სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარემოვაჭრეების ბედი თბილისის ახალი მერის ხელშია
გარემოვაჭრეების ბედი თბილისის ახალი მერის ხელშია

1990-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, აღა­რა­ვის აკ­ვირ­ვებს ხალ­ხი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში ყი­დის ათას­გვარ ნივთს, სა­სუსნავს და მალ­ფუ­ჭე­ბად პრო­დუქ­ტებ­საც კი.

მარ­თა­ლია, პრო­დუქ­ცი­ის ასე­თი სა­ხით რე­ა­ლი­ზა­ცია ყო­ველ­გვარ ნორ­მებს სცდე­ბა, მაგ­რამ გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს მუშ­ტა­რი მა­ინც ჰყავთ და არც თუ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი. არც ამ ადა­მი­ა­ნებს და­უ­წყი­ათ ქუ­ჩა­ში ვაჭ­რო­ბა კარ­გი ცხოვ­რე­ბის გამო. მათი ამ­ბა­ვი გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით ჰგავს ერ­თმა­ნეთს: ერთ დროს კარ­გად ცხოვ­რობ­დნენ, სამ­სა­ხუ­რიც ჰქონ­დათ, მერე ქვე­ყა­ნა აი­რია, უმუ­შევ­რე­ბი დარ­ჩნენ და მათი ოჯა­ხის სა­არ­სე­ბო წყა­როდ გა­რე­ვაჭ­რო­ბა იქცა...

თბი­ლის­ში გა­რე­ვაჭ­რო­ბას თვით­მმარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი კრძა­ლავს, კა­ნონ­დამ­რღვე­ვებს კი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია აკონ­ტრო­ლებს. ამი­ტომ, დღემ­დე ხში­რად ნა­ხავთ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­გან "აწი­ო­კე­ბულ" გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს. მაგ­რამ, რო­გორც კი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია ტო­ვებს იქა­უ­რო­ბას, ისი­ნი ჯი­უ­ტად უბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ თა­ვი­ანთ "სა­მუ­შაო ად­გი­ლებს", რად­გან ბევ­რის­თვის ეს ერ­თა­დერ­თი სა­არ­სე­ბო წყა­როა.

ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორ თვე­ზე ნაკ­ლე­ბი­ღა რჩე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი იქ­ნე­ბა თბი­ლი­სის ახა­ლი მე­რის პო­ლი­ტი­კა გა­რე­ვაჭ­რო­ბის მი­მართ. მე­რო­ბის კან­დი­და­ტებს ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვად მი­აჩ­ნი­ათ და შე­სა­ბა­მი­სად, გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის ბედი ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბა.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, ზუ­რაბ აბა­ში­ძემ გვი­თხრა, ეს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ­მა თვით­მმარ­თვე­ლო­ბამ და ქა­ლა­ქის მე­რი­ამ უნდა გა­და­წყვი­ტოს:

-გა­რე­ვაჭ­რო­ბის პრობ­ლე­მა ჩვენ­ში დღემ­დე პრობ­ლე­მად რჩე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან. რომ ადგე და ჩვე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ერთი ხე­ლის მოს­მით აუკ­რძა­ლო, ეს კარ­გს არა­ფერს მოგ­ვი­ტანს. ვფიქ­რობ, რომ ამ სა­კი­თხის მო­წეს­რი­გე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა: რა­ღაც ფორ­მა უნდა შე­მუ­შავ­დეს იმი­სათ­ვის, რომ ეს ხალ­ხი ქუ­ჩებ­ში არ იყოს გა­მო­ფე­ნი­ლი. ეს­თე­ტი­კურ მხა­რეს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, გა­რე­ვაჭ­რო­ბა სა­სურ­ვე­ლი არ არის ეკო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. მა­გა­ლი­თად: მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ტე­ბის ქუ­ჩა­ში გა­ყიდ­ვა ნამ­დვი­ლად არ არის მი­სა­ღე­ბი და სა­სურ­ვე­ლი. იმე­დი მაქვს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი სა­კი­თხი, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბი­თაც თბი­ლი­სის ახა­ლი მერი იქ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი. მე თვი­თონ სამ­გო­რის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ვარ, სა­დაც ეს პრო­ბელ­მა საკ­მა­ოდ მწვა­ვედ დგას, გან­სა­კუთ­რე­ბით, ვარ­კე­თი­ლის ბაზ­რო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. რო­დე­საც გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის გაყ­ვა­ნის სა­შიშ­რო­ე­ბა დგე­ბო­და, ისი­ნი დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის მე მომ­მარ­თავ­დნენ. ცალ­კე ის ხალ­ხი ჩი­ო­და, ვინც შიგ­ნით, ბა­ზარ­ში ვაჭ­რობს: ხალ­ხი გა­რეთ უფრო ია­ფად ყი­დუ­ლობს ყვე­ლა­ფერს, რაც კო­მერ­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან გვა­ზა­რა­ლებ­სო... ერთი სი­ტყვით, გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­მნე­ბო­და. ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში დღე­საც იგი­ვე ვი­თა­რე­ბაა: გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბი ისევ დგა­ნან თა­ვიხ ად­გი­ლებ­ზე და ვაჭ­რო­ბენ. ჯერ­ჯე­რო­ბით ძნე­ლია თქმა, რო­გორ მოგ­ვარ­დე­ბა ეს სა­კი­თხი, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ გა­რე­ვაჭ­რო­ბის ბედი სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე ვერ გა­და­წყდე­ბა, ეს პრობ­ლე­მა მე­რი­ამ და ად­გი­ლობ­რივ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა უნდა მო­აგ­ვა­რონ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გარემოვაჭრეების ბედი თბილისის ახალი მერის ხელშია

გარემოვაჭრეების ბედი თბილისის ახალი მერის ხელშია

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, აღარავის აკვირვებს ხალხი, რომელიც ქუჩაში ყიდის ათასგვარ ნივთს, სასუსნავს და მალფუჭებად პროდუქტებსაც კი.

მართალია, პროდუქციის ასეთი სახით რეალიზაცია ყოველგვარ ნორმებს სცდება, მაგრამ გარემოვაჭრეებს მუშტარი მაინც ჰყავთ და არც თუ მცირერიცხოვანი. არც ამ ადამიანებს დაუწყიათ ქუჩაში ვაჭრობა კარგი ცხოვრების გამო. მათი ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს: ერთ დროს კარგად ცხოვრობდნენ, სამსახურიც ჰქონდათ, მერე ქვეყანა აირია, უმუშევრები დარჩნენ და მათი ოჯახის საარსებო წყაროდ გარევაჭრობა იქცა...

თბილისში გარევაჭრობას თვითმმართველობის შესახებ კანონი კრძალავს, კანონდამრღვევებს კი საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. ამიტომ, დღემდე ხშირად ნახავთ თბილისის ქუჩებში სამართალდამცავებისგან ”აწიოკებულ” გარემოვაჭრეებს. მაგრამ, როგორც კი საპატრულო პოლიცია ტოვებს იქაურობას, ისინი ჯიუტად უბრუნდებოდნენ თავიანთ ”სამუშაო ადგილებს”, რადგან ბევრისთვის ეს ერთადერთი საარსებო წყაროა.

ადგილობრივ არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლებიღა რჩება. საინტერესოა, როგორი იქნება თბილისის ახალი მერის პოლიტიკა გარევაჭრობის მიმართ. მერობის კანდიდატებს ამ საკითხზე საუბარი ნაადრევად მიაჩნიათ და შესაბამისად, გარემოვაჭრეების ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ გვითხრა, ეს მუნიციპალური პრობლემაა, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ქალაქის მერიამ უნდა გადაწყვიტოს:

-გარევაჭრობის პრობლემა ჩვენში დღემდე პრობლემად რჩება. ეს ადამიანები თვითდასაქმებულები არიან. რომ ადგე და ჩვეული საქმიანობა ერთი ხელის მოსმით აუკრძალო, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ვფიქრობ, რომ ამ საკითხის მოწესრიგება სახელმწიფოს ვალდებულებაა: რაღაც ფორმა უნდა შემუშავდეს იმისათვის, რომ ეს ხალხი ქუჩებში არ იყოს გამოფენილი. ესთეტიკურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, გარევაჭრობა სასურველი არ არის ეკოლოგიური თვალსაზრისით და ადამიანის ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება. მაგალითად: მალფუჭებადი პროდუქტების ქუჩაში გაყიდვა ნამდვილად არ არის მისაღები და სასურველი. იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომლის მოგვარებითაც თბილისის ახალი მერი იქნება დაკავებული. მე თვითონ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, სადაც ეს პრობელმა საკმაოდ მწვავედ დგას, განსაკუთრებით, ვარკეთილის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. როდესაც გარემოვაჭრეების გაყვანის საშიშროება დგებოდა, ისინი დახმარებისათვის მე მომმართავდნენ. ცალკე ის ხალხი ჩიოდა, ვინც შიგნით, ბაზარში ვაჭრობს: ხალხი გარეთ უფრო იაფად ყიდულობს ყველაფერს, რაც კომერციული თვალსაზრისით ძალიან გვაზარალებსო... ერთი სიტყვით, გამოუვალი მდგომარეობა იქმნებოდა. ქალაქის ქუჩებში დღესაც იგივე ვითარებაა: გარემოვაჭრეები ისევ დგანან თავიხ ადგილებზე და ვაჭრობენ. ჯერჯერობით ძნელია თქმა, როგორ მოგვარდება ეს საკითხი, თუმცა ფაქტია, რომ გარევაჭრობის ბედი საკანონმდებლო დონეზე ვერ გადაწყდება, ეს პრობლემა მერიამ და ადგილობრივმა ორგანოებმა უნდა მოაგვარონ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია