მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მე-12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება
მე-12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება

სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მე-12 კლა­სე­ლე­ბის გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი 21 მა­ისს და­ი­წყე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის თქმით, მე-12 კლა­სე­ლებს ჯერ სკო­ლის გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევთ, რათა შემ­დგომ ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი ორ ნა­წი­ლად არის გა­ყო­ფი­ლი. მე-12 კლა­სე­ლე­ბი გა­მოც­დას ოთხ სა­გან­ში ჩა­ა­ბა­რე­ბენ - ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ის­ტო­რი­ა­ში, უცხო ენა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში.

მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მე-12 კლა­სე­ლე­ბის სა­გა­მოც­დო პე­რი­ო­დი 20 მა­ისს და­ი­წყე­ბა და 25 მა­ისს დას­რულ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, 20 მა­ისს მოს­წავ­ლე­ე­ბი კომ­პი­უ­ტერ­თან სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მას გა­ეც­ნო­ბი­ან და ივარ­ჯი­შე­ბენ. უშუ­ა­ლოდ გა­მოც­და 21 მა­ისს ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და­ი­წყე­ბა და ბოლო გა­მოც­და 24 მა­ისს მა­თე­მა­ტი­კა­ში იქ­ნე­ბა.

მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მოც­დებ­ზე იმ მე­თორ­მე­ტე კლა­სე­ლებ­საც იწ­ვე­ვენ, რომ­ლებ­მაც შე­მოდ­გო­მის სე­სი­ა­ზე რო­მე­ლი­მე სა­გან­ში ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა ვერ მო­ა­ხერ­ხეს და მათ ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ხე­ლახ­ლა ჩა­ა­ბა­რონ ამ სა­გან­ში გა­მოც­და.

ამას­თან, 25 მა­ისს იქ­ნე­ბა გა­მოც­და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მე-12 კლა­სე­ლე­ბის­თვის ქი­მი­ა­ში და იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­მაც ქი­მი­ა­ში ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხეს. მე­თერ­თმე­ტე კლა­სე­ლე­ბი­სათ­ვის სა­გა­მოც­დო პე­რი­ო­დი 25 მა­ისს დას­რულ­დე­ბა.

მი­მი­ნოშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მე-12 კლა­სე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა წელს უფრო ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე წინა წლებ­ში იყო და 38 000-ზე მეტს შე­ად­გენს.

მე-12 კლა­სე­ლებს სა­გა­მოც­დო მო­საწ­ვე­ვი ბა­რა­თე­ბი მა­ი­სის ბო­ლოს და­უ­რიგ­დე­ბათ. ბა­რა­თებ­ში გა­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა გან­რი­გი და დრო, თუ რო­დის უნდა ჩა­ა­ბა­რონ საგ­ნებ­ში გა­მოც­დე­ბი.

ამას­თან, მი­მი­ნოშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 36 500 აბი­ტუ­რი­ენ­ტი და მათი უმე­ტე­სო­ბა მე-12 კლა­სე­ლე­ბი არი­ან. გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა დას­ძი­ნა, რომ წელს საგ­ნებ­ში მე-12 კლა­სე­ლე­ბი­სათ­ვის ბა­რი­ე­რი შე­ად­გენს 5-დან 10 ბა­ლი­ან შკა­ლას და მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად სულ მცი­რე 5.5 ქულა უნდა მი­ი­ღონ, რათა გა­მოც­და დაძ­ლი­ონ.

მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა მე-12 კლა­სე­ლებს და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ მათი უმე­ტე­სო­ბა ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში მი­ი­ღებს შემ­დგომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ამას­თან, წელს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში 26 ივ­ნისს და­ი­წყე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მე-12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება

მე-12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება

საქართველოს მასშტაბით მე-12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება, - ამის შესახებ ერთიანი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაია მიმინოშვილის თქმით, მე-12 კლასელებს ჯერ სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება მოუწევთ, რათა შემდგომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა.

გამოსაშვები გამოცდები ორ ნაწილად არის გაყოფილი. მე-12 კლასელები გამოცდას ოთხ საგანში ჩააბარებენ - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში.

მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ მე-12 კლასელების საგამოცდო პერიოდი 20 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება.

მისივე თქმით, 20 მაისს მოსწავლეები კომპიუტერთან საგამოცდო პროგრამას გაეცნობიან და ივარჯიშებენ. უშუალოდ გამოცდა 21 მაისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაიწყება და ბოლო გამოცდა 24 მაისს მათემატიკაში იქნება.

მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ გამოცდებზე იმ მეთორმეტე კლასელებსაც იწვევენ, რომლებმაც შემოდგომის სესიაზე რომელიმე საგანში ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს და მათ ექნებათ შესაძლებლობა, ხელახლა ჩააბარონ ამ საგანში გამოცდა.

ამასთან, 25 მაისს იქნება გამოცდა არაქართულენოვანი სკოლების მე-12 კლასელებისთვის ქიმიაში და იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ქიმიაში ბარიერი ვერ გადალახეს. მეთერთმეტე კლასელებისათვის საგამოცდო პერიოდი 25 მაისს დასრულდება.

მიმინოშვილის განცხადებით, რეგისტრირებული მე-12 კლასელების რაოდენობა წელს უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში იყო და 38 000-ზე მეტს შეადგენს.

მე-12 კლასელებს საგამოცდო მოსაწვევი ბარათები მაისის ბოლოს დაურიგდებათ. ბარათებში გაწერილი იქნება განრიგი და დრო, თუ როდის უნდა ჩააბარონ საგნებში გამოცდები.

ამასთან, მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში დარეგისტრირებულია 36 500 აბიტურიენტი და მათი უმეტესობა მე-12 კლასელები არიან. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ წელს საგნებში მე-12 კლასელებისათვის ბარიერი შეადგენს 5-დან 10 ბალიან შკალას და მოსწავლეებმა გამოცდის ჩასაბარებლად სულ მცირე 5.5 ქულა უნდა მიიღონ, რათა გამოცდა დაძლიონ.

მაია მიმინოშვილმა წარმატება უსურვა მე-12 კლასელებს და იმედი გამოთქვა, რომ მათი უმეტესობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღებს შემდგომ მონაწილეობას.

ამასთან, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში 26 ივნისს დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია