პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედამიწის დღესთან დაკავშირებით კონკურსის - "ქართული მწვანე ბიზნესი" გამარჯვებული 12 კომპანია დააჯილდოეს
დედამიწის დღესთან დაკავშირებით კონკურსის - "ქართული მწვანე ბიზნესი" გამარჯვებული 12 კომპანია დააჯილდოეს

დე­და­მი­წის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" კონ­კურ­სის - "ქარ­თუ­ლი მწვა­ნე ბიზ­ნე­სი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 12 კომ­პა­ნია და­ა­ჯილ­დო­ეს. გა­მარ­ჯვე­ბულ­თა შო­რის მულ­ტი­მე­დია ჰოლ­დინ­გი "პა­ლიტ­რა მე­დია" იყო.

დე­და­მი­წის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თუ­ლი კონ­კურ­სის და­ჯილ­დო­ე­ბის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ას გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრი ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძე და­ეს­წრო და გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ებს სა­მი­ნის­ტროს სა­ხე­ლით ჯილ­დო­ე­ბიც გა­დას­ცა.

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ით­ქვა, რომ სა­მი­ნის­ტრომ კონ­კურ­სი "ქარ­თუ­ლი მწვა­ნე ბიზ­ნე­სი" პირ­ვე­ლად გა­მო­ცხად­და და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დი 17-მა კომ­პა­ნი­ამ წა­რად­გი­ნა. მათ შო­რის იყო მულ­ტი­მე­დია ჰოლ­დინ­გი "პა­ლიტ­რა მე­დია". 17 კომ­პა­ნი­ი­დან 5 კომ­პა­ნი­ას გა­და­ე­ცა მად­ლო­ბის სი­გე­ლი, 12 კომ­პა­ნია კი და­ჯილ­დოვ­და. კონ­კურ­სი 9 ნო­მი­ნა­ცი­ის­გან შედ­გე­ბო­და.

ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "მწვა­ნე კამ­პა­ნია" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და ორი კომ­პა­ნია: კომ­პა­ნია "ჰა­ი­დელ­ბერგცე­მენ­ტი" და "ვი­სოლ პეტ­რო­ლი­უმ ჯორ­ჯია". შემ­დე­გი ნო­მი­ნა­ცია იყო "მწვა­ნე ტექ­ნო­ლო­გია", რო­მელ­შიც სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ლო­მის­მა" გა­ი­მარ­ჯვა. ამა­ვე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და ასე­ვე შპს ეკო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრი "ეკო­ლო­გია".

ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "მწვა­ნე სერ­ვი­სი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი" და "პროკ­რე­დიტ ბან­კი". ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "წლის მწვა­ნე პრაქ­ტი­კო­სი" გა­ი­მარ­ჯვა სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­მა". ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "მწვა­ნე ხედ­ვა" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და შპს "ლისი ფო", რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექტს "მწვა­ნე ქა­ლა­ქი ლისი".

ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "წლის მდგრა­დი ხედ­ვა" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ შპს "ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრი" და მულ­ტი­მე­დია ჰოლ­დინ­გი "პა­ლიტ­რა მე­დია". ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "მწვა­ნე შე­ნო­ბის" ნო­მი­ნა­ცი­ის მფლო­ბე­ლი გახ­და კომ­პა­ნია "ახა­ლი ნა­თე­ბა". ასე­ვე ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დღე­ვან­დე­ლი დღის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია და "წლის ქარ­თუ­ლი მწვა­ნე ბიზ­ნე­სის" მფლო­ბე­ლი გახ­და ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძე­ლი, სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ ბლუ ივე­რია".

შეხ­ვედ­რა­ზე ით­ქვა, რომ ქარ­თუ­ლი მწვა­ნე ბიზ­ნე­სის კონ­კურ­სი დღეს ხე­ლახ­ლა ცხად­დე­ბა და 4 თვის გა­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნი­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ თა­ვი­ან­თი გა­ნა­ცხა­დი წა­რად­გი­ნონ. ამას­თან, თი­თო­ე­ულ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ღა­მოს წამ­ყვა­ნებ­მა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა­ტომ მოხ­და კონ­კურ­სის მი­ხედ­ვით კონ­კურ­სის ჟი­უ­რის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად და­სა­ხე­ლე­ბა.

მულ­ტი­მე­დია ჰოლ­დინგ "პა­ლიტ­რა მე­დი­ას­თან" და­კავ­ში­რე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ით­ქვა, რომ კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია "მაკუ-ლი­ტე­რა­ტუ­რა", რო­მე­ლიც უამ­რა­ვი ქა­ღალ­დის, წიგ­ნის, გა­ზე­თი­სა თუ ჟურ­ნა­ლის შეგ­რო­ვე­ბას და მის მე­ო­რად ქა­ღალ­დად გა­და­მუ­შა­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს და სა­ბო­ლო­ოდ ისევ ბა­ზარს უბ­რუნ­დე­ბა.

ამას­თან, აღი­ნიშ­ნა, რომ კომ­პა­ნი­ის მომ­ხმა­რე­ბელს შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ტი, ნაც­ვლად პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბი­სა, მი­ე­წო­დე­ბა სწო­რედ გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ქა­ღალ­დის პარ­კე­ბით. აგ­რეთ­ვე, ჰოლ­დინ­გმა თა­ვის 18 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, დიღ­მის ტყე­ში 300-ზე მეტი ნერ­გი დარ­გა. ჰოლ­დინ­გმა ასე­ვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მას­შტა­ბუ­რი და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცია, სა­დაც და­რიგ­და ქა­ღალ­დის პარ­კე­ბი, წარ­წე­რით "ნარ­ჩე­ნის ურ­ნა­ში ჩაგ­დე­ბას 4 წამი სჭირ­დე­ბა".

რო­გორც და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა მა­რი­კა დარ­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და, გა­ზეთ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რამ" ახ­ლა­ხან კედ­რის თეს­ლე­ბი და­უ­რი­გა მკი­თხველს, ასე­ვე, "პა­ლიტ­რა­ში" არის "მწვა­ნე გა­და­ცე­მა". მი­სი­ვე თქმით, და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ე­ბის შე­სა­ხებ მან სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მო­ის­მი­ნა და მე­დია სახ­ლი ყო­ველ­თვის ინ­ტე­რე­სით გა­ა­შუ­ქებს და მხარს და­უ­ჭერს ასე­თი კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით კონკურსის - "ქართული მწვანე ბიზნესი" გამარჯვებული 12 კომპანია დააჯილდოეს

დედამიწის დღესთან დაკავშირებით კონკურსის - "ქართული მწვანე ბიზნესი" გამარჯვებული 12 კომპანია დააჯილდოეს

დედამიწის დღესთან დაკავშირებით სასტუმრო "რედისონში" კონკურსის - "ქართული მწვანე ბიზნესი" გამარჯვებული 12 კომპანია დააჯილდოეს. გამარჯვებულთა შორის მულტიმედია ჰოლდინგი "პალიტრა მედია" იყო.

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული კონკურსის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე დაესწრო და გამარჯვებულ კომპანიებს სამინისტროს სახელით ჯილდოებიც გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიაზე ითქვა, რომ სამინისტრომ კონკურსი "ქართული მწვანე ბიზნესი" პირველად გამოცხადდა და მასში მონაწილეობაზე განაცხადი 17-მა კომპანიამ წარადგინა. მათ შორის იყო მულტიმედია ჰოლდინგი "პალიტრა მედია". 17 კომპანიიდან 5 კომპანიას გადაეცა მადლობის სიგელი, 12 კომპანია კი დაჯილდოვდა. კონკურსი 9 ნომინაციისგან შედგებოდა.

ნომინაციაში "მწვანე კამპანია" გამარჯვებული გახდა ორი კომპანია: კომპანია "ჰაიდელბერგცემენტი" და "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია". შემდეგი ნომინაცია იყო "მწვანე ტექნოლოგია", რომელშიც სააქციო საზოგადოება "ლომისმა" გაიმარჯვა. ამავე ნომინაციაში გამარჯვებული გახდა ასევე შპს ეკოტექნოლოგიების სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი "ეკოლოგია".

ნომინაციაში "მწვანე სერვისი" გამარჯვებული გახდა "საქართველოს ბანკი" და "პროკრედიტ ბანკი". ნომინაციაში "წლის მწვანე პრაქტიკოსი" გაიმარჯვა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასმა". ნომინაციაში "მწვანე ხედვა" გამარჯვებული გახდა შპს "ლისი ფო", რომელიც ახორციელებს პროექტს "მწვანე ქალაქი ლისი".

ნომინაციაში "წლის მდგრადი ხედვა" გამარჯვებულები გახდნენ შპს "ახალი ტექნოლოგიების ცენტრი" და მულტიმედია ჰოლდინგი "პალიტრა მედია". ჟიურის გადაწყვეტილებით, "მწვანე შენობის" ნომინაციის მფლობელი გახდა კომპანია "ახალი ნათება". ასევე ჟიურის გადაწყვეტილებით, დღევანდელი დღის გამარჯვებული კომპანია და "წლის ქართული მწვანე ბიზნესის" მფლობელი გახდა ღონისძიების მასპინძელი, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია".

შეხვედრაზე ითქვა, რომ ქართული მწვანე ბიზნესის კონკურსი დღეს ხელახლა ცხადდება და 4 თვის გამავლობაში კომპანიებს საშუალება აქვთ თავიანთი განაცხადი წარადგინონ. ამასთან, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიასთან დაკავშირებით საღამოს წამყვანებმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რატომ მოხდა კონკურსის მიხედვით კონკურსის ჟიურის მიერ აღნიშნული კომპანიების გამარჯვებულად დასახელება.

მულტიმედია ჰოლდინგ "პალიტრა მედიასთან" დაკავშირებით დაჯილდოების ცერემონიაზე ითქვა, რომ კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია "მაკუ-ლიტერატურა", რომელიც უამრავი ქაღალდის, წიგნის, გაზეთისა თუ ჟურნალის შეგროვებას და მის მეორად ქაღალდად გადამუშავებას გულისხმობს და საბოლოოდ ისევ ბაზარს უბრუნდება.

ამასთან, აღინიშნა, რომ კომპანიის მომხმარებელს შეძენილი პროდუქტი, ნაცვლად პოლიეთილენის პარკებისა, მიეწოდება სწორედ გადამუშავებული ქაღალდის პარკებით. აგრეთვე, ჰოლდინგმა თავის 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დიღმის ტყეში 300-ზე მეტი ნერგი დარგა. ჰოლდინგმა ასევე განახორციელა მასშტაბური დასუფთავების აქცია, სადაც დარიგდა ქაღალდის პარკები, წარწერით "ნარჩენის ურნაში ჩაგდებას 4 წამი სჭირდება".

როგორც დაჯილდოების ცერემონიაზე "პალიტრა მედიის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ განაცხადა, გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ახლახან კედრის თესლები დაურიგა მკითხველს, ასევე, "პალიტრაში" არის "მწვანე გადაცემა". მისივე თქმით, დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილე კომპანიების შესახებ მან საინტერესო ინფორმაციები მოისმინა და მედია სახლი ყოველთვის ინტერესით გააშუქებს და მხარს დაუჭერს ასეთი კომპანიების საქმიანობას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"