განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ფინანასთა სამინისტროს მიერ ოფიციალური მიღების მენიუს გამოქვეყნების თემას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.
"რა არ მესმის - ამ ქვეყანაში მართლა ჰგონია ზოგიერთს, რომ ბნელა?! ხადური რომ პურ-მარილს შლის - ეს სტუმარ-მასპინძლობა და სახელწიფოს მოვალეობაა და პრეზიდენტ იუშენკოს საქართველოში სტუმრობისას საპნის და ცხელი წყლის ფული რომ დაუთვალეს - ეს ჰგონიათ, რომ ყველას დაავიწყდა?
რა დევს ქართულ სუფრაზე, გაზეთებით არ უნდა განიხილებოდესო, რომ ამბობს უმრავლესობა, კი არ უნდა განიხილებოდეს, მაგრამ რატომ არ დევს მაგის მეათედი მაინც საქართველოს მაცხოვრებელთა 90 პროცენტის სუფრაზე და რატომ უნდა იდოს ამდენი საკვები ამ მშიერი 90% ხარჯზე მინისტრის სუფრაზე, თან ყოველ მეორე დღეს?", - წერს შაშკინი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტრომ ერთ-ერთი ოფიციალური მიღების მენიუ გამოაქვეყნა. როგორც სამინისტროში განმარტეს, მენიუს გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღეს გამომდინარე იქიდან, რომ მიზანმიმართულად არ მთავრდება საუბარი ფინანსთა სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების თაობაზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
- რამდენს ჭამს ნოდარი?! - ათასებად ღირებული ბატკნის ბარკალი და თევზის ასორტი მინისტრის მენიუში
- სმა-ჭამის ანონსი ხადურის უწყებისგან - შემწვარი კალმახი, ქათმის ღვიძლი კეცზე, ხბოს მწვადი...
- მიშას ტრაპეზი - ექს- პრეზიდენტის ოფიციალური და არაოფიციალური ფოტოები
- "სრულიად საიდუმლოდ" ანუ ამბავი ქსენიას სამკაულებზე, ბოკუჩავას მობილურზე და იუშენკოს ჩუსტებზე
- კსენია უსავა - მოდელი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა ბიუჯეტის სახსრებით უმასპინძლა
- თბილისის გოგირდის აბანოში ვიქტორ იუშჩენკოს სტუმრობას ადასტურებენ