მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო სილამაზისა და ტალანტის კონკურსის ქართველი წამყვანი
მსოფლიო სილამაზისა და ტალანტის კონკურსის ქართველი წამყვანი

ან­ტა­ლი­ა­ში, სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი - "მსოფ­ლიო მო­დე­ლი და ტა­ლან­ტი" ტარ­დე­ბა, რო­მელ­შიც 150 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს. მათ შო­რის - 4 ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა: Best Child of the World-ის 2 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი - მაგ­და ვა­ჩე­იშ­ვი­ლი, "მის ევ­რო­პე­ლის" "სა­უ­კე­თე­სო ფო­ტო­მო­დე­ლი" - მა­რი­ამ და­მე­ნია და ნინო გვე­ლე­სი­ა­ნი, რო­მე­ლიც "მის თი­ნე­ი­ჯე­რის" მსოფ­ლიო კონ­კურ­სში სა­უ­კე­თე­სო ტო­პხუ­თე­ულ­ში მოხ­ვდა...

სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "კატ­რი­ნის" 19 წლის ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი - თამ­თა ქენ­ქა­ძე კონ­კურ­სის წამ­ყვა­ნი იქ­ნე­ბა. ის მსოფ­ლიო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ში წარ­მა­ტე­ბით მო­ნა­წი­ლე­ობს და შე­სა­ბა­მი­სად, ამ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უკვე იც­ნო­ბენ. "კატ­რი­ნის" ხელ­მძღვა­ნელს, ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­დნენ და სთხო­ვეს, რომ "მის მსოფ­ლი­ოს სი­ლა­მა­ზი­სა და ტა­ლან­ტის" კონ­კურ­სის წამ­ყვა­ნი სწო­რედ თამ­თა ქენ­ქა­ძე ყო­ფი­ლი­ყო. მას ან­ტა­ლი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე ვე­სა­უბ­რე.

- გარ­და იმი­სა, რომ მო­დე­ლი ვარ, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სზე ვსწავ­ლობ. მსოფ­ლიო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზე წამ­ყვა­ნო­ბა ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- წამ­ყვა­ნო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გქო­ნია?

- ნა­ნი­კო ხა­ჩი­უ­რის და­სახ­მა­რებ­ლად გა­მარ­თულ საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ას ვუ­ძღვე­ბო­დი. მსოფ­ლიო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზე წამ­ყვა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ამი­ტომ ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია.

- კონ­კურსს რო­მელ ენა­ზე გა­უ­ძღვე­ბი?

- ინ­გლი­სუ­რად. კონ­კურ­სი სა­მე­ნო­ვა­ნი (თურ­ქუ­ლი, ინ­ლი­სუ­რი, რუ­სუ­ლი) იქ­ნე­ბა.

- ინ­გლი­სურ ენას კარ­გად ფლობ თუ და­მა­ტე­ბით მე­ცა­დი­ნე­ო­ბა დაგ­ჭირ­და?

- ინ­გლი­სურ სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. ასე რომ, ინ­გლი­სუ­რად სა­უ­ბა­რი არ მი­ჭირს - ნორ­მა­ლუ­რად ვფლობ, კონ­კურ­სის წაყ­ვა­ნას შევ­ძლებ.

- გული ხომ არ გწყდე­ბა, რად­გან წამ­ყვა­ნი იქ­ნე­ბი, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რომ ვერ შეძ­ლებ?

- სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში ჩემი სათ­ქმე­ლი უკვე ვთქვი: 2012 წელს სტამ­ბოლ­ში კონ­კურ­სის - "Best Model of the World" "სახე" გავ­ხდი, 2013 წელს კი პა­ნა­მა­ში "მის თი­ნე­ი­ჯე­რის" მსოფ­ლიო კონ­კურ­სზე - "სა­უ­კე­თე­სო თი­ნე­ი­ჯე­რი მო­დე­ლი"... ახ­ლა­ხან შე­ვი­ტყვე, რომ ქალ­ბა­ტონ ეკას სურს, მე­სა­მე კონ­კურ­სის­თვი­საც მო­მამ­ზა­დოს: ირ­ლან­დი­ა­ში "მის ევ­რო­პე­ლი" ტარ­დე­ბა, სა­დაც ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან გო­გო­ნე­ბის ტო­პა­თე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს. რო­გორც ჩანს, სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ზე "ჩემი სი­ტყვა" არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა (იცი­ნის).

- თურ­ქეთ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე ქარ­თველ კონ­კურ­სან­ტებს გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებ?

- ვინც მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან, უკვე გა­მოც­დი­ლი მო­დე­ლე­ბი არი­ან. რა თქმა უნდა, მათ გა­მოც­დი­ლე­ბას მეც ვუ­ზი­ა­რებ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, უკვე იცი­ან, კონ­კურ­სზე რო­გორ მო­იქ­ცნენ. თან, ქალ­ბა­ტო­ნი ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი მოგ­ვყვე­ბა, რო­მე­ლიც ბევ­რს გვა­რი­გებს.

- რო­გორ ახერ­ხებ, რომ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე? კარ­გი ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად რას აკე­თებ?

- რო­გორც ყვე­ლა ქალი, თავს მეც ვუვ­ლი. ყო­ველ­დღი­უ­რად მა­კი­აჟს არ ვი­კე­თებ. სპორ­ტუ­ლი სტი­ლის სა­მო­სი მიყ­ვარს. გა­მო­სას­ვლელ დღე­ებ­ში მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მე­ლებს ვიც­ვამ, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად ასე გა­მოპ­რან­ჭვა ვულ­გა­რუ­ლად მი­მაჩ­ნია. ყვე­ლა გო­გო­ნას ვურ­ჩევ, თავ­მდაბ­ლე­ბი იყ­ვნენ და მოხ­დე­ნი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ. ყო­ველ­დღე "მაღ­ლებ­ზე" და მოკ­ლე კა­ბით სი­ა­რუ­ლი ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. თუ ჩვე­ნე­ბა ან ფო­ტო­სე­სია არ მაქვს, თმას არც ვის­წო­რებ და არც ვიხ­ვევ. ბუ­ნებ­რი­ვად ხვე­უ­ლი თმა მაქვს. სხე­უ­ლის მოვ­ლას რაც შე­ე­ხე­ბა, "კატ­რი­ნის" მო­დე­ლე­ბი კვი­რა­ში სამ­ჯერ აუზ­ზე, ტრე­ნა­ჟო­რებ­ზე დავ­დი­ვართ. ყვე­ლას გვსურს, რომ მო­დე­ლებ­მა სა­კუ­თარ სხე­ულს მო­ვუ­ა­როთ, ფორ­მა­ში ვი­ყოთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, "მო­თხოვ­ნა­დე­ბი" არ ვიქ­ნე­ბით.

- მო­დე­ლო­ბი­სა და სწავ­ლის შე­თავ­სე­ბა არ გი­ჭირს?

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ე­ბი დი­ლას მაქვს. იქი­დან პირ­და­პირ სა­ვარ­ჯი­შოდ მივ­დი­ვარ. მარ­თა­ლია, დატ­ვირ­თუ­ლი ვარ, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად ბო­ლომ­დე უნდა და­ვი­ხარ­ჯოთ.

- კონ­კურ­სის­თვის ისე­თი­ვე დატ­ვირ­თვით ემ­ზა­დე­ბი, რო­გორც - კონ­კურ­სან­ტე­ბი?

- უფრო მე­ტა­დაც. კონ­კურ­სზე ჩვე­ნი ქვეყ­ნის სახე ვარ, ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტი უნდა გა­ვიც­ნო - სცე­ნა­ზე მხო­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გვარ-სა­ხე­ლებს ხომ არ გა­მო­ვა­ცხა­დებ?! ასე რომ, კონ­კურ­სში ჩარ­თვა მე უფრო მე­ტად მი­წევს, ვიდ­რე - კონ­კურ­სან­ტებს.

- უცხო­ე­ლებ­თან კონ­ტაქტს იო­ლად ამ­ყა­რებ?

- სა­ერ­თოდ, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. ამი­ტომ მგო­ნი, უცხო­ე­ლებ­თან კონ­ტაქ­ტიც არ გა­მი­ჭირ­დე­ბა.

- სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გვი­თხა­რი: სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ზე, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი რო­მე­ლი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან ხოლ­მე?

- "მის თი­ნე­ი­ჯერ­ზე" პუ­ერ­ტო-რი­კოს ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა ჰყავ­და, ასე­ვე - საფ­რან­გეთს... ვიცი, რომ წელს თურ­ქეთ­ში კონ­კურ­სან­ტე­ბის ძლი­ე­რი ნა­კა­დი (ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი) ჩა­მო­ვა. ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ, რომ მათ­თან კონ­ტაქ­ტი არ გა­მი­ჭირ­დე­ბა.

- ქარ­თველ მო­დე­ლებს ერ­თმა­ნეთ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- "კატ­რი­ნის" ყვე­ლა მო­დელს ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, რად­გან მოგ­ზა­უ­რო­ბა ხში­რად გვი­წევს. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ერ­თმა­ნეთს სა­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ვაძ­ლევთ შე­ნიშ­ვნებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კონ­კურ­სებ­ზე კონ­კუ­რენ­ცია ყო­ველ­თვის არის, მაგ­რამ "თავ­ში ჩარ­ტყმე­ბი" და "კა­ბე­ბის შე­მო­ხე­ვე­ბი" არ ხდე­ბა. შარ­შან­წინ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მარ­თულ მსოფ­ლიო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზე ერთ-ერთი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გო­გო­ნა სხვა კონ­კურ­სან­ტებს კა­ბებს ჰპა­რავ­და. გა­მი­მარ­თლა, რომ პი­რა­დად მე, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არა­სო­დეს აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ.

- ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში მუ­შა­ო­ბა რა გან­ხრით, რო­მელ სფე­რო­ში გინ­და?

- ტე­ლე­რა­დი­ოჟურ­ნა­ლის­ტი­კა მა­ინ­ტე­რე­სებს. შარ­შან, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში "მე­ცხრე არ­ხის" სტა­ჟი­ო­რი ვი­ყა­ვი: დი­ლის გა­და­ცე­მის­თვის სი­უ­ჟე­ტებს ვამ­ზა­დებ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ტე­ლე­ვი­ზია და­ი­ხუ­რა. ახლა ისე­თი დატ­ვირ­თუ­ლი ვარ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩაბ­მის­გან ჯერ­ჯე­რო­ბით თავს ვი­კა­ვებ. ცხა­დია, თა­ვი­დან­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ვერ ვიქ­ნე­ბი. ალ­ბათ მუ­შა­ო­ბას მო­დის სფე­როს გა­შუ­ქე­ბით და­ვი­წყებ, მაგ­რამ თუ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნო­ბას შე­მომ­თა­ვა­ზე­ბენ, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­თან­ხმდე­ბი - ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კა უფრო ეპა­ტა­ჟუ­რია.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

მსოფლიო სილამაზისა და ტალანტის კონკურსის ქართველი წამყვანი

მსოფლიო სილამაზისა და ტალანტის კონკურსის ქართველი წამყვანი

ანტალიაში, სილამაზის კონკურსი - "მსოფლიო მოდელი და ტალანტი" ტარდება, რომელშიც 150 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ შორის - 4 ქართველი გოგონა: Best Child of the World-ის 2 ნომინაციაში გამარჯვებული - მაგდა ვაჩეიშვილი, "მის ევროპელის" "საუკეთესო ფოტომოდელი" - მარიამ დამენია და ნინო გველესიანი, რომელიც "მის თინეიჯერის" მსოფლიო კონკურსში საუკეთესო ტოპხუთეულში მოხვდა...

სამოდელო სააგენტო "კატრინის" 19 წლის ქართველი მოდელი - თამთა ქენქაძე კონკურსის წამყვანი იქნება. ის მსოფლიო სილამაზის კონკურსებში წარმატებით მონაწილეობს და შესაბამისად, ამ სფეროს წარმომადგენლები უკვე იცნობენ. "კატრინის" ხელმძღვანელს, ეკა მგალობლიშვილს დაუკავშირდნენ და სთხოვეს, რომ "მის მსოფლიოს სილამაზისა და ტალანტის" კონკურსის წამყვანი სწორედ თამთა ქენქაძე ყოფილიყო. მას ანტალიაში გამგზავრებამდე ვესაუბრე.

- გარდა იმისა, რომ მოდელი ვარ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსზე ვსწავლობ. მსოფლიო სილამაზის კონკურსზე წამყვანობა ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- წამყვანობის გამოცდილება გქონია?

- ნანიკო ხაჩიურის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აქციას ვუძღვებოდი. მსოფლიო სილამაზის კონკურსზე წამყვანად საქართველოს წარმომადგენელი არასოდეს ყოფილა. ამიტომ ეს შემოთავაზება ჩემთვის დიდი პატივია.

- კონკურსს რომელ ენაზე გაუძღვები?

- ინგლისურად. კონკურსი სამენოვანი (თურქული, ინლისური, რუსული) იქნება.

- ინგლისურ ენას კარგად ფლობ თუ დამატებით მეცადინეობა დაგჭირდა?

- ინგლისურ სკოლაში დავდიოდი. ასე რომ, ინგლისურად საუბარი არ მიჭირს - ნორმალურად ვფლობ, კონკურსის წაყვანას შევძლებ.

- გული ხომ არ გწყდება, რადგან წამყვანი იქნები, კონკურსში მონაწილეობას რომ ვერ შეძლებ?

- სამოდელო სფეროში ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი: 2012 წელს სტამბოლში კონკურსის - "Best Model of the World" "სახე" გავხდი, 2013 წელს კი პანამაში "მის თინეიჯერის" მსოფლიო კონკურსზე - "საუკეთესო თინეიჯერი მოდელი"... ახლახან შევიტყვე, რომ ქალბატონ ეკას სურს, მესამე კონკურსისთვისაც მომამზადოს: ირლანდიაში "მის ევროპელი" ტარდება, სადაც ყველა ქვეყნიდან გოგონების ტოპათეული მონაწილეობს. როგორც ჩანს, სილამაზის კონკურსებზე "ჩემი სიტყვა" არ დასრულებულა (იცინის).

- თურქეთში გამგზავრებამდე ქართველ კონკურსანტებს გამოცდილებას უზიარებ?

- ვინც მიემგზავრებიან, უკვე გამოცდილი მოდელები არიან. რა თქმა უნდა, მათ გამოცდილებას მეც ვუზიარებ, მაგრამ ვფიქრობ, უკვე იციან, კონკურსზე როგორ მოიქცნენ. თან, ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი მოგვყვება, რომელიც ბევრს გვარიგებს.

- როგორ ახერხებ, რომ კარგად გამოიყურებოდე? კარგი ფორმის შესანარჩუნებლად რას აკეთებ?

- როგორც ყველა ქალი, თავს მეც ვუვლი. ყოველდღიურად მაკიაჟს არ ვიკეთებ. სპორტული სტილის სამოსი მიყვარს. გამოსასვლელ დღეებში მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამ, მაგრამ ყოველდღიურად ასე გამოპრანჭვა ვულგარულად მიმაჩნია. ყველა გოგონას ვურჩევ, თავმდაბლები იყვნენ და მოხდენილად გამოიყურებოდნენ. ყოველდღე "მაღლებზე" და მოკლე კაბით სიარული ჩემთვის მიუღებელია. თუ ჩვენება ან ფოტოსესია არ მაქვს, თმას არც ვისწორებ და არც ვიხვევ. ბუნებრივად ხვეული თმა მაქვს. სხეულის მოვლას რაც შეეხება, "კატრინის" მოდელები კვირაში სამჯერ აუზზე, ტრენაჟორებზე დავდივართ. ყველას გვსურს, რომ მოდელებმა საკუთარ სხეულს მოვუაროთ, ფორმაში ვიყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, "მოთხოვნადები" არ ვიქნებით.

- მოდელობისა და სწავლის შეთავსება არ გიჭირს?

- უნივერსიტეტში ლექციები დილას მაქვს. იქიდან პირდაპირ სავარჯიშოდ მივდივარ. მართალია, დატვირთული ვარ, მაგრამ წარმატების მისაღწევად ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.

- კონკურსისთვის ისეთივე დატვირთვით ემზადები, როგორც - კონკურსანტები?

- უფრო მეტადაც. კონკურსზე ჩვენი ქვეყნის სახე ვარ, ყველა კონკურსანტი უნდა გავიცნო - სცენაზე მხოლოდ მონაწილეების გვარ-სახელებს ხომ არ გამოვაცხადებ?! ასე რომ, კონკურსში ჩართვა მე უფრო მეტად მიწევს, ვიდრე - კონკურსანტებს.

- უცხოელებთან კონტაქტს იოლად ამყარებ?

- საერთოდ, კომუნიკაბელური ადამიანი ვარ. ამიტომ მგონი, უცხოელებთან კონტაქტიც არ გამიჭირდება.

- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი: სილამაზის კონკურსებზე, ყველაზე ძლიერი კონკურენტები რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან ხოლმე?

- "მის თინეიჯერზე" პუერტო-რიკოს ულამაზესი გოგონა ჰყავდა, ასევე - საფრანგეთს... ვიცი, რომ წელს თურქეთში კონკურსანტების ძლიერი ნაკადი (ჩამოყალიბებული, მოწესრიგებული ადამიანებით დაკომპლექტებული) ჩამოვა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მათთან კონტაქტი არ გამიჭირდება.

- ქართველ მოდელებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- "კატრინის" ყველა მოდელს ახ­ლო ურთიერთობა გვაქვს, რადგან მოგზაურობა ხშირად გვიწევს. საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთს სამოსთან დაკავშირებითაც ვაძ­ლევთ შენიშვნებს. რასაკვირველია, კონკურსებზე კონკურენცია ყოველთვის არის, მაგრამ "თავში ჩარტყმები" და "კაბების შემოხევები" არ ხდება. შარშანწინ საზღვარგარეთ გამართულ მსოფლიო სილამაზის კონკურსზე ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელი გოგონა სხვა კონკურსანტებს კაბებს ჰპარავდა. გამიმართლა, რომ პირადად მე, ასეთ სიტუაციაში არასოდეს აღმოვჩენილვარ.

- ჟურნალისტიკაში მუშაობა რა განხრით, რომელ სფეროში გინდა?

- ტელერადიოჟურნალისტიკა მაინტერესებს. შარშან, 6 თვის განმავლობაში "მეცხრე არხის" სტაჟიორი ვიყავი: დილის გადაცემისთვის სიუჟეტებს ვამზადებდი. სამწუხაროდ, ეს ტელევიზია დაიხურა. ახლა ისეთი დატვირთული ვარ, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში აქტიურად ჩაბმისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებ. ცხადია, თავიდანვე პოლიტიკური გადაცემის წამყვანი ვერ ვიქნები. ალბათ მუშაობას მოდის სფეროს გაშუქებით დავიწყებ, მაგრამ თუ პოლიტიკური გადაცემის წამყვანობას შემომთავაზებენ, აუცილებლად დავთანხმდები - ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა უფრო ეპატაჟურია.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება