საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაციის მეორე ეტაპი დაიწყო
სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაციის მეორე ეტაპი დაიწყო

დო­ნეც­კის ოლ­ქის ქა­ლაქ სლა­ვი­ანსკში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის მე­ო­რე ეტა­პი და­ი­წყო, რომ­ლის მი­ზა­ნიც ტე­რო­რის­ტე­ბის დაბ­ლოკ­ვაა. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა სერ­გეი პა­შინ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

"გა­დავ­წყვი­ტეთ, სრუ­ლად დავბლო­კოთ სლა­ვი­ანსკი, რათა არ მივ­ცეთ სე­პა­რა­ტის­ტებს პო­ზი­ცი­ე­ბის გა­მაგ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სერ­გეი პა­შინ­სკიმ.

მი­სი­ვე თქმით, სე­პა­რა­ტის­ტებს პუნ­ქტე­ბი სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში და სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში აქვთ გან­თავ­სე­ბუ­ლი.

"არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კა არ არის. სლა­ვი­ანსკში კლა­სი­კუ­რი ტე­რო­რის­ტე­ბი მოქ­მე­დე­ბენ, რომ­ლე­ბიც ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის უკან იმა­ლე­ბი­ან", - აღ­ნიშ­ნა პა­შინ­სკიმ და დას­ძი­ნა, რომ ყვე­ლა ტე­რო­რის­ტი და­კა­ვე­ბუ­ლი და ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ამას­თან, 24 აპ­რილს სლა­ვი­ანსკში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ან­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი სამი ბლოკპოს­ტი გა­ა­ნად­გუ­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაციის მეორე ეტაპი დაიწყო

სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაციის მეორე ეტაპი დაიწყო

დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაციის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის მიზანიც ტერორისტების დაბლოკვაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პაშინსკიმ განაცხადა.

"გადავწყვიტეთ, სრულად დავბლოკოთ სლავიანსკი, რათა არ მივცეთ სეპარატისტებს პოზიციების გამაგრების საშუალება", - განაცხადა სერგეი პაშინსკიმ.

მისივე თქმით, სეპარატისტებს პუნქტები საბავშვო ბაღებში და საავადმყოფოებში აქვთ განთავსებული.

"არანაირი პოლიტიკა არ არის. სლავიანსკში კლასიკური ტერორისტები მოქმედებენ, რომლებიც ქალებისა და ბავშვების უკან იმალებიან", - აღნიშნა პაშინსკიმ და დასძინა, რომ ყველა ტერორისტი დაკავებული და ლიკვიდირებული იქნება.

ამასთან, 24 აპრილს სლავიანსკში ჩატარებული ანტერორისტული ოპერაციის შედეგად უკრაინულმა მხარემ უკანონო შეიარაღებული პირების მიერ დაკავებული სამი ბლოკპოსტი გაანადგურა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა