საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთიდან რუსული ჯარის წარმომადგენლებმა სამი ადგილობრივი მკვიდრი გაიტაცეს. რუსუდან ხუროშვილი, ზეინაბ ხარხელი და ლალი ხუროშვილი ე.წ. მესაზღვრეებმა სოფლის განაპირას დააკავეს და ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაიყვანეს.
დაკავებულების ოჯახის წევრებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. შესაბამისად, ხარხელის და ხუროშვილების ამჟამინდელი ადგილსამყოფელი დაუზუსტებელია.