Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ელის საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს - რეფორმის დეტალები
რა ბედი ელის საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს - რეფორმის დეტალები

მთავ­რო­ბა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის რე­ფორ­მი­რე­ბას იწყებს. სას­ჯელ­ზე შე­თან­ხმე­ბა, რო­გორც საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის ერთ-ერთი ფორ­მა, უქ­მდე­ბა. საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის ინ­სტი­ტუტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ და სხვა ცვლი­ლე­ბებს "სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსში" და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და და გან­სა­ხილ­ვე­ლად პარ­ლა­მენტს უკვე წა­რუდ­გი­ნა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს სას­ჯელ­ზე შე­თან­ხმე­ბის, რო­გორც საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის ფორ­მის გა­უქ­მე­ბას. საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ შე­თან­ხმე­ბა ბრალ­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ბრალ­დე­ბუ­ლი აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს და სას­ჯელ­ზე უთან­ხმდე­ბა პრო­კუ­რორს. პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, რომ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ან ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა.

კა­ნონ­ში შე­დის და­მა­ტე­ბი­თი ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც პრო­კუ­რორს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბი­სას მო­უ­წევს. სა­დღე­ი­სოდ, "სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სით" ეს ფაქ­ტო­რე­ბია: ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის სიმ­ძი­მე, ქმე­დე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო­ო­ბა და ბრა­ლე­უ­ლო­ბის ხა­რის­ხი. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას პრო­კუ­რორ­მა ასე­ვე უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს: სა­ხელ­მწი­ფოს სა­მარ­თლებ­რი­ვი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის და მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლის სიმ­ძი­მე, ბრა­ლე­უ­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­შიშ­რო­ე­ბა, და­ნა­შა­უ­ლის ხა­სი­ა­თი, ბრა­ლე­უ­ლო­ბის ხა­რის­ხი, ბრალ­დე­ბუ­ლის პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, ნა­სა­მარ­თლო­ბა, გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის მიზ­ნით ბრალ­დე­ბუ­ლის ქცე­ვა.

სი­ახ­ლეა საპ­რო­ცე­სო შე­თახ­მე­ბის ოქ­მის სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლი­რე­ბა. ოქმი უნდა ასა­ხავ­დეს ბრალ­დე­ბულ­სა და პრო­კუ­რორს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცესს. ის სრუ­ლად და დრო­უ­ლად უნდა იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი დაც­ვის მხა­რის­თვის და თან უნდა და­ერ­თოს სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნილ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ.

ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბის გა­რან­ტად კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს პირ­და­პირ მი­თი­თე­ბას იმა­ზე, რომ სა­სა­მარ­თლომ შე­ა­მოწ­მოს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გის, მათ შო­რის ნა­სა­მარ­თლო­ბის შე­სა­ხებ.

საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბის პრო­ცეს­ში იზ­რდე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მხა­რის უფ­ლე­ბე­ბი. სა­დღე­ი­სოდ, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბამ­დე, პრო­კუ­რო­რი ვალ­დე­ბუ­ლია, და­ზა­რა­ლე­ბულ­თან კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­როს და მას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნოს, თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად, პრო­კუ­რორ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, ან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის შე­უ­სა­ბა­მო სას­ჯე­ლი მო­ი­თხო­ვა, და­ზა­რა­ლე­ბულს მისი გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, და­ზა­რა­ლე­ბულ მხა­რეს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, და­ეს­წროს სა­სა­მარ­თლოს მიერ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის გან­ხილ­ვას და გა­მოთ­ქვას მო­საზ­რე­ბა მისი კა­ნო­ნი­ე­რე­ბის და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ. ამას­თან, და­ზა­რა­ლე­ბულს, თუ მას არ შე­უძ­ლია, ან არ სურს პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბა, შე­ეძ­ლე­ბა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის დამ­ტკი­ცე­ბამ­დე სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი მო­სა­მარ­თლეს წე­რი­ლო­ბით წა­რუდ­გი­ნოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა ბედი ელის საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს - რეფორმის დეტალები

რა ბედი ელის საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს - რეფორმის დეტალები

მთავრობა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმირებას იწყებს. სასჯელზე შეთანხმება, როგორც საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი ფორმა, უქმდება. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან დაკავშირებით ამ და სხვა ცვლილებებს "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს უკვე წარუდგინა.

კანონპროექტი ითვალისწინებს სასჯელზე შეთანხმების, როგორც საპროცესო შეთანხმების ფორმის გაუქმებას. საპროცესო შეთანხმების საფუძველი იქნება მხოლოდ შეთანხმება ბრალზე, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და სასჯელზე უთანხმდება პროკურორს. პროექტით გათვალისწინებულია, რომ საპროცესო შეთანხმების პირობა შეიძლება იყოს გამოძიებასთან თანამშრომლობა, ან ზიანის ანაზღაურება.

კანონში შედის დამატებითი ფაქტორები, რომლის გათვალისწინებაც პროკურორს საპროცესო შეთანხმების დადებისას მოუწევს. სადღეისოდ, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით" ეს ფაქტორებია: ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა და ბრალეულობის ხარისხი. პროექტის მიხედვით, გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორმა ასევე უნდა გაითვალისწინოს: სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, ჩადენილი დანაშაულის და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, ბრალეულის საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები, ნასამართლობა, გამოძიებასთან თანამშრომლობა, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ბრალდებულის ქცევა.

სიახლეა საპროცესო შეთახმების ოქმის საკანონმდებლო რეგულირება. ოქმი უნდა ასახავდეს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესს. ის სრულად და დროულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი დაცვის მხარისთვის და თან უნდა დაერთოს სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

ბრალდებულის ინფორმირებული თანხმობის გარანტად კანონპროექტი ითვალისწინებს პირდაპირ მითითებას იმაზე, რომ სასამართლომ შეამოწმოს ინფორმირებულია თუ არა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების ყველა სამართლებრივი შედეგის, მათ შორის ნასამართლობის შესახებ.

საპროცესო შეთანხმების დადების პროცესში იზრდება დაზარალებული მხარის უფლებები. სადღეისოდ, საპროცესო შეთანხმების დადებამდე, პროკურორი ვალდებულია, დაზარალებულთან კონსულტაცია გაიაროს და მას საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ შეატყობინოს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციის შედეგად, პროკურორმა დაზარალებულის ინტერესები არ გაითვალისწინა, ან საპროცესო შეთანხმებით დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის შეუსაბამო სასჯელი მოითხოვა, დაზარალებულს მისი გასაჩივრების უფლება არ აქვს. კანონპროექტის მიხედვით, დაზარალებულ მხარეს საშუალება ეძლევა, დაესწროს სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შუამდგომლობის განხილვას და გამოთქვას მოსაზრება მისი კანონიერების და სამართლიანობის შესახებ. ამასთან, დაზარალებულს, თუ მას არ შეუძლია, ან არ სურს პროცესზე დასწრება, შეეძლება საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე საკუთარი მოსაზრებები მოსამართლეს წერილობით წარუდგინოს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ