პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელი ვკარი და ცემენტის კიბეზე დავაგორე..." - თერჯოლელმა მკვლელმა მარიამ კუკუნაშვილზე თავდასხმა სცადა
"ხელი ვკარი და ცემენტის კიბეზე დავაგორე..." - თერჯოლელმა მკვლელმა მარიამ კუკუნაშვილზე თავდასხმა სცადა

ცოტა ხნით ადრე, ვიდ­რე თერ­ჯო­ლა­ში, სო­ფელ ეწერ­ში სა­კუ­თარ დე­დას მოკ­ლავ­და და სა­ღო­რე­ში და­მარ­ხავ­და, მკვლელ­მა სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის "NEW LIFE"-ის მსოფ­ლიო ქსე­ლის დამ­ფუძ­ნე­ბელ მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმა სცა­და. ამის შე­სა­ხებ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს.

"გარ­კვე­უ­ლი ხნის წინ მე­გობ­რის სახ­ლში ვი­ყა­ვი სუფ­რა­ზე, სა­დაც არ­ცთუ ისე კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე მე­ზო­ბე­ლი ბიჭი და­უ­პა­ტი­ჟებ­ლად მო­ვი­და სუფ­რა­ზე. ცოტა ხან­ში მე­ო­რე სარ­თულ­ზე (სა­კუ­თა­რი სახ­ლის) ავე­დი, რად­გან ჩან­თა მქონ­და იქ და­ტო­ვე­ბუ­ლი. ეს ბიჭი უჩუმ­რად ამომ­ყვა და რომ მივ­ხვდი საქ­მე ვერ იყო კარ­გად და იმ­ხე­ლა სახ­ლში ვერც ვე­რა­ვის გა­ვა­გო­ნებ­დი, "პოდ­რუ­ჩკი" გა­ვუ­ყა­რე, გა­ვუ­ღი­მე კი­ბის კი­დეს­თან მი­ვა­სე­ირ­ნე, უცებ ხელი ვკა­რი და ცე­მენ­ტის კი­ბე­ზე და­ვა­გო­რე, რის შე­დე­გა­დაც თავი გა­უს­კდა და სის­ხლიც ორ ტო­ტად წა­მო­უ­ვი­და. დღეს გა­ვი­გე, რომ გუ­შინ­წინ - აღ­დოგ­მა დღეს ამ ბიჭ­მა სა­კუ­თა­რი დედა სა­შინ­ლად აწა­მა, შე­შის ღუ­მე­ლის გა­ცხე­ლე­ბუ­ლი მა­ში­თა და ნაკ­ვერ­ჩხლე­ბით და­უ­და­ღა მთე­ლი სხე­უ­ლი და შემ­დეგ წა­ი­ღო და სა­ღო­რე­ში და­მარ­ხა.

პო­ლი­ცი­ის­თვის უთ­ქვამს მა­მა­ჩე­მის ამო­თხრას და სას­წა­უ­ლე­ბის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ­დი და არ დამ­ცალ­დაო...

ის ოჯა­ხი გა­დარ­ჩე­ნი­ლია, რად­გან იმ და­გო­რე­ბის ხმა­ურ­ზე ჩემი მე­გობ­რის მამა, ძმა გა­მო­ვიდ­ნენ და სცე­მეს. პა­სუ­ხად ამი­სა, ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში, ამ ჩემი მე­გო­ბა­რი გო­გოს სახ­ლში მი­ვი­და, მინა ჩა­ლე­წა, აიღო მი­ნის ნამ­ტვრე­ვი და ყელ­ზე და­უს­ვა. ჩემს მე­გო­ბარს დამ მი­უს­წრო და გა­დარ­ჩა.

ერთხელ 70 წლის ქა­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ზე იჯდა, მე­ო­რედ მკვლე­ლო­ბა­ზე, მე­სა­მედ ხუ­ლიგ­ნო­ბა­ზე სულ რა­ღაც ამი­ნის­ტი­ე­ბი შე­ე­ხო. ახლა მე­ო­თხედ ჩას­ვა­ვენ, მაგ­რამ და­ნა­შა­უ­ლის შეკ­რე­ბი­თო­ბა ამი­ნის­ტი­რე­ბუ­ლია და რო­გორც პირ­ვე­ლად ნა­სა­მარ­თლებს ესე. შე­სა­ბა­მი­სად, მაქ­სი­მუ­მი 20 წელი...", - წერს მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ეწერ­ში შვილ­მა დედა ბლაგ­ვი საგ­ნით მოკ­ლა, ხოლო მოკ­ლუ­ლის გვა­მი სა­ღო­რე­ში და­მარ­ხა. რო­გორც topnews.com.ge-ს გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და, მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ამ­ნის­ტი­ით არის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი და ის მსხვერ­პლს რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ღო­რე­ში მა­ლავ­და. მე­ზობ­ლებს კი ეუბ­ნე­ბო­და, რომ დე­და­მი­სი სა­ბერ­ძნეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­და.

"არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი იყო. ორ სო­ფელ­ში პე­და­გო­გად მუ­შა­ობ­და. შვილ­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, რის გა­მოც სახ­ლში არ მო­დი­ო­და და ახ­ლობ­ლებ­თან რჩე­ბო­და. აღ­დგო­მის დღე­ებ­ში მო­ვი­და და სურ­და, სახ­ლში ყო­ფი­ლი­ყო ცოტა ხნით. შვილს ეტყო­ბო­და ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა ჰქონ­და. დედა ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და, სი­ტუ­ა­ცია გა­ნე­მუხ­ტა და კონ­ფლიქ­ტში არ შე­სუ­ლი­ყო. ცოტა ხნის წინ გა­ვი­გეთ, რომ დედა რამ­დე­ნი­მე დღის მოკ­ლუ­ლი ჰყავ­და და სა­ღო­რე­ში მა­ლავ­და", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბელ­მა, მაყ­ვა­ლა უკ­ლე­ბამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ხელი ვკარი და ცემენტის კიბეზე დავაგორე..." - თერჯოლელმა მკვლელმა მარიამ კუკუნაშვილზე თავდასხმა სცადა

"ხელი ვკარი და ცემენტის კიბეზე დავაგორე..." - თერჯოლელმა მკვლელმა მარიამ კუკუნაშვილზე თავდასხმა სცადა

ცოტა ხნით ადრე, ვიდრე თერჯოლაში, სოფელ ეწერში საკუთარ დედას მოკლავდა და საღორეში დამარხავდა, მკვლელმა სუროგაციის ცენტრის "NEW LIFE"-ის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელ მარიამ კუკუნაშვილზე თავდასხმა სცადა. ამის შესახებ კუკუნაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"გარკვეული ხნის წინ მეგობრის სახლში ვიყავი სუფრაზე, სადაც არცთუ ისე კარგი რეპუტაციის მქონე მეზობელი ბიჭი დაუპატიჟებლად მოვიდა სუფრაზე. ცოტა ხანში მეორე სართულზე (საკუთარი სახლის) ავედი, რადგან ჩანთა მქონდა იქ დატოვებული. ეს ბიჭი უჩუმრად ამომყვა და რომ მივხვდი საქმე ვერ იყო კარგად და იმხელა სახლში ვერც ვერავის გავაგონებდი, ''პოდრუჩკი'' გავუყარე, გავუღიმე კიბის კიდესთან მივასეირნე, უცებ ხელი ვკარი და ცემენტის კიბეზე დავაგორე, რის შედეგადაც თავი გაუსკდა და სისხლიც ორ ტოტად წამოუვიდა. დღეს გავიგე, რომ გუშინწინ - აღდოგმა დღეს ამ ბიჭმა საკუთარი დედა საშინლად აწამა, შეშის ღუმელის გაცხელებული მაშითა და ნაკვერჩხლებით დაუდაღა მთელი სხეული და შემდეგ წაიღო და საღორეში დამარხა.

პოლიციისთვის უთქვამს მამაჩემის ამოთხრას და სასწაულების გაკეთებას ვაპირებდი და არ დამცალდაო...

ის ოჯახი გადარჩენილია, რადგან იმ დაგორების ხმაურზე ჩემი მეგობრის მამა, ძმა გამოვიდნენ და სცემეს. პასუხად ამისა, ჩამოვიდა თბილისში, ამ ჩემი მეგობარი გოგოს სახლში მივიდა, მინა ჩალეწა, აიღო მინის ნამტვრევი და ყელზე დაუსვა. ჩემს მეგობარს დამ მიუსწრო და გადარჩა.

ერთხელ 70 წლის ქალის გაუპატიურებაზე იჯდა, მეორედ მკვლელობაზე, მესამედ ხულიგნობაზე სულ რაღაც ამინისტიები შეეხო. ახლა მეოთხედ ჩასვავენ, მაგრამ დანაშაულის შეკრებითობა ამინისტირებულია და როგორც პირველად ნასამართლებს ესე. შესაბამისად, მაქსიმუმი 20 წელი...", - წერს მარიამ კუკუნაშვილი.

შეგახსენებთ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში შვილმა დედა ბლაგვი საგნით მოკლა, ხოლო მოკლულის გვამი საღორეში დამარხა. როგორც topnews.com.ge-ს გარდაცვლილის მეზობელმა განუცხადა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამნისტიით არის გათავისუფლებული და ის მსხვერპლს რამდენიმე დღის განმავლობაში საღორეში მალავდა. მეზობლებს კი ეუბნებოდა, რომ დედამისი საბერძნეთში სამუშაოდ წავიდა.

"არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო. ორ სოფელში პედაგოგად მუშაობდა. შვილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც სახლში არ მოდიოდა და ახლობლებთან რჩებოდა. აღდგომის დღეებში მოვიდა და სურდა, სახლში ყოფილიყო ცოტა ხნით. შვილს ეტყობოდა ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. დედა ყოველთვის ცდილობდა, სიტუაცია განემუხტა და კონფლიქტში არ შესულიყო. ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ დედა რამდენიმე დღის მოკლული ჰყავდა და საღორეში მალავდა", - განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა, მაყვალა უკლებამ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს