საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ერეკლე კოდუას და გია სირაძეს ბრალი დაუმძიმდათ
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ერეკლე კოდუას და გია სირაძეს ბრალი დაუმძიმდათ

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის ფაქ­ტი გახ­სნა. რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღი­ნიშ­ნა, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მი­სა და მის კა­ნო­ნი­ერ მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ დი­რექ­ტორ ერეკ­ლე კო­დუ­ას და ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს გია სი­რა­ძეს წა­რუდ­გი­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გახ­სნი­ლი იქნა 2005 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ დღეს, 24 აპ­რილს, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბით, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მი­სა და მის კა­ნო­ნი­ერ მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ დი­რექ­ტორს ერეკ­ლე კო­დუ­ას და ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს გია სი­რა­ძეს და­უს­წრებ­ლად ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2005 წლის 29 ივ­ნისს, გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სში" გა­მოქ­ვეყ­ნდა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც მან ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა და პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო შს სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა ერეკ­ლე კო­დუ­ამ მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის მებ­რძო­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­გეგ­მა და ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­კე­თა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას. ამას­თან, ერეკ­ლე კო­დუ­ამ და­ნა­შა­ულ­ში ჩარ­თულ პირ­თა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­ა­ვა­ლა სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ერთ-ერთი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს გი­ორ­გი სი­რა­ძეს. ერეკ­ლე კო­დუ­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის თა­ნახ­მად, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რე­ბი სას­ტი­კად უნდა გას­წო­რე­ბოდ­ნენ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს და და­უფ­ლე­ბოდ­ნენ მის ყვე­ლა ნივთს და დო­კუ­მენტს.

2005 წლის 14 ივ­ლისს, წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი რაზ­მის მებ­რძო­ლებ­მა, ქ.თბი­ლის­ში, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მოძ­რა­ვი, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მან­ქა­ნის ბლო­კი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს და თავს და­ესხნენ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს. ერეკ­ლე კო­დუ­ას და­ვა­ლე­ბი­თა და გია სი­რა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მედ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი რაზ­მის მებ­რძო­ლებ­მა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად გად­მო­იყ­ვა­ნეს და და­უ­წყეს ია­რა­ღის კონ­და­ხე­ბით სას­ტი­კად ცემა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ასე­ვე ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ მისი დაც­ვის წევ­რს, მალ­ხაზ ცხა­კა­ი­ას.

სპე­ცი­ა­ლუ­რი რაზ­მის მებ­რძო­ლებ­მა, ერეკ­ლე კო­დუ­ას და­ვა­ლე­ბით სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გას­ტა­ცეს კა­ნო­ნი­ერ მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი Heckler Koch-ის სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და მისი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გა­ი­ტა­ცეს სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი.

ერეკ­ლე კო­დუ­ას მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი თავ­დას­ხმის შე­დე­გად ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო ქალა - ტვი­ნის ტრამ­ვა, სა­ხის ძვლე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა, ნა­ხეთ­ქი ჭრი­ლო­ბა ცხვი­რის და შუბ­ლის არე­ში, ასე­ვე ზედა და ქვე­და ყბის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა.

ერეკ­ლე კო­დუ­ას და გია სი­რა­ძის აღ­ნიშ­ნულ­მა ქმე­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის უფ­ლე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა.

ე.კო­დუ­ას და გ.სი­რა­ძეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 237-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლით და 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ათი­დან თო­თხმეტ წლამ­დე ვა­დით.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად", - გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ერეკლე კოდუას და გია სირაძეს ბრალი დაუმძიმდათ

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ერეკლე კოდუას და გია სირაძეს ბრალი დაუმძიმდათ

მთავარმა პროკურატურამ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ვალერი გელაშვილის ცემისა და მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, პროკურატურამ ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორ ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროს გია სირაძეს წარუდგინა.

"ინტერპრესნიუსი" პროკურატურაში გაკეთებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გახსნილი იქნა 2005 წელს საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე.

მთავარმა პროკურატურამ დღეს, 24 აპრილს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ვალერი გელაშვილის ცემისა და მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა ვალერი გელაშვილის ინტერვიუ, სადაც მან ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრებისა და პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის დეტალებზე. აღნიშნულის გამო შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ერეკლე კოდუამ მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლების მონაწილეობით დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა დანაშაულებრივ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ამასთან, ერეკლე კოდუამ დანაშაულში ჩართულ პირთა ხელმძღვანელობა დაავალა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს გიორგი სირაძეს. ერეკლე კოდუას ხელმძღვანელობით შემუშავებული გეგმის თანახმად, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები სასტიკად უნდა გასწორებოდნენ ვალერი გელაშვილს და დაუფლებოდნენ მის ყველა ნივთს და დოკუმენტს.

2005 წლის 14 ივლისს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავი, ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება მოახდინეს და თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს. ერეკლე კოდუას დავალებითა და გია სირაძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით ვალერი გელაშვილი ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს და დაუწყეს იარაღის კონდახებით სასტიკად ცემა. აღნიშნული პირები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ მისი დაცვის წევრს, მალხაზ ცხაკაიას.

სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ერეკლე კოდუას დავალებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ვალერი გელაშვილს მართლსაწინააღმდეგოდ გასტაცეს კანონიერ მფლობელობაში არსებული Heckler Koch-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მისი ავტომანქანიდან გაიტაცეს სხვადასხვა ნივთები.

ერეკლე კოდუას მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ქალა - ტვინის ტრამვა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის და შუბლის არეში, ასევე ზედა და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა.

ერეკლე კოდუას და გია სირაძის აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა.

ე.კოდუას და გ.სირაძეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან თოთხმეტ წლამდე ვადით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად", - განაცხადეს პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ