პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კავშირშია 90-იანების ყველაზე სკანდალური პოლიციელის მკვლელობასთან ერეკლე კოდუა?!
რა კავშირშია 90-იანების ყველაზე სკანდალური პოლიციელის მკვლელობასთან ერეკლე კოდუა?!

"ჩემი ძმა ერეკ­ლე კო­დუ­ამ მოკ­ლა".

და­ვით თე­ლია, 2014 წელი, მარ­ტი

"მხო­ლოდ მკვდრე­ბი არ ლა­პა­რა­კო­ბენ".

გია თე­ლია, 2005 წელი, სექ­ტემ­ბე­რი

ორი­ო­დე კვი­რის წინ ერეკ­ლე კო­დუ­ა­ზე ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კო­დუ­ას სხვა საქ­მე­ებ­თან ერ­თად, ერთი ცნო­ბი­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­აც გა­ახ­სენ­და - 2006 წლის 16 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში, სოდ-ის მო­რიგ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი პო­ლი­ცი­ე­ლი გია თე­ლია შე­ე­წი­რა - შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამო ის მე­გობ­რის ბი­ნა­ში მოკ­ლეს. ფაქ­ტის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლის გა­და­სა­ღე­ბად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც კი მი­იწ­ვია. მათ ოთახ­ში ბლო­მად ნარ­კო­ტი­კი და გარ­დაც­ვლი­ლი თე­ლია დახ­ვდათ. მოკ­ლულს მარ­ჯვე­ნა ხელ­ში პის­ტო­ლე­ტი "ეჭი­რა". ამ ფაქ­ტმა ბევ­რი და­ა­ეჭ­ვა - იცოდ­ნენ, პო­ლი­ცი­ე­ლი ცა­ცია(?!) იყო. პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­ზეც თით­ქმის 10 წელი"ნა­დი­რობ­და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო და "მხედ­რი­ო­ნი", სა­ბო­ლო­ოდ სა­კუ­თა­რი კო­ლე­გე­ბის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდა.

გია თე­ლი­ას გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლე­ბამ­დე ცოტა თუ იც­ნობ­და. პო­ლი­ცი­ურ წრე­ებ­ში კი მისი სა­ხე­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო 80-იანი წლე­ბის "მშრა­ლი მორ­ფი­ნის" საქ­მეს­თან - იმ­ხა­ნად თბი­ლის­ში ნარ­კო­ტი­კე­ბით მო­ვაჭ­რე ცოლ-ქმა­რი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­თაც მშრა­ლი მორ­ფი­ნი აღ­მო­აჩ­ნდათ. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ისი­ნი ნარ­კო­ტი­კებს ყა­ზა­ხე­თის ქა­ლაქ ჩიმ­კენ­ტი­დან იღებ­დნენ (სწო­რედ იქ იყო მშრა­ლი მორ­ფის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა). ამ საქ­მით მა­შინ მოს­კო­ვიც და­ინ­ტე­რეს­და და შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც უნდა და­ედ­გი­ნა, რო­გორ აღ­წევ­და ქარ­ხნი­დან ნარ­კო­ტი­კი ჯერ გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბამ­დე, შემ­დეგ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შავ ბაზ­რამ­დე. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ ოპე­რა­ცი­ა­ში თე­ლი­ას სა­ინ­ტე­რე­სო როლი ერგო. თბი­ლის­ში და­კა­ვე­ბულ ცოლ-ქმარს მი­ა­წე­რი­ნეს წე­რი­ლი ჩიმ­კენ­ტში, ნარ­კოტ­რა­ფი­კის მო­თა­ვეს­თან (რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ლი­დე­რა­დაც ით­ვლე­ბო­და), რომ გია თე­ლია კო­ლო­ნი­ი­დან ახალ­გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი სან­დო პირი იყო და ნარ­კო­ტი­კის დიდი პარ­ტია უნ­დო­და. თე­ლია, ჯგუ­ფის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად, ჩიმ­კენ­ტში ჩა­ვი­და. Lლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, თე­ლია კო­ლო­ნი­ა­ში მკვლე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს (შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბაც კი გა­უ­კე­თეს) და ნარ­კო­ტი­კე­ბი კო­ლო­ნი­ა­ში "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის­თვის" შე­საგ­ზავ­ნად უნ­დო­და. სა­ა­მი­სოდ კი 50 000 მა­ნე­თის "კუკ­ლა" ჰქონ­და წელ­ზე შე­მორ­ტყმუ­ლი. რო­გორც თე­ლია აცხა­დებ­და, ნდო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად ნარ­კო­ტი­კებს გემო სწო­რედ იქ გა­უ­სინ­ჯა (შემ­დეგ ეს სენი სიკ­ვდი­ლამ­დე გაჰ­ყვა).

წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად 185 კაცი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის 12 და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლი, ამო­ი­ღეს 7 კგ მორ­ფი­ნი.

"მშრა­ლი მორ­ფი­ნის" საქ­მის­თვის გია თე­ლი­ამ მოს­კო­ვი­დან მად­ლო­ბის ბა­რა­თიც მი­ი­ღო, თუმ­ცა თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი ის სულ სხვა საქ­მით გახ­და.

1991 წლის 21 დე­კემ­ბერს დე­და­ქა­ლაქ­ში ე.წ. თბი­ლი­სის ომი და­ი­წყო. მე­ო­რე დღეს დე­და­ქა­ლაქ­ში ბოლო დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და - გა­გა­რი­ნის მო­ე­დან­ზე "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ან­ზორ აღა­ი­ა­ნი მოკ­ლეს. თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა ბო­რია ივა­ნოვ­მა გა­და­წყვი­ტა, ესარ­გებ­ლა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბით და ქურ­დულ სამ­ყა­როს ნამ­დვი­ლი ომი გა­მო­უ­ცხა­და. მისი პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი, ცი­ხი­დან ახალ­გა­მო­სუ­ლი აღა­ი­ა­ნი კრას­ნო­დარ­ში ცხოვ­რობ­და და ოჯა­ხის წევ­რებს ხში­რად აკი­თხავ­და თბი­ლის­ში. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" მო­შო­რე­ბის არ­ცთუ ისე კა­ნო­ნი­ე­რი გეგ­მა ივა­ნო­ვის კა­ბი­ნეტ­ში შე­მუ­შავ­და. მოვ­ლე­ნე­ბიც სწო­რედ ამ გეგ­მის მი­ხედ­ვით გან­ვი­თარ­და - პო­ლი­ცი­ე­ლი გია თე­ლია ე.წ. ქუ­ჩის ტე­ლე­ფო­ნი­დან ურე­კავ­და აღა­ი­ა­ნის მე­ზო­ბელს, ვინ­მე მუ­რა­დი­ანს და შეც­ვლი­ლი ხმით ფულს სთხოვ­და. ერთ სა­ღა­მოს თე­ლია და პო­ლი­ცი­ე­ლი გო­ცი­რი­ძე კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე მუ­რა­დი­ა­ნის მა­ღა­ზი­ას მი­ად­გნენ, საწ­ვა­ვი შე­ას­ხეს და ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს. ორი­ო­დე დღის შემ­დეგ მუ­რა­დი­ანს ეზო­ში პო­ლი­ცი­ელ­მა მა­ი­სუ­რა­ძემ "ლი­მონ­კა" შე­უგ­დო. შემ­დეგ თე­ლი­ამ კვლავ და­უ­რე­კა მუ­რა­დი­ანს და 3 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი მოს­თხო­ვა, თან და­ა­მა­ტა, - საქ­მე­ში ვინ­მე კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ჩა­რი­ეო...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა კავშირშია 90-იანების ყველაზე სკანდალური პოლიციელის მკვლელობასთან ერეკლე კოდუა?!

რა კავშირშია 90-იანების ყველაზე სკანდალური პოლიციელის მკვლელობასთან ერეკლე კოდუა?!

"ჩემი ძმა ერეკლე კოდუამ მოკლა".

დავით თელია, 2014 წელი, მარტი

"მხოლოდ მკვდრები არ ლაპარაკობენ".

გია თელია, 2005 წელი, სექტემბერი

ორიოდე კვირის წინ ერეკლე კოდუაზე ინტერპოლით ძებნის გამოცხადების შემდეგ საზოგადოებას კოდუას სხვა საქმეებთან ერთად, ერთი ცნობილი სპეცოპერაციაც გაახსენდა - 2006 წლის 16 თებერვალს, თბილისში, სოდ-ის მორიგ სპეცოპერაციას 90-იანი წლების ყველაზე სკანდალური პოლიციელი გია თელია შეეწირა - შეიარაღებული წინააღმდეგობის გამო ის მეგობრის ბინაში მოკლეს. ფაქტის დასადასტურებლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ადგილის გადასაღებად ჟურნალისტებიც კი მიიწვია. მათ ოთახში ბლომად ნარკოტიკი და გარდაცვლილი თელია დახვდათ. მოკლულს მარჯვენა ხელში პისტოლეტი "ეჭირა". ამ ფაქტმა ბევრი დააეჭვა - იცოდნენ, პოლიციელი ცაცია(?!) იყო. პოლიციელი, რომელზეც თითქმის 10 წელი"ნადირობდა ქურდული სამყარო და "მხედრიონი", საბოლოოდ საკუთარი კოლეგების მსხვერპლი აღმოჩნდა.

გია თელიას გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ცოტა თუ იცნობდა. პოლიციურ წრეებში კი მისი სახელი დაკავშირებული იყო 80-იანი წლების "მშრალი მორფინის" საქმესთან - იმხანად თბილისში ნარკოტიკებით მოვაჭრე ცოლ-ქმარი დააკავეს, რომელთაც მშრალი მორფინი აღმოაჩნდათ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი ნარკოტიკებს ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტიდან იღებდნენ (სწორედ იქ იყო მშრალი მორფის მწარმოებელი ქარხანა). ამ საქმით მაშინ მოსკოვიც დაინტერესდა და შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც უნდა დაედგინა, როგორ აღწევდა ქარხნიდან ნარკოტიკი ჯერ გადამყიდველებამდე, შემდეგ საბჭოთა კავშირის შავ ბაზრამდე. როგორც ამბობენ, ამ ოპერაციაში თელიას საინტერესო როლი ერგო. თბილისში დაკავებულ ცოლ-ქმარს მიაწერინეს წერილი ჩიმკენტში, ნარკოტრაფიკის მოთავესთან (რომელიც ადგილობრივი კრიმინალური სამყაროს ლიდერადაც ითვლებოდა), რომ გია თელია კოლონიიდან ახალგათავისუფლებული სანდო პირი იყო და ნარკოტიკის დიდი პარტია უნდოდა. თელია, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ჩიმკენტში ჩავიდა. Lლეგენდის მიხედვით, თელია კოლონიაში მკვლელობისა და ნარკოტიკების რეალიზაციისთვის იხდიდა სასჯელს (შესაბამისი ცნობაც კი გაუკეთეს) და ნარკოტიკები კოლონიაში "კანონიერი ქურდებისთვის" შესაგზავნად უნდოდა. საამისოდ კი 50 000 მანეთის "კუკლა" ჰქონდა წელზე შემორტყმული. როგორც თელია აცხადებდა, ნდობის მოსაპოვებლად ნარკოტიკებს გემო სწორედ იქ გაუსინჯა (შემდეგ ეს სენი სიკვდილამდე გაჰყვა).

წარმატებული ოპერაციის შედეგად 185 კაცი დააკავეს, მათ შორის 12 დაქირავებული მკვლელი, ამოიღეს 7 კგ მორფინი.

"მშრალი მორფინის" საქმისთვის გია თელიამ მოსკოვიდან მადლობის ბარათიც მიიღო, თუმცა თბილისში ცნობილი ის სულ სხვა საქმით გახდა.

1991 წლის 21 დეკემბერს დედაქალაქში ე.წ. თბილისის ომი დაიწყო. მეორე დღეს დედაქალაქში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა მოხდა - გაგარინის მოედანზე "კანონიერი ქურდი" ანზორ აღაიანი მოკლეს. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსმა ბორია ივანოვმა გადაწყვიტა, ესარგებლა ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებით და ქურდულ სამყაროს ნამდვილი ომი გამოუცხადა. მისი პირველი მსხვერპლი, ციხიდან ახალგამოსული აღაიანი კრასნოდარში ცხოვრობდა და ოჯახის წევრებს ხშირად აკითხავდა თბილისში. "კანონიერი ქურდის" მოშორების არცთუ ისე კანონიერი გეგმა ივანოვის კაბინეტში შემუშავდა. მოვლენებიც სწორედ ამ გეგმის მიხედვით განვითარდა - პოლიციელი გია თელია ე.წ. ქუჩის ტელეფონიდან ურეკავდა აღაიანის მეზობელს, ვინმე მურადიანს და შეცვლილი ხმით ფულს სთხოვდა. ერთ საღამოს თელია და პოლიციელი გოცირიძე კახეთის გზატკეცილზე მურადიანის მაღაზიას მიადგნენ, საწვავი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ორიოდე დღის შემდეგ მურადიანს ეზოში პოლიციელმა მაისურაძემ "ლიმონკა" შეუგდო. შემდეგ თელიამ კვლავ დაურეკა მურადიანს და 3 მილიონი რუბლი მოსთხოვა, თან დაამატა, - საქმეში ვინმე კრიმინალური ავტორიტეტი ჩარიეო...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ