პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს ცოლი გაექცა" - ინტერვიუ, რომლის გამოც ვალერი გელაშვილი ლამის ცემით მოკლეს
"სააკაშვილს ცოლი გაექცა" - ინტერვიუ, რომლის გამოც ვალერი გელაშვილი ლამის ცემით მოკლეს

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი", 2005 წლის 29 ივ­ნი­სი

რამ­დე­ნი­მე თვეა, რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ რი­გებ­ში სულ უფრო მეტი ხალ­ხი ერ­თი­ან­დე­ბა. ორი დღის წინ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი იმ ფაქ­ტზე გა­კეთ­და, რომ "რეს­პუბ­ლი­კე­ლებს" რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი სახე შე­უ­ერ­თდა. მათ შო­რის, ბიზ­ნეს­მე­ნი ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი. "მე ჩემს ქვე­ყა­ნა­ზე გული შემ­ტკი­ვა და ასე­თი პრე­ზი­დენ­ტი არ მინ­და", - აცხა­დებს გე­ლაშ­ვი­ლი. პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ "რე­ზო­ნან­სი" უკვე რეს­პუბ­ლი­კელ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს ესა­უბ­რა.

"დღეს­დღე­ო­ბით რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ა­ზე მხო­ლოდ კარ­გის თქმა შე­მიძ­ლია და მინ­და, რომ ხვა­ლის­თვი­საც ასე­ვე კარ­გი მეს­მო­დეს, რო­გორც ჩემ­გან, ასე­ვე ხალ­ხის­გან.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა არის კარ­გი, რა პრინ­ცი­პი იყო მი­სა­ღე­ბი, ან არ იყო, ან აქამ­დე რა­ტომ არ გა­ერ­თი­ან­დით?

- სხვა­თა შო­რის, მე­ო­რე მოწ­ვე­ვის დე­პუ­ტა­ტი ვარ და არ­სად არ მივ­სულ­ვარ. ავ­დე­ქი და პირ­და­პირ, მე თვი­თონ, მი­ვე­დი. ამა­საც ხომ მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს? ე.ი. კარ­გი ყო­ფი­ლა და იმი­ტომ მი­ვე­დი, თო­რემ, ხომ იცით, ბიზ­ნე­სი­დან მო­სულ ადა­მი­ანს კარ­გი და ცუდი არ ეშ­ლე­ბა. კარ­გიც ვი­ცით, ცუ­დიც ვი­ცით, მხო­ლოდ და მხო­ლოდ კარ­გს ვე­ძებთ და ამი­ტომ კარგთან მი­ვე­დი. დამ­თავ­რდა.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რითი არ და­იმ­სა­ხუ­რა თქვე­ნი ნდო­ბა?

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ? თქვე­ნი აზ­რით, იმ­სა­ხუ­რებს რა­მეს? ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმ­სა­ხუ­რებს მხო­ლოდ ცუდს და ცუდს და კი­დევ მე­სა­მედ ცუდს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კარ­გი რითი უნდა და­იმ­სა­ხუ­როს?

- კონ­კრე­ტუ­ლად?

- კონ­კრე­ტუ­ლად ყვე­ლა­ნი ცუ­დე­ბი არი­ან. და­მი­სა­ხე­ლეთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კარ­გი ვინ არის და იმა­ზეც გე­ტყვით ცუდს. რა, "რე­ზო­ნან­სი" თვლის, რომ ვინ­მე კარ­გია?

- ჩვენ თქვე­ნი აზრი გვა­ინ­ტე­რე­სებს...

- მე ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა ცუ­დია. თქვენ ამ­ბობთ, რომ ვი­ღა­ცა მა­ინც კარ­გია.

- ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს, თქვე­ნი აზ­რით, ყვე­ლა ცუდი რა­ტომ არის?

- იმი­ტომ, რომ, სა­ერ­თოდ, კარ­გი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ. და­კონ­კრე­ტე­ბამ­დე თუ მი­ვალთ, მა­შინ კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა და­მი­სა­ხე­ლეთ და გე­ტყვით, რა­ტომ არის ცუდი.

- პრე­ზი­დენ­ტი არ მოგ­წონთ?

- პრე­ზი­დენ­ტი მომ­წონს თუ არა? რას ლა­პა­რა­კობთ, პრე­ზი­დენტს რომ ცოლი გა­ექ­ცე­ვა, რო­გორ ფიქ­რობთ, ის კარ­გი პრე­ზი­დენ­ტია?

- სა­ი­დან გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრე­ზი­დენტს ცოლი გა­ექ­ცა?

- მთე­ლი თბი­ლი­სი მა­გა­ზე ლა­პა­რა­კობს და თქვენ არა­ფე­რი იცით? წა­ვი­და და აღარ ჩა­მო­დის. რო­დე­საც ცოლ-ქმარს შო­რის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბაა, არ არ­სე­ბობს, რომ ამ­დე­ნი ხნით ასე უმი­ზე­ზოდ, ან მო­გო­ნი­ლი მი­ზე­ზით და­შორ­დნენ. 23 წე­ლია, მე­უღ­ლე მყავს და ათ დღე­ზე მეტ ხანს არ დავ­შო­რე­ბულ­ვარ. ოჯახ­ში მივ­დი­ვარ და ბავ­შვებ­თან მივ­დი­ვარ.

- ასეც რომ იყოს, მე­უღ­ლის გაქ­ცე­ვა პო­ლი­ტი­კას­თან რა შუ­ა­შია?

- ჯერ ერთი, ოჯა­ხი ყო­ველ­თვის დიდ როლს თა­მა­შობს. მე­ო­რეც, გა­ზეთ­მა თუ არ იცის, ქა­ლაქ­ში რას ამ­ბო­ბენ, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა სა­ი­დან უნდა იცო­დეს?

- ქა­ლაქ­ში იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ თქვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბის გამო ხართ გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი.

- ღმერ­თმა ნუ მი­მიყ­ვა­ნოს იქამ­დე, რომ მე ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სი არ მქონ­დეს.

- ე.ი. მარ­თა­ლია? რა­ტომ გა­უ­ნა­წყენ­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას?

- კონ­კრე­ტუ­ლად რას გუ­ლის­ხმობთ?

- სამ­თავ­რო­ბო რე­ზი­დენ­ცი­ის პრი­ვა­ტი­ზა­ცია გინ­დო­დათ?

- რო­გორ გე­კად­რე­ბათ. მე არა­ვი­თა­რი ინ­ტე­რე­სი არ მქო­ნია. მე ინ­ტე­რე­სი მქონ­და, რომ ჩემი სახ­ლი ამე­შე­ნე­ბი­ნა და ჩემი ოჯა­ხი შე­მე­სახ­ლე­ბი­ნა. თუ გნე­ბავთ, გაჩ­ვე­ნებთ. გა­სა­ღე­ბი უკვე ჩემ ხელ­თაა და დაც­ვის ბი­ჭე­ბიც გე­ტყვი­ან, ეს სახ­ლი ვი­სია.

- ეს სახ­ლი რო­დი­დან გაქვთ?

- მიწა 4-5 წლის წინ ვი­ყი­დე და მას მერე ვა­შე­ნებ. შარ­შან, სექ­ტემ­ბერ­ში, უკვე ოჯა­ხი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე და აქ ვა­პი­რებ­დით ცხოვ­რე­ბას. მაგ­რამ ეს ტე­რი­ტო­რია პრე­ზი­დენ­ტმა მო­ი­სურ­ვა და გე­ლაშ­ვილ­მა კი თა­ვი­სი ოჯა­ხის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი დათ­მო.

- რა­ტომ დათ­მეთ?

- სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის გამო. აქ სა­ხელ­მწი­ფო შე­ნო­ბა შენ­დე­ბო­და და და­სათ­მო­ბი იყო.

- ახ­ლაც დათ­მობ­დით?

- რომ მცოდ­ნო­და, ასე მო­მექ­ცე­ოდ­ნენ, არ დავ­თმობ­დი და ახ­ლაც აღარ ვა­პი­რებ დათ­მო­ბას. ხვა­ლი­დან უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ვა­ცხა­დებ, რომ ვყი­დი. აუქ­ცი­ო­ნის მო­წყო­ბა­საც ვა­პი­რებ. სა­წყი­სი ფასი ხუთი მი­ლი­ო­ნია. "რე­ზო­ნან­სი" თუ იყი­დის, მივ­ყი­დი, ვინც მეტს გა­და­იხ­დის, იმას მივ­ყი­დი.

- მთვა­რო­ბამ რომ გა­და­ი­ხა­დოს?

- რა პრობ­ლე­მაა. მე ისე­დაც პრი­ვი­ლე­გია მი­ვა­ნი­ჭე და წე­რი­ლი მივ­წე­რე, რომ ხუთ მი­ლი­ონს თუ გა­და­იხ­დი­ან, ხვალ­ვე შე­მიძ­ლია, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი მო­ვა­წე­რო.

- გა­მო­გეხ­მა­ურ­ნენ?

- პა­სუხს დღეს სა­ღა­მომ­დე ვე­ლო­დე­ბი. თუ არ უნ­დათ, აქუ­ცი­ო­ნი გა­ი­მარ­თე­ბა. ზა­ფხუ­ლის ბიზ­ნე­სის­თვის ცუდი პე­რი­ო­დია და აგ­ვის­ტოს ბო­ლოს უკვე გა­მო­ვა­ცხა­დებთ, რომ სახ­ლი აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­დე­ბა. ფასი, შე­საძ­ლოა, გა­ი­ზარ­დოს კი­დეც. რა­ღა­ცა იმის მი­ხედ­ვით ფა­სობს, რო­გორ ინ­ტე­რეს­ში ექ­ცე­ვა. ფა­სობს იმი­ტომ, რომ ჩემს სახ­ლში ცხოვ­რე­ბა გაგ­ლო­ე­ვას უნ­დო­და. და­დი­ო­და და ამოწ­მებ­და, რა მოს­წონ­და და რა არა. უნი­ტა­ზებ­საც კი ირ­ჩევ­და. რაც არ მო­ე­წო­ნა, შე­აც­ვლე­ვი­ნა.

- თქვენ ეს პი­რა­დად ნა­ხეთ თუ გი­თხრეს?

- ეს და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი და ამა­ზე თუ გინ­დათ, მოწ­მე­ებ­საც მო­ვიყ­ვან. ამ ქვე­ყა­ნა­ზე რა­ღა­ცა პრინ­ცი­პე­ბი ხომ არ­სე­ბობს? თუ ჩემს სახ­ლში პრე­ზი­დენ­ტი კი­ბე­ებ­ზე დარ­ბის და უკან გაგ­ლო­ე­ვა დას­დევს, ის ჩემი პრე­ზი­დენ­ტი არ არის. ამას ვა­ფიქ­სი­რებ. მე მას, რო­გორც ჩემს პრე­ზი­დენტს ვერ ვა­ღი­ა­რებ. პრე­ზი­დენ­ტი რომ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას ეხე­ბა და მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რესს არ იცავს ჩემ­თვის ის არ არ­სე­ბობს.

- ეს ფაქ­ტი კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ას რა­ტომ და­უ­კავ­შირ­და?

- კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცია სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს. მათ შე­მომ­თა­ვა­ზეს, რომ მე­ყი­და, მაგ­რამ რაში მჭირ­დე­ბა? ეს მკვდა­რი ობი­ექ­ტია. ვინც იყი­და, ურ­ჩევ­ნია, გა­დახ­დი­ლი 2 მი­ლი­ო­ნი და­კარ­გოს, ვიდ­რე ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში რა­ღა­ცა გა­ა­კე­თოს. ესე­ნი მა­რა­დი­ო­რე­ბი არი­ან.

- რო­მე­ლი მთავ­რო­ბა უფ­როა მა­რა­დი­ო­რი?

- ისი­ნი ხომ იყ­ვნენ და იყ­ვნენ. ესე­ნი უა­რე­სე­ბი არი­ან. მჯობ­ნის მჯობ­ნი არ და­ი­ლე­ვა, მაგ­რამ გა­აჩ­ნია, რაში. ესე­ნი უა­რე­სე­ბი არი­ან. ამათ ხელ­ში არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

- "ორ­თა­ჭა­ლის ტურ­ფა" მა­გი­ტომ არ შენ­დე­ბა?

- ამას ვა­შე­ნებ. რა პრობ­ლე­მაა. სექ­ტემ­ბერ­ში მშე­ნებ­ლო­ბა უკვე და­ი­წყე­ბა. შე­ვეც­დე­ბით, რომ ძა­ლი­ან მალე, 2-3 წელ­ში დას­რულ­დეს.

- ამა­შიც რომ შე­გი­შა­ლონ ხელი?

- რა, მერე? ხელი რომ შე­მი­შა­ლონ, ფულს ვერ ვი­შო­ვი? საჭ­მლის ფული, მან­ქა­ნის და ბენ­ზი­ნის ჩას­ხმის ფული მექ­ნე­ბა. შვი­ლებს რომ ვას­წავ­ლო, იმის ფუ­ლიც მექ­ნე­ბა. შე­უც­დო­მე­ლი ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ, კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ისე­თი პრე­ზი­დენ­ტი არ მინ­და, თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სებს რომ არ იცავს. მე ჩემს ქვე­ყა­ნა­ზე გული შემ­ტკი­ვა და ასე­თი პრე­ზი­დენ­ტი არ მინ­და.

- თქვე­ნი ინ­ტე­რე­სის დაც­ვას რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი მო­ა­ხერ­ხე­ბენ?

- მო­დით, ამ სა­კითხს ასე შევ­ხე­დოთ. ავი­ღოთ, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი მარ­ტო რას მო­ა­ხერ­ხებ­და? და­წყე­ბუ­ლი ხა­შუ­რის სა­კი­თხი­დან და ყვე­ლა იმ თე­მით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რისი გა­კე­თე­ბაც მინ­და. მე პი­რა­დად პრე­ზი­დენტს სამ­ჯერ ვუ­თხა­რი, რომ ხა­შუ­რის გამ­გე­ბელ­მა 900 ათა­სი ლარი სა­ღე­ბა­ვებ­ში ჩა­მო­წე­რა. იცით, რა მი­პა­სუ­ხა? მა­ინც მიშა ქა­რელს უნდა შე­ვე­კი­თხოო. ქა­რე­ლი ისე­თი ვინ არის? ეს ის კა­ცია, თბი­ლი­სის მა­ღა­ზი­ებ­ში 1200 დო­ლა­რი­ან ფეხ­საც­მე­ლებს ჩუ­მად ყი­დუ­ლობს და თვა­ლებს აქეთ-იქით აცე­ცებს, არა­ვინ მიც­ნო­სო. ამა­ზე რა­ტომ არ წერთ? სა­ქარ­თვე­ლო ადრე შე­ვარ­დნა­ძის იყო და დღეს სა­ა­კაშ­ვი­ლის და ქა­რე­ლის გახ­და? ყვე­ლას გე­უბ­ნე­ბით, ნა­გავ­ში ვზი­ვართ და ამას ვერა გრძნობთ. გე­უბ­ნე­ბით, რა­ღაც ინ­ტე­რე­სებს ნა­გავ­ში ეძებთ.

რუ­სი­კო მა­ჩა­ი­ძე

იხი­ლეთ | სას­ტი­კად ნა­ცე­მი ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი - სა­არ­ქი­ვო კად­რე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"სააკაშვილს ცოლი გაექცა" - ინტერვიუ, რომლის გამოც ვალერი გელაშვილი ლამის ცემით მოკლეს

"სააკაშვილს ცოლი გაექცა" - ინტერვიუ, რომლის გამოც ვალერი გელაშვილი ლამის ცემით მოკლეს

გაზეთი "რეზონანსი", 2005 წლის 29 ივნისი

რამდენიმე თვეა, რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ მათ რიგებში სულ უფრო მეტი ხალხი ერთიანდება. ორი დღის წინ განსაკუთრებული აქცენტი იმ ფაქტზე გაკეთდა, რომ "რესპუბლიკელებს" რამდენიმე ცნობილი სახე შეუერთდა. მათ შორის, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი. "მე ჩემს ქვეყანაზე გული შემტკივა და ასეთი პრეზიდენტი არ მინდა", - აცხადებს გელაშვილი. პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანების შესახებ "რეზონანსი" უკვე რესპუბლიკელ ვალერი გელაშვილს ესაუბრა.

"დღესდღეობით რესპუბლიკურ პარტიაზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია და მინდა, რომ ხვალისთვისაც ასევე კარგი მესმოდეს, როგორც ჩემგან, ასევე ხალხისგან.

- კონკრეტულად რა არის კარგი, რა პრინციპი იყო მისაღები, ან არ იყო, ან აქამდე რატომ არ გაერთიანდით?

- სხვათა შორის, მეორე მოწვევის დეპუტატი ვარ და არსად არ მივსულვარ. ავდექი და პირდაპირ, მე თვითონ, მივედი. ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს? ე.ი. კარგი ყოფილა და იმიტომ მივედი, თორემ, ხომ იცით, ბიზნესიდან მოსულ ადამიანს კარგი და ცუდი არ ეშლება. კარგიც ვიცით, ცუდიც ვიცით, მხოლოდ და მხოლოდ კარგს ვეძებთ და ამიტომ კარგთან მივედი. დამთავრდა.

- ხელისუფლებამ რითი არ დაიმსახურა თქვენი ნდობა?

- ხელისუფლებამ? თქვენი აზრით, იმსახურებს რამეს? ხელისუფლება იმსახურებს მხოლოდ ცუდს და ცუდს და კიდევ მესამედ ცუდს. ხელისუფლებამ კარგი რითი უნდა დაიმსახუროს?

- კონკრეტულად?

- კონკრეტულად ყველანი ცუდები არიან. დამისახელეთ, ხელისუფლებაში კარგი ვინ არის და იმაზეც გეტყვით ცუდს. რა, "რეზონანსი" თვლის, რომ ვინმე კარგია?

- ჩვენ თქვენი აზრი გვაინტერესებს...

- მე ვამბობ, რომ ყველა ცუდია. თქვენ ამბობთ, რომ ვიღაცა მაინც კარგია.

- ჩვენ გვაინტერესებს, თქვენი აზრით, ყველა ცუდი რატომ არის?

- იმიტომ, რომ, საერთოდ, კარგი არაფერი გაუკეთებიათ. დაკონკრეტებამდე თუ მივალთ, მაშინ კონკრეტული პიროვნება დამისახელეთ და გეტყვით, რატომ არის ცუდი.

- პრეზიდენტი არ მოგწონთ?

- პრეზიდენტი მომწონს თუ არა? რას ლაპარაკობთ, პრეზიდენტს რომ ცოლი გაექცევა, როგორ ფიქრობთ, ის კარგი პრეზიდენტია?

- საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს ცოლი გაექცა?

- მთელი თბილისი მაგაზე ლაპარაკობს და თქვენ არაფერი იცით? წავიდა და აღარ ჩამოდის. როდესაც ცოლ-ქმარს შორის კარგი ურთიერთობაა, არ არსებობს, რომ ამდენი ხნით ასე უმიზეზოდ, ან მოგონილი მიზეზით დაშორდნენ. 23 წელია, მეუღლე მყავს და ათ დღეზე მეტ ხანს არ დავშორებულვარ. ოჯახში მივდივარ და ბავშვებთან მივდივარ.

- ასეც რომ იყოს, მეუღლის გაქცევა პოლიტიკასთან რა შუაშია?

- ჯერ ერთი, ოჯახი ყოველთვის დიდ როლს თამაშობს. მეორეც, გაზეთმა თუ არ იცის, ქალაქში რას ამბობენ, ვალერი გელაშვილმა საიდან უნდა იცოდეს?

- ქალაქში იმასაც ამბობენ, რომ თქვენ ხელისუფლებაზე ბიზნესინტერესების გამო ხართ განაწყენებული.

- ღმერთმა ნუ მიმიყვანოს იქამდე, რომ მე ბიზნესინტერესი არ მქონდეს.

- ე.ი. მართალია? რატომ გაუნაწყენდით ხელისუფლებას?

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- სამთავრობო რეზიდენციის პრივატიზაცია გინდოდათ?

- როგორ გეკადრებათ. მე არავითარი ინტერესი არ მქონია. მე ინტერესი მქონდა, რომ ჩემი სახლი ამეშენებინა და ჩემი ოჯახი შემესახლებინა. თუ გნებავთ, გაჩვენებთ. გასაღები უკვე ჩემ ხელთაა და დაცვის ბიჭებიც გეტყვიან, ეს სახლი ვისია.

- ეს სახლი როდიდან გაქვთ?

- მიწა 4-5 წლის წინ ვიყიდე და მას მერე ვაშენებ. შარშან, სექტემბერში, უკვე ოჯახი ჩამოვიყვანე და აქ ვაპირებდით ცხოვრებას. მაგრამ ეს ტერიტორია პრეზიდენტმა მოისურვა და გელაშვილმა კი თავისი ოჯახის საცხოვრებელი დათმო.

- რატომ დათმეთ?

- სახელმწიფო ინტერესების გამო. აქ სახელმწიფო შენობა შენდებოდა და დასათმობი იყო.

- ახლაც დათმობდით?

- რომ მცოდნოდა, ასე მომექცეოდნენ, არ დავთმობდი და ახლაც აღარ ვაპირებ დათმობას. ხვალიდან უკვე ოფიციალურად გამოვაცხადებ, რომ ვყიდი. აუქციონის მოწყობასაც ვაპირებ. საწყისი ფასი ხუთი მილიონია. "რეზონანსი" თუ იყიდის, მივყიდი, ვინც მეტს გადაიხდის, იმას მივყიდი.

- მთვარობამ რომ გადაიხადოს?

- რა პრობლემაა. მე ისედაც პრივილეგია მივანიჭე და წერილი მივწერე, რომ ხუთ მილიონს თუ გადაიხდიან, ხვალვე შემიძლია, ხელშეკრულებას ხელი მოვაწერო.

- გამოგეხმაურნენ?

- პასუხს დღეს საღამომდე ველოდები. თუ არ უნდათ, აქუციონი გაიმართება. ზაფხულის ბიზნესისთვის ცუდი პერიოდია და აგვისტოს ბოლოს უკვე გამოვაცხადებთ, რომ სახლი აუქციონზე გაიყიდება. ფასი, შესაძლოა, გაიზარდოს კიდეც. რაღაცა იმის მიხედვით ფასობს, როგორ ინტერესში ექცევა. ფასობს იმიტომ, რომ ჩემს სახლში ცხოვრება გაგლოევას უნდოდა. დადიოდა და ამოწმებდა, რა მოსწონდა და რა არა. უნიტაზებსაც კი ირჩევდა. რაც არ მოეწონა, შეაცვლევინა.

- თქვენ ეს პირადად ნახეთ თუ გითხრეს?

- ეს დანამდვილებით ვიცი და ამაზე თუ გინდათ, მოწმეებსაც მოვიყვან. ამ ქვეყანაზე რაღაცა პრინციპები ხომ არსებობს? თუ ჩემს სახლში პრეზიდენტი კიბეებზე დარბის და უკან გაგლოევა დასდევს, ის ჩემი პრეზიდენტი არ არის. ამას ვაფიქსირებ. მე მას, როგორც ჩემს პრეზიდენტს ვერ ვაღიარებ. პრეზიდენტი რომ კერძო საკუთრებას ეხება და მოქალაქის ინტერესს არ იცავს ჩემთვის ის არ არსებობს.

- ეს ფაქტი კრწანისის რეზიდენციის პრივატიზაციას რატომ დაუკავშირდა?

- კრწანისის რეზიდენცია საერთოდ არ მაინტერესებს. მათ შემომთავაზეს, რომ მეყიდა, მაგრამ რაში მჭირდება? ეს მკვდარი ობიექტია. ვინც იყიდა, ურჩევნია, გადახდილი 2 მილიონი დაკარგოს, ვიდრე ამ ხელისუფლების ხელში რაღაცა გააკეთოს. ესენი მარადიორები არიან.

- რომელი მთავრობა უფროა მარადიორი?

- ისინი ხომ იყვნენ და იყვნენ. ესენი უარესები არიან. მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მაგრამ გააჩნია, რაში. ესენი უარესები არიან. ამათ ხელში არაფრის გაკეთება არ შეიძლება.

- "ორთაჭალის ტურფა" მაგიტომ არ შენდება?

- ამას ვაშენებ. რა პრობლემაა. სექტემბერში მშენებლობა უკვე დაიწყება. შევეცდებით, რომ ძალიან მალე, 2-3 წელში დასრულდეს.

- ამაშიც რომ შეგიშალონ ხელი?

- რა, მერე? ხელი რომ შემიშალონ, ფულს ვერ ვიშოვი? საჭმლის ფული, მანქანის და ბენზინის ჩასხმის ფული მექნება. შვილებს რომ ვასწავლო, იმის ფულიც მექნება. შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, ისეთი პრეზიდენტი არ მინდა, თავისი მოქალაქის ინტერესებს რომ არ იცავს. მე ჩემს ქვეყანაზე გული შემტკივა და ასეთი პრეზიდენტი არ მინდა.

- თქვენი ინტერესის დაცვას რესპუბლიკელები მოახერხებენ?

- მოდით, ამ საკითხს ასე შევხედოთ. ავიღოთ, ვალერი გელაშვილი მარტო რას მოახერხებდა? დაწყებული ხაშურის საკითხიდან და ყველა იმ თემით დამთავრებული, რისი გაკეთებაც მინდა. მე პირადად პრეზიდენტს სამჯერ ვუთხარი, რომ ხაშურის გამგებელმა 900 ათასი ლარი საღებავებში ჩამოწერა. იცით, რა მიპასუხა? მაინც მიშა ქარელს უნდა შევეკითხოო. ქარელი ისეთი ვინ არის? ეს ის კაცია, თბილისის მაღაზიებში 1200 დოლარიან ფეხსაცმელებს ჩუმად ყიდულობს და თვალებს აქეთ-იქით აცეცებს, არავინ მიცნოსო. ამაზე რატომ არ წერთ? საქართველო ადრე შევარდნაძის იყო და დღეს სააკაშვილის და ქარელის გახდა? ყველას გეუბნებით, ნაგავში ვზივართ და ამას ვერა გრძნობთ. გეუბნებით, რაღაც ინტერესებს ნაგავში ეძებთ.

რუსიკო მაჩაიძე

იხილეთ | სასტიკად ნაცემი ვალერი გელაშვილი - საარქივო კადრები

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები