პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სისხლიანი ქორწილი გარდაბანში, რის გამოც სამლოცველო გადაწვეს – ფოტორეპორტაჟი ტრაგედიის ადგილიდან
სისხლიანი ქორწილი გარდაბანში, რის გამოც სამლოცველო გადაწვეს – ფოტორეპორტაჟი ტრაგედიის ადგილიდან

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მუ­ღან­ლო­ში მუს­ლიმ­თა სამ­ლოც­ვე­ლოს ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს და მისი დაწ­ვა სცა­დეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ლოც­ვე­ლოს გა­დაწ­ვის მი­ზე­ზი აჯა­ლი­ე­ვე­ბის ქორ­წილ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა გახ­და.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, ქორ­წილ­ში ახალ­გაზ­რდებს შო­რის კა­მა­თი თავ­და­პირ­ვე­ლად მხო­ლოდ იმის გამო და­ი­წყო, რომ ერთ-ერთს მო­თხოვ­ნი­ლი სიმ­ღე­რა არ ჩა­ურ­თეს. ჩხუ­ბი სამ­ლოც­ვე­ლოს ეზო­ში გაგ­რძელ­და.

"მე ეს სიმ­ღე­რა მინ­და და თქვენ რა­ტომ არ უკ­რავ­თო - ამის გამო, ასა­კო­ვან მა­მა­კაცს ახალ­გაზ­რდამ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და გა­არ­ტყა. ას­ტა­ნო­ვი ქორ­წილ­ში იყო, ის ხალ­ხის და­წყნა­რე­ბა­სა და მო­ჩხუბ­რე­ბის გაშ­ვე­ლე­ბას ცდი­ლობ­და. ამ დროს მას ხა­დი­როვ­მა დანა და­არ­ტყა," - ამ­ბობს ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი ომარ მუ­სა­ე­ვი.

40 წლის ორუჯ ამირ ას­ტა­ნო­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დგომ გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა მის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო აღ­მოჩ­ნდა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა 35 წლის ხა­დი­როვ­მა სო­ფე­ლი მუ­ღან­ლო მა­ლე­ვე და­ტო­ვა და დღემ­დე მი­მალ­ვა­შია.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მომ­ხდა­რის გამო აღ­შფო­თე­ბულ­მა სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ, და­ახ­ლო­ე­ბით 1500 ადა­მი­ან­მა, ის ად­გი­ლი გა­დაწ­ვა, სა­დაც მკვლე­ლო­ბა მოხ­და.

"ეს მე­ჩე­თი კი არა, რა­ღაც გა­ურ­კვე­ვე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბა იყო, სა­დაც ლო­ცუ­ლობ­დნენ ხა­დი­რო­ვი და მისი მე­გობ­რე­ბი. ისი­ნი შე­ნო­ბა­ში იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და ვი­თომ ლო­ცუ­ლობ­დნენ, თა­ნაც რა­ღაც გა­ურ­კვე­ველ ქმე­დე­ბებს სჩა­დი­ოდ­ნენ. სამ­ლოც­ვე­ლო კი არა, ბუ­ნა­გი ჰქონ­დათ მო­წყო­ბი­ლი გარ­ყვნი­ლე­ბის­თვის", - ჰყვე­ბა ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი.

გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სარ­თი­ჭა­ლის თე­მის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მარ­თვის ორ­გა­ნოს რწმუ­ნე­ბუ­ლის ვა­ლა­დი­მერ ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი­სის გან­ცხა­დე­ბით, რო­დე­საც ის სამ­ლოც­ვე­ლოს­თან მი­ვი­და, ცე­ცხლის ლო­კა­ლი­ზე­ბას სა­ხან­ძრო ბრი­გა­დე­ბი ცდი­ლობ­დნენ. მი­სი­ვე თქმით, იქვე შეკ­რე­ბი­ლი იყო სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა, ხალ­ხი მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის დას­ჯას მო­ი­თხოვ­და:"ამ­ბობ­დნენ, რომ დამ­ნა­შა­ვე მკაც­რად უნდა და­ი­სა­ჯოს, მათი სამ­ლოც­ვე­ლოს ად­გი­ლი კი მუ­ღან­ლო­ში არ არი­სო".

ხან­ძრის შე­დე­გად სამ­ლოც­ვე­ლო შიგ­ნი­დან მთლი­ა­ნად და­იწ­ვა, ხან­ძარს მხო­ლოდ კედ­ლე­ბი და სა­ხუ­რა­ვი გა­და­ურ­ჩა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი და გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა სამ­ლოც­ვე­ლოს დაწ­ვის ფაქ­ტზეც და გა­მო­ძე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სხვი­სი ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მარი ვარ­დოშ­ვი­ლი, Ambebi.ge

სისხლიანი ქორწილი გარდაბანში, რის გამოც სამლოცველო გადაწვეს – ფოტორეპორტაჟი ტრაგედიის ადგილიდან

სისხლიანი ქორწილი გარდაბანში, რის გამოც სამლოცველო გადაწვეს – ფოტორეპორტაჟი ტრაგედიის ადგილიდან

რამდენიმე დღის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში მუსლიმთა სამლოცველოს ცეცხლი წაუკიდეს და მისი დაწვა სცადეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სამლოცველოს გადაწვის მიზეზი აჯალიევების ქორწილში მომხდარი მკვლელობა გახდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქორწილში ახალგაზრდებს შორის კამათი თავდაპირველად მხოლოდ იმის გამო დაიწყო, რომ ერთ-ერთს მოთხოვნილი სიმღერა არ ჩაურთეს. ჩხუბი სამლოცველოს ეზოში გაგრძელდა.

"მე ეს სიმღერა მინდა და თქვენ რატომ არ უკრავთო - ამის გამო, ასაკოვან მამაკაცს ახალგაზრდამ შეურაცხყოფა მიაყენა და გაარტყა. ასტანოვი ქორწილში იყო, ის ხალხის დაწყნარებასა და მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდა. ამ დროს მას ხადიროვმა დანა დაარტყა," - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი ომარ მუსაევი.

40 წლის ორუჯ ამირ ასტანოვი საავადმყოფოში მიყვანის შემდგომ გარდაიცვალა. დანით მიყენებული ჭრილობა მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა 35 წლის ხადიროვმა სოფელი მუღანლო მალევე დატოვა და დღემდე მიმალვაშია.

მათივე ცნობით, მომხდარის გამო აღშფოთებულმა სოფლის მოსახლეობამ, დაახლოებით 1500 ადამიანმა, ის ადგილი გადაწვა, სადაც მკვლელობა მოხდა.

"ეს მეჩეთი კი არა, რაღაც გაურკვეველი დანიშნულების შენობა იყო, სადაც ლოცულობდნენ ხადიროვი და მისი მეგობრები. ისინი შენობაში იკრიბებოდნენ და ვითომ ლოცულობდნენ, თანაც რაღაც გაურკვეველ ქმედებებს სჩადიოდნენ. სამლოცველო კი არა, ბუნაგი ჰქონდათ მოწყობილი გარყვნილებისთვის", - ჰყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის თემის ტერიტორიული მართვის ორგანოს რწმუნებულის ვალადიმერ ლურსმანაშვილისის განცხადებით, როდესაც ის სამლოცველოსთან მივიდა, ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო ბრიგადები ცდილობდნენ. მისივე თქმით, იქვე შეკრებილი იყო სოფლის მოსახლეობა, ხალხი მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასჯას მოითხოვდა:"ამბობდნენ, რომ დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს, მათი სამლოცველოს ადგილი კი მუღანლოში არ არისო".

ხანძრის შედეგად სამლოცველო შიგნიდან მთლიანად დაიწვა, ხანძარს მხოლოდ კედლები და სახურავი გადაურჩა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამლოცველოს დაწვის ფაქტზეც და გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.

მარი ვარდოშვილი, Ambebi.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია