საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - ჩვენ გადმოცემა გვაქვს, რომ ებრაელისგან დალოცვა, ღვთისგან დალოცვას ნიშნავს
ილია მეორე - ჩვენ გადმოცემა გვაქვს, რომ ებრაელისგან დალოცვა, ღვთისგან დალოცვას ნიშნავს

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­პატ­რი­არ­ქო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ის­რა­ე­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­დე­ონ სა­ა­რი მი­ი­ღო. შეხ­ვედ­რა სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი გაგ­რძელ­და.

რო­გორც მის­მა უწ­მი­დე­სო­ბამ აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ას და ქარ­თველ ხალ­ხს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო და ებ­რა­ე­ლი ხალ­ხი.

"ჩვენ გად­მო­ცე­მაც გვაქვს, რომ ებ­რა­ე­ლის­გან და­ლოც­ვა ღვთის­გან და­ლოც­ვას ნიშ­ნავს", - აღ­ნიშ­ნა ილია მე­ო­რემ და ებ­რა­ელ­თა დევ­ნი­სა და ჰო­ლო­კოს­ტის ხსე­ნე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით წუ­ხი­ლი გა­მოთ­ქვა, რომ იმ­ჟა­მად მსოფ­ლი­ომ ვერ შეძ­ლო დრო­უ­ლად შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა ნა­ცის­ტე­ბის მიერ მი­ლი­ო­ნო­ბით ებ­რა­ე­ლის დევ­ნა და წა­მე­ბა.

თა­ვის მხრივ, ის­რა­ე­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან ის­რა­ე­ლის მი­მართ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არის მი­ზე­ზი მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის და სწო­რედ ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ე­დო სა­ფუძ­ვლად მის მიერ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის რან­გში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბას.

ამას­თან, მი­ნის­ტრის თქმით, მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ა­ნი იყო, რომ სა­აღ­დგო­მოდ ქარ­თველ მორ­წმუ­ნე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქო­ნო­დათ ის­რა­ელ­ში უვი­ზოდ შე­სუ­ლიყ­ვნენ.

"ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ერე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა, ნდო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი თქვე­ნი უწ­მინ­დე­სო­ბის მი­მართ. ეს პა­ტი­ვის­ცე­მა და თქვე­ნი ღვაწ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღი­ა­რე­ბა დიდი ხა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გაც­და და ამი­ტომ მეც, რო­გორც ის­რა­ე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტი­ვად ვი­ღებ თქვენ­თან შეხ­ვედ­რას", - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა და მის უწ­მინ­დე­სო­ბას მზად­ყოფ­ნა აღუთ­ქვა, მისი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ხელი შე­უ­წყოს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ინ­ტე­რე­სებს ის­რა­ელ­ში.

პატ­რი­არ­ქმა მად­ლო­ბა მო­ახ­სე­ნა მი­ნისტრს გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის და­ფა­სე­ბის­თვის და გულ­თბი­ლი მო­კი­თხვის გა­და­ცე­მა სთხო­ვა ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­რი­სა და პრე­ზი­დენტ პე­რე­სის­თვის.

შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე, ხო­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი საბა (გი­გი­ბე­რია) და პატ­რი­არ­ქის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა ჟვა­ნია, ასე­ვე ის­რა­ე­ლის მხრი­დან - ელჩი იუ­ვალ ფუქ­სი და დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ილია მეორე - ჩვენ გადმოცემა გვაქვს, რომ ებრაელისგან დალოცვა, ღვთისგან დალოცვას ნიშნავს

ილია მეორე - ჩვენ გადმოცემა გვაქვს, რომ ებრაელისგან დალოცვა, ღვთისგან დალოცვას ნიშნავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო რეზიდენციაში ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი მიიღო. შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა.

როგორც მისმა უწმიდესობამ აღნიშნა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და ქართველ ხალხს განსაკუთრებულად უყვარს ისრაელის სახელმწიფო და ებრაელი ხალხი.

"ჩვენ გადმოცემაც გვაქვს, რომ ებრაელისგან დალოცვა ღვთისგან დალოცვას ნიშნავს", - აღნიშნა ილია მეორემ და ებრაელთა დევნისა და ჰოლოკოსტის ხსენების დღესთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა, რომ იმჟამად მსოფლიომ ვერ შეძლო დროულად შეეჩერებინა ნაცისტების მიერ მილიონობით ებრაელის დევნა და წამება.

თავის მხრივ, ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან ისრაელის მიმართ მეგობრული ურთიერთობა არის მიზეზი მისი საქართველოში ყოფნის და სწორედ ეს ურთიერთობები დაედო საფუძვლად მის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში საქართველოს მოქალაქეებისთვის დაჩქარებული წესით სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

ამასთან, მინისტრის თქმით, მისთვის მნიშვნელოანი იყო, რომ სააღდგომოდ ქართველ მორწმუნეებს შესაძლებლობა ჰქონოდათ ისრაელში უვიზოდ შესულიყვნენ.

"ჩემთვის ცნობილია ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები ერების განსაკუთრებული პატივისცემა, ნდობა და სიყვარული თქვენი უწმინდესობის მიმართ. ეს პატივისცემა და თქვენი ღვაწლის განსაკუთრებული აღიარება დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გაცდა და ამიტომ მეც, როგორც ისრაელის წარმომადგენელი, განსაკუთრებულ პატივად ვიღებ თქვენთან შეხვედრას", - განაცხადა მინისტრმა და მის უწმინდესობას მზადყოფნა აღუთქვა, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკლესიის ინტერესებს ისრაელში.

პატრიარქმა მადლობა მოახსენა მინისტრს გულისხმიერებისა და საქართველოს ეკლესიის დაფასებისთვის და გულთბილი მოკითხვის გადაცემა სთხოვა ისრაელის პრემიერ-მინისრისა და პრეზიდენტ პერესისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, ხონის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია) და პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია, ასევე ისრაელის მხრიდან - ელჩი იუვალ ფუქსი და დელეგაციის წევრები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია