პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის წვება საჭესთან კობა ბარათელი
 როდის წვება საჭესთან კობა ბარათელი

"რუს­თა­ვი 2"-ის იუ­მო­რის­ტმა კობა ბა­რა­თელ­მა მან­ქა­ნის მარ­თვა მა­მის დახ­მა­რე­ბით ის­წავ­ლა. პირ­ვე­ლი­ვე მცდე­ლო­ბა­ზე ეზო­ში მდგა­რი ნაძ­ვის ხე მან­ქა­ნის ნა­წი­ლე­ბით "მორ­თო". ამ ინ­ცი­დენ-ტის შემ­დეგ მა­მამ მარ­თვის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვა და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მძი­ნა­რე მა­მის­თვის გა­სა­ღე­ბი მო­ე­პა­რა. შემ­დეგ სა­ჭეს­თან დაჯ­დო­მის სა­ნაც­ვლოდ მან­ქა­ნას რე­ცხავ­და. ბო­ლოს ისე გა­ი­წა­ფა, მარ­თვის მოწ­მო­ბაც აიღო და პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა, "ოპე­ლი" შე­ი­ძი­ნა. ახლა "ჰი­უნ­და­ის" სა­ჭეს უზის.

- კობა, მან­ქა­ნის მარ­თვა ვინ გას­წავ­ლა?

- მა­მამ. მა­შინ მა­მა­ჩემს "ვაზ 21-011" ჰყავ­და. თა­ვი­დან უბ­რა­ლოდ ვჯდე­ბო­დი მან­ქა­ნა­ში სა­ჭეს­თან, გა­სა­ღებ­საც არა­ვინ მაძ­ლევ­და. ვი­ჯე­ქი და სიჩ­ქა­რე­ე­ბის კო­ლოფს ვაწ­ვა­ლებ­დი, თე­ო­რი­ას ვსწავ­ლობ­დი. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ხომ ავ­ტო­მა­ტი­კა არ იყო მო­და­ში. პირ­ვე­ლად და­ქო­ქოლ მან­ქა­ნა­ში რომ ჩავ­ჯე­ქი, კორ­პუს­თან მდგარ ნაძ­ვის ხეს და­ვე­ჯა­ხე. მა­შინ სო­ხუმ­ში ვცხოვ­რობ­დით. ვერ და­ვა­რე­გუ­ლი­რე კო­ნუ­სი­სა და გა­ზის ურ­თი­ერ­თო­ბა და რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­მიქ­რა. ბო­ლოს მა­მა­ჩემ­მა მი­თხრა, გაზს თა­მა­მად მი­ა­ჭი­რე ფე­ხიო. ისე მი­ვა­ჭი­რე... ნაძ­ვის ხე აღარ დგას იქ. მეც არ ვიქ­ნე­ბო­დი, მა­მა­ჩემს ხე­ლის მუხ­რუ­ჭი რომ არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ასე რომ, პირ­ვე­ლი­ვე ჩემი დაჯ­დო­მა და­ქო­ქილ მან­ქა­ნა­ში კრა­ხით დამ­თავ­რდა.

- მამა გა­გიბ­რაზ­და?

- კი, ორ­თვი­ა­ნი "ლი­შე­ნია" მომ­ცა. მაგ­რამ არ შე­ვუ­რიგ­დი ამ ამ­ბავს, მამა რომ და­ი­ძი­ნებ­და, ჩუ­მად ვპა­რავ­დი მან­ქა­ნას. ერთხელ სა­თა­და­რი­გო გა­სა­ღე­ბი მო­ვი­პა­რე, ავ­ტო­ფა­რე­ხის გა­სა­ღე­ბიც ჩუ­მად ამო­ვა­ცა­ლე მძი­ნა­რეს ჯი­ბი­დან და გა­მო­ვიყ­ვა­ნე მან­ქა­ნა. 300 მეტ­რი გა­ვი­სე­ირ­ნე და დავა-ბრუ­ნე უკან. მერე გა­რე­ცხვას ვი­მი­ზე­ზებ­დი და მა­თხო­ვებ­და ხოლ­მე. ასე ვმა­რი­ა­ჟობ­დი უბან­ში.

- მარ­თვის მოწ­მო­ბა რო­დის აიღე?

- 10 წლის წინ. მა­ნამ­დე არ მყავ­და სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი და ამის სა­ჭი­რო­ე­ბაც არ იდგა. კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, ცოტა რომ გა­ვი­წა­ფე, მა­მა­ჩე­მი იმ ად­გი­ლებ­ში მსვამ­და სა­ჭეს­თან, სა­დაც ავ­ტო­ინ­სპექ­ტო­რე­ბი არ იდ­გნენ. ბევ­რჯერ გა­მა­ტა­ნა მა­მა­ჩემ­მა ფული, მარ­თვის კურ­სებ­ზე ჩა­ე­წე­რეო, მაგ­რამ იქამ­დე ლუ­დის ბარი და სა­ქა­ბა­ბე იყო, მე­ხარ­ჯე­ბო­და (იცი­ნის).

- პირ­ვე­ლად რა მან­ქა­ნა იყი­დე?

- ოთო ლომ­თა­ძის­გან ვი­ყი­დე "ოპე­ლი". ეგ ექიმ­ზე უკეთ უვ­ლის მან­ქა­ნას. მე სას­წავ­ლო მან­ქა­ნად გა­და­ვაქ­ციე. ასეა, პირ­ველ მან­ქა­ნა­ზე ყო­ველ­თვის სწავ­ლობ. მე­ო­რე­ზეც სწავ­ლობ. მე ახ­ლაც ვსწავ­ლობ ამ მან­ქა­ნა­ზე.

- კარ­გი მძღო­ლი არ ხარ?

- კარ­გი მძღო­ლი ვარ, კარ­გი მსმე­ლი არ ვარ.

- რა არის კომ­ფორ­ტი შენ­თვის მან­ქა­ნა­ში?

- სი­გა­რე­ტი და წყა­ლი უნდა მქონ­დეს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

როდის წვება საჭესთან კობა ბარათელი

 როდის წვება საჭესთან კობა ბარათელი

"რუსთავი 2"-ის იუმორისტმა კობა ბარათელმა მანქანის მართვა მამის დახმარებით ისწავლა. პირველივე მცდელობაზე ეზოში მდგარი ნაძვის ხე მანქანის ნაწილებით "მორთო". ამ ინციდენ-ტის შემდეგ მამამ მართვის უფლება ჩამოართვა და იძულებული გახდა, მძინარე მამისთვის გასაღები მოეპარა. შემდეგ საჭესთან დაჯდომის სანაცვლოდ მანქანას რეცხავდა. ბოლოს ისე გაიწაფა, მართვის მოწმობაც აიღო და პირველი მანქანა, "ოპელი" შეიძინა. ახლა "ჰიუნდაის" საჭეს უზის.

- კობა, მანქანის მართვა ვინ გასწავლა?

- მამამ. მაშინ მამაჩემს "ვაზ 21-011" ჰყავდა. თავიდან უბრალოდ ვჯდებოდი მანქანაში საჭესთან, გასაღებსაც არავინ მაძლევდა. ვიჯექი და სიჩქარეების კოლოფს ვაწვალებდი, თეორიას ვსწავლობდი. ჩემს ბავშვობაში ხომ ავტომატიკა არ იყო მოდაში. პირველად დაქოქოლ მანქანაში რომ ჩავჯექი, კორპუსთან მდგარ ნაძვის ხეს დავეჯახე. მაშინ სოხუმში ვცხოვრობდით. ვერ დავარეგულირე კონუსისა და გაზის ურთიერთობა და რამდენჯერმე ჩამიქრა. ბოლოს მამაჩემმა მითხრა, გაზს თამამად მიაჭირე ფეხიო. ისე მივაჭირე... ნაძვის ხე აღარ დგას იქ. მეც არ ვიქნებოდი, მამაჩემს ხელის მუხრუჭი რომ არ გამოეყენებინა. ასე რომ, პირველივე ჩემი დაჯდომა დაქოქილ მანქანაში კრახით დამთავრდა.

- მამა გაგიბრაზდა?

- კი, ორთვიანი "ლიშენია" მომცა. მაგრამ არ შევურიგდი ამ ამბავს, მამა რომ დაიძინებდა, ჩუმად ვპარავდი მანქანას. ერთხელ სათადარიგო გასაღები მოვიპარე, ავტოფარეხის გასაღებიც ჩუმად ამოვაცალე მძინარეს ჯიბიდან და გამოვიყვანე მანქანა. 300 მეტრი გავისეირნე და დავა-ბრუნე უკან. მერე გარეცხვას ვიმიზეზებდი და მათხოვებდა ხოლმე. ასე ვმარიაჟობდი უბანში.

- მართვის მოწმობა როდის აიღე?

- 10 წლის წინ. მანამდე არ მყავდა საკუთარი ავტომობილი და ამის საჭიროებაც არ იდგა. კომუნისტების დროს, ცოტა რომ გავიწაფე, მამაჩემი იმ ადგილებში მსვამდა საჭესთან, სადაც ავტოინსპექტორები არ იდგნენ. ბევრჯერ გამატანა მამაჩემმა ფული, მართვის კურსებზე ჩაეწერეო, მაგრამ იქამდე ლუდის ბარი და საქაბაბე იყო, მეხარჯებოდა (იცინის).

- პირველად რა მანქანა იყიდე?

- ოთო ლომთაძისგან ვიყიდე "ოპელი". ეგ ექიმზე უკეთ უვლის მანქანას. მე სასწავლო მანქანად გადავაქციე. ასეა, პირველ მანქანაზე ყოველთვის სწავლობ. მეორეზეც სწავლობ. მე ახლაც ვსწავლობ ამ მანქანაზე.

- კარგი მძღოლი არ ხარ?

- კარგი მძღოლი ვარ, კარგი მსმელი არ ვარ.

- რა არის კომფორტი შენთვის მანქანაში?

- სიგარეტი და წყალი უნდა მქონდეს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები