მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეპორტაჟი "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი რეპეტიციიდან - რა ხდება კულისებში
რეპორტაჟი "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი რეპეტიციიდან - რა ხდება კულისებში

დღეს თბი­ლი­სის ცირ­კში სტარტს მე­გა­შოუ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" აი­ღებს. პრო­ექტს სულ 10 მო­ნა­წი­ლე ჰყავს. ისი­ნი დიდი მონ­დო­მე­ბით არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი შოუს მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში, რაც ცოტა ხნის წინ ცირ­კში მი­სუ­ლებ­მა სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხეთ, როცა პირ­ველ გე­ნე­რა­ლურ რე­პე­ტი­ცი­ას და­ვეს­წა­რით. ორი კვი­რაა, კონ­კურ­სან­ტე­ბი რე­პე­ტი­ცი­ებს გა­დი­ან და რო­გორც იტყვი­ან, ცეკ­ვის ან­ბანს ეუფ­ლე­ბი­ან. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ იმ­დენს ვარ­ჯი­შობს, რომ სხე­უ­ლის ყვე­ლა ნა­წი­ლი სტკი­ვა; რომ ძა­ლი­ან უნ­დათ კონ­კურ­სზე კარ­გად გა­მოს­ვლა; ამას­თან, ფსონს თო­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა­ზეც აკე­თებს.

თიკა ჯამ­ბუ­რია:

- ძა­ლი­ან მალე მოგ­ვიხ­და მო­ბი­ლი­ზე­ბა და მთე­ლი დღე­ე­ბია, ვმე­ცა­დი­ნე­ობთ. შე­მარ­თე­ბით ვარ, დღეს "სამ­ბა" უნდა ვი­ცეკ­ვო. მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­წყვი­ლე, რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, რო­მელ­საც დღეს ახ­ლოს გა­იც­ნობს მა­ყუ­რე­ბე­ლი. მას­ზე ამ­ბო­ბენ, თუ რატი იცეკ­ვებს, ის წყვი­ლი მო­ი­გებ­სო. ასე რომ, უნდა გა­ვი­მარ­ჯვოთ და ამი­ტომ, ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვა­კე­თო. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად მი­წევს ასე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე ცეკ­ვა და მინ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს.

- შო­უ­ზე რას იტყვი?

- ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შოუ იქ­ნე­ბა. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან.

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბა რომ მი­ი­ღე, მა­შინ­ვე და­თან­ხმდი?

- არა, რად­გან ცოტა დრო მქონ­და მო­სა­ფიქ­რებ­ლად. კი­დევ დიდ­ხანს რომ შევ­ყოვ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, უარს ვი­ტყო­დი. მოკ­ლედ, გავ­რის­კე...

- და რას მიხ­ვდი ამ მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ში?

- რომ ცეკ­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლი რამ ყო­ფი­ლა, სა­ოც­რად ვიღ­ლე­ბი; ამა­ვე დროს, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოც არის, რად­გა­ნაც ამ შოუს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უყუ­რებს. ჟი­უ­რი­ში კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი ზის, ცეკ­ვის ექ­სპერ­ტი, გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვი, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ მისი შე­ნიშ­ვნე­ბი არ და­ვიმ­სა­ხუ­როთ.

- შვი­ლი რას გე­უბ­ნე­ბა?

- რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე დამ­ყავს და რატი მოს­წონს. ამ­ბობს, ასე­თი ბიჭი მინ­და, რომ შე­მიყ­ვარ­დე­სო.

- რამ­დე­ნი წლის არის?

- მა­ის­ში სა­მის ხდე­ბა.

- რა­ღაც კარ­გად გაქვს აკ­რე­ფი­ლი და მგო­ნი, გა­მარ­ჯვე­ბა­საც უმიზ­ნებ.

- მივ­ხვდი, რომ რა­ღა­ცე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მომ­დის და რა­ტო­მაც არა, დიდ­ხანს მინ­და, რომ ამ პრო­ექ­ტში ვიყო.

გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე:

- ჩემი ამ პრო­ექ­ტში ჩარ­თვა ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვაა, - ნა­ზღა­ი­ძე ცეკ­ვავს, უკვე კარ­გია, არა? თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ი­ნა­ხავს არა სკან­და­ლურ ნა­ზღა­ი­ძეს, არა­მედ სულ სხვა­ნა­ირ გი­ორ­გის, ანუ რო­გორ ვცეკ­ვავ და რე­ა­ლუ­რად რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. ეს შოუ ხომ წარ­მო­ა­ჩენს პი­როვ­ნე­ბას ისე­თად, რო­გო­რიც არის. ახლა მეძ­ლე­ვა შან­სი, სა­კუ­თა­რი თავი წარ­მო­ვა­ჩი­ნო.

- რას აპი­რებ?

- პირ­ველ რიგ­ში მინ­და, რომ მაგ­რად ვი­ცეკ­ვო. თავს არ დავ­ზო­გავ. ყვე­ლას და გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემს მე­გობ­რებს თავი უნდა მო­ვა­წო­ნო და ჩემი ნა­მუ­შევ­რით სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვა­ნი­ჭო. მაგ­რამ მთა­ვა­რი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი მა­ინც ის არის, რომ კარ­გად ვი­ცეკ­ვო.

- და მო­ი­გო კი­დეც, ხომ?

- მოდი, აქ კი­თხვის ნი­შა­ნი დავ­სვათ... მაგ­რამ პრო­ექ­ტში თუ სამი თვე დავ­რჩი, მერე ალ­ბათ ამის სურ­ვი­ლიც გაჩ­ნდე­ბა. ისე, მთა­ვა­რია, რომ ჩემ­გან სი­ახ­ლე­ებს ელო­დე­ბი­ან. მგო­ნი, მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სო ვიქ­ნე­ბი. დღეს "ვე­ნურ ვალსს" ვცეკ­ვავ, ოღონდ, ცოტა თა­ნა­მედ­რო­ვე ილე­თე­ბით. სა­ზო­გა­დო­ე­ბას რომ უფრო მეტი ემო­ცია მი­ვა­ნი­ჭო. ჩემი პარტნი­ო­რია ნას­ტია, მშვე­ნი­ე­რი უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნა. უსაყ­ვარ­ლე­სი და თბი­ლი, მიძ­ლებს.

- ე.ი. მორ­ჩი­ლი მო­წა­ფე ხარ?

- ეს ჩემი სფე­რო არ არის და აბა, რა ვქნა? ოღონდ, ვარ­ჯი­შის­გან ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვა. გუ­შინ მე­ო­რე ცეკ­ვის რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე გა­და­ვე­დით, ანუ უკვე თე­ძო­ე­ბის ამოგ­დე­ბას ვი­წყებ (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

ლალი ფა­ცია, ambebi.ge

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

რეპორტაჟი "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი რეპეტიციიდან - რა ხდება კულისებში

რეპორტაჟი "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი რეპეტიციიდან - რა ხდება კულისებში

დღეს თბილისის ცირკში სტარტს მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები" აიღებს. პროექტს სულ 10 მონაწილე ჰყავს. ისინი დიდი მონდომებით არიან ჩართულები შოუს მომზადების პროცესში, რაც ცოტა ხნის წინ ცირკში მისულებმა საკუთარი თვალით ვნახეთ, როცა პირველ გენერალურ რეპეტიციას დავესწარით. ორი კვირაა, კონკურსანტები რეპეტიციებს გადიან და როგორც იტყვიან, ცეკვის ანბანს ეუფლებიან. თითოეული მათგანი აღნიშნავს, რომ იმდენს ვარჯიშობს, რომ სხეულის ყველა ნაწილი სტკივა; რომ ძალიან უნდათ კონკურსზე კარგად გამოსვლა; ამასთან, ფსონს თოთოეული მათგანი გამარჯვებაზეც აკეთებს.

თიკა ჯამბურია:

- ძალიან მალე მოგვიხდა მობილიზება და მთელი დღეებია, ვმეცადინეობთ. შემართებით ვარ, დღეს "სამბა" უნდა ვიცეკვო. მყავს არაჩვეულებრივი მეწყვილე, რატი გაჩეჩილაძე, რომელსაც დღეს ახლოს გაიცნობს მაყურებელი. მასზე ამბობენ, თუ რატი იცეკვებს, ის წყვილი მოიგებსო. ასე რომ, უნდა გავიმარჯვოთ და ამიტომ, ვცდილობ, ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთო. ცხოვრებაში პირველად მიწევს ასე პროფესიონალურ დონეზე ცეკვა და მინდა, რომ ეს ყველაფერი წარმატებული იყოს.

- შოუზე რას იტყვი?

- ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შოუ იქნება. განსხვავებული და საინტერესო კონკურსანტები არიან.

- შემოთავაზება რომ მიიღე, მაშინვე დათანხმდი?

- არა, რადგან ცოტა დრო მქონდა მოსაფიქრებლად. კიდევ დიდხანს რომ შევყოვნებულიყავი, უარს ვიტყოდი. მოკლედ, გავრისკე...

- და რას მიხვდი ამ მცირე მონაკვეთში?

- რომ ცეკვა ძალიან რთული რამ ყოფილა, საოცრად ვიღლები; ამავე დროს, საპასუხისმგებლოც არის, რადგანაც ამ შოუს ბევრი ადამიანი უყურებს. ჟიურიში კომპეტენტური ადამიანი ზის, ცეკვის ექსპერტი, გოჩა ჩერტკოევი, ამიტომ მაქსიმალურად ყველაფერი ზუსტად უნდა გავაკეთოთ, რომ მისი შენიშვნები არ დავიმსახუროთ.

- შვილი რას გეუბნება?

- რეპეტიციებზე დამყავს და რატი მოსწონს. ამბობს, ასეთი ბიჭი მინდა, რომ შემიყვარდესო.

- რამდენი წლის არის?

- მაისში სამის ხდება.

- რაღაც კარგად გაქვს აკრეფილი და მგონი, გამარჯვებასაც უმიზნებ.

- მივხვდი, რომ რაღაცები ამ მიმართულებით გამომდის და რატომაც არა, დიდხანს მინდა, რომ ამ პროექტში ვიყო.

გიორგი ნაზღაიძე:

- ჩემი ამ პროექტში ჩართვა ახალი, საინტერესო გამოწვევაა, - ნაზღაიძე ცეკვავს, უკვე კარგია, არა? თან, საზოგადოება დაინახავს არა სკანდალურ ნაზღაიძეს, არამედ სულ სხვანაირ გიორგის, ანუ როგორ ვცეკვავ და რეალურად როგორი ადამიანი ვარ. ეს შოუ ხომ წარმოაჩენს პიროვნებას ისეთად, როგორიც არის. ახლა მეძლევა შანსი, საკუთარი თავი წარმოვაჩინო.

- რას აპირებ?

- პირველ რიგში მინდა, რომ მაგრად ვიცეკვო. თავს არ დავზოგავ. ყველას და განსაკუთრებით ჩემს მეგობრებს თავი უნდა მოვაწონო და ჩემი ნამუშევრით სიამოვნება მივანიჭო. მაგრამ მთავარი და აუცილებელი ფაქტორი მაინც ის არის, რომ კარგად ვიცეკვო.

- და მოიგო კიდეც, ხომ?

- მოდი, აქ კითხვის ნიშანი დავსვათ... მაგრამ პროექტში თუ სამი თვე დავრჩი, მერე ალბათ ამის სურვილიც გაჩნდება. ისე, მთავარია, რომ ჩემგან სიახლეებს ელოდებიან. მგონი, მართლაც საინტერესო ვიქნები. დღეს "ვენურ ვალსს" ვცეკვავ, ოღონდ, ცოტა თანამედროვე ილეთებით. საზოგადოებას რომ უფრო მეტი ემოცია მივანიჭო. ჩემი პარტნიორია ნასტია, მშვენიერი უკრაინელი გოგონა. უსაყვარლესი და თბილი, მიძლებს.

- ე.ი. მორჩილი მოწაფე ხარ?

- ეს ჩემი სფერო არ არის და აბა, რა ვქნა? ოღონდ, ვარჯიშისგან ყველაფერი მტკივა. გუშინ მეორე ცეკვის რეპეტიციებზე გადავედით, ანუ უკვე თეძოების ამოგდებას ვიწყებ (სიცილით ამბობს).

ლალი ფაცია, ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება