დღის განმავლობაში სხვადასხვა ინტერენეტსაიტზე იუმორისტის, "კომედი შოუს" მსახიობის, ვასო ფხაკაძის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფხაკაძეს ახალი მეგობარი გოგონა, ლიკა მეტრეველი ჰყავს, რომელიც საზოგადოებამ სილამაზის კონკურსის, "მის საქართველოს" კონკურსანტებს შორის იხილა. გოგონამ 2012 წელს ვიცე მის საქართველოს ტიტული მოიპოვა.
ინტერნეტში წყვილის ურთიერთობის ამსახველი ფოტოებიც ვრცელდება.