პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგზაურობა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში - რატომ და ვისთან ერთად იმყოფებოდა ნინო იოსელიანი ავღანეთში
მოგზაურობა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში - რატომ და ვისთან ერთად იმყოფებოდა ნინო იოსელიანი ავღანეთში

ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნე­ლი ბა­ტა­ლის­ტი მხატ­ვა­რი ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ცხოვ­რე­ბას სა­კუ­თარ ნა­ხა­ტებ­ში ასა­ხავს. ავ­გუს­ტო ფე­რერ-დელ­მა­უმ ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად თით­ქმის ერთი კვი­რა გა­ა­ტა­რა და 25 ჩა­ნა­ხა­ტიც გა­ა­კე­თა. მას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ეს­პა­ნე­ლი მწე­რა­ლი და გა­მომ­ცე­მე­ლი ლუ­კას მო­ლი­ნა, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის შე­სა­ხებ წიგ­ნის და­წე­რას აპი­რებს.

ცნო­ბილ ეს­პა­ნე­ლებს მეგ­ზუ­რო­ბა ნინო იო­სე­ლი­ან­მა გა­უ­წია, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტის კუ­რა­ტო­რი და ხელ­მძღვა­ნე­ლია. ისი­ნი ერ­თად იყ­ვნენ ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ბაზა ლე­ზერ­ნეკ­ზე, ასე­ვე ყან­და­ჰარ­სა და ქა­ბულ­ში.

პრო­ექ­ტის დე­ტა­ლე­ბი და ავ­ღა­ნეთ­ში მო­გა­ზუ­რო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა ნინო იო­სე­ლი­ან­მა ambebi.ge-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­აც­ნო.

- ნინო გა­ვი­გეთ, რომ ავ­ღა­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­დით, რა მიზ­ნით წახ­ვე­დით მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტილ­ში?

- ავ­ღა­ნეთ­ში თით­ქმის ერთი კვი­რა ვი­ყა­ვი. წა­ვე­დი ორ ეს­პა­ნელ­თან ერ­თად. მათ­გან ერთი არის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი მხატ­ვა­რი ავ­გუს­ტო ფე­რერ-დელ­მაუ. ის არის ბა­ტა­ლის­ტი და ხა­ტავს ომის თე­მებს. არის ევ­რო­პა­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მხატ­ვა­რი და მისი ნა­ხა­ტე­ბი გა­მო­ფე­ნი­ლია რო­გორც პრა­დოს მუ­ზე­უმ­ში, ასე­ვე აწყობს გა­მო­ფე­ნებს სხვა­დას­ხვა ცნო­ბილ მუ­ზე­უ­მებ­ში. მსოფ­ლი­ო­ში 15 ბა­ტა­ლის­ტი მხატ­ვა­რია და ევ­რო­პა­ში ერ­თა­დერ­თი ავ­გუს­ტოა, რო­მე­ლიც არის ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი. ავ­გუს­ტო ფე­რერ-დელ­მაუ სა­მე­ფო კა­რის პერ­სო­ნა­ლუ­რი მხატ­ვა­რია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია მე­ფის და­ხატ­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექტს და ჩვენს მი­ზანს - ავ­გუს­ტომ უნდა და­ხა­ტოს ქარ­თვე­ლი ჯა­რე­ბი ავ­ღა­ნეთ­ში - თუ რო­გორ მოქ­მე­დე­ბენ და რას აკე­თე­ბენ. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ჩვე­ნი იქ ყოფ­ნის დროს რე­ა­ლუ­რად შე­იქ­მნა 25 ჩა­ნა­ხა­ტი. შემ­დეგ კი გა­მო­ი­ცე­მა წიგ­ნი. მე­ო­რე ეს­პა­ნე­ლი, ვინც ჩვენ გვახ­ლდა, ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი და გა­მომ­ცე­მე­ლი ლუ­კას მო­ლი­ნაა. სწო­რედ ლუ­კა­სი და­წერს ის­ტო­რი­ას ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და მათი მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ ავ­ღა­ნეთ­ში.

გვინ­და ხალ­ხს გა­ვაც­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყავს საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ჯარი და ისი­ნი მსა­ხუ­რო­ბენ ავ­ღა­ნეთ­ში ამე­რი­კე­ლე­ბის გვერ­დით. ავ­გუს­ტოს უნდა, რომ ომი, ჯარი - ეს სუ­რა­თი თა­ვი­სი ხე­ლოვ­ნე­ბით და­ა­ნა­ხოს ხალ­ხს, გად­მოს­ცეს ეს კონ­ცეფ­ცია ხე­ლოვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ხალ­ხის­თვის ეს სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­დე­საც უყუ­რებ მის ნა­ხა­ტებს, იმ­დე­ნად ლა­მა­ზია და ისე­თი ენერ­გე­ტი­კა აქვს, რომ ყვე­ლას ძა­ლი­ან მოს­წონს.

გვინ­და, რომ სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა და წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია გავ­მარ­თოთ. შემ­დეგ კი იგი­ვე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში გა­კე­თე­დეს. მსოფ­ლი­ოს რომ მო­ივ­ლის ეს გა­მო­ფე­ნა, ნა­ხა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს დარ­ჩე­ბა. ავ­გუს­ტო ნა­ხა­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცემს. გვინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იქ­მნას სამ­ხედ­რო მუ­ზე­უ­მი, თუ ეს მო­ხერ­ხდე­ბა, იქ გა­მო­ი­ფი­ნე­ბა, ან რო­მე­ლი­მე მუ­ზე­უ­მის ერთ-ერთ ნა­წილ­ში გან­თავ­სდე­ბა.

- ნა­ხა­ტე­ბის და წიგ­ნის შექ­მნის იდეა რო­დის გაჩ­ნდა?

- ეს­პა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ზუ­რაბ პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლი მოხ­ვდა ავ­გუს­ტოს გა­მო­ფე­ნა­ზე. ავ­გუს­ტომ იგი­ვე პრო­ექ­ტი ეს­პა­ნურ ჯარ­ზე გა­ა­კე­თა, ის ორ­ჯერ იმ­ყო­ფე­ბო­და ავ­ღა­ნეთ­ში, და­ხა­ტა და შექ­მნა წიგ­ნი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. რო­დე­საც ზუ­რამ ნახა ეს ყვე­ლა­ფე­რი მად­რიდ­ში, შეს­თა­ვა­ზა ავ­გუს­ტოს, რომ იგი­ვე სა­ხის პრო­ექ­ტი გა­ე­კე­თე­ბი­ნა ქარ­თულ ჯარ­ზეც და ქარ­თუ­ლი ჯარი გა­ეც­ნო მსოფ­ლი­ოს­თვის.

- რო­გორც ვიცი, პირ­ვე­ლად იყა­ვი ავ­ღა­ნეთ­ში, რო­გო­რია პი­რა­დად შენი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი?

- დიახ, პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი და ეს იყო ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბა. თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლიო მოვ­ლი­ლი მაქვს, მაგ­რამ ეს იყო ჩემ­თვის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, რაც აქამ­დე არა­სო­დეს მი­ნა­ხავს და ვე­რა­სო­დეს ნა­ხავ, თუ ავ­ღა­ნეთ­ში არ წახ­ვე­დი. ეს არის სა­ერ­თოდ სხვა სამ­ყა­რო, სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა. ამ ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, მათ შო­რის თუ რა დიდი ფუნ­ქცია აკის­რია სა­ერ­თოდ ჯა­რის­კაცს, რამ­დე­ნად და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ისი­ნი, რო­გორ იცა­ვენ სამ­შობ­ლოს. ბევ­რი რამ სულ სხვა თვა­ლით და­ვი­ნა­ხე, რი­თაც ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- პრაქ­ტი­კუ­ლად მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტილ­ში გა­ა­ტა­რე თით­ქმის ერთი კვი­რა, არ გე­ში­ნო­და?

- თა­ვი­დან, რო­დე­საც შე­მომ­თა­ვა­ზეს წას­ვლა და ამის შე­სა­ხებ ვთქვი ჩემს მე­გობ­რებ­თან, მძაფ­რი რე­აქ­ცია მი­ვი­ღე, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ხომ არ გა­გიჟ­დიო. თუმ­ცა, რომ დავ­ფიქ­რდი, ჩემ­თვის ეს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და და იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი ში­შის ფაქ­ტო­რი გვერ­დზე დარ­ჩა.

ყვე­ლა­ფე­რი, რაც უკავ­შირ­დე­ბა სამ­ხედ­რო­ებს, ამე­რი­კა­შიც და ევ­რო­პა­შიც ძა­ლი­ან და­ფა­სე­ბუ­ლია. სა­ქარ­თვლო­ში არ არის ასე და ძა­ლი­ან მინ­და ყვე­ლამ, ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს პი­ა­რის, მარ­კე­ტინ­გის სფე­რო­ში, და­ვეხ­მა­როთ, რომ ეს დონე აი­წი­ოს და ეს ხალ­ხი და­ფას­დეს. ისი­ნი რომ არ იცავ­დნენ ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბას და არ იყ­ვნენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში, ღამე მშვი­დად ვერ და­ვი­ძი­ნებ­დით, ვერც მოდა გვექ­ნე­ბო­და გან­ვით­რე­ბუ­ლი, და ვერც ბევ­რი სხვა რამ, ამი­ტომ პირ­ველ რიგ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა და­ა­ფა­სოს ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი.

- მოდა ახ­სე­ნე, ავ­ღა­ნეთ­ში ამ კუ­თხი­თაც ხომ არ გაჩ­ნდა ახა­ლი იდე­ე­ბი?

- ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა ავ­ღა­ნუ­რი ბაზ­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო მო­წყო­ბი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის და ჩა­სუ­ლი ხალ­ხის­თვის. მათ აქვთ ბეწ­ვე­უ­ლი, რა­მაც და­მა­ინ­ტე­რე­სა. სა­მო­მავ­ლოდ ბეწ­ვის ქუ­დე­ბის და მუფ­ტე­ბის კო­ლექ­ცი­ას ვგეგ­მავთ მე და თა­მუ­ნა ინ­გო­როყ­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ციე ბეწ­ვე­ულს. შე­ვი­ძი­ნე ავ­ღა­ნუ­რი ნა­წარ­მიც. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ იყო იქ ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. ჩემი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ავ­ღა­ნე­თი სულ სხვა არის. რე­ა­ლუ­რად იქ ხომ სა­ო­მა­რი სი­ტუ­ა­ცი­აა და არა­ვინ ეძებს, რა მო­დაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ერ­თოდ სხვა გან­ზო­მი­ლე­ბაა, მა­თაც აქვთ ხელ­ნა­კე­თი და სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თე­ბი.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი, ambebi.ge

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მოგზაურობა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში - რატომ და ვისთან ერთად იმყოფებოდა ნინო იოსელიანი ავღანეთში

მოგზაურობა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში - რატომ და ვისთან ერთად იმყოფებოდა ნინო იოსელიანი ავღანეთში

ცნობილი ესპანელი ბატალისტი მხატვარი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ცხოვრებას საკუთარ ნახატებში ასახავს. ავგუსტო ფერერ-დელმაუმ ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად თითქმის ერთი კვირა გაატარა და 25 ჩანახატიც გააკეთა. მასთან ერთად იმყოფებოდა ესპანელი მწერალი და გამომცემელი ლუკას მოლინა, რომელიც ავღანეთში მოგზაურობისა და ქართველი ჯარისკაცების შესახებ წიგნის დაწერას აპირებს.

ცნობილ ესპანელებს მეგზურობა ნინო იოსელიანმა გაუწია, რომელიც ამ პროექტის კურატორი და ხელმძღვანელია. ისინი ერთად იყვნენ ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა ლეზერნეკზე, ასევე ყანდაჰარსა და ქაბულში.

პროექტის დეტალები და ავღანეთში მოგაზურობის ამსახველი ფოტომასალა ნინო იოსელიანმა ambebi.ge-ს ექსკლუზიურად გააცნო.

- ნინო გავიგეთ, რომ ავღანეთში იმყოფებოდით, რა მიზნით წახვედით მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში?

- ავღანეთში თითქმის ერთი კვირა ვიყავი. წავედი ორ ესპანელთან ერთად. მათგან ერთი არის ძალიან ცნობილი მხატვარი ავგუსტო ფერერ-დელმაუ. ის არის ბატალისტი და ხატავს ომის თემებს. არის ევროპაში აღიარებული მხატვარი და მისი ნახატები გამოფენილია როგორც პრადოს მუზეუმში, ასევე აწყობს გამოფენებს სხვადასხვა ცნობილ მუზეუმებში. მსოფლიოში 15 ბატალისტი მხატვარია და ევროპაში ერთადერთი ავგუსტოა, რომელიც არის ამ საზოგადოების წევრი. ავგუსტო ფერერ-დელმაუ სამეფო კარის პერსონალური მხატვარია, რომელსაც შეუძლია მეფის დახატვა. რაც შეეხება პროექტს და ჩვენს მიზანს - ავგუსტომ უნდა დახატოს ქართველი ჯარები ავღანეთში - თუ როგორ მოქმედებენ და რას აკეთებენ. ამ ყველაფერზე ჩვენი იქ ყოფნის დროს რეალურად შეიქმნა 25 ჩანახატი. შემდეგ კი გამოიცემა წიგნი. მეორე ესპანელი, ვინც ჩვენ გვახლდა, ცნობილი მწერალი და გამომცემელი ლუკას მოლინაა. სწორედ ლუკასი დაწერს ისტორიას ქართველი ჯარისკაცებისა და მათი მოგზაურობის შესახებ ავღანეთში.

გვინდა ხალხს გავაცნოთ, რომ საქართველოს ყავს საკმაოდ ძლიერი ჯარი და ისინი მსახურობენ ავღანეთში ამერიკელების გვერდით. ავგუსტოს უნდა, რომ ომი, ჯარი - ეს სურათი თავისი ხელოვნებით დაანახოს ხალხს, გადმოსცეს ეს კონცეფცია ხელოვნების საშუალებით. ხალხისთვის ეს საინტერესოა, როდესაც უყურებ მის ნახატებს, იმდენად ლამაზია და ისეთი ენერგეტიკა აქვს, რომ ყველას ძალიან მოსწონს.

გვინდა, რომ სექტემბრის ბოლოს საქართველოში ნახატების გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია გავმართოთ. შემდეგ კი იგივე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში გაკეთედეს. მსოფლიოს რომ მოივლის ეს გამოფენა, ნახატები საქართველოს დარჩება. ავგუსტო ნახატებს საქართველოს საჩუქრად გადასცემს. გვინდა, რომ საქართველოში შეიქმნას სამხედრო მუზეუმი, თუ ეს მოხერხდება, იქ გამოიფინება, ან რომელიმე მუზეუმის ერთ-ერთ ნაწილში განთავსდება.

- ნახატების და წიგნის შექმნის იდეა როდის გაჩნდა?

- ესპანეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი მოხვდა ავგუსტოს გამოფენაზე. ავგუსტომ იგივე პროექტი ესპანურ ჯარზე გააკეთა, ის ორჯერ იმყოფებოდა ავღანეთში, დახატა და შექმნა წიგნი, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იყიდება და ძალიან პოპულარულია. როდესაც ზურამ ნახა ეს ყველაფერი მადრიდში, შესთავაზა ავგუსტოს, რომ იგივე სახის პროექტი გაეკეთებინა ქართულ ჯარზეც და ქართული ჯარი გაეცნო მსოფლიოსთვის.

- როგორც ვიცი, პირველად იყავი ავღანეთში, როგორია პირადად შენი შთაბეჭდილებები?

- დიახ, პირველად ვიყავი და ეს იყო ჩემთვის საუკეთესო მოგზაურობა. თითქმის მთელი მსოფლიო მოვლილი მაქვს, მაგრამ ეს იყო ჩემთვის სრულიად განსხვავებული, რაც აქამდე არასოდეს მინახავს და ვერასოდეს ნახავ, თუ ავღანეთში არ წახვედი. ეს არის საერთოდ სხვა სამყარო, სხვა განზომილება. ამ ერთი კვირის მანძილზე ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინე, მათ შორის თუ რა დიდი ფუნქცია აკისრია საერთოდ ჯარისკაცს, რამდენად დადებითი ადამიანები არიან ისინი, როგორ იცავენ სამშობლოს. ბევრი რამ სულ სხვა თვალით დავინახე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ.

- პრაქტიკულად მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში გაატარე თითქმის ერთი კვირა, არ გეშინოდა?

- თავიდან, როდესაც შემომთავაზეს წასვლა და ამის შესახებ ვთქვი ჩემს მეგობრებთან, მძაფრი რეაქცია მივიღე, მეუბნებოდნენ,  ხომ არ გაგიჟდიო. თუმცა, რომ დავფიქრდი, ჩემთვის ეს დიდი გამოცდილება იქნებოდა და იმდენად საინტერესო, რომ ყველანაირი შიშის ფაქტორი გვერდზე დარჩა.

ყველაფერი, რაც უკავშირდება სამხედროებს, ამერიკაშიც და ევროპაშიც ძალიან დაფასებულია. საქართვლოში არ არის ასე და ძალიან მინდა ყველამ, ვისაც საშუალება გვაქვს პიარის, მარკეტინგის სფეროში, დავეხმაროთ, რომ ეს დონე აიწიოს და ეს ხალხი დაფასდეს. ისინი რომ არ იცავდნენ ჩვენს უსაფრთხოებას და არ იყვნენ ჩვენი ქვეყნის სამსახურში, ღამე მშვიდად ვერ დავიძინებდით, ვერც მოდა გვექნებოდა განვითრებული, და ვერც ბევრი სხვა რამ, ამიტომ პირველ რიგში საქართველოს საზოგადოებამ უნდა დააფასოს ქართველი ჯარისკაცი.

- მოდა ახსენე, ავღანეთში ამ კუთხითაც ხომ არ გაჩნდა ახალი იდეები?

- ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან დამაინტერესა ავღანური ბაზრის დათვალიერება, რომელიც ბაზის ტერიტორიაზე იყო მოწყობილი სამხედროებისთვის და ჩასული ხალხისთვის. მათ აქვთ ბეწვეული, რამაც დამაინტერესა. სამომავლოდ ბეწვის ქუდების და მუფტების კოლექციას ვგეგმავთ მე და თამუნა ინგოროყვა. აქედან გამომდინარე, ყურადღება მივაქციე ბეწვეულს. შევიძინე ავღანური ნაწარმიც. მაინტერესებდა, როგორ იყო იქ ეს ყველაფერი განვითარებული. ჩემი თვალით დანახული ავღანეთი სულ სხვა არის. რეალურად იქ ხომ საომარი სიტუაციაა და არავინ ეძებს, რა მოდაა. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ სხვა განზომილებაა, მათაც აქვთ ხელნაკეთი და საინტერესო ნივთები.

ნათია ლეშკაშელი, ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია