პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
28 დეპუტატს ერთი წლის განმავლობაში არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია
28 დეპუტატს ერთი წლის განმავლობაში არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია

პარ­ლა­მენ­ტის 28 წევ­რი, მე-8 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის შეკ­რე­ბი­დან ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე არა­ნა­ი­რი გან­ცხა­დე­ბით არ გა­მო­სუ­ლა , - ამის შე­სა­ხებ "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს" მე-8 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი წლის მუ­შა­ო­ბის შე­ფა­სე­ბის ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი.

სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ო­დი მო­ი­ცავს 2012 წლის 21 ოქ­ტომ­ბრი­დან (ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი შეკ­რე­ბის დღე) 2013 წლის 21 ოქ­ტომ­ბრამ­დე პე­რი­ოდს. რო­გორც ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი, პარ­ლა­მენ­ტის 28 წევ­რს ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის წარ­დგე­ნის უფ­ლე­ბით და არც პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე რა­ი­მე ფორ­მით სი­ტყვით გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბით არ უსარ­გებ­ლია, მათ­გან უმ­რავ­ლე­სო­ბის 13 წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, 8 - უმ­ცი­რე­სო­ბის, ხოლო 7 არც ერთს არ ეკუთ­ვნის. გარ­და ამი­სა, ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბის ერ­თწ­ლი­ან პე­რი­ოდ­ში პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა 121-მა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა გა­მო­ი­ყე­ნა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის წარ­დგე­ნის უფ­ლე­ბით კი, მხო­ლოდ 54-მა. იმ 51 პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს შო­რის, რომ­ლე­ბიც ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პლე­ნა­რულ სხდო­მებ­ზე 30-ზე მეტ­ჯერ გა­მო­ვიდ­ნენ სი­ტყვით 28 უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, 21 - უმ­ცი­რე­სო­ბის, 2 - არც ერთს არ ეკუთ­ვნის.

პლე­ნა­რულ სხდო­მებ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით ლი­დე­რო­ბენ ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი, პავ­ლე კუბ­ლაშ­ვი­ლი, სერ­გო რა­ტი­ა­ნი და ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი. ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით კი ლი­დე­რობ­დნენ ირი­ნე იმერ­ლიშ­ვი­ლი, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი, და­ვით ონოფ­რიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თბილისელი
0

იმიტომ უნდათ დეპუტატობა მუქთად იღებენ ხელფასებს,შემდეგ პენსიც კარგი ექნებათ,რატომაც არა თან ჩენ გვეძახიან ცხვრებივით მიტინგზე გამოდით ქართველები არახართო.ასი ასეთი დეპუტატების ხელში ჩვემ~ნ ქვეყანას ვერ ავაშენებთ. იმიტომ რომ ვერ ვხვდებით რამდენჯერ შეიძლება აირჩიო უზრდელი ხალხი.უგულავა,ბოკერია,მელია,ბოკიჩავა, რავიცი კიდე ხაბეიშვილს მოლაყბეს რაუნდა დეპუტატად,ეხლა ნაცებს ახალი მოლაყბე ყავთ უდუმაშვილი,სირცხვილია ხალხო როდის უნდა გავიზარდოთ.სულ ომში და ჩხუბში უნდა იყოს ქვეყანა,მომავალი დავკატრგეთ ამასობაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

28 დეპუტატს ერთი წლის განმავლობაში არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია

28 დეპუტატს ერთი წლის განმავლობაში არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია

პარლამენტის 28 წევრი, მე-8 მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან ერთი წლის განმავლობაში, პლენარულ სხდომაზე არანაირი განცხადებით არ გამოსულა , - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი წლის მუშაობის შეფასების ანგარიშშია ნათქვამი.

საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2012 წლის 21 ოქტომბრიდან (ახლად არჩეული პარლამენტის პირველი შეკრების დღე) 2013 წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი,  პარლამენტის 28 წევრს ერთი წლის განმავლობაში არც საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლებით და არც პლენარულ სხდომაზე რაიმე ფორმით სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია, მათგან   უმრავლესობის 13 წარმომადგენელია, 8 - უმცირესობის, ხოლო 7 არც ერთს არ ეკუთვნის. გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, პარლამენტის მუშაობის ერთწლიან პერიოდში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლება 121-მა პარლამენტის წევრმა გამოიყენა, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლებით კი, მხოლოდ 54-მა. იმ 51 პარლამენტის წევრს შორის, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში პლენარულ სხდომებზე 30-ზე მეტჯერ გამოვიდნენ სიტყვით 28 უმრავლესობის წარმომადგენელია, 21 - უმცირესობის, 2 - არც ერთს არ ეკუთვნის.

პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოსვლის რაოდენობის მიხედვით ლიდერობენ ვახტანგ ხმალაძე, კობა დავითაშვილი, პავლე კუბლაშვილი, სერგო რატიანი და ზაქარია ქუცნაშვილი. ინიცირებული კანონპროექტების რაოდენობის მიხედვით კი ლიდერობდნენ ირინე იმერლიშვილი, კობა დავითაშვილი, დავით ონოფრიშვილი, ირაკლი სესიაშვილი და გიორგი ცაგარეიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება" - როგორ აფასებს ლადო პაპავა მთავრობის ახალ რეგულაციებს

"ჩვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება" -  რას ამბობს ვიცე-პრემიერი ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებზე?