პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მოთხილამურე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს
ქართველი მოთხილამურე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

ქარ­თვე­ლი მო­თხი­ლა­მუ­რე ია­სონ აბ­რა­მაშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს. სპორ­ტსმე­ნი წლე­ბის წინ და­წყე­ბუ­ლი საქ­მის ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს. საქ­მე ეხე­ბა პარ­ლა­მენ­ტის წევრ გოგი თო­ფა­ძე­სა და ია­სონ აბ­რა­მიშ­ვი­ლის ოჯახს შო­რის არ­სე­ბულ და­ვას.

"ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, ჩემ­თვის რო­გორც სპორ­ტსმე­ნი­სათ­ვის ძალ­ზე დიდი პა­ტი­ვი იყო და არის ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, რო­გო­რიც ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დაა, მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის გან­ცხა­დე­ბით ოლიმ­პი­უ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ვის მომ­ტა­ნია კა­ცობ­რი­ო­ბი­სათ­ვის.

სა­ზო­გა­დოდ ცნო­ბი­ლია, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ორად იყო გა­ყო­ფი­ლი, რაც სპორ­ტსმე­ნი­სათ­ვის გარ­კვე­ულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ეს არ ყო­ფი­ლა ხე­ლის­შემ­შლე­ლი ჩემ­თვის, რო­გორც ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე სპორ­ტსმე­ნის­თვის, რომ შე­მარ­თე­ბა შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.

სამ­წუ­ხა­როა, რო­დე­საც სპორ­ტსმენს ოლიმ­პი­ა­და­ზე გამ­გზავ­რე­ბის დღეს სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზე უწევს სა­უ­ბა­რი. მე ოლიმ­პი­ა­დის წინ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, გოგი თო­ფა­ძის მიერ ჩემი და ჩემი ოჯა­ხის მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებ­ზე მი­წევ­და პა­სუ­ხის გა­ცე­მა.

ზუს­ტად, ჩემი ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­მოს­ვლის წინა დღე­ებ­ში გოგი თო­ფა­ძემ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს მის­ცა ცი­ლის­წა­მებ­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ.

ვახ­დენ ცი­ტი­რე­ბას მის ერთ-ერთ სა­გა­ზე­თო ინ­ტერ­ვი­უ­დან "ის (ია­სონ აბ­რა­მიშ­ვი­ლი) პა­სუ­ხის­გე­ბა­შია მი­ცე­მუ­ლი. მა­გის საქ­მე ძი­ე­ბა­შია. იმის გამო, რომ არა­ერ­თხელ მო­ი­ტყუა ტე­ლე­ე­თე­რით, მო­უ­წევს პა­სუ­ხის­გე­ბაც, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას ეგ ვე­ღარ წა­ი­ღებს, რად­გან მალე მო­ე­და­ვე­ბი­ან და პა­სუ­ხი უნდა აგოს."

მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს სი­მარ­თლე, კერ­ძოდ 2008 წლის 4 აგ­ვის­ტოს და ამა­ვე წლის 4 დე­კემ­ბერს სა­ნო­ტა­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­ყალ­ბე­ბის გზით პარ­ლა­მენ­ტარ­მა გოგი თო­ფა­ძემ და მის­მა ოჯახ­მა ჩემი და ჩემი ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბა მი­ი­სა­კუთ­რა (რისი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაც არ­სე­ბობს), აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და მხო­ლოდ 2012 წლის თე­ბერ­ვლის თვე­ში რა დრო­საც გან­ცხა­დე­ბით მივ­მარ­თე გა­მო­ძი­ე­ბას და მო­ვი­თხო­ვე ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს ის, რომ დღემ­დე გა­მო­ძი­ე­ბა უმოქ­მე­დო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ეს ყო­ვე­ლი­ვე კი გულს მტკენს, რად­გან დღემ­დე სან­თლით მი­წევს სა­მარ­თლის ძებ­ნა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ქართველი მოთხილამურე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

ქართველი მოთხილამურე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

ქართველი მოთხილამურე იასონ აბრამაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. სპორტსმენი წლების წინ დაწყებული საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. საქმე ეხება პარლამენტის წევრ გოგი თოფაძესა და იასონ აბრამიშვილის ოჯახს შორის არსებულ დავას.

"ბატონო ბიძინა, ჩემთვის როგორც სპორტსმენისათვის ძალზე დიდი პატივი იყო და არის ისეთ მნიშვნელოვან შეჯიბრში მონაწილეობის მიღება, როგორიც ზამთრის ოლიმპიადაა, მითუმეტეს, როდესაც ქვეყნის პირველი პირის განცხადებით ოლიმპიური სულისკვეთება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივის მომტანია კაცობრიობისათვის.

საზოგადოდ ცნობილია, რომ სამოქალაქო საზოგადოების აზრი სოჭის ოლიმპიადაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ორად იყო გაყოფილი, რაც სპორტსმენისათვის გარკვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, ეს არ ყოფილა ხელისშემშლელი ჩემთვის, როგორც ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენისთვის, რომ შემართება შემენარჩუნებინა.

სამწუხაროა, როდესაც სპორტსმენს ოლიმპიადაზე გამგზავრების დღეს საკუთარ პრობლემებზე უწევს საუბარი. მე ოლიმპიადის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის მიერ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე მიწევდა პასუხის გაცემა.

ზუსტად, ჩემი ოლიმპიადაზე გამოსვლის წინა დღეებში გოგი თოფაძემ მედიასაშუალებებს მისცა ცილისწამებლური ინტერვიუ.

ვახდენ ციტირებას მის ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუდან "ის (იასონ აბრამიშვილი) პასუხისგებაშია მიცემული. მაგის საქმე ძიებაშია. იმის გამო, რომ არაერთხელ მოიტყუა ტელეეთერით, მოუწევს პასუხისგებაც, საქართველოს დროშას ეგ ვეღარ წაიღებს, რადგან მალე მოედავებიან და პასუხი უნდა აგოს."

მინდა საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, კერძოდ 2008 წლის 4 აგვისტოს და ამავე წლის 4 დეკემბერს სანოტარო დოკუმენტაციის გაყალბების გზით პარლამენტარმა გოგი თოფაძემ და მისმა ოჯახმა ჩემი და ჩემი ოჯახის კუთვნილი ქონება მიისაკუთრა (რისი მტკიცებულებაც არსებობს), აღნიშნულის შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2012 წლის თებერვლის თვეში რა დროსაც განცხადებით მივმართე გამოძიებას და მოვითხოვე ობიექტური გამოძიების ჩატარება, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ დღემდე გამოძიება უმოქმედობით გამოირჩევა. ეს ყოველივე კი გულს მტკენს, რადგან დღემდე სანთლით მიწევს სამართლის ძებნა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია