საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღმოჩნდა, რომ მაგრად დავღლილვარ" - როგორ გრძნობს თავს პროექტიდან წასული ნინა
"აღმოჩნდა, რომ მაგრად დავღლილვარ" - როგორ გრძნობს თავს პროექტიდან წასული ნინა

ორი კვი­რის წინ მომ­ღე­რალ­მა ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა პრო­ექ­ტი "ორი ვარ­სკვლა­ვი" და­ტო­ვა. ის პარტნი­ო­რო­ბას ყო­ფილ პარ­ლა­მენ­ტარ ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილს უწევ­და. წყვილს "ორი ვარ­სკვლავ­ში" თა­ვი­სი ნიშა ჰქონ­დათ, - შოუს ქმნიდ­ნენ და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბიც უხ­ვად ჰყავ­დათ...

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ გრძნობს ნინა პრო­ექ­ტის მიღ­მა თავს, რო­გორ აფა­სებს ამ შო­უ­ში სა­კუ­თარ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი აქვს. "ამ­ბე­ბი.გე" მომ­ღე­რალს ამ სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ და­უ­კავ­შირ­და.

- რა გრძნო­ბაა, რო­დე­საც კონ­კურსს ეთი­შე­ბი?

- "ორი ვარ­სკვლა­ვის" მერე ერთი კვი­რა დამ­ჭირ­და დას­ვე­ნე­ბა, რომ ნორ­მა­ლურ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბას დავ­ბრუ­ნე­ბო­დი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რად დავღ­ლილ­ვარ...

რაც შე­ე­ხე­ბა გრძნო­ბას, არ არის კარ­გი და სა­სი­ა­მოვ­ნო, მინ­დო­და, კი­დევ ორ-სამ ტურ­ში გვემ­ღე­რა, მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბელ­მა ასე გა­და­წყვი­ტა და ვე­რა­ფერს იზამ...

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მამა გიგ­ზავ­ნი­და მე­სი­ჯებს. ამ კონ­კურ­სში ყუ­რა­დღე­ბა და­გაკ­ლო?

- ალ­ბათ, მო­ბეზ­რდა ჩემ­თვის ამ­დე­ნი ესე­მე­სე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა (სი­ცი­ლით ამ­ბობს)...

- ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი, შენი მე­წყვი­ლე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია შე­ნით. შენ რას იტყვი მას­ზე?

- მეც ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა პრო­ექ­ტში გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე. ჩვენ დავ­მე­გობ­რდით...

- ახლა დროს რას უთ­მობ და რას საქ­მი­ა­ნობ?

- ვე­ძებ ახალ სიმ­ღე­რებს, მინ­და, რამ­დე­ნი­მე კარ­გი სიმ­ღე­რა გა­ვა­კე­თო. ჩემს რე­პერ­ტუ­არს გა­ნახ­ლე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა...

- რა­ი­მე სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა აღარ გინ­და? ცოტა ხნის წინ ხომ მუ­შა­ობ­დი?

- სამ­სა­ხუ­რი ნამ­დვი­ლად მჭირ­დე­ბა, ოღონდ, არა­სო­დეს აღარ ვი­მუ­შა­ვებ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში. ეს არის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი შრო­მა, ძა­ლი­ან მძი­მე რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობ­დი და ძა­ლი­ან ცოტა ანა­ზღა­უ­რე­ბა მქონ­და...

ლალი ფა­ცია

სპეც­ლი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"აღმოჩნდა, რომ მაგრად დავღლილვარ" - როგორ გრძნობს თავს პროექტიდან წასული ნინა

"აღმოჩნდა, რომ მაგრად დავღლილვარ" - როგორ გრძნობს თავს პროექტიდან წასული ნინა

ორი კვირის წინ მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა პროექტი "ორი ვარსკვლავი" დატოვა. ის პარტნიორობას ყოფილ პარლამენტარ ვახტანგ რჩეულიშვილს უწევდა. წყვილს "ორი ვარსკვლავში" თავისი ნიშა ჰქონდათ, - შოუს ქმნიდნენ და გულშემატკივრებიც უხვად ჰყავდათ...

საინტერესოა, როგორ გრძნობს ნინა პროექტის მიღმა თავს, როგორ აფასებს ამ შოუში საკუთარ მონაწილეობას და სამომავლოდ რა გეგმები აქვს. "ამბები.გე" მომღერალს ამ საკითხებზე სასაუბროდ დაუკავშირდა.

- რა გრძნობაა, როდესაც კონკურსს ეთიშები?

- "ორი ვარსკვლავის" მერე ერთი კვირა დამჭირდა დასვენება, რომ ნორმალურ რეჟიმში ცხოვრებას დავბრუნებოდი. როგორც აღმოჩნდა, მაგრად დავღლილვარ...

რაც შეეხება გრძნობას, არ არის კარგი და სასიამოვნო, მინდოდა, კიდევ ორ-სამ ტურში გვემღერა, მაგრამ მაყურებელმა ასე გადაწყვიტა და ვერაფერს იზამ...

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მამა გიგზავნიდა მესიჯებს. ამ კონკურსში ყურადღება დაგაკლო?

- ალბათ, მობეზრდა ჩემთვის ამდენი ესემესების გამოგზავნა (სიცილით ამბობს)...

- ბატონი ვახტანგი, შენი მეწყვილე აღფრთოვანებულია შენით. შენ რას იტყვი მასზე?

- მეც ძალიან კარგად მახსენდება პროექტში გატარებული ყოველი დღე. ჩვენ დავმეგობრდით...

- ახლა დროს რას უთმობ და რას საქმიანობ?

- ვეძებ ახალ სიმღერებს, მინდა, რამდენიმე კარგი სიმღერა გავაკეთო. ჩემს რეპერტუარს განახლება ესაჭიროება...

- რაიმე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დაწყება აღარ გინდა? ცოტა ხნის წინ ხომ მუშაობდი?

- სამსახური ნამდვილად მჭირდება, ოღონდ, არასოდეს აღარ ვიმუშავებ სახელმწიფო სამსახურში. ეს არის არაადამიანური შრომა, ძალიან მძიმე რეჟიმში ვმუშაობდი და ძალიან ცოტა ანაზღაურება მქონდა...

ლალი ფაცია

სპეცლიალურად "ამბები.გე"-სთვის.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება