მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიშა მესხი: "ფეხებზე მკიდია, რას იტყვიან, მაკოცონ ერთ ადგილას"
მიშა მესხი: "ფეხებზე მკიდია, რას იტყვიან, მაკოცონ ერთ ადგილას"

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ახა­ლი სე­ზო­ნი "იმედ­ზე" დღეს და­ი­წყე­ბა. ერთ-ერთი კონ­კურ­სან­ტი, ვინც პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის იბ­რძო­ლებს, მსა­ხი­ო­ბი მიშა მეს­ხია.

- ად­ვი­ლად და­თან­ხმდი ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას?

- პირ­ვე­ლი­ვე სე­ზონ­ზე მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მაგ­რამ არ დავ­თან­ხმდი. ახლა ხა­სი­ათ­ზე მო­ვე­დი, მინ­დო­და ჯან­ზეც მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, თა­ვიც გა­მო­მე­ცა­და, რო­გორ ვცეკ­ვავ­დი, თან საქ­მეც არ მქონ­და და დავ­თან­ხმდი ნოეს (ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე, პრო­ექ­ტის პრო­დუ­სე­რი) წი­ნა­და­დე­ბას. მე­გობ­რებ­მა და ვახო რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა დიდი როლი ითა­მა­შეს, ამ წი­ნა­და­დე­ბას რომ დავ­თან­ხმე­ბო­დი. მე ხომ სულ ახ­ლის ძი­ე­ბა­ში ვარ? ფეხ­ბურ­თი­დან და­წყე­ბუ­ლი, გა­და­ღე­ბე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მგო­ნი კარ­გად ვცეკ­ვავ ცხოვ­რე­ბა­ში. როცა საქ­მეს ხელს ვკი­დებ, ასი პრო­ცენ­ტი ვი­ხარ­ჯე­ბი და რა გა­მო­ვა, ვნა­ხოთ.

- ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, რო­გორც პრო­ექ­ტის გა­მოც­დი­ლი მო­ნა­წი­ლე, რა რჩე­ვებს გაძ­ლევს?

- იას არც ეგო­ნა ასე სე­რი­ო­ზუ­ლად თუ მი­ვუდ­გე­ბო­დი ამ საქ­მეს, დღე­და­ღა­მე ვვარ­ჯი­შობ, სახ­ლშიც კი პრო­ექ­ტზე ვფიქ­რობ. და­ვა­ყე­ნებ იას და ერ­თად ვცეკ­ვავთ. ძა­ლი­ან მა­გა­რი მე­წყვი­ლე მყავს ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნა­რი. ოქ­როს გო­გოა, ჯი­გა­რი, მისი სა­ხით კარ­გი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე. მეხ­მა­რე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში. წო­ნა­ში და­ვი­კე­ლი, ვერ ვი­მა­ტებ. კუნ­თე­ბიც და­ჭი­მუ­ლი მაქვს, ნუ მა­ტი­რებთ, ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვა.

- რა­ტომ?

- რა­ტომ მეტ­კი­ნე­ბა? ფეხ­ბურ­თე­ლი ვი­ყა­ვი და ვვარ­ჯი­შობ­დი, მაგ­რამ ის კუნ­თე­ბი რო­მე­ლიც ცეკ­ვის დროს ვარ­ჯიშ­დე­ბა, ატრო­ფი­რე­ბუ­ლი მქონ­და და ახლა იღ­ვი­ძებს. ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის შე­დე­გად ყვე­ლა­ფე­რი მტკვა.

- ცეკ­ვა გიყ­ვარს, კლუბ­ში წა­სულ­ხარ მხო­ლოდ ცეკ­ვის გამო?

- მე ცნო­ბი­ლი კლა­ბე­რი ვი­ყა­ვი, კლუბს არ "ვმა­ზავ­დი". კლუ­ბურ ცეკ­ვებს "სა­კა­ი­ფოდ" ვცეკ­ვავ, რო­გორც გინ­დათ ისე ჩა­მო­მარ­თვით. ახლა გა­ვი­ზარ­დე და აღარ დავ­დი­ვარ კლუ­ბებ­ში. თუმ­ცა ხან­და­ხან იღ­ვი­ძებს ახალ­გაზ­რდუ­ლი სული ჩემ­ში და ვფეთ­ქდე­ბი. ჩემ­თან ერ­თად კლუ­ბე­ბი მოკ­ვდა თბი­ლის­ში, "აჭა­რა მუ­ზიკ ჰოლი" რომ და­ი­ხუ­რა, კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბა მოკ­ვდა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მანდ ვის­წავ­ლეთ გარ­თო­ბა და მერე დედა ვუ­ტი­რეთ ყვე­ლა­ფერს.

- კლუ­ბე­ბის გარ­და კი­დევ რის მი­მართ და­გე­კარ­გა ინ­ტე­რე­სი?

- ბევ­რი რამე არ მა­ინ­ტე­რე­სებს ამ ქა­ლაქ­ში. პირ­ველ რიგ­ში ჭო­რა­ო­ბა მე­ზი­ზღე­ბა, ამ ჭო­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი თბი­ლის­ქა­ლა­ქი. არა­ვინ არ აკე­თებს თა­ვის საქ­მეს და მხო­ლოდ ჭო­რა­ობს. ამით ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი.

- შენ­ზე რომ ჭო­რა­ო­ბენ, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ღი­ზი­ა­ნებს ალ­ბათ...

- ფე­ხებ­ზე მკი­დია, ჩემ­ზე რას იტყვი­ან. ზო­გა­დად ვამ­ბობ, ჩემ­ზე რა უნდა ილა­პა­რა­კონ? მა­კო­ცონ ერთ ად­გი­ლას.

- პრო­ექ­ტის და­წყე­ბის შემ­დეგ კი­დევ უფრო მეტი ჭო­რე­ბის მოს­მე­ნა მო­გი­წევს თუნ­დაც სა­კუ­თარ თავ­ზე, რად­გან უფრო მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბი...

- სი­ტყვა პო­პუ­ლა­რო­ბა მა­ღი­ზი­ა­ნებს. სლა­ბი ტი­პე­ბის პონ­ტია. მიშა მეს­ხის შვი­ლიშ­ვი­ლი ვარ და მა­გით დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი. ყვე­ლას უს­წორ­დე­ბა ჩემი ფილ­მე­ბი, ვი­საც არ მოს­წონს, თქვას, არ მე­წყი­ნე­ბა. პი­რად ცხოვ­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, არ მსი­ა­მოვ­ნებს ამა­ზე ჭო­რე­ბის მოს­მე­ნა. მე ია ძა­ლი­ან მიყ­ვარს, წლო­ვა­ნე­ბა­ში როცა ხარ და აზ­რი­ა­ნად მო­იყ­ვან ცოლს, ის უნდა იყოს შენი მთლი­ა­ნი ნა­წი­ლი. ია ჩემი მთლი­ა­ნი ნა­წი­ლია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" კონ­კურ­სან­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მიშა მესხი: "ფეხებზე მკიდია, რას იტყვიან, მაკოცონ ერთ ადგილას"

მიშა მესხი: "ფეხებზე მკიდია, რას იტყვიან, მაკოცონ ერთ ადგილას"

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი სეზონი "იმედზე" დღეს დაიწყება. ერთ-ერთი კონკურსანტი, ვინც პროექტში გამარჯვებისთვის იბრძოლებს, მსახიობი მიშა მესხია.

- ადვილად დათანხმდი ამ შემოთავაზებას?

- პირველივე სეზონზე მქონდა შემოთავაზება, მაგრამ არ დავთანხმდი. ახლა ხასიათზე მოვედი, მინდოდა ჯანზეც მოვსულიყავი, თავიც გამომეცადა, როგორ ვცეკვავდი, თან საქმეც არ მქონდა და დავთანხმდი ნოეს (ნოე სულაბერიძე, პროექტის პროდუსერი) წინადადებას. მეგობრებმა და ვახო რჩეულიშვილმა დიდი როლი ითამაშეს, ამ წინადადებას რომ დავთანხმებოდი. მე ხომ სულ ახლის ძიებაში ვარ? ფეხბურთიდან დაწყებული, გადაღებებით დამთავრებული. მგონი კარგად ვცეკვავ ცხოვრებაში. როცა საქმეს ხელს ვკიდებ, ასი პროცენტი ვიხარჯები და რა გამოვა, ვნახოთ.

- ია სუხიტაშვილი, როგორც პროექტის გამოცდილი მონაწილე, რა რჩევებს გაძლევს?

- იას არც ეგონა ასე სერიოზულად თუ მივუდგებოდი ამ საქმეს, დღედაღამე ვვარჯიშობ, სახლშიც კი პროექტზე ვფიქრობ. დავაყენებ იას და ერთად ვცეკვავთ. ძალიან მაგარი მეწყვილე მყავს ჯულიანა ბარგნარი. ოქროს გოგოა, ჯიგარი, მისი სახით კარგი მეგობარი შევიძინე. მეხმარება ყველაფერში. წონაში დავიკელი, ვერ ვიმატებ. კუნთებიც დაჭიმული მაქვს, ნუ მატირებთ, ყველაფერი მტკივა.

- რატომ?

- რატომ მეტკინება? ფეხბურთელი ვიყავი და ვვარჯიშობდი, მაგრამ ის კუნთები რომელიც ცეკვის დროს ვარჯიშდება, ატროფირებული მქონდა და ახლა იღვიძებს. ფიზიკური დატვირთვის შედეგად ყველაფერი მტკვა.

- ცეკვა გიყვარს, კლუბში წასულხარ მხოლოდ ცეკვის გამო?

- მე ცნობილი კლაბერი ვიყავი, კლუბს არ "ვმაზავდი". კლუბურ ცეკვებს "საკაიფოდ" ვცეკვავ, როგორც გინდათ ისე ჩამომართვით. ახლა გავიზარდე და აღარ დავდივარ კლუბებში. თუმცა ხანდახან იღვიძებს ახალგაზრდული სული ჩემში და ვფეთქდები. ჩემთან ერთად კლუბები მოკვდა თბილისში, "აჭარა მუზიკ ჰოლი" რომ დაიხურა, კლუბური ცხოვრება მოკვდა საქართველოში. მანდ ვისწავლეთ გართობა და მერე დედა ვუტირეთ ყველაფერს.

- კლუბების გარდა კიდევ რის მიმართ დაგეკარგა ინტერესი?

- ბევრი რამე არ მაინტერესებს ამ ქალაქში. პირველ რიგში ჭორაობა მეზიზღება, ამ ჭორებზეა დამოკიდებული ჩვენი თბილისქალაქი. არავინ არ აკეთებს თავის საქმეს და მხოლოდ ჭორაობს. ამით ცხოვრობენ ადამიანები.

- შენზე რომ ჭორაობენ, ეს განსაკუთრებით გაღიზიანებს ალბათ...

- ფეხებზე მკიდია, ჩემზე რას იტყვიან. ზოგადად ვამბობ, ჩემზე რა უნდა ილაპარაკონ? მაკოცონ ერთ ადგილას.

- პროექტის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ჭორების მოსმენა მოგიწევს თუნდაც საკუთარ თავზე, რადგან უფრო მეტად პოპულარული გახდები...

- სიტყვა პოპულარობა მაღიზიანებს. სლაბი ტიპების პონტია. მიშა მესხის შვილიშვილი ვარ და მაგით დამთავრდა ყველაფერი. ყველას უსწორდება ჩემი ფილმები, ვისაც არ მოსწონს, თქვას, არ მეწყინება. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, არ მსიამოვნებს ამაზე ჭორების მოსმენა. მე ია ძალიან მიყვარს, წლოვანებაში როცა ხარ და აზრიანად მოიყვან ცოლს, ის უნდა იყოს შენი მთლიანი ნაწილი. ია ჩემი მთლიანი ნაწილია.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ: "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტების ვინაობა ცნობილია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება