მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი წესების აღსრულება არ არის მართებული მიცვალებულთათვის
რომელი წესების აღსრულება არ არის მართებული მიცვალებულთათვის

წლე­ბის მან­ძილ­ზე, რე­ლი­გი­უ­რი რწმე­ნის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის შე­დე­გად, ჩვენ­ში მრა­ვა­ლი არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბა და ტრა­დი­ცია დამ­კვიდ­რდა. ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლისს არც მიც­ვა­ლე­ბულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს. ზო­გი­ერთ მათ­გან­ში მარ­თლაც, დევს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მარ­ცვა­ლი. მაგ­რამ დიდ ნა­წილს სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სარ­წმუ­ნო­ე­ბას­თან. არა­ეკ­ლე­სი­უ­რი წე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა კი, გარ­დაც­ვლი­ლის სულს, შე­წევ­ნის ნაც­ვლად, მწუ­ხა­რე­ბას ანი­ჭებს.

არ­სე­ბობს წესი - საფ­ლავ­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ტა­ნი­სა­მო­სის, სარ­კის, სა­ა­თის, წყლის თუ სხვა ნივ­თე­ბის ჩა­ტა­ნე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად კა­მა­თო­ბენ იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია მსგავ­სი ქმე­დე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბის­თვის.

ერ­თა­დერ­თი ნივ­თი, რო­მე­ლიც მიც­ვა­ლე­ბულს საფ­ლავ­ში უნდა ჩა­ვა­ყო­ლოთ, არის ნა­კურ­თხი ჯვა­რი. რაც შე­ე­ხე­ბა ტა­ნი­სა­მო­სი­სა და სხვა­დას­ხვა ნივ­თის საფ­ლავ­ში ჩა­ტა­ნე­ბას - ეს მხო­ლოდ ცრურ­წმე­ნაა და რე­ლი­გი­ას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვს. მსგავ­სი ქმე­დე­ბა არის და­კარ­გუ­ლი მად­ლი, რო­მე­ლიც შეგ­ვეძ­ლო, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე მო­წყა­ლე­ბის სა­ხით გაგ­ვე­ცა. ეკ­ლე­სი­უ­რი მო­ძღვრე­ბით, გარ­დაც­ვლილს იმ ქვეყ­ნად მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბა კი არ ესა­ჭი­რო­ე­ბა, არა­მედ ღვთის მად­ლი, რო­მე­ლიც ლოც­ვი­თა და მო­წყა­ლე­ბის საქ­მე­ე­ბით მის­დის მას.

- არ­სე­ბობს აზრი, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დაკ­რძალ­ვამ­დე, ჭი­რი­სუ­ფალ­მა არ უნდა შე­ას­რუ­ლოს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი, არ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ცი­ლოს სამ­ძი­მარ­ზე მი­სუ­ლი ხალ­ხი და ა.შ. რა უნდა ვი­ცო­დეთ მსგავ­სი ჩვე­უ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ?

- აზრი იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს და­უშ­ვე­ბე­ლია, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დაკ­რძალ­ვამ­დე ოჯა­ხის წევ­რებ­მა შე­ას­რუ­ლონ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი, მხო­ლოდ ცრურ­წმე­ნაა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს ქრის­ტი­ა­ნო­ბის უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან, რო­დე­საც გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ძი­რი­თად დროს მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის სა­ეკ­ლე­სიო წე­სე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას უთ­მობ­დნენ და თუნ­დაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ ჰქონ­დათ. სწო­რედ აქე­დან მო­დის გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­ში მე­ზობ­ლე­ბის მიერ სა­დი­ლის მი­ტა­ნის წესი. ამ­გვა­რად, ჭი­რი­სუ­ფალს შე­უძ­ლია, გა­ა­კე­თოს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე, თუკი ამას სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვს. ჭი­რი­სუ­ფალს ასე­ვე არ ეკ­რძა­ლე­ბა სამ­ძი­მარ­ზე მი­სუ­ლი ხალ­ხის გა­ცი­ლე­ბა, თუკი ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის ოჯა­ხის მო­უ­ნათ­ლა­ვი წევ­რის მო­ნათ­ვლა მის დაკ­რძალ­ვამ­დე?

- ოჯა­ხის წევ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­უ­ნათ­ლა­ვი წევ­რის მო­ნათ­ვლა აუ­ცი­ლებ­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენს.

- მი­სა­ღე­ბია თუ არა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის ღა­მის თევა?

- მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის ღა­მის თევა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­შია გა­მარ­თლე­ბუ­ლი, თუკი გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი იმის გამო იკ­რი­ბე­ბი­ან, რომ ილო­ცონ მისი სუ­ლის­თვის. ამ მიზ­ნით მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის ღა­მის­თე­ვა არა­თუ მი­სა­ღე­ბი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ცაა, რად­გან ღა­მით ახ­ლობ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, მშვი­დად ილო­ცონ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­ლის­თვის, რაც უდი­დე­სი მად­ლია. ხოლო თუკი ღა­მის თე­ვის დროს, გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლებს დრო გაჰ­ყავთ სა­უბ­რით, თავს იქ­ცე­ვენ სა­ე­რო გა­სარ­თო­ბით, ასე­თი ღა­მის თევა გარ­დაც­ვლი­ლის სულს ძა­ლი­ან ამ­ძი­მებს და ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, რომ ეკ­ლე­სი­ის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

- არ­სე­ბობს აზრი, რომ გარ­დაც­ვი­ლის სა­ხელ­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­ვი­ძი­ნოთ კენ­ტი რა­ო­დე­ნო­ბით ყვა­ვი­ლი, რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია ეს ეკ­ლე­სი­უ­რი სწავ­ლე­ბით?

- მსგავს სწავ­ლე­ბას მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია არ იც­ნობს, ეს მხო­ლოდ ხალ­ხის მი­ე­რაა გა­მო­გო­ნი­ლი. სა­ერ­თოდ, უნდა იცო­დეთ, რომ ყვა­ვი­ლე­ბი და გვირ­გვი­ნე­ბი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს სი­მარ­თლის გვირ­გვინს, რო­მე­ლიც მო­ე­ლის ღვთის წი­ნა­შე გა­მარ­თლე­ბულ ადა­მი­ანს ცათა სა­სუ­ფე­ველ­ში.

- მი­სა­ღე­ბია თუ არა პა­ნაშ­ვი­დის და დაკ­რძალ­ვის დღეს სამ­გლო­ვი­ა­რო მუ­სი­კის შეს­რუ­ლე­ბა?

- ეკ­ლე­სი­უ­რი მო­ძღვრე­ბით, რო­დე­საც მიც­ვა­ლე­ბუ­ლი შინ ას­ვე­ნია, და­უშ­ვე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სამ­გლო­ვი­ა­რო მუ­სი­კის შეს­რუ­ლე­ბა, რად­გან ეს უდი­დეს ტან­ჯვას ანი­ჭებს გარ­დაც­ვლი­ლის სულს. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სით, გარ­დაც­ვი­ლის დაკ­რძალ­ვამ­დე იკი­თხე­ბა ფსალ­მუ­ნე­ბი და იგა­ლო­ბე­ბა სა­ეკ­ლე­სიო სა­გა­ლობ­ლე­ბი, რაც მის სულს სიმ­შვი­დეს ანი­ჭებს.

- რო­გორ უყუ­რებს ეკ­ლე­სია გარ­დაც­ვლი­ლის გა­მოს­ვე­ნე­ბი­სას შეს­რუ­ლე­ბულ სხვა­დას­ხვა რი­ტუ­ალს - მა­გა­ლი­თად, კარ­ზე სა­სახ­ლის მი­ჯა­ხუ­ნე­ბას, კვერ­ცხის გა­ტე­ხას, ტახ­ტის გარ­შე­მო მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სამ­ჯერ შე­მო­ტა­რე­ბას და სხვა...

- ძვე­ლად, მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ანს დაკ­რძალ­ვამ­დე ას­ვე­ნებ­დნენ ეკ­ლე­სი­ა­ში, გა­მოს­ვე­ნე­ბის დროს კი ხდე­ბო­და ტაძ­რის გარ­შე­მო მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სამ­ჯერ შე­მო­ტა­რე­ბა, ეს იყო ლი­ტა­ნი­ო­ბის მსგავ­სი რი­ტუ­ა­ლი. ამას­თა­ნა­ვე, აყი­რა­ვებ­დნენ ტახტს, რო­მელ­ზეც გარ­დაც­ვლი­ლი იყო დას­ვე­ნე­ბუ­ლი, რაც მი­ა­ნიშ­ნებ­და მის საფ­ლა­ვი­დან გა­და­გო­რე­ბულ ლოდ­ზე. თუ ამ რწმე­ნით ვი­მოქ­მე­დებთ, მა­შინ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს რი­ტუ­ა­ლი ოჯახ­შიც შეს­რულ­დეს. სხვა და­ნარ­ჩე­ნი - გა­მოს­ვე­ნე­ბი­სას კვერ­ცხის გა­ტე­ხა, კარ­ზე სა­სახ­ლის მი­ჯა­ხუ­ნე­ბა, მი­ნის ჩამ­სხვრე­ვა და ა.შ. - მხო­ლოდ ცრურ­წმე­ნაა და ასე­თი ქმე­დე­ბით მიც­ვა­ლე­ბულს შე­უ­რა­ცხვყოფთ.

- ჩვენ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი წე­სის თა­ნახ­მად, გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის ჭურ­ჭელს ორ­მო­ცამ­დე ხელს არ ახ­ლე­ბენ, ლო­გინ­ზე ალა­გე­ბენ გარ­დაც­ვლი­ლის ტა­ნი­სა­მოსს და ნივ­თებს. ქრის­ტი­ა­ნუ­ლია თუ არა მსგავ­სი ქმე­დე­ბა?

- გარ­დაც­ვლი­ლის ტა­ნი­სა­მო­სი­სა და ნივ­თე­ბის სა­წოლ­ზე და­წყო­ბა არა­ვი­თარ სა­ჭი­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს; სა­ჭი­როა ამ ნივ­თე­ბის გა­ცე­მა მო­წყა­ლე­ბის სა­ხით. ასე­ვე არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სია გარ­დაც­ვლი­ლის სა­წო­ლის გვერ­დით მა­გი­და­ზე საჭ­მლის და­წყო­ბა. საკ­ვე­ბი მა­გი­და­ზე კი არ უნდა და­ვა­ლა­გოთ და შემ­დეგ, ჩვენ­ვე კი არ უნდა მი­ვირ­თვათ, არა­მედ მი­ვუ­ტა­ნოთ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს და და­ვა­პუ­როთ, სწო­რედ ამ­გვა­რად შე­ვე­წე­ვით გარ­დაც­ვლი­ლის სულს. მო­წყა­ლე­ბის საქ­მე­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ლის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­მო­ცამ­დე.

- აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა საფ­ლა­ვის მო­წყო­ბა ორ­მო­ცამ­დე?

- აზრი საფ­ლა­ვის ორ­მო­ცამ­დე მო­წყო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ცრურ­წმე­ნაა. მთა­ვა­რია, საფ­ლავ­ზე მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დაკ­რძალ­ვის­თა­ნა­ვე აღი­მარ­თოს ჯვა­რი - სიმ­ბო­ლო ხსნი­სა. რო­გორც წმინ­და მა­მე­ბი ბრძა­ნე­ბენ, უჯვრო საფ­ლავს ეშ­მა­კე­ბი ეპატ­რო­ნე­ბი­ან.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა საფ­ლავ­ზე სან­თლის ან­თე­ბა?

- საფ­ლავ­ზე სან­თლის ან­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი იქ აღ­მარ­თუ­ლია ნა­კურ­თხი ჯვა­რი. საფ­ლა­ვის ქვის წინ, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლია გა­მო­სა­ხუ­ლი, სან­თე­ლი არ ინ­თე­ბა.

- ხში­რად გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­რათს ათავ­სე­ბენ. წმინ­და ხა­ტე­ბის გვერ­დით, რამ­დე­ნად ქრის­ტი­ა­ნუ­ლია ეს წესი?

- ხა­ტე­ბის გვერ­დით მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­რა­თის მო­თავ­სე­ბა არა­ეკ­ლე­სი­უ­რია.

- ქრის­ტი­ა­ნუ­ლია თუ არა წესი საფ­ლავ­ზე ღვი­ნის დას­ხმი­სა?

- წესი საფ­ლავ­ზე ღვი­ნის დაღ­ვრის სიმ­ბო­ლო­უ­რია, რაც მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის ცოდ­ვა­თა მი­ტე­ვე­ბის სურ­ვილს გა­მო­ხა­ტავს. ეს ტრა­დი­ცია სა­თა­ვეს იღებს გოლ­გო­თი­დან: რო­დე­საც ჯვარ­ცმულ მა­ცხო­ვარს ლახ­ვა­რი უგ­მი­რეს, გვერ­დი­დან სის­ხლი და წყა­ლი გად­მოს­დინ­და, რი­თიც გა­ნიწ­მინ­და ცოდ­ვი­ლი მიწა და ადა­მის საფ­ლა­ვი. ასე რომ, საფ­ლავ­ზე ღვი­ნის დაღ­ვრა არ იკ­რძა­ლე­ბა, მაგ­რამ ღვი­ნო უნდა და­იღ­ვა­როს მა­ნამ, სა­ნამ მოვ­სვამთ, რაც შე­ე­ხე­ბა საფ­ლავ­ზე პურ­მა­რი­ლის გა­ტა­ნას და სუფ­რის გაშ­ლას - ეს ეკ­ლე­სი­ის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი წე­სია. ასე­თი სუფ­რა ხში­რად, ღრე­ო­ბა­ში გა­და­დის და ჩხუ­ბი­თა და აყალ­მა­ყა­ლით კი მთავ­რდე­ბა. მსგავ­სი ქმე­დე­ბით ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შე­ვე­წე­ვით მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სულს, პი­რი­ქით - ყო­ფას ვუმ­ძი­მებთ: "ჩვე­ნი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის ნამ­დვი­ლად შავი დღეა: ლოც­ვის, სან­თლე­ბის დან­თე­ბი­სა და საკ­მევ­ლის კმე­ვის ნაც­ვლად, ასეთ დროს საფ­ლავ­ზე ნამ­დვი­ლი წარ­მარ­თუ­ლი ქელე­ხი იმარ­თე­ბა - ნუ გავ­ხდით ამ დღეს ყვე­ლა­ზე სა­ტან­ჯველს მათ­თვის" - წერს არ­ქი­მან­დრი­ტი იო­ა­ნე (კრეს­ტი­ა­ნინ­კი).

- სა­ჭი­როა თუ არა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე ცხვრის დაკ­ვლა?

- ჩვენ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე ორ­მოც­სა და წლის­თავ­ზე ცხვრის დაკ­ვლი­სა, არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლია და ამ ქმე­დე­ბით ვე­რა­ნა­ირ შვე­ბას ვერ მი­ვა­ნი­ჭებთ გარ­დაც­ვლი­ლის სულს. ეკ­ლე­სია არ კრძა­ლავს გარ­დაც­ვლი­ლის ორ­მოც­ზე, წლის­თავ­სა თუ მისი მოხ­სე­ნი­ე­ბის დღე­ებ­ში ცხვრის დაკ­ვლას, მაგ­რამ ამას არ უნდა მი­ე­ნი­ჭოს რე­ლი­გი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ეს შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს მხო­ლოდ ხალ­ხის და­სა­პუ­რებ­ლად. მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სულს შე­ვე­წე­ვით ლოც­ვით, მის სა­ხელ­ზე მო­წყა­ლე­ბის გა­ცე­მით, სუ­ლის მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი პა­ნაშ­ვი­დის გა­დახ­დით თუ სხვა, ეკ­ლე­სი­ის მიერ დად­გე­ნი­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სე­ბის აღ­სრუ­ლე­ბით, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც რჩე­ვა-მი­თი­თე­ბას მოგ­ვცემს ნე­ბის­მი­ე­რი ღვთის­მსა­ხუ­რი.

შო­რე­ნა მერ­კვი­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

საფლავზე გასვლა აღდგომას და სხვა დღეებში და იქ ლოცვა და ტრაპეზი ნამდვილად მისაღებია; ეს ჩვენი ადგილობრივი ტრადიციაცა.

Manana
1

მაინტერესებს შეიძლება ტუ არა საფლავის გადახურვა?

 

რომელი წესების აღსრულება არ არის მართებული მიცვალებულთათვის

რომელი წესების აღსრულება არ არის მართებული მიცვალებულთათვის

წლების მანძილზე, რელიგიური რწმენის უგულებელყოფის შედეგად, ჩვენში მრავალი არაქრისტიანული წეს-ჩვეულება და ტრადიცია დამკვიდრდა. ამ მხრივ გამონაკლისს არც მიცვალებულთან დაკავშირებით დამკვიდრებული წეს-ჩვეულებები წარმოადგენს. ზოგიერთ მათგანში მართლაც, დევს ჭეშმარიტების მარცვალი. მაგრამ დიდ ნაწილს საერთო არაფერი აქვს მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან. არაეკლესიური წესების შესრულება კი, გარდაცვლილის სულს, შეწევნის ნაცვლად, მწუხარებას ანიჭებს.

არსებობს წესი - საფლავში მიცვალებულის ტანისამოსის, სარკის, საათის, წყლის თუ სხვა ნივთების ჩატანებისა და ადამიანები ხშირად კამათობენ იმაზე, თუ რამდენად მისაღებია მსგავსი ქმედება მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის.

ერთადერთი ნივთი, რომელიც მიცვალებულს საფლავში უნდა ჩავაყოლოთ, არის ნაკურთხი ჯვარი. რაც შეეხება ტანისამოსისა და სხვადასხვა ნივთის საფლავში ჩატანებას - ეს მხოლოდ ცრურწმენაა და რელიგიასთან არანაირი კავშირი არა აქვს. მსგავსი ქმედება არის დაკარგული მადლი, რომელიც შეგვეძლო, მიცვალებულის სახელზე მოწყალების სახით გაგვეცა. ეკლესიური მოძღვრებით, გარდაცვლილს იმ ქვეყნად მატერიალური ფასეულობა კი არ ესაჭიროება, არამედ ღვთის მადლი, რომელიც ლოცვითა და მოწყალების საქმეებით მისდის მას.

- არსებობს აზრი, რომ მიცვალებულის დაკრძალვამდე, ჭირისუფალმა არ უნდა შეასრულოს საოჯახო საქმეები, არ შეიძლება გააცილოს სამძიმარზე მისული ხალხი და ა.შ. რა უნდა ვიცოდეთ მსგავსი ჩვეულებების შესახებ?

- აზრი იმის შესახებ, თითქოს დაუშვებელია, მიცვალებულის დაკრძალვამდე ოჯახის წევრებმა შეასრულონ საოჯახო საქმეები, მხოლოდ ცრურწმენაა, რომელიც შესაძლოა, მომდინარეობდეს ქრისტიანობის უძველესი დროიდან, როდესაც გარდაცვლილის ახლობლები ძირითად დროს მიცვალებულისთვის საეკლესიო წესების აღსრულებას უთმობდნენ და თუნდაც აუცილებელი საოჯახო საქმეების შესრულების საშუალება აღარ ჰქონდათ. სწორედ აქედან მოდის გარდაცვლილის ოჯახში მეზობლების მიერ სადილის მიტანის წესი. ამგვარად, ჭირისუფალს შეუძლია, გააკეთოს ნებისმიერი საოჯახო საქმე, თუკი ამას საჭიროება მოითხოვს. ჭირისუფალს ასევე არ ეკრძალება სამძიმარზე მისული ხალხის გაცილება, თუკი ეს აუცილებელია.

- აუცილებელია თუ არა გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის მოუნათლავი წევრის მონათვლა მის დაკრძალვამდე?

- ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, მოუნათლავი წევრის მონათვლა აუცილებლობას არ წარმოადგენს.

- მისაღებია თუ არა მიცვალებულისთვის ღამის თევა?

- მიცვალებულისთვის ღამის თევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუკი გარდაცვლილის ახლობლები იმის გამო იკრიბებიან, რომ ილოცონ მისი სულისთვის. ამ მიზნით მიცვალებულებისთვის ღამისთევა არათუ მისაღები, აუცილებელიცაა, რადგან ღამით ახლობლებს საშუალება ეძლევათ, მშვიდად ილოცონ მიცვალებულის სულისთვის, რაც უდიდესი მადლია. ხოლო თუკი ღამის თევის დროს, გარდაცვლილის ახლობლებს დრო გაჰყავთ საუბრით, თავს იქცევენ საერო გასართობით, ასეთი ღამის თევა გარდაცვლილის სულს ძალიან ამძიმებს და ბუნებრივიცაა, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია.

- არსებობს აზრი, რომ გარდაცვილის სახელზე აუცილებელია შევიძინოთ კენტი რაოდენობით ყვავილი, რამდენად გამართლებულია ეს ეკლესიური სწავლებით?

- მსგავს სწავლებას მართლმადიდებელი ეკლესია არ იცნობს, ეს მხოლოდ ხალხის მიერაა გამოგონილი. საერთოდ, უნდა იცოდეთ, რომ ყვავილები და გვირგვინები განასახიერებს სიმართლის გვირგვინს, რომელიც მოელის ღვთის წინაშე გამართლებულ ადამიანს ცათა სასუფეველში.

- მისაღებია თუ არა პანაშვიდის და დაკრძალვის დღეს სამგლოვიარო მუსიკის შესრულება?

- ეკლესიური მოძღვრებით, როდესაც მიცვალებული შინ ასვენია, დაუშვებელია ნებისმიერი სახის სამგლოვიარო მუსიკის შესრულება, რადგან ეს უდიდეს ტანჯვას ანიჭებს გარდაცვლილის სულს. ქრისტიანული წესით, გარდაცვილის დაკრძალვამდე იკითხება ფსალმუნები და იგალობება საეკლესიო საგალობლები, რაც მის სულს სიმშვიდეს ანიჭებს.

- როგორ უყურებს ეკლესია გარდაცვლილის გამოსვენებისას შესრულებულ სხვადასხვა რიტუალს - მაგალითად, კარზე სასახლის მიჯახუნებას, კვერცხის გატეხას, ტახტის გარშემო მიცვალებულის სამჯერ შემოტარებას და სხვა...

- ძველად, მართლმადიდებელ ქრისტიანს დაკრძალვამდე ასვენებდნენ ეკლესიაში, გამოსვენების დროს კი ხდებოდა ტაძრის გარშემო მიცვალებულის სამჯერ შემოტარება, ეს იყო ლიტანიობის მსგავსი რიტუალი. ამასთანავე, აყირავებდნენ ტახტს, რომელზეც გარდაცვლილი იყო დასვენებული, რაც მიანიშნებდა მის საფლავიდან გადაგორებულ ლოდზე. თუ ამ რწმენით ვიმოქმედებთ, მაშინ შესაძლებელია, ეს რიტუალი ოჯახშიც შესრულდეს. სხვა დანარჩენი - გამოსვენებისას კვერცხის გატეხა, კარზე სასახლის მიჯახუნება, მინის ჩამსხვრევა და ა.შ. - მხოლოდ ცრურწმენაა და ასეთი ქმედებით მიცვალებულს შეურაცხვყოფთ.

- ჩვენში დამკვიდრებული წესის თანახმად, გარდაცვლილი ადამიანის ჭურჭელს ორმოცამდე ხელს არ ახლებენ, ლოგინზე ალაგებენ გარდაცვლილის ტანისამოსს და ნივთებს. ქრისტიანულია თუ არა მსგავსი ქმედება?

- გარდაცვლილის ტანისამოსისა და ნივთების საწოლზე დაწყობა არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს; საჭიროა ამ ნივთების გაცემა მოწყალების სახით. ასევე არაქრისტიანული წესია გარდაცვლილის საწოლის გვერდით მაგიდაზე საჭმლის დაწყობა. საკვები მაგიდაზე კი არ უნდა დავალაგოთ და შემდეგ, ჩვენვე კი არ უნდა მივირთვათ, არამედ მივუტანოთ გაჭირვებულებს და დავაპუროთ, სწორედ ამგვარად შევეწევით გარდაცვლილის სულს. მოწყალების საქმეების აღსრულება გარდაცვლილის სულისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია ორმოცამდე.

- აუცილებელია თუ არა საფლავის მოწყობა ორმოცამდე?

- აზრი საფლავის ორმოცამდე მოწყობის აუცილებლობის შესახებ, ცრურწმენაა. მთავარია, საფლავზე მიცვალებულის დაკრძალვისთანავე აღიმართოს ჯვარი - სიმბოლო ხსნისა. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, უჯვრო საფლავს ეშმაკები ეპატრონებიან.

- შეიძლება თუ არა საფლავზე სანთლის ანთება?

- საფლავზე სანთლის ანთება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იქ აღმართულია ნაკურთხი ჯვარი. საფლავის ქვის წინ, სადაც გარდაცვლილია გამოსახული, სანთელი არ ინთება.

- ხშირად გარდაცვლილის ახლობლები, მიცვალებულის სურათს ათავსებენ. წმინდა ხატების გვერდით, რამდენად ქრისტიანულია ეს წესი?

- ხატების გვერდით მიცვალებულის სურათის მოთავსება არაეკლესიურია.

- ქრისტიანულია თუ არა წესი საფლავზე ღვინის დასხმისა?

- წესი საფლავზე ღვინის დაღვრის სიმბოლოურია, რაც მიცვალებულისთვის ცოდვათა მიტევების სურვილს გამოხატავს. ეს ტრადიცია სათავეს იღებს გოლგოთიდან: როდესაც ჯვარცმულ მაცხოვარს ლახვარი უგმირეს, გვერდიდან სისხლი და წყალი გადმოსდინდა, რითიც განიწმინდა ცოდვილი მიწა და ადამის საფლავი. ასე რომ, საფლავზე ღვინის დაღვრა არ იკრძალება, მაგრამ ღვინო უნდა დაიღვაროს მანამ, სანამ მოვსვამთ, რაც შეეხება საფლავზე პურმარილის გატანას და სუფრის გაშლას - ეს ეკლესიისთვის მიუღებელი წესია. ასეთი სუფრა ხშირად, ღრეობაში გადადის და ჩხუბითა და აყალმაყალით კი მთავრდება. მსგავსი ქმედებით ვერანაირად ვერ შევეწევით მიცვალებულის სულს, პირიქით - ყოფას ვუმძიმებთ: "ჩვენი მიცვალებულებისთვის ნამდვილად შავი დღეა: ლოცვის, სანთლების დანთებისა და საკმევლის კმევის ნაცვლად, ასეთ დროს საფლავზე ნამდვილი წარმართული ქელეხი იმართება - ნუ გავხდით ამ დღეს ყველაზე სატანჯველს მათთვის" - წერს არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანინკი).

- საჭიროა თუ არა მიცვალებულის სახელზე ცხვრის დაკვლა?

- ჩვენში დამკვიდრებული ტრადიცია, მიცვალებულის სახელზე ორმოცსა და წლისთავზე ცხვრის დაკვლისა, არაქრისტიანულია და ამ ქმედებით ვერანაირ შვებას ვერ მივანიჭებთ გარდაცვლილის სულს. ეკლესია არ კრძალავს გარდაცვლილის ორმოცზე, წლისთავსა თუ მისი მოხსენიების დღეებში ცხვრის დაკვლას, მაგრამ ამას არ უნდა მიენიჭოს რელიგიური მნიშვნელობა, ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ხალხის დასაპურებლად. მიცვალებულის სულს შევეწევით ლოცვით, მის სახელზე მოწყალების გაცემით, სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდით თუ სხვა, ეკლესიის მიერ დადგენილი ქრისტიანული წესების აღსრულებით, რომელთა შესახებაც რჩევა-მითითებას მოგვცემს ნებისმიერი ღვთისმსახური.

შორენა მერკვილაძე

ჟურნალი "გზა"