Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის დელფინარიუმში უკვე მესამე დელფინი დაიბადა
ბათუმის დელფინარიუმში უკვე მესამე დელფინი დაიბადა

ბა­თუ­მის დელ­ფი­ნა­რი­უმ­ში კი­დევ ერთი დელ­ფი­ნი და­ი­ბა­და. ამის შე­სა­ხებ დელ­ფი­ნა­რი­უ­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი "ფე­ის­ბუქ-გვერ­დი" იტყო­ბი­ნე­ბა.

"ჩვენს ერთ-ერთ ბი­ნა­დარს მეტ­სა­ხე­ლად "ცი­ცის" ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. პა­ტა­რას წონა და­ახ­ლო­ე­ბით 12 კი­ლოგ­რა­მი, ხოლო სიგ­რძე 75-80 სმ-ა.

გა­რე­მოს­თან ადაპ­ტა­ცი­ას დედა პა­ტა­რას პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან­ვე ას­წავ­ლის. და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე, ჰა­ე­რის პირ­ვე­ლი ჩა­სუნ­თქვი­სათ­ვის, დე­დამ შვი­ლი წყლის ზე­და­პირ­ზე ამო­ა­ცუ­რა. შემ­დეგ კი პა­ტა­რა დე­დის და მა­მის ("კა­კოს") შუ­ა­ში (ეს­კორ­ტის მსგავ­სად) სინ­ქრო­ნუ­ლად და­ცუ­რავ­და. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ ახალ­ბე­დამ დე­დის რძით კვე­ბა და­ი­წყო. ეს პრო­ცე­სი სა­ვა­რა­უ­დოდ 1 წელ­ზე მეტ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა. "ციცი" მზრუნ­ვე­ლი დე­დაა. მთელ დროს პა­ტა­რას მოვ­ლას უთ­მობს, თუმ­ცა დრო­დად­რო ახალ­შო­ბილს იმა­ვე აუ­ზის ბი­ნა­და­რი, "მაია" ზრუ­ნავს. ის აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბა "ცი­ცის" შვი­ლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ში.

ეს სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი 2014 წლის 13 აპ­რილს მოხ­და, ამი­ტო­მაც დელ­ფი­ნა­რი­უ­მე­ბი­სა და ზო­ო­პარ­კე­ბის მუ­შა­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბი­სა და წე­სე­ბის თა­ნახ­მად ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მხო­ლოდ და­ბა­დე­ბი­დან 10 დღის შემ­დეგ ეძ­ლე­ვა.

პა­ტა­რა დელ­ფი­ნის და­ბა­დე­ბამ­დე და გან­სა­კუთ­რე­ბით შემ­დეგ, მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი სა­არ­სე­ბო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, დელ­ფი­ნა­რი­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უკვე 15 დღეა რაც სა­გან­გე­ბო, 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ. დედა-შვი­ლის მყუდ­რო­ე­ბის დარ­ღვე­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის გამო ცვლი­ლე­ბე­ბია ასე­ვე შოუს ქრო­ნო­მეტ­რაჟ­შიც და თა­ვად პროგ­რა­მა­შიც. თუმ­ცა პა­ტა­რა დელ­ფი­ნის ნახ­ვას დელ­ფი­ნა­რი­უ­მის სტუმ­რე­ბი, სა­კა­რან­ტი­ნო პე­რი­ო­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, წარ­მოდ­გე­ნის დროს შეძ­ლე­ბენ.

ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებ­თან მი­ახ­ლო­ვე­ბულ სა­არ­სე­ბო გა­რე­მო­ში დელ­ფი­ნის და­ბა­დე­ბა არც თუ ისე ხში­რია. თუმ­ცა ბა­თუ­მის დელ­ფი­ნა­რი­უმ­ში მსგავ­სი შემ­თხვე­ვაა უკვე მე­სა­მედ და­ფიქ­სირ­და. ეს ფაქ­ტი კი იმის ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბაა, რომ დელ­ფი­ნა­რი­უ­მის ბი­ნად­რე­ბი, მოვ­ლი­სა და შე­ნახ­ვის თვალ­საზ­რი­სით იდე­ა­ლურ გა­რე­მო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, ყვე­ლა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ.

დელ­ფი­ნი აფა­ლი­ნა დელ­ფი­ნი­სებრთა ოჯა­ხის ზღვის ძუ­ძუმ­წო­ვა­რი ცხო­ვე­ლია. შე­ტა­ნი­ლია ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო კავ­ში­რის "წი­თელ ნუს­ხა­ში" (IUCN) და გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე მყო­ფი სა­ხე­ო­ბე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ კონ­ვენ­ცი­ის (CITES) II და­ნარ­თში", - აღ­ნიშ­ნუ­ლია "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ბათუმის დელფინარიუმში უკვე მესამე დელფინი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმში უკვე მესამე დელფინი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმში კიდევ ერთი დელფინი დაიბადა. ამის შესახებ დელფინარიუმის ოფიციალური "ფეისბუქ-გვერდი" იტყობინება.

"ჩვენს ერთ-ერთ ბინადარს მეტსახელად "ციცის" ქალიშვილი შეეძინა. პატარას წონა დაახლოებით 12 კილოგრამი, ხოლო სიგრძე 75-80 სმ-ა.

გარემოსთან ადაპტაციას დედა პატარას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის. დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. შემდეგ კი პატარა დედის და მამის ("კაკოს") შუაში (ესკორტის მსგავსად) სინქრონულად დაცურავდა. რამდენიმე საათის შემდეგ ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი სავარაუდოდ 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. "ციცი" მზრუნველი დედაა. მთელ დროს პატარას მოვლას უთმობს, თუმცა დროდადრო ახალშობილს იმავე აუზის ბინადარი, "მაია" ზრუნავს. ის აქტიურად ეხმარება "ციცის" შვილის მოვლა-პატრონობაში.

ეს სასიხარულო ამბავი 2014 წლის 13 აპრილს მოხდა, ამიტომაც დელფინარიუმებისა და ზოოპარკების მუშაობის საერთაშორისო ნორმებისა და წესების თანახმად ოფიციალური განცხადების გაკეთების უფლება ადმინისტრაციას მხოლოდ დაბადებიდან 10 დღის შემდეგ ეძლევა.

პატარა დელფინის დაბადებამდე და განსაკუთრებით შემდეგ, მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად, დელფინარიუმის თანამშრომლები უკვე 15 დღეა რაც საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. დედა-შვილის მყუდროების დარღვევის თავიდან აცილების გამო ცვლილებებია ასევე შოუს ქრონომეტრაჟშიც და თავად პროგრამაშიც. თუმცა პატარა დელფინის ნახვას დელფინარიუმის სტუმრები, საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ, წარმოდგენის დროს შეძლებენ.

ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. თუმცა ბათუმის დელფინარიუმში მსგავსი შემთხვევაა უკვე მესამედ დაფიქსირდა. ეს ფაქტი კი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ დელფინარიუმის ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ.

დელფინი აფალინა დელფინისებრთა ოჯახის ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველია. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის "წითელ ნუსხაში" (IUCN) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში", - აღნიშნულია "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს