პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შტრი­ხე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ მა­მა­კაც­ში თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ ვერ ნა­ხა
შტრი­ხე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ მა­მა­კაც­ში თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ ვერ ნა­ხა

"ი­მის გა­მო, რომ ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი მაქვს, სამ­სა­ხურ­ში წიგ­ნი და­მაქვს და შეს­ვე­ნე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში ვკი­თხუ­ლობ. კლუბ­ში ამას კარ­გად ვა­ხერ­ხებ", - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე და დას­ძენს, რომ ამ ბო­ლო დროს ფა­მუქ­მა გა­ი­ტა­ცა.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- ფა­მუ­ქის გარ­და, რო­მე­ლი ავ­ტო­რე­ბი გი­ზი­და­ვენ?

- დოს­ტო­ევ­ს­კის "თეთ­რი ღა­მე­ე­ბი" გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. ჟან-ჟაკ რუ­სოს რო­მან­ტიზ­მი მომ­წონს, ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბი­დან კი ჩემ­თ­ვის პირ­ვე­ლი - შო­თა რუს­თა­ვე­ლია.

- აქ­ტი­უ­რი მკითხ­ვე­ლი ხარ?

- სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი აქ­ტი­უ­რი ვერ ვარ, რო­გო­რიც სკო­ლის პე­რი­ოდ­ში და სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ვცდი­ლობ, წიგნს არ დავ­შორ­დე. სამ­სა­ხურ­ში წიგ­ნით ხელ­ში რომ მხე­და­ვენ, მე­უბ­ნე­ბი­ან, ამას ჩვენს და­სა­ნა­ხა­ვად აკე­თე­ბო.

- რო­მელ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- შარ­ლო­ტა ბრონ­ტეს გმირ­თან, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­თან ("ჯე­ინ ეარი"). ის ჯე­ინს უყ­ვარს.

- მას­ში რა გხიბ­ლავს?

- უაღ­რე­სად მა­მა­კა­ცუ­რია, კე­თი­ლია. მის ხა­სი­ათ­ში ისე­თი შტრი­ხე­ბია, რაც ჯერ ქარ­თ­ველ მა­მა­კაც­ში ვერ ვნა­ხე.

- მა­გა­ლი­თად?

- ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, რჩე­ულ­თან დის­ტან­ცი­ას მა­ინც იჭერს. ფა­რუ­ლი სი­ცი­ვე, დის­ტან­ცია მათ ურ­თი­ერ­თო­ბას თა­ვი­სე­ბურ ხიბლს სძენს. მომ­წონს.

- სა­კუ­თა­რი თა­ვი რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნა­ჟის­თ­ვის მი­გიმ­ს­გავ­სე­ბია?

- არა, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი ნა­წარ­მო­ე­ბის კითხ­ვი­სას შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნ­დეს სურ­ვი­ლი, რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნაჟს ჰგავ­დე.

- ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი გი­ზი­დავს?

- სა­ყუ­რებ­ლად მომ­წონს, მაგ­რამ თა­ვად არ­ასდ­როს მი­თა­მა­შია.

- სკან­და­ლუ­რი გა­მოხ­დო­მა, საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც არ­ღ­ვევს სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­ღე­ბულ ნორ­მებ­სა და წე­სებს, - რო­მე­ლი სიტყ­ვა გა­ნი­მარ­ტე­ბა ასე?

- ეპა­ტა­ჟი.

- ეპა­ტა­ჟუ­რი გა­მოს­ვ­ლე­ბი გჩვე­ვია?

- სხვამ შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როს, რომ მჩვე­ვია. თა­ვად ასე არ ვთვლი.

- რა ემარ­თე­ბა თვა­ლის გუ­გას, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სოს ის­მენს?

- ფარ­თოვ­დე­ბა, არა?

- 45%-ით ფარ­თოვ­დე­ბა. და­ა­სა­ხე­ლე როკ­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე და­ა­პა­ტიმ­რეს.

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- მი­გა­ნიშ­ნებ, ინ­გ­ლი­სე­ლი იყო.

- რო­მელ წლებ­ში ცხოვ­რობ­და?

- ჯგუფ "დორ­სის" სო­ლის­ტი იყო.

- ჯიმ მო­რი­სო­ნი, ხომ?

- დი­ახ. ადა­მი­ა­ნის ეს ორ­გა­ნო სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­არდ დარ­ტყ­მას აკე­თებს. რო­მელ ორ­გა­ნო­ზეა ლა­პა­რა­კი?

- გულ­ზე.

- "მე ვი­ცი ის, რომ არა­ფე­რი არ ვი­ცი", - ამ­ბობ­და სოკ­რა­ტე და ამა­ტებ­და, - "აი, სხვებ­მა კი..."

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- "სხვებ­მა კი ესეც არ იცი­ან". რო­მელ ქარ­თულ ფილ­მ­შია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის მუ­ხამ­ბა­ზი - "გინდ მე­ძი­ნოს, მა­ინც სულ­ში მი­ზი­ხარ"?

- "ქე­თო და კო­ტე­ში".

- კლას­ში 35 მოს­წავ­ლეა. შე­იძ­ლე­ბა თუ არა, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის გვა­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ასო­თი და­იწყოს?

- არა.

- "ერ­თა­დერ­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ჩემ­სა და სუ­ლელს შო­რის ის არის, რომ მე სუ­ლე­ლი არ ვარ", - რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნე­ლი მხატ­ვა­რია ამ გა­მო­ნათ­ქ­ვა­მის ავ­ტო­რი?

- მი­ნიშ­ნე­ბას ვერ მეტყ­ვი?

- მან ჯო­კონ­და ულ­ვა­შით გა­მო­სა­ხა.

- სალ­ვა­დორ და­ლი.

- სალ­ვა­დორ და­ლის ერთ-ერ­თ­მა პარ­ფი­უ­მე­რი­ულ­მა ფირ­მამ ახა­ლი სუ­ნა­მოს­თ­ვის ფლა­კო­ნის დი­ზა­ი­ნი შე­უკ­ვე­თა. მხატ­ვარ­მა ჩვე­უ­ლი ორი­გი­ნა­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა: სახ­ლ­ში იპო­ვა ნივ­თი, რო­მელ­საც ლი­თო­ნის ნა­წი­ლი მოხ­ს­ნა, ოქ­როს­ფ­რად შე­ღე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის ფლა­კო­ნის თავ­სა­ხუ­რი იქ­ნე­ბო­და. მწარ­მო­ებ­ლებს კი ურ­ჩია, სუ­ნა­მოს­თ­ვის უც­ნა­უ­რი სა­ხე­ლი - "გა­ელ­ვე­ბა" და­ერ­ქ­მი­ათ. მი­პა­სუ­ხე, რის­გან და­ამ­ზა­და სალ­ვა­დორ და­ლიმ ფლა­კო­ნი?

- არ ვი­ცი. (პა­უ­ზის შემ­დეგ) ეს ნივ­თი სი­ნათ­ლეს­თან კავ­შირ­შია?

- დი­ახ. ოჯახ­ში ყვე­ლას გვაქვს.

- ნა­თუ­რის­გან ხომ არ და­ამ­ზა­და?

- გა­მო­ი­ცა­ნი. მდი­ნა­რის თევ­ზე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დიდ თევ­ზად რო­მე­ლი ით­ვ­ლე­ბა?

- არ ვი­ცი.

- ლო­ქო. ეს ნა­წარ­მი აბ­რე­შუ­მის უწ­ვ­რი­ლე­სი ძა­ფე­ბით ნა­წილ-ნა­წილ იქ­სო­ვე­ბო­და. მი­სი მოქ­სო­ვის ტექ­ნო­ლო­გია ერ­თ­მა პა­რი­ზელ­მა მკე­რავ­მა XVI სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში შექ­მ­ნა. და­ა­სა­ხე­ლე მი­სი გვა­რი.

- გო­ბე­ლე­ნი.

- ლი­მო­ნი უფ­რო მეტ შა­ქარს შე­ი­ცავს თუ მარ­წყ­ვი?

- ლი­მო­ნი.

- რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი ჩი­ტი კო­ლიბ­რი?

- არ ვი­ცი.

- ყვე­ლა­ზე პა­ტა­რაა და უკუს­ვ­ლით ფრე­ნა შე­უძ­ლია. და­ა­სა­ხე­ლე სო­ფე­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პის მას­შ­ტა­ბით, ზღვის დო­ნი­დან ყვე­ლა­ზე მაღ­ლა მდე­ბა­რე­ობს.

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია.

- ვფიქ­რობ, სვა­ნე­თის რო­მე­ლი­მე სო­ფე­ლი იქ­ნე­ბა.

- უშ­გუ­ლი. ეს ინ­გ­ლი­სე­ლი მწე­რა­ლი ქა­ლი I მსოფ­ლიო ომის დროს მო­წყა­ლე­ბის დად მუ­შა­ობ­და. მას დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის 60-მდე ნა­წარ­მო­ე­ბი აქვს შექ­მ­ნი­ლი. რო­მელ მწე­რალ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- (ფიქ­რობს)

- მი­გა­ნიშ­ნებ, მი­სი მოთხ­რო­ბე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი ერ­კი­ულ პუ­ა­როა.

- აგა­ტა კრის­ტი.

- "სა­უ­კე­თე­სო ან არა­ფე­რი" - რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბე­ლი ფირ­მის დე­ვი­ზია?

- ალ­ბათ "მერ­სე­დე­სის", არა?

- დი­ახ. და­ა­სა­ხე­ლე ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი, რო­მელ­საც სკო­ლა­ში არას­დ­როს უვ­ლია. ის 35 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა და დაკ­რ­ძა­ლუ­ლია ვე­ნა­ში.

- მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი რომ მითხ­რა, შე­იძ­ლე­ბა?

- "ფი­გა­როს ქორ­წი­ნე­ბა", "დონ ჟუ­ა­ნი"...

- მო­ცარ­ტი.

- ამ­ბო­ბენ, ის მო­ცარ­ტის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო იყო. ერ­თხელ მო­ცარ­ტის მი­ერ ახალ­და­წე­რი­ლი მე­ლო­დია წა­იმ­ღე­რა, თან მცი­რე­დი შეს­წო­რე­ბა შე­ი­ტა­ნა. მო­ცარ­ტ­მა აღი­ა­რა, რომ მოს­მე­ნი­ლი ვა­რი­ან­ტი უკე­თე­სად ჟღერ­და და ასე შე­ი­ტა­ნა ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტ­ში. და­ა­სა­ხე­ლე მო­ცარ­ტის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო.

- ქა­ლი, რო­მე­ლიც უყ­ვარ­და?

- ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ადა­მი­ან­ზე არ არის ლა­პა­რა­კი.

- აბა?

- ფრინ­ვე­ლის ერთ-ერთ სა­ხე­ო­ბა­ზეა.

- "წამ­ღე­რე­ბა" ჩიტს შე­უძ­ლია.

- სწო­რი პა­სუ­ხია - შო­შია. რა­ტომ ატა­რებ­და იული­უს კე­ი­სა­რი დაფ­ნის გვირ­გ­ვინს?

- არ ვი­ცი.

- სი­მე­ლო­ტის და­სა­ფა­რა­ვად. მი­სი მშე­ნებ­ლო­ბა იმ­პე­რა­ტორ­მა ცინ­ში ჰუ­ან­დიმ ჰუ­ნე­ბის­გან (ცენ­ტ­რა­ლუ­რი აზი­ის მომ­თა­ბა­რე და ნა­ხევ­რად მომ­თა­ბა­რე ტო­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა) თა­ვის და­სა­ცა­ვად და­იწყო. რის მშე­ნებ­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ჩი­ნე­თის დი­დი კედ­ლის.

- ინ­გ­ლი­სის რო­მე­ლი ქა­ლა­ქი­დან იყ­ვ­ნენ ლე­გენ­და­რუ­ლი ჯგუ­ფის - "ბით­ლ­ზის" წევ­რე­ბი?

- ლი­ვერ­პუ­ლი­დან.

- პო­ე­ზია გიყ­ვარს?

- ლექ­სებს ვკი­თხუ­ლობ, მაგ­რამ ვერ ვი­მახ­სოვ­რებ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვა გა­ლაკ­ტი­ონ­ზე.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას კარ­გად იც­ნობ?

- ლე­ლა ნი­ნუ­ა­სა და ლი­კა ჭე­ლი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას კარ­გად ვიც­ნობ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ზე ლა­პა­რა­კობ­დე და გი­ორ­გი ზან­გუ­რი არ ახ­სე­ნო? მი­სი ლექ­სე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ნი­კო გო­მე­ლა­უ­რი ხომ ყვე­ლას უყ­ვარს, ვი­საც ერ­თხელ მა­ინც წა­უ­კი­თხავს ან მო­უს­მე­ნია. გა­მო­ნაკ­ლისს არც მე წარ­მო­ვად­გენ. კო­ტე ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლის ლექ­სე­ბიც მომ­წონს.

- "ზღვამ გა­დაყ­ლა­პა მზე,/ შე­იგ­რ­ძ­ნო მი­სი ეშ­ხი,/ რო­გორც შენ ერ­თხელ მე/ შე­მო­მი­ტყუე შენ­ში", - რო­მე­ლი პო­ე­ტია ამ სიტყ­ვე­ბის ავ­ტო­რი?

- ნი­კო გო­მე­ლა­უ­რი.

- 13 აპ­რი­ლი მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა.

- კო­ტე ყუ­ბა­ნე­იშ­ვილ­მა და­წე­რა: "სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ჭირს, გა­მოვ­ლი­ნე­ბა ნი­ჭის".

- რი­სი ში­შია ნო­მო­ფო­ბია?

- არ ვი­ცი.

- მო­ბი­ლუ­რის არ­ქო­ნის ში­ში.

- მარ­თ­ლა? მე მაქვს ეგ ში­ში, ოღონდ გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი ფორ­მით - არა. ოთახ­ში მარ­ტო ყოფ­ნის ში­ში მაქვს. ვირ­თხის მე­ში­ნია. მირ­ჩევ­ნია, ჩემ გარ­შე­მო 10 გვე­ლი დას­რი­ა­ლებ­დეს, ვიდ­რე ერ­თი პა­ტა­რა ვირ­თხა და­ვი­ნა­ხო. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ სუ­ლე­ბის ში­ში მაქვს. ას­ტ­რო­ლოგ­თან ვი­ყა­ვი, პი­რა­დი რუ­კა შე­მიდ­გი­ნა და მითხ­რა, სა­ში­ნე­ლე­ბებ­ზე ფილ­მებს არას­დ­როს უყუ­როო. არა­და, ხში­რად ვუ­ყუ­რებ­დი.

- რას შე­ის­წავ­ლის სპე­ლე­ო­ლო­გია?

- ნაც­ნო­ბი სიტყ­ვაა და ვერ ვიხ­სე­ნებ.

- მღვი­მე­ებს, გა­მოქ­ვა­ბუ­ლებს. რა ერ­ქ­ვა სო­ლო­მონ ისა­კიჩ მე­ჯღა­ნუ­აშ­ვი­ლის მა­მას?

- არ მახ­სოვს.

- და­ი­ბე­ნი.

- არა, უბ­რა­ლოდ, ვერ ვიხ­სე­ნებ.

- ისა­კი ერ­ქ­ვა.

- (ი­ცი­ნის) ვა­ი­მეეე, ეს რა და­მე­მარ­თა!

- ბერ­ტ­რან რა­სელ­მა მას­ზე ასე­თი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა: "დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის შედ­გე­ბა 4 ინ­გ­რე­დი­ენ­ტის­გან: ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­გან, თბი­ლი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის­გან, არ­სე­ბო­ბის ღირ­სე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­გან". რა გან­მარ­ტა ასე ინ­გ­ლი­სელ­მა ფი­ლო­სო­ფოს­მა?

- ქა­ლუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა.

- მხო­ლოდ ქა­ლუ­რი?

- ვერ ვხვდე­ბი, მა­მა­კა­ცე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა რა­შია. მგო­ნი, თა­ვა­დაც არ იცი­ან.

- რა­სელ­მა ასე ბედ­ნი­ე­რე­ბა გან­მარ­ტა.

- მა­მა­კა­ცებს სხვა რა­ღა­ცე­ბიც იზი­დავთ. მხო­ლოდ ეს "ოთხი ინ­გ­რე­დი­ენ­ტი" საკ­მა­რი­სი არ არის. უყ­ვართ ექ­ს­ტ­რი­მი, მან­ქა­ნე­ბი, ბევ­რი ქა­ლი...

- რა გა­ნა­პი­რო­ბებს კა­ნის, თმი­სა და თვა­ლის შე­ფე­რი­ლო­ბას?

- "მა­გათ" რა ჰქვია? (ფიქ­რობს) პიგ­მენ­ტე­ბი. სწო­რად ვამ­ბობ?

- დი­ახ. და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ტოლ­ს­ტო­ის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "სი­ცოცხ­ლე იმით კი არ იზო­მე­ბა, რამ­დენ­ჯერ ჩა­ი­სუნ­თ­ქავ, არა­მედ იმით, რამ­დენ­ჯერ..."

- ამო­ი­სუნ­თ­ქავ.

- "...რამ­დენ­ჯერ შე­გეკ­ვ­რე­ბა სუნ­თ­ქ­ვა".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შტრი­ხე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ მა­მა­კაც­ში თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ ვერ ნა­ხა

შტრი­ხე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ მა­მა­კაც­ში თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ ვერ ნა­ხა

"ი­მის გა­მო, რომ ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი მაქვს, სამ­სა­ხურ­ში წიგ­ნი და­მაქვს და შეს­ვე­ნე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში ვკითხუ­ლობ. კლუბ­ში ამას კარ­გად ვა­ხერ­ხებ", - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე და დას­ძენს, რომ ამ ბო­ლო დროს ფა­მუქ­მა გა­ი­ტა­ცა.

პრეამბულის მაგიერ

- ფა­მუ­ქის გარ­და, რო­მე­ლი ავ­ტო­რე­ბი გი­ზი­და­ვენ?

- დოს­ტო­ევ­ს­კის "თეთ­რი ღა­მე­ე­ბი" გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. ჟან-ჟაკ რუ­სოს რო­მან­ტიზ­მი მომ­წონს, ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბი­დან კი ჩემ­თ­ვის პირ­ვე­ლი - შო­თა რუს­თა­ვე­ლია.

- აქ­ტი­უ­რი მკითხ­ვე­ლი ხარ?

- სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი აქ­ტი­უ­რი ვერ ვარ, რო­გო­რიც სკო­ლის პე­რი­ოდ­ში და სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ვცდი­ლობ, წიგნს არ დავ­შორ­დე. სამ­სა­ხურ­ში წიგ­ნით ხელ­ში რომ მხე­და­ვენ, მე­უბ­ნე­ბი­ან, ამას ჩვენს და­სა­ნა­ხა­ვად აკე­თე­ბო.

- რო­მელ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- შარ­ლო­ტა ბრონ­ტეს გმირ­თან, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­თან ("ჯე­ინ ეარი"). ის ჯე­ინს უყ­ვარს.

- მას­ში რა გხიბ­ლავს?

- უაღ­რე­სად მა­მა­კა­ცუ­რია, კე­თი­ლია. მის ხა­სი­ათ­ში ისე­თი შტრი­ხე­ბია, რაც ჯერ ქარ­თ­ველ მა­მა­კაც­ში ვერ ვნა­ხე.

- მა­გა­ლი­თად?

- ძა­ლი­ან ყუ­რადღე­ბი­ა­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, რჩე­ულ­თან დის­ტან­ცი­ას მა­ინც იჭერს. ფა­რუ­ლი სი­ცი­ვე, დის­ტან­ცია მათ ურ­თი­ერ­თო­ბას თა­ვი­სე­ბურ ხიბლს სძენს. მომ­წონს.

- სა­კუ­თა­რი თა­ვი რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნა­ჟის­თ­ვის მი­გიმ­ს­გავ­სე­ბია?

- არა, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი ნა­წარ­მო­ე­ბის კითხ­ვი­სას შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნ­დეს სურ­ვი­ლი, რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნაჟს ჰგავ­დე.

- ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი გი­ზი­დავს?

- სა­ყუ­რებ­ლად მომ­წონს, მაგ­რამ თა­ვად არ­ასდ­როს მი­თა­მა­შია.

- სკან­და­ლუ­რი გა­მოხ­დო­მა, საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც არ­ღ­ვევს სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­ღე­ბულ ნორ­მებ­სა და წე­სებს, - რო­მე­ლი სიტყ­ვა გა­ნი­მარ­ტე­ბა ასე?

- ეპა­ტა­ჟი.

- ეპა­ტა­ჟუ­რი გა­მოს­ვ­ლე­ბი გჩვე­ვია?

- სხვამ შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როს, რომ მჩვე­ვია. თა­ვად ასე არ ვთვლი.

- რა ემარ­თე­ბა თვა­ლის გუ­გას, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სოს ის­მენს?

- ფარ­თოვ­დე­ბა, არა?

- 45%-ით ფარ­თოვ­დე­ბა. და­ა­სა­ხე­ლე როკ­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე და­ა­პა­ტიმ­რეს.

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- მი­გა­ნიშ­ნებ, ინ­გ­ლი­სე­ლი იყო.

- რო­მელ წლებ­ში ცხოვ­რობ­და?

- ჯგუფ "დორ­სის" სო­ლის­ტი იყო.

- ჯიმ მო­რი­სო­ნი, ხომ?

- დი­ახ. ადა­მი­ა­ნის ეს ორ­გა­ნო სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­არდ დარ­ტყ­მას აკე­თებს. რო­მელ ორ­გა­ნო­ზეა ლა­პა­რა­კი?

- გულ­ზე.

- "მე ვი­ცი ის, რომ არა­ფე­რი არ ვი­ცი", - ამ­ბობ­და სოკ­რა­ტე და ამა­ტებ­და, - "აი, სხვებ­მა კი..."

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- "სხვებ­მა კი ესეც არ იცი­ან". რო­მელ ქარ­თულ ფილ­მ­შია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის მუ­ხამ­ბა­ზი - "გინდ მე­ძი­ნოს, მა­ინც სულ­ში მი­ზი­ხარ"?

- "ქე­თო და კო­ტე­ში".

- კლას­ში 35 მოს­წავ­ლეა. შე­იძ­ლე­ბა თუ არა, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის გვა­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ასო­თი და­იწყოს?

- არა.

- "ერ­თა­დერ­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ჩემ­სა და სუ­ლელს შო­რის ის არის, რომ მე სუ­ლე­ლი არ ვარ", - რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნე­ლი მხატ­ვა­რია ამ გა­მო­ნათ­ქ­ვა­მის ავ­ტო­რი?

- მი­ნიშ­ნე­ბას ვერ მეტყ­ვი?

- მან ჯო­კონ­და ულ­ვა­შით გა­მო­სა­ხა.

- სალ­ვა­დორ და­ლი.

- სალ­ვა­დორ და­ლის ერთ-ერ­თ­მა პარ­ფი­უ­მე­რი­ულ­მა ფირ­მამ ახა­ლი სუ­ნა­მოს­თ­ვის ფლა­კო­ნის დი­ზა­ი­ნი შე­უკ­ვე­თა. მხატ­ვარ­მა ჩვე­უ­ლი ორი­გი­ნა­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა: სახ­ლ­ში იპო­ვა ნივ­თი, რო­მელ­საც ლი­თო­ნის ნა­წი­ლი მოხ­ს­ნა, ოქ­როს­ფ­რად შე­ღე­ბა და გა­ნაცხა­და, რომ ის ფლა­კო­ნის თავ­სა­ხუ­რი იქ­ნე­ბო­და. მწარ­მო­ებ­ლებს კი ურ­ჩია, სუ­ნა­მოს­თ­ვის უც­ნა­უ­რი სა­ხე­ლი - "გა­ელ­ვე­ბა" და­ერ­ქ­მი­ათ. მი­პა­სუ­ხე, რის­გან და­ამ­ზა­და სალ­ვა­დორ და­ლიმ ფლა­კო­ნი?

- არ ვი­ცი. (პა­უ­ზის შემ­დეგ) ეს ნივ­თი სი­ნათ­ლეს­თან კავ­შირ­შია?

- დი­ახ. ოჯახ­ში ყვე­ლას გვაქვს.

- ნა­თუ­რის­გან ხომ არ და­ამ­ზა­და?

- გა­მო­ი­ცა­ნი. მდი­ნა­რის თევ­ზე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დიდ თევ­ზად რო­მე­ლი ით­ვ­ლე­ბა?

- არ ვი­ცი.

- ლო­ქო. ეს ნა­წარ­მი აბ­რე­შუ­მის უწ­ვ­რი­ლე­სი ძა­ფე­ბით ნა­წილ-ნა­წილ იქ­სო­ვე­ბო­და. მი­სი მოქ­სო­ვის ტექ­ნო­ლო­გია ერ­თ­მა პა­რი­ზელ­მა მკე­რავ­მა XVI სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში შექ­მ­ნა. და­ა­სა­ხე­ლე მი­სი გვა­რი.

- გო­ბე­ლე­ნი.

- ლი­მო­ნი უფ­რო მეტ შა­ქარს შე­ი­ცავს თუ მარ­წყ­ვი?

- ლი­მო­ნი.

- რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი ჩი­ტი კო­ლიბ­რი?

- არ ვი­ცი.

- ყვე­ლა­ზე პა­ტა­რაა და უკუს­ვ­ლით ფრე­ნა შე­უძ­ლია. და­ა­სა­ხე­ლე სო­ფე­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პის მას­შ­ტა­ბით, ზღვის დო­ნი­დან ყვე­ლა­ზე მაღ­ლა მდე­ბა­რე­ობს.

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია.

- ვფიქ­რობ, სვა­ნე­თის რო­მე­ლი­მე სო­ფე­ლი იქ­ნე­ბა.

- უშ­გუ­ლი. ეს ინ­გ­ლი­სე­ლი მწე­რა­ლი ქა­ლი I მსოფ­ლიო ომის დროს მოწყა­ლე­ბის დად მუ­შა­ობ­და. მას დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის 60-მდე ნა­წარ­მო­ე­ბი აქვს შექ­მ­ნი­ლი. რო­მელ მწე­რალ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- (ფიქ­რობს)

- მი­გა­ნიშ­ნებ, მი­სი მოთხ­რო­ბე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი ერ­კი­ულ პუ­ა­როა.

- აგა­ტა კრის­ტი.

- "სა­უ­კე­თე­სო ან არა­ფე­რი" - რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბე­ლი ფირ­მის დე­ვი­ზია?

- ალ­ბათ "მერ­სე­დე­სის", არა?

- დი­ახ. და­ა­სა­ხე­ლე ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი, რო­მელ­საც სკო­ლა­ში არას­დ­როს უვ­ლია. ის 35 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა და დაკ­რ­ძა­ლუ­ლია ვე­ნა­ში.

- მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი რომ მითხ­რა, შე­იძ­ლე­ბა?

- "ფი­გა­როს ქორ­წი­ნე­ბა", "დონ ჟუ­ა­ნი"...

- მო­ცარ­ტი.

- ამ­ბო­ბენ, ის მო­ცარ­ტის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო იყო. ერ­თხელ მო­ცარ­ტის მი­ერ ახალ­და­წე­რი­ლი მე­ლო­დია წა­იმ­ღე­რა, თან მცი­რე­დი შეს­წო­რე­ბა შე­ი­ტა­ნა. მო­ცარ­ტ­მა აღი­ა­რა, რომ მოს­მე­ნი­ლი ვა­რი­ან­ტი უკე­თე­სად ჟღერ­და და ასე შე­ი­ტა­ნა ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტ­ში. და­ა­სა­ხე­ლე მო­ცარ­ტის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო.

- ქა­ლი, რო­მე­ლიც უყ­ვარ­და?

- ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ადა­მი­ან­ზე არ არის ლა­პა­რა­კი.

- აბა?

- ფრინ­ვე­ლის ერთ-ერთ სა­ხე­ო­ბა­ზეა.

- "წამ­ღე­რე­ბა" ჩიტს შე­უძ­ლია.

- სწო­რი პა­სუ­ხია - შო­შია. რა­ტომ ატა­რებ­და იული­უს კე­ი­სა­რი დაფ­ნის გვირ­გ­ვინს?

- არ ვი­ცი.

- სი­მე­ლო­ტის და­სა­ფა­რა­ვად. მი­სი მშე­ნებ­ლო­ბა იმ­პე­რა­ტორ­მა ცინ­ში ჰუ­ან­დიმ ჰუ­ნე­ბის­გან (ცენ­ტ­რა­ლუ­რი აზი­ის მომ­თა­ბა­რე და ნა­ხევ­რად მომ­თა­ბა­რე ტო­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა) თა­ვის და­სა­ცა­ვად და­იწყო. რის მშე­ნებ­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ჩი­ნე­თის დი­დი კედ­ლის.

- ინ­გ­ლი­სის რო­მე­ლი ქა­ლა­ქი­დან იყ­ვ­ნენ ლე­გენ­და­რუ­ლი ჯგუ­ფის - "ბით­ლ­ზის" წევ­რე­ბი?

- ლი­ვერ­პუ­ლი­დან.

- პო­ე­ზია გიყ­ვარს?

- ლექ­სებს ვკითხუ­ლობ, მაგ­რამ ვერ ვი­მახ­სოვ­რებ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვა გა­ლაკ­ტი­ონ­ზე.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას კარ­გად იც­ნობ?

- ლე­ლა ნი­ნუ­ა­სა და ლი­კა ჭე­ლი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას კარ­გად ვიც­ნობ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ზე ლა­პა­რა­კობ­დე და გი­ორ­გი ზან­გუ­რი არ ახ­სე­ნო? მი­სი ლექ­სე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ნი­კო გო­მე­ლა­უ­რი ხომ ყვე­ლას უყ­ვარს, ვი­საც ერ­თხელ მა­ინც წა­უ­კითხავს ან მო­უს­მე­ნია. გა­მო­ნაკ­ლისს არც მე წარ­მო­ვად­გენ. კო­ტე ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლის ლექ­სე­ბიც მომ­წონს.

- "ზღვამ გა­დაყ­ლა­პა მზე,/ შე­იგ­რ­ძ­ნო მი­სი ეშ­ხი,/ რო­გორც შენ ერ­თხელ მე/ შე­მო­მიტყუე შენ­ში", - რო­მე­ლი პო­ე­ტია ამ სიტყ­ვე­ბის ავ­ტო­რი?

- ნი­კო გო­მე­ლა­უ­რი.

- 13 აპ­რი­ლი მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა.

- კო­ტე ყუ­ბა­ნე­იშ­ვილ­მა და­წე­რა: "სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ჭირს, გა­მოვ­ლი­ნე­ბა ნი­ჭის".

- რი­სი ში­შია ნო­მო­ფო­ბია?

- არ ვი­ცი.

- მო­ბი­ლუ­რის არ­ქო­ნის ში­ში.

- მარ­თ­ლა? მე მაქვს ეგ ში­ში, ოღონდ გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი ფორ­მით - არა. ოთახ­ში მარ­ტო ყოფ­ნის ში­ში მაქვს. ვირ­თხის მე­ში­ნია. მირ­ჩევ­ნია, ჩემ გარ­შე­მო 10 გვე­ლი დას­რი­ა­ლებ­დეს, ვიდ­რე ერ­თი პა­ტა­რა ვირ­თხა და­ვი­ნა­ხო. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ სუ­ლე­ბის ში­ში მაქვს. ას­ტ­რო­ლოგ­თან ვი­ყა­ვი, პი­რა­დი რუ­კა შე­მიდ­გი­ნა და მითხ­რა, სა­ში­ნე­ლე­ბებ­ზე ფილ­მებს არას­დ­როს უყუ­როო. არა­და, ხში­რად ვუ­ყუ­რებ­დი.

- რას შე­ის­წავ­ლის სპე­ლე­ო­ლო­გია?

- ნაც­ნო­ბი სიტყ­ვაა და ვერ ვიხ­სე­ნებ.

- მღვი­მე­ებს, გა­მოქ­ვა­ბუ­ლებს. რა ერ­ქ­ვა სო­ლო­მონ ისა­კიჩ მეჯღა­ნუ­აშ­ვი­ლის მა­მას?

- არ მახ­სოვს.

- და­ი­ბე­ნი.

- არა, უბ­რა­ლოდ, ვერ ვიხ­სე­ნებ.

- ისა­კი ერ­ქ­ვა.

- (ი­ცი­ნის) ვა­ი­მეეე, ეს რა და­მე­მარ­თა!

- ბერ­ტ­რან რა­სელ­მა მას­ზე ასე­თი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა: "დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის შედ­გე­ბა 4 ინ­გ­რე­დი­ენ­ტის­გან: ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­გან, თბი­ლი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის­გან, არ­სე­ბო­ბის ღირ­სე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­გან". რა გან­მარ­ტა ასე ინ­გ­ლი­სელ­მა ფი­ლო­სო­ფოს­მა?

- ქა­ლუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა.

- მხო­ლოდ ქა­ლუ­რი?

- ვერ ვხვდე­ბი, მა­მა­კა­ცე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა რა­შია. მგო­ნი, თა­ვა­დაც არ იცი­ან.

- რა­სელ­მა ასე ბედ­ნი­ე­რე­ბა გან­მარ­ტა.

- მა­მა­კა­ცებს სხვა რა­ღა­ცე­ბიც იზი­დავთ. მხო­ლოდ ეს "ოთხი ინ­გ­რე­დი­ენ­ტი" საკ­მა­რი­სი არ არის. უყ­ვართ ექ­ს­ტ­რი­მი, მან­ქა­ნე­ბი, ბევ­რი ქა­ლი...

- რა გა­ნა­პი­რო­ბებს კა­ნის, თმი­სა და თვა­ლის შე­ფე­რი­ლო­ბას?

- "მა­გათ" რა ჰქვია? (ფიქ­რობს) პიგ­მენ­ტე­ბი. სწო­რად ვამ­ბობ?

- დი­ახ. და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ტოლ­ს­ტო­ის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "სი­ცოცხ­ლე იმით კი არ იზო­მე­ბა, რამ­დენ­ჯერ ჩა­ი­სუნ­თ­ქავ, არა­მედ იმით, რამ­დენ­ჯერ..."

- ამო­ი­სუნ­თ­ქავ.

- "...რამ­დენ­ჯერ შე­გეკ­ვ­რე­ბა სუნ­თ­ქ­ვა".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები