"ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონის მონაწილეების ვინაობა ცნობილია. ამჟამად სულ 10 კონკურსანტია, რომელთა შორისაც არიან: ნუგზარ რუხაძე (ჟურნალისტი), გიორგი ნაზღაიძე (მოდელი და წამყვანი), მიშა მესხი (მსახიობი), გია ჯაჯანიძე (ფსიქოლოგი), თიელი (რეპერი), თიკა ჯამბურია (მომღერალი), იასენია (ნანა არახამია – გაგრელი მომღერალი), კატო კვიციანი (ტელერადიოწამყვანი), ნინი ნებიერიძე (მოდელი), მარიამ კუბლაშვილი (ადვოკატი).
ასე რომ, ამ ადამიანებს სერიოზული მარათონი ელოდებათ. ხვალ, 24 აპრილს მათ კომპეტენტური ჟიური (ინგა გრიგოლია, გოჩა ჩერტკოევი, ლევან (ჭოლა) წულაძე და ნინო სუხიშვილი) შეაფასებს.
კონკურსანტებს პარტნიორობას გაუწევენ სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდია "თელას" მოცეკვავეები და მათ შორის იქნება მოსკოვიდან სპეციალური მოწვევით ჩამოსული ვიქტორ ბურჭულაძე.
ლალი ფაცია