მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუიციდი - თანამედროვე საქართველოს გადაუჭრელი პრობლემა
სუიციდი - თანამედროვე საქართველოს გადაუჭრელი პრობლემა

23 აპ­რილს, ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რუ­ის­ში, 15 წლის ბიჭ­მა თავი ჩა­მო­იხ­რჩო. ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. თვით­მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თვის, ეს თვით­მკვლე­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა არ არის, ორ­მა­გად სამ­წუ­ხა­რო კი ისაა, რომ თვით­მკვლელ­თა ასა­კი, რო­გორც იტყვი­ან, გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და. სუ­ი­ცი­დი­სად­მი მიდ­რე­კი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უახ­ლო­ეს წარ­სულ­შიც არ ყო­ფი­ლა უცხო - კო­მუ­ნიზ­მის ნგრე­ვის, რთუ­ლი 90-ია­ნე­ბი­სა და ქვე­ყა­ნა­ში კა­პი­ტა­ლიზ­მის სწრა­ფი ტემ­პით დამ­კვიდ­რე­ბის შემ­დეგ, არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი "გა­ურ­ბო­და" უცხო და მკაცრ რე­ა­ლო­ბას, ძი­რი­თა­დად, შუ­ახ­ნის ან ასა­კო­ვა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ, რაც გა­სა­გე­ბი იყო ფსი­ქო­ლო­გე­ბის­თვის – მათი შე­ფა­სე­ბით, მა­მა­კა­ცებ­მა ფუნ­ქცია და­კარ­გეს, ოჯახს ვე­ღარ არ­ჩენ­დნენ, სი­დუ­ხ­ჭი­რე­ში ცხოვ­რე­ბას ვერ ეგუ­ე­ბოდ­ნენ, ფიქ­რობ­დნენ, ცოლ-შვილს მძი­მე ტვირ­თად ვაწ­ვე­ბი­თო და თავს იკ­ლავ­დნენ. დღეს რა ვი­თა­რე­ბაა და რო­გო­რია ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში სუ­ი­ცი­დის სტა­ტის­ტი­კა? "ვერ­სია" ფსი­ქი­ატრ გი­ორ­გი გე­ლე­იშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა მოგ­ვცა, რო­გორ ამო­ვიც­ნოთ გარ­შე­მომ­ყო­ფებ­ში პო­ტენ­ცი­უ­რი თვით­მკვლე­ლი.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში სუ­ი­ცი­დის სტა­ტის­ტი­კა?

- და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­მად­გენ­ლო­ბა­შია, შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტის­ტი­კა არ გა­აჩ­ნია, ამ მო­ნა­ცე­მებს მხო­ლოდ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აგ­რო­ვებს. 12 წე­ლია ფსი­ქი­ატ­რი­ა­ში ვმუ­შა­ობ და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, თივთმკვლე­ლო­ბით სი­ცო­ცხლე ჩემ­მა მხო­ლოდ ერ­თმა პა­ცი­ენ­ტმა და­ას­რუ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა ქა­ლებ­ში ორ­ჯერ უფრო ხში­რია, თავს უმე­ტე­სად მა­მა­კა­ცე­ბი იკ­ლა­ვენ - ხერ­ხი, რო­მელ­საც ქა­ლე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბის­თვის იყე­ნე­ბენ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მა­გა­ლი­თად, ქა­ლე­ბი უმე­ტე­სად აბებს სვა­მენ, ვე­ნებს იჭ­რი­ან... კა­ცე­ბი კი ია­რაღს ან ე.წ. 100-პრო­ცენ­ტი­ან მე­თოდს იყე­ნე­ბენ. ქა­ლის ბუ­ნე­ბა უფ­როა მიდ­რე­კი­ლი დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი ქცე­ვი­სად­მი და მი­მარ­თა­ვენ ხერ­ხებს, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად გა­რან­ტი­რე­ბულ სიკ­ვდილს გა­ნა­პი­რო­ბებს, კა­ცებს კი დე­მონ­სტრა­ტი­უ­ლო­ბა ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს.

- გა­მო­დის, სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა ერ­თგვა­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა­ცაა?

- სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბას თა­ვის მი­ზა­ნი აქვს. თუ ეს გა­მი­კე­თე ან პი­რი­ქით, თუ ამას არ გა­ა­კე­თებ, თა­ვის მოკ­ვლაც შე­მიძ­ლია - მსგავს ლო­გი­კას ჩხუ­ბის, გაბ­რა­ზე­ბის, წყე­ნი­სას ვა­წყდე­ბით... ადა­მი­ანს რა­ღა­ცის მიღ­წე­ვა დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად უნდა. ეს ერ­თგვა­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა მარ­თლა­ცაა, რა დრო­საც, შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს სულ არ ჰქონ­დეს გა­და­წყვე­ტი­ლი თვით­მკვლე­ლო­ბა, მაგ­რამ, სა­უ­ბე­დუ­როდ, ასე­თი შე­დე­გი დად­გეს.

- ბოლო დროს გახ­შირ­და სუ­ი­ცი­დის ფაქ­ტე­ბი?

- ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­თვის ჰქონ­დათ, უბ­რა­ლოდ, როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელს, ეს მე­ტად თვალ­სა­ჩი­ნოა და ბევ­რი შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც ადრე შე­იძ­ლე­ბა არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი­ყო, ახლა აღარ იმა­ლე­ბა. პრობ­ლე­მაა, რომ არ ხდე­ბა ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა, დრო­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნა და სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბა... 2004 წლი­დან სკო­ლებ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ არ­სე­ბობ­და ფსი­ქო­ლო­გის კა­ბი­ნე­ტი. ერთი წლის წინ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში კი გა­კეთ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი, მაგ­რამ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლებს. ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო, თუმ­ცა კარ­გია, რა­ღაც რომ და­ი­წყო. გა­მოვ­ლე­ნი­ლი პრობ­ლე­მის მკურ­ნა­ლო­ბა, როცა უკვე სა­ჭი­როა ფსი­ქი­ატ­რის დახ­მა­რე­ბა, მთლი­ა­ნად ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის მხრებ­ზეა, ბი­უ­ჯე­ტი კი წე­ლი­წად­ში სულ რა­ღაც 14 მი­ლი­ო­ნი ლარი გახ­ლავთ. სწო­რედ ამი­ტო­მაა დარ­ჩე­ნი­ლი რიგი რე­გი­ო­ნე­ბი, პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, ექი­მი­სა და ფსი­ქო­ლო­გის გა­რე­შე. შე­სა­ბა­მი­სად, ამ სპე­ცი­ფი­კუ­რი სერ­ვი­სის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბაც, ქვე­ნის მას­შტა­ბით, საკ­მა­ოდ და­ბა­ლია. პრობ­ლე­მაა ისიც, რომ სტიგ­მის გამო ადა­მი­ანს ურ­ჩევ­ნია, სპე­ცი­ა­ლის­ტის ნაც­ვლად, მი­ვი­დეს "ჯა­დო­ქარ­თან" ან ვინ­მესთნა, ვი­საც თით­ქოს კარ­გი რჩე­ვის მი­ცე­მა შე­უძ­ლია, ასეთ დროს კი მდგო­მა­რე­ო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად რთულ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნი რომც მი­ვი­დეს ფსი­ქო-ნევ­რო­ლო­გი­ურ დის­პან­სე­რამ­დე და ფსი­ქი­ატრთან გა­ი­ა­როს კონ­სულ­ტა­ცია, უმე­ტე­სად შე­იძ­ლე­ბა გა­ირ­კვეს, რომ ერთი ვი­ზი­ტი საკ­მა­რი­სი არ არის და ამ პრობ­ლე­მას სჭირ­დე­ბა სის­ტე­მა­ტუ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, წა­მა­ლი, გან­მე­ო­რე­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცია... ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც პა­ცი­ენ­ტებს ხში­რად არ აქვთ. ესაა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენთნა და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლია. ცალ­კე­უ­ლი კა­ბი­ნე­ტე­ბი­სა და წერ­ტი­ლო­ვა­ნი ჩა­რე­ვით კი პრობ­ლე­მა ვერ გა­და­იჭ­რე­ბა, მას ყუ­რა­დღე­ბა სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან უნდა მი­ექ­ცეს. ზო­გა­დად, სუ­ი­ცი­დი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა უმე­ტე­სად გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ან 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ახა­სი­ა­თებთ.

- თვით­მკვლე­ლო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი რა ნიშ­ნით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან?

- შე­საძ­ლე­ბე­ლია, სუ­ი­ციდ­თან საქ­მე სხვა­დას­ხვა ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მის დროს გვქონ­დეს... ხში­რად, ესაა ისე­თი ღრმა დეპ­რე­სია, როცა ადა­მი­ანს მი­აჩ­ნია, რომ მისი ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ ტან­ჯვაა და კარ­გი აღა­რა­ფე­რი მოხ­დე­ბა, ასეთ დროს ხსნას სიკ­ვდილ­ში ხე­დავს. თვით­მკვლე­ლო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვთ ასე­ვე მწვა­ვე ფსი­ქო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის დროს - ადა­მი­ა­ნებს უჩ­ნდე­ბათ და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი აზრი და გან­ცდა, თით­ქოს, თუ ფან­ჯა­რას გა­მო­ა­ღებ, ზე­წარს შე­მო­იხ­ვევ და გა­დახ­ტე­ბი, შე­იძ­ლე­ბა გაფ­რინ­დე... ამ დროს თა­ვის მოკ­ვლა არც აქვთ გან­ზრა­ხუ­ლი, მი­აჩ­ნი­ათ, რომ ან­გე­ლო­ზის მსგავ­სად, ფრე­ნა შე­უძ­ლი­ათ. სუ­ი­ცი­დის შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბა არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც - სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ. თვით­მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ტრავ­მა, რომ­ლის "გა­და­ხარ­შვაც" ადა­მი­ანს უჭირს. ამ დროს შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ფუჭ­დეს გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა და გა­უჩ­ნდეს გან­ცდა, თით­ქოს, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სა­ვა­ლი აღარ არ­სე­ბობს. ცუ­დია, რომ ომის შემ­დე­გაც კი, როცა პოსტტრავ­მუ­ლი აშ­ლი­ლო­ბე­ბი, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა საკ­მა­ოდ ხში­რი იყო, რო­გორც ჯა­რის­კა­ცებ­ში, ასე­ვე ზო­გა­დად, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, არ მახ­სენ­დე­ბა რა­ი­მე კვლე­ვა, რო­მე­ლიც იმ დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სუ­ი­ცი­დის რა­ო­დე­ნო­ბას და­ით­ვლი­და.

ანი ბე­ში­ტა­იშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სუიციდი - თანამედროვე საქართველოს გადაუჭრელი პრობლემა

სუიციდი - თანამედროვე საქართველოს გადაუჭრელი პრობლემა

23 აპრილს, ქარელის რაიონის სოფელ რუისში, 15 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. ქარელის რაიონული სამმართველოს პრესსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თვითმკვლელობის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. სამწუხაროდ, ქართული რეალობისთვის, ეს თვითმკვლელობის ერთადერთი შემთხვევა არ არის, ორმაგად სამწუხარო კი ისაა, რომ თვითმკვლელთა ასაკი, როგორც იტყვიან, გაახალგაზრდავდა. სუიციდისადმი მიდრეკილი ადამიანების რაოდენობის ზრდა საქართველოსთვის უახლოეს წარსულშიც არ ყოფილა უცხო - კომუნიზმის ნგრევის, რთული 90-იანებისა და ქვეყანაში კაპიტალიზმის სწრაფი ტემპით დამკვიდრების შემდეგ, არაერთი ადამიანი "გაურბოდა" უცხო და მკაცრ რეალობას, ძირითადად, შუახნის ან ასაკოვანი მამაკაცები ასრულებდნენ, რაც გასაგები იყო ფსიქოლოგებისთვის – მათი შეფასებით, მამაკაცებმა ფუნქცია დაკარგეს, ოჯახს ვეღარ არჩენდნენ, სიდუხჭირეში ცხოვრებას ვერ ეგუებოდნენ, ფიქრობდნენ, ცოლ-შვილს მძიმე ტვირთად ვაწვებითო და თავს იკლავდნენ. დღეს რა ვითარებაა და როგორია ჩვენ ქვეყანაში სუიციდის სტატისტიკა? "ვერსია" ფსიქიატრ გიორგი გელეიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც რამდენიმე რჩევა მოგვცა, როგორ ამოვიცნოთ გარშემომყოფებში პოტენციური თვითმკვლელი.

- ბატონო გიორგი, როგორია საქართველოში სუიციდის სტატისტიკა?

- დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს შემადგენლობაშია, შესაბამისი სტატისტიკა არ გააჩნია, ამ მონაცემებს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო აგროვებს. 12 წელია ფსიქიატრიაში ვმუშაობ და ამ ხნის განმავლობაში, თივთმკვლელობით სიცოცხლე ჩემმა მხოლოდ ერთმა პაციენტმა დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ სუიციდის მცდელობა ქალებში ორჯერ უფრო ხშირია, თავს უმეტესად მამაკაცები იკლავენ - ხერხი, რომელსაც ქალები და მამაკაცები თვითმკვლელობისთვის იყენებენ, განსხვავებულია. მაგალითად, ქალები უმეტესად აბებს სვამენ, ვენებს იჭრიან... კაცები კი იარაღს ან ე.წ. 100-პროცენტიან მეთოდს იყენებენ. ქალის ბუნება უფროა მიდრეკილი დემონსტრაციული ქცევისადმი და მიმართავენ ხერხებს, რომლებიც ნაკლებად გარანტირებულ სიკვდილს განაპირობებს, კაცებს კი დემონსტრატიულობა ნაკლებად ახასიათებს.

- გამოდის, სუიციდის მცდელობა ერთგვარი მანიპულაციის საშუალებაცაა?

- სუიციდის მცდელობას თავის მიზანი აქვს. თუ ეს გამიკეთე ან პირიქით, თუ ამას არ გააკეთებ, თავის მოკვლაც შემიძლია - მსგავს ლოგიკას ჩხუბის, გაბრაზების, წყენისას ვაწყდებით... ადამიანს რაღაცის მიღწევა დემონსტრაციულად უნდა. ეს ერთგვარი მანიპულაციის საშუალება მართლაცაა, რა დროსაც, შეიძლება ადამიანს სულ არ ჰქონდეს გადაწყვეტილი თვითმკვლელობა, მაგრამ, საუბედუროდ, ასეთი შედეგი დადგეს.

- ბოლო დროს გახშირდა სუიციდის ფაქტები?

- ფსიქიკური პრობლემები ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ, უბრალოდ, როცა საზოგადოება აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელს, ეს მეტად თვალსაჩინოა და ბევრი შემთხვევა, რომელიც ადრე შეიძლება არ გახმაურებულიყო, ახლა აღარ იმალება. პრობლემაა, რომ არ ხდება ფსიქიკური პრობლემების პროფილაქტიკა, დროული გამოვლენა და სწორი მკურნალობა... 2004 წლიდან სკოლებში, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა ფსიქოლოგის კაბინეტი. ერთი წლის წინ, განათლების სამინისტროში კი გაკეთდა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, მაგრამ სასწავლო დაწესებულებებს ვერ გააკონტროლებს. ინტენსიური მუშაობაა საჭირო, თუმცა კარგია, რაღაც რომ დაიწყო. გამოვლენილი პრობლემის მკურნალობა, როცა უკვე საჭიროა ფსიქიატრის დახმარება, მთლიანად ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მხრებზეა, ბიუჯეტი კი წელიწადში სულ რაღაც 14 მილიონი ლარი გახლავთ. სწორედ ამიტომაა დარჩენილი რიგი რეგიონები, პროფილაქტიკური დაწესებულებების, ექიმისა და ფსიქოლოგის გარეშე. შესაბამისად, ამ სპეციფიკური სერვისის ხელმისაწვდომობაც, ქვენის მასშტაბით, საკმაოდ დაბალია. პრობლემაა ისიც, რომ სტიგმის გამო ადამიანს ურჩევნია, სპეციალისტის ნაცვლად, მივიდეს "ჯადოქართან" ან ვინმესთნა, ვისაც თითქოს კარგი რჩევის მიცემა შეუძლია, ასეთ დროს კი მდგომარეობა აუცილებლად რთულდება. ადამიანი რომც მივიდეს ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერამდე და ფსიქიატრთან გაიაროს კონსულტაცია, უმეტესად შეიძლება გაირკვეს, რომ ერთი ვიზიტი საკმარისი არ არის და ამ პრობლემას სჭირდება სისტემატური მეთვალყურეობა, წამალი, განმეორებითი კონსულტაცია... ეს ყველაფერი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რაც პაციენტებს ხშირად არ აქვთ. ესაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენთნა დაურეგულირებელია. ცალკეული კაბინეტებისა და წერტილოვანი ჩარევით კი პრობლემა ვერ გადაიჭრება, მას ყურადღება სკოლის პერიოდიდან უნდა მიექცეს. ზოგადად, სუიციდისადმი მიდრეკილება უმეტესად გარდატეხის ასაკში ან 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ახასიათებთ.

- თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ადამიანები რა ნიშნით გამოირჩევიან?

- შესაძლებელია, სუიციდთან საქმე სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემის დროს გვქონდეს... ხშირად, ესაა ისეთი ღრმა დეპრესია, როცა ადამიანს მიაჩნია, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ ტანჯვაა და კარგი აღარაფერი მოხდება, ასეთ დროს ხსნას სიკვდილში ხედავს. თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება აქვთ ასევე მწვავე ფსიქოზური მდგომარეობის დროს - ადამიანებს უჩნდებათ დაახლოებით ისეთი აზრი და განცდა, თითქოს, თუ ფანჯარას გამოაღებ, ზეწარს შემოიხვევ და გადახტები, შეიძლება გაფრინდე... ამ დროს თავის მოკვლა არც აქვთ განზრახული, მიაჩნიათ, რომ ანგელოზის მსგავსად, ფრენა შეუძლიათ. სუიციდის შემთხვევები ხდება არაფხიზელ მდგომარეობაშიც - სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. თვითმკვლელობის მიზეზი შეიძლება გახდეს ტრავმა, რომლის "გადახარშვაც" ადამიანს უჭირს. ამ დროს შეიძლება გაუფუჭდეს გუნება-განწყობა და გაუჩნდეს განცდა, თითქოს, მდგომარეობიდან გამოსავალი აღარ არსებობს. ცუდია, რომ ომის შემდეგაც კი, როცა პოსტტრავმული აშლილობები, გუნება-განწყობის დაქვეითება საკმაოდ ხშირი იყო, როგორც ჯარისკაცებში, ასევე ზოგადად, მოსახლეობაში, არ მახსენდება რაიმე კვლევა, რომელიც იმ დროს საზოგადოებაში სუიციდის რაოდენობას დაითვლიდა.

ანი ბეშიტაიშვილი

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია