ყვარლის საკრებულომ დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადააყენა

ყვარლის საკრებულომ დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადააყენა

ყვარლის საკრებულომ, დახურულ სხდომაზე გამგებელი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. გამგებლის მოვალეობას გამგებლის მოადგილე, მალხაზ ხიზანიშვილი შეასრულებს. ამის პარალელურად, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, დავით ქევხიშვილის და მასთან ერთად დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული. მას ბრალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ედება.

ქევხიშვილისა და 17 პირის დაკავების მიზეზებზე რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, დავით ქევხიშვილი და მისი მომხრეები "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დაუპირისპირდნენ და კვერცხები ესროლეს, მეორე ვერსიით კი, ქევხიშვილის თანამდებობიდან მოხსნით შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილია დაინტერესებული.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა