­მი­ნალს და მის გა­კონ­ტრო­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ. ოჩამ­ჩი­რეს შე­ფა­რე­ბულ ე.წ. კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს შო­რის, ქარ­თვე­ლე­ბიც არი­ან, რომ­ლებ­საც უფრო ფარ­თო სა­ნაც­ნო­ბო წრე ჰყავთ და რუსი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, აფხა­ზებ­თან ერ­თად მოქ­მე­დე­ბენ. სო­ხუმ­სა და აფხა­ზე­თის სხვა ქა­ლა­ქებ­ში, ბიზ­ნე­სის კე­თე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ უცხო­ე­ლებს ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად აფერ­ხებთ და აში­ნებთ... აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­იჩ­ნევს, რომ თუ რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ზღვარს ჩა­კე­ტავს, კრი­მი­ნალს თან­და­თან ალაგ­მავს. არ­სე­ბობს კი­დევ ერთი მო­საზ­რე­ბა, - სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის ოჩამ­ჩი­რე­ში ჩა­სახ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს რა­ი­ო­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რად მალე ისე­თი­ვე ძლი­ე­რი გახ­დე­ბა, რო­გორც ახლა, მათი თქმით, გა­ლია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქტს ზუგ­დი­დის ბა­ზარ­ზე კი არ გად­მო­ვა­პა­რებთ, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე გა­ვი­ტანთ, ეს აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

ემა, 36 წლის, სო­ფელ სა­ბე­რი­ოს მკვიდ­რი:

- ჩვენც გვი­თხრეს გა­სახ­ლე­ბის შე­სა­ხებ... გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცია იქ­ნე­ბა ან ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფარ­თო­ბიო, მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნი თა­ვად უნდა გა­ვა­კე­თოთ თუ - არა, ეს არ უთ­ქვამთ. უბ­რა­ლოდ, გვი­თხრეს, შე­ე­ცა­დეთ, რუ­სუ­ლი პას­პორ­ტე­ბი დრო­უ­ლად აი­ღო­თო. არ ვიცი, რას გა­დავ­წყვეტთ, თუ გა­სახ­ლე­ბა მოხ­დე­ბა, მაგ­რამ იძუ­ლე­ბით თუ გაგ­ვა­სახ­ლეს, ვიცი, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი აი­ღებს პენ­სი­ის გამო. თუ ადა­მი­ა­ნე­ბი მი­წის გა­რე­შე დარ­ჩნენ, ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე არ­სე­ბო­ბა სჭირ­დე­ბათ, მით უფრო, აფხა­ზეთ­ში, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი ძვი­რია. ამი­ტომ ცდი­ლობს ხალ­ხი, ზუგ­დიდ­ში გა­და­პარ­ვას, მაგ­რამ ეს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან ძვი­რი უჯ­დე­ბათ.

- ე.წ. აფხა­ზი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან, მათი და­კა­ვე­ბის ფაქ­ტებს გუ­ლის­ხმობთ?

- დიახ, ჩემი ორი მე­ზო­ბე­ლი ქალი, ე.წ. სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თის ბრალ­დე­ბით, ახ­ლაც და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავთ. უკვე თვე­ზე მე­ტია, 2 ათას რუბ­ლის ოდე­ნო­ბით ჯა­რი­მის გა­დახ­დას სთხო­ვენ... ბოლო დროს ძა­ლი­ან გარ­თულ­და და გამ­კაცრ­და მი­მოს­ვლა.

- რას აპი­რებთ?

- არ ვი­ცით... ენ­გურს გაღ­მა უამ­რა­ვი ნა­თე­სა­ვი მყავს, მაგ­რამ ახლა ყვე­ლას თა­ვი­სი საზ­რუ­ნა­ვი აქვს. მე­რამ­დე­ნედ უნდა "და­ვეს­ხათ თავს" ეს დევ­ნი­ლე­ბი?! ისი­ნიც ხომ ცოდ­ვე­ბი არი­ან? თუ მი­წის ფარ­თო­ბით დაგ­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეს და ცოტა თან­ხი­თაც დაგ­ვეხ­მარ­ნენ, ალ­ბათ ძა­ლი­ან ბევ­რი წავა ოჩამ­ჩი­რე­ში.

- ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ენ­გურს აქეთ გად­მოს­ვლა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

- არა. იყო სა­უ­ბა­რი ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ასე თქვეს, - დახ­მა­რე­ბას მხო­ლოდ ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ, ვინც ე.წ. სა­სა­ზღვრო ზოლ­ში მოხ­ვდა და სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით, აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას. ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ან თუნ­დაც სხვა ქვე­ყა­ნა­ში წავა სა­ცხოვ­რებ­ლად, ვე­რა­ნა­ირ კომ­პენ­სა­ცი­ას ვერ მი­ი­ღებ­სო...

- ვისი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ერ­ქვა იმ მო­ნაკ­ვეთს "სა­სა­ზღვრო ზოლი"?

- ეს აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი გან­სა­ზღვრე­ბაა და კარ­გა ხა­ნია, ამ ტე­რი­ტო­რი­ას ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ... ოჩამ­ჩი­რე­ში ახლა ყვე­ლა­ფე­რი ჩამ­კვდა­რია და იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ჩვე­ნი იქ ჩა­სახ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თან­და­თან შე­იც­ვლე­ბა სი­ტუ­ა­ცია, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა აღ­დგე­ბა ან ახ­ლი­დან შე­იქ­მნე­ბა... სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის კი­დევ ერთხელ შეც­ვლა ად­ვი­ლი არ არის, მაგ­რამ თუ არ­ჩე­ვა­ნი არ დაგ­ვი­ტო­ვეს, მოგ­ვი­წევს დავ­თან­ხმდეთ, რად­გან პი­რა­დად მე და ჩემ­მა ოჯახ­მა, უკვე ორ­ჯერ გა­მოვ­ცა­დეთ დევ­ნი­ლო­ბა და სხვის სახ­ლში ცხოვ­რე­ბა. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­თე­სა­ვე­ბის სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით და იმ­დე­ნად ცუ­დად ვგრძნობ­დი თავს, სი­ცო­ცხლე არ მინ­დო­და. ასე რომ, სხვი­სი არ ვიცი და მე და ჩემი შვი­ლე­ბი ისევ კარ­და­კარ სი­ა­რულს არ ვა­პი­რებთ.

- კი, მაგ­რამ ვიცი, რომ ენ­გურს აქეთ უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი ნა­თე­სა­ვი გყავთ.

- დიახ, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ გვაქვს. ჩემი და-ძმა ქარ­თულ სოფ­ლებ­ში ცხოვ­რობს და მა­თაც კი მოვ­წყდე­ბი. სწო­რედ ეს უნდა აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, რომ დავ­შორ­დეთ და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს... ოფი­ცი­ა­ლურ საშვს აი­ღებთ, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ვა­ლუ­ტით 6 ლა­რამ­დე ღირს და სა­ქარ­თვე­ლო­ში წახ­ვალ­თო.

- თქვეს, რომ რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში ტექ­ნი­კა გა­მოჩ­ნდა და მი­ტო­ვე­ბუ­ლი ნა­სახ­ლა­რე­ბის დან­გრე­ვას აპი­რე­ბენ. თქვენ­თან?..

- არა, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ აზომ­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს. რა­ღაც ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ტარ­დე­ბა სოფ­ლის გა­ნა­პი­რას, მაგ­რამ იქ და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი არ არის. ჯა­რის­კა­ცე­ბი მუ­შა­ობ­დნენ და გვი­თხრეს, - რა­ღა­ცას აშე­ნე­ბე­ნო.

გოჩა რა­ტი­ა­ნი, შს სა­მი­ნის­ტროს სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი:

- თუ გა­ლის რა­ი­ონ­ში ენ­გუ­რის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბას აყ­რი­ან, ქარ­თუ­ლი მხა­რე ამ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბის აღ­საკ­ვე­თად ყო­ველ­გვარ დიპ­ლო­მა­ტი­ურ გზას გა­მო­ი­ყე­ნებს. თუმ­ცა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ ეტაპ­ზე აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს და არც ადას­ტუ­რებს. ჩვენ თვალ­ყურს ვა­დევ­ნებთ იქ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ მიგ­ვი­ღია.

- რა მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია ქარ­თულ მხა­რეს პრე­ვენ­ცი­ის სა­ხით?

- ჩვენ გვექ­ნე­ბა მკაც­რი რე­აქ­ცია და ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა დიპ­ლო­მა­ტი­ურ გზა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბერ­კეტს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, რათა ეს არ და­ვუშ­ვათ.

შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი:

- ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის სის­წო­რე გა­და­ვა­მოწ­მეთ ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან - გა­ლის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან. ისი­ნი არ ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ტე­რი­ტო­რი­ის დაც­ლის თა­ო­ბა­ზე მათ­თვის ვინ­მეს მი­ე­მარ­თოს. ამ­დე­ნად, ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ დას­ტურ­დე­ბა, რომ სოფ­ლე­ბის აყრა იგეგ­მე­ბო­დეს.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ოჩამჩირეში ქართველების ჩასახლებით აფხაზები იქაურობის შეცვლას გეგმავენ

ოჩამჩირეში ქართველების ჩასახლებით აფხაზები იქაურობის შეცვლას გეგმავენ

"ძლივს გადავურჩით 90-იანი წლების ქართულ-აფხაზურ მოვლენებს. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ განმეორდა. კარგა ხანს მიტოვებული გვქონდა სახლ-კარი, ნათესავებს შევაფარეთ თავი, მაგრამ მთელი ცხოვრება სხვის სახლში ხომ ვერ გავატარებდით და როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდა, ისევ დავბრუნდით. ღამე, შემოვარდნების გვეშინოდა და ხან ბეღელში გვეძინა, ხანაც - ბოსელში. მერე თანდათან მოვერგეთ სიტუაციას... ვერ მივატოვეთ სახლი. გავუძელით, შევეგუეთ და როგორღაც დავრჩით. ახლა გვეუბნებიან, - უნდა წახვიდეთო... სად, - არ აკონკრეტებენ..." - ამბობს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მცხოვრები, 54 წლის ვალერი, რომლის თქმითაც, ადგილობრივი მოსახლეობა გასახლების შესახებ სიტყვიერად გააფრთხილეს.

გალის რაიონის ენგურის სანაპირო ზოლის მოსახლეობის მოსალოდნელი აყრის შესახებ, ინფორმაცია რამდენიმე წლის წინ გავრცელდა. მაშინ საუბარი იყო სასაფლაოების გაუქმებაზეც, რასაც გალელების დიდი პროტესტი მოჰყვა... ადგილობრივების თქმით, მაშინ ეს პროექტი დაუფინანსებლობის გამო ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად ინიციატივა რუსულ მხარეს ეკუთვნის და შესაბამისად, მათ მიერ უნდა დაფინანსდეს. იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა გალის ე.წ. საზღვრისპირა სოფლებია განთავსებული, რუსული სამხედროების ბაზები და მათი საცხოვრებელი აშენდება. აფხაზური მხარე მხოლოდ შუამავლის ფუნქციას შეითავსებს. მოსახლეობის ინფორმაციით, პროექტის მიზანი, საქართველოსა და აფხაზეთს შორის საზღვრის განმტკიცება და ოჩამჩირის რაიონის გამოცოცხლებაა, რომელიც აფხაზეთის ხელმძღვანელობისთვის დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება, როგორც ყველაზე აუთვისებელი, გაველურებული და ჩამკვდარი ტერიტორია... აი რას გვიყვებიან ადგილობრივები, გავრცელებული საფრთხის შესახებ:

მირიანი, 43 წლის, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი:

- ჩვენს სოფელში ყველაზე მეტი რუსი სამხედროა და დღითი დღე უფრო მეტ ტერიტორიას ითვისებენ. თავიდან გვიხაროდა კიდეც მათი გამოჩენა, რადგან შეიარაღებული აფხაზებისგან გვიცავდნენ და ცდილობდნენ, ჩვენი კეთილგანწყობა მოეპოვებინათ. მერე კი, თანდათან თავად გახდნენ საშიშნი, - ყველგან რუსული ტექნიკა დგას და ყოველდღე უფრო მეტი შემოჰყავთ. რამდენიმე ხნის წინ, სოფლის ხელმძღვანელობამ გამოგვიცხადა, - ცოტა ხანში აქაურობის დატოვება მოგიწევთო. მათივე თქმით, მუშავდება პროექტი, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, აფხაზეთის ხელმძღვანელობამ ოჩამჩირის გამოცოცხლებაზე უნდა იზრუნოს, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის ხელისუფლების, კონკრეტულად, თავდაცვის სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე, გალის რაიონში ისეთი ბაზა განათავსეს, საიდანაც აფხაზეთში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებს გააკონტროლებს.

- როგორც მივხვდი, გასახლების შემთხვევაში, ოჩამჩირეში მოგიწევთ ცხოვრება?..

- დიახ, ასეთი ინფორმაცია გავრცელდა. ოჩამჩირე მათთვის აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება. ადგილი, რომელიც არც სოფელია და არც ქალაქი, თავზე ხელაღებული კრიმინალების თავშესაფარია. ამბობენ, რომ გალში თხილისა და ციტრუსის ბიზნესი, ოჩამჩირელი კრიმინალების მიერ კონტროლდება. იქიდანვე იგეგმება აფხაზეთის დანარჩენ ქალაქებში განვითარებული ტურისტული ბიზნესის რეკეტი. ოჩამჩირელი ე.წ. ავტორიტეტები, აშკარად ნადირობენ რუს ბიზნესმენებზე და ყველანაირად ცდილობენ, მათ ფეხი არ მოიკიდონ, რაც რუსეთის ხელისუფლების გულისწყრომას იწვევს, რადგან ეჭვი აქვთ, რომ გავლენიანი აფხაზი კრიმინალები და ადგილობრივი ხელმძღვანელობა შეთანხმებულად მოქმედებენ... აი, ამ აწეწილი სიტუაციის დალაგება, აფხაზეთისა და რუსეთის ხელისუფლებას ჩვენი ხელით უნდა, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში დაცლილი ოჩამჩირე ჩვენ მიერ შეივსება და თანდათან განდევნიან კრიმინალს და მის გაკონტროლებას შეძლებენ. ოჩამჩირეს შეფარებულ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის, ქართველებიც არიან, რომლებსაც უფრო ფართო სანაცნობო წრე ჰყავთ და რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, აფხაზებთან ერთად მოქმედებენ. სოხუმსა და აფხაზეთის სხვა ქალაქებში, ბიზნესის კეთებით დაინტერესებულ უცხოელებს ეს ყველაზე მეტად აფერხებთ და აშინებთ... აფხაზეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თუ რუსეთის დახმარებით საქართველოსთან საზღვარს ჩაკეტავს, კრიმინალს თანდათან ალაგმავს. არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, - საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის ოჩამჩირეში ჩასახლების შემთხვევაში, ეს რაიონი ეკონომიკურად მალე ისეთივე ძლიერი გახდება, როგორც ახლა, მათი თქმით, გალია. ადგილობრივები სოფლის მეურნეობის პროდუქტს ზუგდიდის ბაზარზე კი არ გადმოვაპარებთ, ადგილობრივ ბაზარზე გავიტანთ, ეს აფხაზეთის ეკონომიკისთვის მომგებიანი იქნება.

ემა, 36 წლის, სოფელ საბერიოს მკვიდრი:

- ჩვენც გვითხრეს გასახლების შესახებ... გავრცელებული ინფორმაციით, ფულადი კომპენსაცია იქნება ან ალტერნატიული ფართობიო, მაგრამ არჩევანი თავად უნდა გავაკეთოთ თუ - არა, ეს არ უთქვამთ. უბრალოდ, გვითხრეს, შეეცადეთ, რუსული პასპორტები დროულად აიღოთო. არ ვიცი, რას გადავწყვეტთ, თუ გასახლება მოხდება, მაგრამ იძულებით თუ გაგვასახლეს, ვიცი, რომ რუსეთის მოქალაქეობას ძალიან ბევრი აიღებს პენსიის გამო. თუ ადამიანები მიწის გარეშე დარჩნენ, ახალი ცხოვრების დაწყებამდე არსებობა სჭირდებათ, მით უფრო, აფხაზეთში, სადაც ყველაფერი ძვირია. ამიტომ ცდილობს ხალხი, ზუგდიდში გადაპარვას, მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში, ძალიან ძვირი უჯდებათ.

- ე.წ. აფხაზი სამართალდამცველების მხრიდან, მათი დაკავების ფაქტებს გულისხმობთ?

- დიახ, ჩემი ორი მეზობელი ქალი, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ახლაც დაკავებული ჰყავთ. უკვე თვეზე მეტია, 2 ათას რუბლის ოდენობით ჯარიმის გადახდას სთხოვენ... ბოლო დროს ძალიან გართულდა და გამკაცრდა მიმოსვლა.

- რას აპირებთ?

- არ ვიცით... ენგურს გაღმა უამრავი ნათესავი მყავს, მაგრამ ახლა ყველას თავისი საზრუნავი აქვს. მერამდენედ უნდა "დავესხათ თავს" ეს დევნილები?! ისინიც ხომ ცოდვები არიან? თუ მიწის ფართობით დაგვაკმაყოფილეს და ცოტა თანხითაც დაგვეხმარნენ, ალბათ ძალიან ბევრი წავა ოჩამჩირეში.

- ფულადი კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, ენგურს აქეთ გადმოსვლაზე არ გიფიქრიათ?

- არა. იყო საუბარი ამის შესახებ, მაგრამ ასე თქვეს, - დახმარებას მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც ე.წ. სასაზღვრო ზოლში მოხვდა და საკუთარი სურვილით, აფხაზეთის ტერიტორიაზე გააგრძელებს ცხოვრებას. ვინც საქართველოში ან თუნდაც სხვა ქვეყანაში წავა საცხოვრებლად, ვერანაირ კომპენსაციას ვერ მიიღებსო...

- ვისი ინიციატივით დაერქვა იმ მონაკვეთს "სასაზღვრო ზოლი"?

- ეს აფხაზეთის ხელისუფლების მიერ დადგენილი განსაზღვრებაა და კარგა ხანია, ამ ტერიტორიას ასე მოიხსენიებენ... ოჩამჩირეში ახლა ყველაფერი ჩამკვდარია და იმედოვნებენ, რომ ჩვენი იქ ჩასახლების შემთხვევაში, თანდათან შეიცვლება სიტუაცია, ინფრასტრუქტურა აღდგება ან ახლიდან შეიქმნება... საცხოვრებელი ადგილის კიდევ ერთხელ შეცვლა ადვილი არ არის, მაგრამ თუ არჩევანი არ დაგვიტოვეს, მოგვიწევს დავთანხმდეთ, რადგან პირადად მე და ჩემმა ოჯახმა, უკვე ორჯერ გამოვცადეთ დევნილობა და სხვის სახლში ცხოვრება. ერთი წლის განმავლობაში ნათესავების სახლში ვცხოვრობდით და იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს, სიცოცხლე არ მინდო­და. ასე რომ, სხვისი არ ვიცი და მე და ჩემი შვილები ისევ კარდაკარ სიარულს არ ვაპირებთ.

- კი, მაგრამ ვიცი, რომ ენგურს აქეთ უამრავი ქართველი ნათესავი გყავთ.

- დიახ, მაგრამ უბრალოდ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩემი და-ძმა ქართულ სოფლებში ცხოვრობს და მათაც კი მოვწყდები. სწორედ ეს უნდა აფხაზეთის ხელმძღვანელობას, რომ დავშორდეთ დანარჩენ საქართველოს... ოფიციალურ საშვს აიღებთ, რომელიც ქართული ვალუტით 6 ლარამდე ღირს და საქართველოში წახვალთო.

- თქვეს, რომ რამდენიმე სოფელში ტექნიკა გამოჩნდა და მიტოვებული ნასახლარების დანგრევას აპირებენ. თქვენთან?..

- არა, ჯერჯერობით მხოლოდ აზომვითი სამუშაოები ჩაატარეს. ოფიციალურად არავის არაფერი უთქვამს. რაღაც ტექნიკური სამუშაოები ტარდება სოფლის განაპირას, მაგრამ იქ დასახლებული პუნქტი არ არის. ჯარისკაცები მუშაობდნენ და გვითხრეს, - რაღაცას აშენებენო.

გოჩა რატიანი, შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი:

- თუ გალის რაიონში ენგურის სანაპირო ზოლზე მოსახლეობას აყრიან, ქართული მხარე ამ უკანონო ქმედების აღსაკვეთად ყოველგვარ დიპლომატიურ გზას გამოიყენებს. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობს და არც ადასტურებს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იქ მიმდინარე მოვლენებს და ამის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია.

- რა მექანიზმის გამოყენება შეუძლია ქართულ მხარეს პრევენციის სახით?

- ჩვენ გვექნება მკაცრი რეაქცია და ვიმეორებ, ყველა დიპლომატიურ გზასა და საერთაშორისო ბერკეტს გამოვიყენებთ, რათა ეს არ დავუშვათ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი:

- ამ ინფორმაციის სისწორე გადავამოწმეთ ადგილობრივებთან - გალის რაიონის სოფლების მოსახლეობასთან. ისინი არ ადასტურებენ, რომ ტერიტორიის დაცლის თაობაზე მათთვის ვინმეს მიემართოს. ამდენად, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება, რომ სოფლების აყრა იგეგმებოდეს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?